close
ასტრონომია - კოსმოსი

ასტეროიდი დედამიწას ისე მოუახლოვდა, რომ ასტრონავტებმა ვერ შენიშნეს

მაცივრის ზომის ასტეროიდი, 2021 UA1, დედამიწას 3000 კილომეტრის მანძილზე ისე მოუახლოვდა, რომ მეცნიერებმა ვერ შეამჩნიეს.
ციური ობიექტის დიამეტრი მხოლოდ ორ მეტრს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ის ჩვენს პლანეტას კიდევ უფრო მოუახლოვდებოდა, დიდი ალბათობით, დედამიწის ატმოსფეროში დაიწვებოდა.
დედამიწის ისტორიაში დღემდე ორი ასტეროიდი იყო ცნობილი, რომელიც ჩვენს პლანეტას ახლო მანძილზე მოუახლოვდა : ერთი მათგანი- QG 2020, რომელმაც დედამიწას ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილის ზემოთ, 1 830 მილის მანძილზე ჩაუარა და მეორე – 2020 VT4 – რომელმაც 2020 წლის 13 ნოემბერს, დედამიწას რეკორდულად მცირე მანძილზე, 370 კილომეტრზე, ჩაუფრინა. 2021 UA1 კი მესამე ასტეროიდია, რომელიც ჩვენს პლანეტას ასე მოუახლოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ასტეროიდები ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ დედამიწაზე ზემოქმედება მოახდინონ, ბევრი მეცნიერი ემზადება შესაძლო სცენარისთვის, როდესაც უფრო დიდი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
მიმდინარე წლის მაისში, ნასამ ჩაატარა იმიტაცია, რომელიც ასეთი შემთხვევისთვის მომზადებას ითვალისწინებდა, მაგრამ დაასკვნა, რომ დედამიწაზე არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნულ პროცესს შეაჩერებს.
ერთადერთი რეაგირება, რაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი, ასტეროიდის დაცემამდე ტერიტორიის ევაკუაციაა.
ჩინელმა მკვლევარებმა კი 20-ზე მეტი რაკეტის გაგზავნა განიხილეს, რაც, მათი ვარაუდით, გიგანტურ ასტეროიდს შეაჩერებს.

წყარო : independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0