close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის ტვინზე კომპიუტერის უსადენოდ დაკავშირება შეძლეს!

კვლევის ფარგლებში პარალიზებულმა მონაწილეებმა კომპიუტერი ტვინიდან წამოსული სიგნალებით გააკონტროლეს.

კომპიუტერისთვის ბრძანებების უკაბელოდ გადაცემის მცდელობამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. როგორც აშშ-ს ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, სისტემას ტვინის სიგნალების გადაცემა სრული წარმატებით შეუძლია.

BrainGate ტექნოლოგიის კლინიკურ კვლევაში მცირე ზომის გადამცემია გამოყენებული, რომელიც ადამიანის ტვინის მამოძრავებელ ქერქს უკავშირდება. კვლევის პარალიზებულმა მონაწილეებმა სისტემა კომპიუტერის გასაკონტროლებლად გამოიყენეს და შედეგად, სადენიანი სისტემის ანალოგიური მოქმედებების შესრულება შეძლეს. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს აღჭურვილობასთან ფიზიკური კავშირი აღარ სჭირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს უკაბელო სისტემა ფუნქციურად სადენიანი სისტემების ეკვივალენტურია. სიგნალები ჩაიწერება და სათანადოდ მსგავსი სიზუსტით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, დეკოდირების იგივე ალგორითმები გამოვიყენოთ, რომლებსაც სადენიანის შემთხვევაში ვიყენებთ” – ამბობს ჯონ სიმერალი, ინჟინრის ასისტენტ პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტში.

ეს ნერვული ინტერფეისის ტექნოლოგიების სწრაფად მზარდ სფეროში უახლეს მიღწევას წარმოადგენს. უკანასკნელი კვლევის ორი მონაწილე 35 და 63 წლისები იყვნენ, რომლებიც ზურგის ტვინის ტრავმის გამო პარალიზებულები იყვნენ. მათ უკაბელო სისტემის უწყვეტი გამოყენება 24 საათის განმავლობაში შეძლეს. თანაც ეს ყველაფერი სახლის პირობებში მოხდა და არა, ლაბორატორიაში.

ლეუნ ჰოჩბერგი, ბრაუნის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი და BrainGate კლინიკური გამოკვლევის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ სისტემის მეშვეობით, შეგვიძლია, დიდი ხნის განმავლობაში ვადევნოთ თვალის ტვინის აქტივობას, სახლის პირობებში. “ეს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებაში დაგვეხმარება, რომლებიც პარალიზებული ადამიანების კომუნიკაციისა და მობილობის, უწყვეტ, ინტუიციურ და საიმედო აღდგენას უზრუნველყოფს”.

ტექნოლოგიის ასეთმა განვითარებამ ილონ მასკისა და Facebook-ის ყურადღებაც მიიპყრო. შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის სტარტაპმა მაიმუნის ტვინზე უკვე გამოსცადა უსადენო ჩიპი, რომლის დახმარებითაც ის ვიდეო თამაშებს გაუმკლავდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიკულტურა

უძველესი ევროპელები ნეანდერტალელებთან იმაზე ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე გვეგონა

ევროპაში მიგრირებული ადრეული ადამიანები როდესაც იქ მცხოვრებ ნეანდერტალელებს გადაეყარნენ 45 000 წლის წინ, მათ შორის დიდი ფლირტი გაჩაღდა.

იმ დროინდელი ადამიანების ნამარხებში (ყველაზე ძველი ევროპაში) ნაპოვნი დნმ-ის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსებსა (ადამიანები) და ნეანდერტალელებს (რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ) შორის სახეობათშორისი შეჯვარება იმაზე უფრო ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. კვლევები 7 აპრილს ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

ახალი გენეტიკური მტკიცებულებების თანახმად, ადამიანებმა ევროპას 50 000 წლის წინ მიაღწიეს, რა დროსაც ნეანდერტალელები მათთან შეჯვარდნენ. დღეს კი ნეანდერტალელების გენები ჩვენს დნმ-შია. სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ მაშინდელ ნეანდერტალელებსაც, რომ როგორმე თავიანთი გენი გადაერჩინათ.

ბულგარეთში მდებარე ბაჩო კიროს გამოქვაბულში ნაპოვნი სამი ჰომო საპიენსის დნმ-ში აღმოჩენილია ნეანდერტალალების 3-4%-მდე კონტრიბუცია. უძველესი დნმ კბილიდან და ძვლის ორი ფრაგმენტიდან ამოიღეს, რომელიც რადიონახშირბადული დათარიღებით 43 000 ან 46 000 წლის უნდა იყოს.

ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა, მათი გენეტიკური კვალი მაინც რჩება – დღეს, არაფრიკელი ადამიანების დნმ-ის დაახლოებით 2% ნეანდერტალელთა გენებია. რაც შეეხება აფრიკელ ადამიანებს, ისინი ნეანდერტალელების გენების შედარებით მცირე რაოდენობას ატარებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

მზის სინათლე კორონავირუსს 10 წუთში ანადგურებს – კვლევა

სანტა-ბარბარას კალიფორნიული უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, მზის სინათლეს კორონავირუსის გასანადგურებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. შესაბამისი კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Infectious Diseases გამოქვეყნდა.

იმაზე, რომ ულტრაიისფერ სხივებს კორონავირუსის განადგურება შეუძლია, სპეციალისტები 2020 წლის ზაფხულში საუბრობდნენ, თუმცა მაშინ მიიჩნეოდა, რომ ამისთვის რამდენიმე საათია საჭირო.

თუმცა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება შეიძლება კიდევ უფრო მძლავრი იყოს, რაც ვირუსს კიდევ უფრო სწრაფად, 10-20 წუთში ამარცხებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ფრანგულმა კომპანიებმა გულის დაავადებების მკურნალობის ახალია ტექნოლოგია წარადგინეს

გულის დაავადება მსოფლიოში გარდაცვალების ძირითადი მიზეზია. მსოფლიოში გულის დაავადებები დაახლოებით 60 მილიონ ადამიანს აწუხებს, რის გამოც ზოგიერთმა კარდიოლოგმა მას პანდემია უწოდა.

ცნობილია, რომ გულის დაავადებების მძიმე შემთხვევების პერსპექტივა ოპტიმისტური არ არის.

ამჟამად საუკეთესო გამოსავალს გულის გადანერგვა წარმოადგენს, რაც, ორგანოების დონორების სიმცირის გამო, ძალიან შეზღუდულია.

მეორეა გულის ტუმბოს დაყენება, რაც ხშირად იწვევს გართულებებს, როგორიცაა ინსულტი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. მათ, ვისაც გულის ტრადიციული ტუმბოები აქვთ, ცნობილია, როგორც მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობები, ასევე შეიძლება ჰქონდეთ გულის უკმარისობა ზომიერი ვარჯიშის დროსაც კი.

მაგრამ სამედიცინო ტექნოლოგიის მიღწევებმა შეიძლება არასახარბიელო  პროგნოზი შეცვალოს.

კომპანია Carmat– ის ხელოვნური გული მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გერმანიასა და საფრანგეთში გაიყიდება  სახელწოდებით “Aeson”. მოწყობილობა შექმნილია ნამდვილი გულის იმიტაციისთვის და ბატარეებზე მუშაობს.

ამავდროულად, ფრანგული სტრატაპი CorWave ქმნის გულის ტუმბოს, რომელიც იმეორებს სისხლის მიმოქცევას და ადამიანის გულის წნევის მახასიათებლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გულის არსებული ტუმბოები ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, თუმცა გართულებების მაღალ რისკს შეიცავს.

„ჩვენ გვსურს გადავარჩინოთ პაციენტები, მაგრამ გადავარჩინოთ არა მხოლოდ მათი სიცოცხლე, არამედ მათ ჰქონდეთ ჩვეული აქტიური ცხოვრება,“- განაცხადა CorWave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუი დე ლილერსმა.

CorWave– ის ტუმბო მუშაობს ტექნოლოგიით, რომელსაც ტალღურ მემბრანას უწოდებენ და  რომელიც შთაგონებულია ზღვის ცხოველების მოძრაობით. სწორედ ეს სითხის მოძრაობა საშუალებას აძლევს ტუმბოს მიახლოებულად გაიმეოროს გულის ფუნქცია და კომპანიის იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც გულის გადანერგვა.

ტექნოლოგია  2012 წლიდან მუშაობს და კომპანია თითქმის ასრულებს ტექნიკისთვის საჭირო 10 წლიან პერიოდს.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა თრომბის განვითარებას შორის კავშირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის

ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ სინდრომს შორის მიზეზობრივი შედეგი ჯერჯერობით არ დაუდგენიათ.

სააგენტოს  მიერ Agence France-Presse-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ დასკვნამდე ჯერ არ მისულან და განხილვა კვლავ მიმდინარეობს. .

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის წამლის სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების დირექტორმა მარკო კავალერიმ იტალიურ გამოცემას Il Messaggero-ს განუცხადა, რომ სააგენტომ  „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ სინდრომს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაადგინა, თუმცა ჯერ არ იციან, თუ რა იწვევს ამ რეაქციას.

კითხვები „ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე ვაქცინირებულს  თრომბოემბოლიური გართულება დაუფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ევროპის წამლის სააგენტომ და მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადეს, რომ ადამიანებმა “ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება უნდა განაგრძონ, რადგან მისი სარგებელი რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

წყარო :theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

აზიანებენ თუ არა ძაღლები და კატები გარემოს – კვლევა

შინაური ცხოველები ხორცის დიდ რაოდენობას მოიხმარენ, რის შედეგადაც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებენ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Express ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორის, გრეგორი ოკინის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის თანახმად, აშშ-ში მცხოვრები 160 მილიონამდე ძაღლი და კატა 64 მილიონ ტონა СО2-ს გამოყოფს, რაც 13 მილიონამდე ავტომობილის გამონაბოლქვის ტოლფასია.

მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტ მარტენსის მტკიცებით, ცხოველების მიერ გამოყოფილი СО2-ის რაოდენობა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ და რა საკვებით იკვებებიან. მაგალითად, ნიდერლანდებში ერთი ძაღლი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 17 ტონამდე СО2-ს გამოყოფს, ჩინეთში – 19.1 ტონას, იაპონიაში 9.9 ტონას.

ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი კელი სუონსონი კი კოლეგების მონაცემებს გადაჭარბებულად მიიჩნევს. მისი თქმით, შინაური ცხოველების უმრავლესობა სუბპროდუქტებით იკვებება, რაც მათ მიერ გამოყოფილი СО2-ის რაოდენობას ამცირებს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ცხოველების გადამეტებით კვება დაუშვებელია, რადგანაც ამით გარემოს სერიოზული ზიანი ადგება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა : Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში 100%-ით ეფექტურია

კვლევამ, რომლის დროსაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოსცადეს, აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და ამასთან, დაინფიცირებისგან 100%-ით იცავს.

კვლევაში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა.

Pfizer-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაიწყება.

კომპანიის ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, ისინი აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასა და სხვა მარეგულირებლებს აღნიშნული ასაკის პირებში ვაქცინის  გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავენ.

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 16 წლისა და მეტი ასაკის პირებში გამოყენება უკვე ნებადართულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტების შეფასებით, ბავშვების ვაქცინაციას პანდემიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის თანახმად, ბავშვები აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს. ექსპერტების თქმით, ვირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აშშ-ის მოსახლეობის 70%- 85% -ის ვაქცინაციაა საჭირო.

Pfizer-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაიწყეს კლინიკური ცდები, რომლის ფარგლებშიც თავიანთ ვაქცინას 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდიან.

წყარო : cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

ახალი კვლევის თანახმად, ღიპიანი კაცი ყველაზე სექსუალურია

გამოკითხვის თანახმად, მარტოხელა ქალების თითქმის 75% უპირატესობას ღიპიან მამაკაცს ანიჭებს.

Dating.com– ის მიერ ჩატარებულ ჩატარებულ კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მიზანი სხეულის სასურველი ტიპის გამოვლენა იყო.

გამოკითხულთა 75% -მა აღნიშნა, რომ ისინი მომცრო ღიპის, ე.წ. “DAD BOD”-ის თაყვანისმცემლები არიან, ხოლო 20% -მა მიუთითა, რომ მათთვის სხეულის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს – ისინი გარეგნობაზე მეტად, პიროვნებით ინტერესდებიან. იმავდროულად, გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ “ბარბის ან კენის მსგავსი სხეულის ტიპი” ყველაზე სექსუალურია.

შედეგების განხილვისას, Dating.com– ის ვიცე – პრეზიდენტი აღნიშნავს:

„სრულყოფილი და ფორმაში მყოფი სხეულები იდეალურადაა მიჩნეული, როდესაც საქმე პოტენციური პარტნიორის მოზიდვას ეხება; თუმცა, Dating.com– ის მომხმარებლებმა უბრალოდ დაადასტურეს, რომ როდესაც საქმე ეხება რეალურ რომანებს ეხება, გარეგნობა უბრალოდ მეორეხარისხოვანია.

ფილმებისა და სატელევიზიო შოუების გავლენით გამუდმებით მიმდინარეობს სრულყოფილი სხეულების პოპულარიზაცია. ეს კი ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თავადაც ასე უნდა გამოიყურებოდნენ, რათა თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ. ჩვენ მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ რეალურად ასე არ არის.“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Pfizer: “ჩვენმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 12–დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში 100%–იანი ეფექტიანობა აჩვენა”

სრულად ნახვა
კვლევები

რუსეთმა ცხოველებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

სრულად ნახვა
1 50 51 52 53 54 100
Page 52 of 100