close
დედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ებრაულმა კომპანიამ ლაბორატორიული ხორცის წარმოების ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა

Yaakov Nahmias, founder and chief scientist of Future Meat Technologies, holds laboratory-grown fat samples in his lab in Jerusalem May 2, 2018. REUTERS/Ammar Awad

,,Tyson Foods (TSN.N)-მა” – უმსხვილესმა ამერიკულმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანიამ ლაბორატორიაში ხორცის მიღების მიზნით ისრაელის ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში 2,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ,,Future Meat Technologies-ი” ცხიმისა და კუნთების უჯრედების წარმოებაზეა ორიენტირებული და ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ლაბორატორიულად ხორცის წარმოებას ცდილობენ, რათა ამ გზით ხორზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხონ.
ფირმის დამფუძნებელმა და მთავარმა მეცნიერმა იაკოვ ნაჰიმიასმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ერთი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება 10,000 დოლარი ჯდებოდა, კომპანიამ ხარჯის 800 დოლარამდე შემცირება შეძლო, 2020 წლისთვის კი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება, სავარაუდოდ, 5-10 დოლარი იქნება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხორცზე მოთხოვნა 2050 წლისთვის, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიარდს მიაღწევს, 2000 წელთან შედარებით გაორმაგდება და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთადერთი გზა ხორცის ლაბორატორიულად წარმოება იქნება.
ოქსფორდისა და ამსტერდამის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ხორცის წარმოებისას წარმოიქნება 96 პროცენტით ნაკლები სათბური გაზი, მოიხმარება 82-96 პროცენტით ნაკლები წყალი და მინიმუმამდე შემცირდება მსხვილფეხა საქონლის გასაზრდელად საჭირო მიწაზე მოთხოვნა.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid