close
კვლევები

კვლევა – მილანში კოვიდ 19-ი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში არსებობდა

მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერის ბოლოს ცირკულირებდა.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 2020 წლის სექტემბერში გააანალიზეს გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში ცხვირ-ხახიდან აღებული 39 ნიმუში, ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეს მასალა ეკუთვნოდა მილანში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს.

ბავშვს მწვავე რესპირატორული სინდრომი 2019 წლის ნოემბერში განუვითარდა, დეკემბრის დასაწყისში კი მას წითელას მსგავსი გამონაყარი აღენიშნებოდა, რის გამოც ბავშვი წითელათი დაინფიცირებული ეგონათ.

კიდევ ერთიკვლევაივნისში გამოქვეყნდა, რომელმაც აჩვენა, რომ კორონავირუსი მილანსა და ტურინში საკანალიზაციო სისტემებში ჯერ კიდევ დეკემბერში ფიქსირდებოდა.

აღნიშნული კვლევები არსებითად ცვლის მანამდე არსებულ მტკიცებულებებს, რომლის თანახმადაც, იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოვლინდა.

წყარო : cdc.gov , bloomberg.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0