close
კვლევები

კვლევა – პირის ღრუს სავლებ საშუალებებს კორონავირუსის მოკვლა 30 წამში შეუძლია

„კარდიფის უნივერსიტეტის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პირის ღრუს სავლები საშუალებები, რომლებიც სულ მცირე 0.07 პროცენტ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს შეიცავს, კორონავირუსს 30 წამში კლავს.

ანგარიშის, სახელწოდებით : “პირის ღრუს სავლები საშუალების კომპონენტების ვირუსული ეფექტურობა SARS-CoV-2- ს წინააღმდეგ” – რეცენზირება ჯერჯერობით არ მომხდარა,  მაგრამ ის თანხმობაშია გასულ კვირას გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევასთან, რომლის თანახმადაც, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდზე დაფუძნებული პირის ღრუს სავლები საშუალებები ეფექტურია კოვიდის ვირუსული დატვირთვის შესამცირებლად.

კვლევის ავტორები მომავალი კლინიკური ცდის საშუალებით შეისწავლიან, რამდენად ეფექტურია სავლები საშუალებები პაციენტების ნერწყვში კოვიდ 19-ის დონის შესამცირებლად. აღნიშნული ცდა კარდიფში მდებარე უელსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჩატარდება და მისი შედეგები 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

„საჭიროა, დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა პირის ღრუს სავლები საშუალებებით ლაბორატორიის პირობებში მიღებული შედეგის პაციენტებში რეპროდუქტირება. ჩვენი კლინიკური ცდა, სავარაუდოდ, დ2021 წლის დასაწყისში დასრულდება,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0