close

მსოფლიო

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

,,Boston Dynamics–ის” ახალი რობოტი კიდევ უფრო ადამიანურია

კომპანია ,,Boston Dynamics–მა” თავის ,,YouTube-ის” არხზე გამოაქვეყნა ორი ახალი ვიდეო, სადაც ასახულია მათი ახალი პროდუქტის სხვადახვა მოძრაობა, ვიდეო ამტკიცებს, რომ კომპანია წინ მიიწევს, მათ კიდევ უფრო მიამსგავსეს ახალი რობოტი ადამიანს.

ვიდეოში თითქოს არაფერია ისეთი, რაც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ აშკარაა, რომ მოძრაობები დახვეწილია, თითქოს – რობოტი ბუნებრივად მოქმედებს. პირველ ვიდეოში ნაჩვენებია რობოტი “Atlas–ი“, რომელიც დაბრკოლებას წარმატებით გადალახავს, დარბის, დახტის.  ხოლო მეორე ვიდეოში კი – ალბათ, გახსოვთ ძაღლი რობოტი, რომელიც კარებს აღებდა. ახლა მას ახალი ფუნქცია დაემატა და უპრობლემოდ შეუძლია კიბეებზე გადაადგილება.

 

წყაროTheverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

განახლებულმა ,,Falcon 9-მ” სადებიუტო გაფრენა განახორციელა

კომპანია ,,SpaceX-ის განახლებულმა რაკეტა ,,Falcon 9-მ, რომელიც ,,ნასას” მომავალი მისიებისთვისაა დამზადებული, პარასკევს ფლორიდის კაპე კანავერალას აეროდრომიდან  სადებიუტო გაფრენა განახორციელა. 

რაკეტამ ორბიტაზე განსათავსებლად ბანგლადეშის თანამგზავრი გადაიტანა.

განახლებულ ,,Falcon 9-ს” გაცილებით ძლიერი და უსაფრთხო  ძრავი Block-5 აქვს, ვიდრე წინამორბედი Block-4 იყო.

ძრავი Block-5  განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. კომპანია ,,SpaceX-ის” ინფორმაციით, განახლებული ძრავის, სულ ცოტა, 10-ჯერ გამოყენებაა შესაძლებელი, გაფრენასა და გადრენას შორის კი მხოლოდ მინიმალური რემონტია საჭირო, რაც ფრენის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გაძლიერებული რაკეტის მრავალჯერადი გამოყენება უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს  ,,SpaceX-ის” მფლობელ მილიარდერ მეწარმე ილონ მასკისთვის, რომლის მთავარი მიზანი კოსმოსში კომერციული ფრენების განხორციელება და ადამიანების მარსზე გაგზავნაა.

პარასკევის გაფრენა წელს ,,SpaceX-ისთვის“ მეცხრეა, რაც შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

რაკეტამ მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ბანგლადეშის მთავრობის პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი Bangabandhu-1-ი განათავსა, რაც კომპანია ,,SpaceX-ის“ ინფორმაციით, Falcon 9-მ აფრენიდან 33 წუთში განახორციელა.

Block-5 -ი ,,Falcon 9-ს“ საბოლოო ვერსიაა, სანამ კომპანია სუპერმძიმე რაკეტა Big Falcon Rocket-ს წარმოადგენს, რომელიც ადამიანების მარსზე გასაგზავნად იქნება განკუთვნილი. ,,SpaceX-ი“ და ,,Boeing Co“ ის ორი კომპანია გახლავთ, რომელიც ,,ნასამ” ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად დაიქირავა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

მომავლის მანქანა, რომელიც წყალზე იმუშავებს

,,Audi h-tron-ი“ არის სამომავლო ავტომობილი, რომელიც წყალზე იმუშავებს და სავსე ავზით ავტომობილს შეეძლება 600 კმ გაიაროს.

100 კმ/სთ-ი სიჩქარის განვითარება ანუ დაჩქარება 7,1 წამში იქნება შესაძლებელი. ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია, როდესაც მანქანას არ სჭირდება საწვავი, ხალხს დიდი ეკონომიის გაკეთებაში მიეხმარება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ კომპანია „Audi–ს“ არ სურს მასობრივად აწარმოოს ახალი პროდუქტი, მიზეზი უცნობია.

სავარაუდოდ. მისი ფასი ძალიან დიდი იქნება და ყველა ფენის ადამიანს არ შეეძლება შეძენა. ალბათ, კომპანიის გადაწყვეტილებაზეც დიდი გავლენა სწორედ ამ ფაქტორმა იქონია.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტს სიმელოტის წინააღმდეგ გამოიყენებენ

ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის განკუთვნილ პრეპარატ  სიმელოტის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მედიკამენტს თმის ფოლეკულებზე შთამბეჭდავი ეფექტი აქვს და თმის ზრდას უწყობს ხელს. მათი განცხადებით, ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულია, კლინიკური დადასტურების შემთხვევაში კი –  მედიკამენტი გარღვევა იქნება თანამედროვე მედიცინაში.

იგი შეიცავს ნაერთს, რომელიც მოქმედებს პროტეინზე, რომელიც თმის ზრდის „მუხრუჭის“ როლს ასრულებს.

პროექტის ლიდერმა დოქტორმა ჰოკშოუმ ,,BBC- განუცხადა, რომ აუცილებელია მედიკამენტზე კლინიკური კვლევის ჩატარება, რათა  ადამიანებში მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგინდეს.

ამჟამად ხელმისაწვდომია სიმელოტის (ანდროგენული ალოპეცია) სამკურნალო მხოლოდ ორი მედიკამენტი :

-,,მინდოქსიდილი“ – მამაკაცებისა და ქალებისთვის;

– ,,ფინასტერიდი“ – მხოლოდ მამაკაცებისთვის.

თუმცა, ორივე მედიკამენტს გვერდითი ეფექტები აქვს და, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია, ამიტომ პაციენტები უმეტესწილად თმის ტრანსპლანტაციის ოპერაციას მიმართავენ.

,,PLOS Biology-ში“ გამოქვეყნებული კვლევა ლაბორატორიაში 40 მამაკაცის სკალპზე განხორციელდა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ვულკან კილაუეას ამოფრქვევები ჰავაიზე შესაძლოა წლების მანძილზე გაგრძელდეს

იმ ადამიანებს, რომელთა ევაკუაცია ჰავაის კუნძულების ხელისუფლებამ ლეილანი-ესტეიტსის დასახლებიდან ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო განახორციელა, სავარაუდოდ, იმაზე მეტხანს მოუწევთ საკუთარი სახლებისგან შორს ყოფნა, ვიდრე ფიქრობდნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვულკანის მძვინვარება, სავარაუდოდ, კარგა ხანს გაგრძელდება. ვულკან კილაუეას ამოფრქვევა არა გასულ კვირას, არამედ 1983 წელს დაიწყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ ბოლო პროცესი, რომელიც ამოფრქვევის 62-ე ეპიზოდია, შესაძლოა, რამდენიმე კვირის, თვის და უფრო მეტიც, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ვუკლან კილაუეას ცეცხლოვანი ლავის შადრევნებისა და ტალღის შედეგად, გაჩნდა 12 ვულკანური ბზარი. ზანტად მომდინარე გამდნარმა მაგმამ გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად ხვდებოდა. მეცნიერთა აზრით, ამ ყველაფრის უკან ეფუზიური ბზაროვანი ამოფრქვევა დგას.

ბოლო ამოფრქვევის მიზეზი ვულკანის მწვერვალზე, კრატერში მდებარე ლავის ტბის ფსკერის ჩანგრევა გახდა, რის შედეგადაც მთელი მისი გამდნარი მასა კილაუეას მიწისქვეშ დამალულ მაგმის სისტემაში ჩავიდა.

მეცნიერებმა რეზერვუარის ჩანგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ არ იციან, მაგრამ როცა ეს მოხდა, ახალ კლდოვან არხებში დაპრესილი მაგმის დაძვრამ მიწისძვრათა სერია გამოიწვია, მათ შორის 6,9 მაგნიტუდის ბიძგები, რაც ყველაზე ძლიერი იყო ჰავაიზე 1975 წლის შემდეგ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი წლის საუკეთესო ტექნოლოგიაა

,,ამაზონმა” უკვე 25 მილიონი ,,Alexa–ს” მიკროფონი გაყიდა, ასევე – ,,Google–მა” 400 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისცა საშუალება სხვადასხვა მნიშნელოვანი ახალი ამბავი გაეგოთ მიმდინარე ტექნოლოგიურ ცვლილებებზე.

2018 წელი ტექნოლოგიის სფეროში ყველაზე წარმატებულად დაიწყო, ყოველდღიურად იგონებენ ახალ პროდუქტებს, აკეთებენ სხვადასხვა რობოტის პრეზენტაციებს.
ხელოვნურმა ინტელექტმა გააუმჯობესა კომპანიების სუსტი წერტილები, როგორიცაა – დაცვის სისტემა, პროდუქტიულობის მაჩვენებელი,  მომსახურების სისტემა, ეს ყველაფერი კი – ადამიანებსა და კომპანიებს მისცემს სტიმულს უფრო და უფრო განავითარონ ხელოვნური ინტელექტი და მიაღწიონ ნაწილობრივ სრულყოფილების დონეს.

წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოქიმია

ტყლარწში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს

საკმაოდ პოპულარულ ტყლარწში საშიში ნივთიერება – ბორაკი აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთისა და აშშ რამდენიმე სკოლაში ტყლარწის გაყიდვა უკვე აიკრძალა.

ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც შეიცავს საოჯახო ქიმიის ნაწარმი – მას ლაქების ამომყვან სითხეებსა და ფხვნილებში იყენებენ.

გარდა ამისა – ტყლარწი წებოსა და საღებავსაც შეიცავს. ამ სამი ნივთიერების კომბინაცია კი – დამწვრობასა და ბევრ უკუჩვენებას იწვევს.

კვლევების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მშობლებმა სააკუთარი ბავშვებს ხელებზე დამწვრობა აღმოაჩინეს.

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩაანაცვლებს თუ არა პლასტმასის ბოთლს ინოვაციური ბოთლი, რომელიც სამ კვირაში იშლება

ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი გამოიგონა, რომელიც სამ კვირაში იშლება.
ჯეიმს ლონგკროფტი ამ გამოგონების საშუალებით პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებასა და მათი ნარჩენებისგან მსოფლიო ოკეანეების დაცვას ისახავს მიზნად.
ბოთლის – CH2OOSE-ის გარეშრე რეციკლირებული ქაღალდისგან მზადდება, ხოლო წყალგამძლე შიდაფენა შედგება კომპოზიტური მასალისგან, რომელიც მეცნიერმა თავად შექმნა.
ლონგკროფტი აცხადებს, რომ ბოთლის ფოლადის თავსახურიც დაახლოებით ნახევარ წელიწადში სრულად იშლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ლონგკროფტის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
მეცნიერი, რომელიც ჯერჯერობით თავისი გამოგონების დაპატენტებას ელოდება, იმედოვნებს, რომ მისი ბოთლი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ფასი დაახლოებით 1,2 აშშ დოლარი იქნება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ოკეანეებში 55 ტონა პლასტმასია. ივლისში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. ჟურნალ ,,Science Advances-ის” სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მხოლოდ 2015 წლისთვის, კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება. დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება.

წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ებრაულმა კომპანიამ ლაბორატორიული ხორცის წარმოების ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა

,,Tyson Foods (TSN.N)-მა” – უმსხვილესმა ამერიკულმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანიამ ლაბორატორიაში ხორცის მიღების მიზნით ისრაელის ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში 2,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ,,Future Meat Technologies-ი” ცხიმისა და კუნთების უჯრედების წარმოებაზეა ორიენტირებული და ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ლაბორატორიულად ხორცის წარმოებას ცდილობენ, რათა ამ გზით ხორზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხონ.
ფირმის დამფუძნებელმა და მთავარმა მეცნიერმა იაკოვ ნაჰიმიასმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ერთი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება 10,000 დოლარი ჯდებოდა, კომპანიამ ხარჯის 800 დოლარამდე შემცირება შეძლო, 2020 წლისთვის კი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება, სავარაუდოდ, 5-10 დოლარი იქნება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხორცზე მოთხოვნა 2050 წლისთვის, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიარდს მიაღწევს, 2000 წელთან შედარებით გაორმაგდება და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთადერთი გზა ხორცის ლაბორატორიულად წარმოება იქნება.
ოქსფორდისა და ამსტერდამის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ხორცის წარმოებისას წარმოიქნება 96 პროცენტით ნაკლები სათბური გაზი, მოიხმარება 82-96 პროცენტით ნაკლები წყალი და მინიმუმამდე შემცირდება მსხვილფეხა საქონლის გასაზრდელად საჭირო მიწაზე მოთხოვნა.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ებრაულმა კომპანიამ ლაბორატორიული ხორცის წარმოების ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა

,,Tyson Foods (TSN.N)-მა” – უმსხვილესმა ამერიკულმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანიამ ლაბორატორიაში ხორცის მიღების მიზნით ისრაელის ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში 2,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ,,Future Meat Technologies-ი” ცხიმისა და კუნთების უჯრედების წარმოებაზეა ორიენტირებული და ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ლაბორატორიულად ხორცის წარმოებას ცდილობენ, რათა ამ გზით ხორზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხონ.
ფირმის დამფუძნებელმა და მთავარმა მეცნიერმა იაკოვ ნაჰიმიასმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ერთი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება 10,000 დოლარი ჯდებოდა, კომპანიამ ხარჯის 800 დოლარამდე შემცირება შეძლო, 2020 წლისთვის კი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება, სავარაუდოდ, 5-10 დოლარი იქნება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხორცზე მოთხოვნა 2050 წლისთვის, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიარდს მიაღწევს, 2000 წელთან შედარებით გაორმაგდება და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთადერთი გზა ხორცის ლაბორატორიულად წარმოება იქნება.
ოქსფორდისა და ამსტერდამის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ხორცის წარმოებისას წარმოიქნება 96 პროცენტით ნაკლები სათბური გაზი, მოიხმარება 82-96 პროცენტით ნაკლები წყალი და მინიმუმამდე შემცირდება მსხვილფეხა საქონლის გასაზრდელად საჭირო მიწაზე მოთხოვნა.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 51 52 53 54 55 91
Page 53 of 91