close

კვლევები

კვლევები

მეცნიერები გვაფრთხილებენ : თმის ქიმიური გასასწორებელი საშუალებები საშვილოსნოს კიბოსთან არის დაკავშირებული

საშვილოსნოს კიბოს იშვიათი და აგრესიული ფორმის შემთხვევები შეერთებულ შტატებში სწრაფად იზრდება, რისი მიზეზიც, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, თმის ქიმიური გასწორება იყოს.
თითქმის 11 წლის განმავლობაში, აშშ-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIEHS) მკვლევარები 33 947 ზრდასრულ ადამიანს აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 378 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც გამოკითხვის დაწყებამდე 12 თვის განმავლობაში ოთხჯერ გამოიყენა თმის ქიმიური გასწორების საშუალება, 155 პროცენტით მეტი შანსი ჰქონდა, რომ მოგვიანებით დაესვათ საშვილოსნოს კიბო, მათთან შედარებით, ვისაც ასეთი საშუალება არასოდეს გამოუყენებია.
აღსანიშნავია, რომ წარსულში საშვილოსნოს კიბოსთან აკავშირებდნენ, ისეთი ჰორმონების ჭარბ რაოდენობას, როგორიცაა ესტროგენი და პროგესტერონი და ამ ბუნებრივ ჰორმონთა იმიტირება და მათ რეცეპტორებთან დაკავშირება თმის მრავალ პროდუქტსაც შეუძლია.
2018 წელს, შემოწმებისას, მკვლევრებმა თმის 18 პროდუქტში აღმოაჩინეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც არღვევენ ენდოკრინულ სისტემას. გარდა ამისა, გამოვლენილ ქიმიურ ნივთიერებათა 84 პროცენტი პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი არ იყო, 11 პროდუქტი შეიცავდა ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალული იყო ევროკავშირის კოსმეტიკური დირექტივით ან რეგულირდებოდა კალიფორნიის კანონით.
2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თმის პერმანენტული საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები ასოცირდება მკერდის კიბოს უფრო მაღალ რისკთან.
2021 წელს, შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ თმის პერმანენტული საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები საკვერცხის კიბოს უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
ახლა კი ამ ჩამონათვალს, შეიძლება, საშვილოსნოს კიბოც დაემატოს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ, თმის პროდუქტებში შემავალმა რომელმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ახსნას მათთან დაკავშირებული კანცეროგენური ეფექტები, მაგრამ მთავარი „ეჭვმიტანილები“ არიან პარაბენები, ფთალატები და ფორმალდეჰიდები.
ამასთან, მკვლევარების განმარტებით, იმის გამო, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების შემცირებასთან და ქრონიკულ ანთებათა კლებასთან, მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალები შეიძლება ნაკლებად  მოწყვლადები იყვნენ საშვილოსნოს კიბოს სხვა რისკფაქტორებისადმი. თუმცა, მკვლევრების თქმით, უფრო მეტი კვლევაა საჭირო ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტების გამოყენებასა და საშვილოსნოს კიბოს შორის ურთიერთკავშირის უკეთ დასადგენად.
კვლევა Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ჰაერის დაბინძურება მოზარდების სისხლის წნევაში ცვლილებებს იწვევს

მეცნიერებმა იციან, რომ ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გაართულოს სუნთქვა და საბოლოოდ გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის კიბო, მაგრამ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურებამ ასევე შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა მოზარდების არტერიულ წნევაზე.
კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, აზოტის დიოქსიდის მაღალი დონის ზემოქმედება დაკავშირებულია მოზარდებში არტერიული წნევის ვარდნასთან. : მყარი ნაწილაკების (PM2.5) ზემოქმედება კი ასოცირებულია მომატებულ არტერიულ წნევასთან.
სხვა კვლევებიც აჩვენებს კავშირს არტერიული წნევის ცვლილებასა და დაბინძურებას შორის, მაგრამ დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ზრდასრულებზე. ზოგიერთმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა ნეგატიური კავშირები დაბინძურების ზემოქმედებასა და მცირეწლოვან ბავშვებს შორის, მაგრამ მცირე ყურადღებას ამახვილებს მოზარდებზე.
ზოგადად, დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაბნეულობა, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა და თავბრუსხვევა. მოზარდობის ასაკში მაღალმა არტერიულმა წნევამ კი შეიძლება გამოიწვიოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ინსულტის ან გულის შეტევის მაღალი რისკი. ის მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილის წამყვანი რისკფაქტორია.
აზოტის დიოქსიდით ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. მან შეიძლება შეაფერხოს ადამიანის სუნთქვის უნარი და გამოიწვიოს ადამიანის სასუნთქი გზების დაზიანება.
მყარი ნაწილაკები (PM) შეიძლება გაიჭედოს ფილტვებში ან შევიდეს სისხლში. ნაწილაკები იწვევს გაღიზიანებას და ანთებას და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები. მყარი ნაწილაკებით დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ტყის ხანძრები, შეშის ღუმელები, ელექტროსადგურები, ასევე სამშენებლო ტერიტორიები და ტრანსპორტი.

წყარო : CNN

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

დიდ ბრიტანეთში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა – BBC

BBC-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს 18 წელს ზევით მოსახლეობის 13.3% მოიხმარდა სიგარეტს, რაც 2020 წელს არსებულ მაჩვენებელთან 14%-თან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

პარალელურად გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ელექტროსიგარეტს მოიხმარს. 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 7.7% ეწეოდა ელექტროსიგარეტს, რაც 2020 წელს 6.4%-ს შეადგენდა.

BBC-ის თანახხმად, სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლება განპირობებულია მომხმარებელთა მიერ არაწვადი ალტერნატივების მოხმარების ზრდით.

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ელექტროსიგარეტის მომხმარებელთა 25.3% ამჟამად სიგარეტსაც მოიხმარს, ელექტროსიგარეტის მომხმარებელთა შორის სიგარეტის ყოფილი მწეველია 15%, ხოლო ელექტროსიგარეტის მომხმარებელთა შორის 1.5%-ია მათი წილი, ვისაც სიგარეტი არასოდეს გაუსინჯავს. შესაბამისად, ელექტროსიგარეტის ძირითადი მომხმარებლები სიგარეტის მოქმედი ან ყოფილი მწეველები არიან.

BBC-ის თანახმად, ელექტროსიგარეტების მოხმარების ზრდა შესაძლოა ერთადერთი მიზეზი არ იყოს. ამის სხვა მიზეზი საზოგადოებაში სიგარეტის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ზრდაც იყოს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმაა 12%-მდე შეამციროს ზრდასრულთა შორის მწეველების რიცხვი.

გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მეტი მწეველი საშუალოდ შოტლანდიაშია (მოსახლეობის 14.8%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინგლისშია 12%. უელსში მოსახლეობის 14.1% მოიხმარს სიგარეტს, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 13.8%.

მამაკაცთა შორის მწეველთა რაოდენობა 15%-ია, მაშინ როდესაც ბრიტანეთში ქალების 11.5% არის რეგულარული მწეველი.

ასაკობრივ ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი წილი მწეველების 25-34 წლების შუალედშია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 65 წელს ზემოთაა და ის 8%-ს შეადგენს.

გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განათლების დონე და სიგარეტის მოხმარება კორელაციაშია, რადგანაც უმაღლესი განათლების არმქონეთა 28.2% მოიხმარს სიგარეტს, მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლების მქონეთა 6.6% არის მწეველი.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელბის ეროვნული სამსახურის ( NHS ჯანდაცვის სამინისტროს) მონაცემებით, იმის მიუხედავად, რომ ელექტროსიგარეტების მოხმარება არ არის რისკისგან თავისუფალი, ის სიარეტთან შედარებით ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკებს შეიცავს. თუმცა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, NHS-ი არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარების გავრცელების პრევენციისთვის ატარებს კამპანიას.

სრულად ნახვა
კვლევები

ჭიანჭველებს შარდში სიმსივნის უჯრედების აღმოჩენა შეუძლიათ – კვლევა

ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჭიანჭველებს შარდში კიბოს უჯრედების ამოცნობა ყნოსვით შეუძლიათ. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

„ჭიანჭველები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ბიო-დეტექტორები, რათა განსხვავდეს ჯანმრთელი და სიმსივნის მატარებელი მასალა. ჭიანჭველებისთვის უჯრედების გარჩევის სწავლება მარტივია, სწრაფად სწავლობენ და ეს პროცედურა არც ძვირი ჯდება”, – ამბობს პატრიზია დ’ეტორი, კვლევის თანაავტორი და სორბონის პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერი.

მეორეს მხრივ, Scientific American ხაზს უსვამს, რომ აქროლვად ორგანულ ნაერთებში სიმსივნის დადგენა შესაძლებელია. შარდის გარდა საუბარია ოფლსა და სუნთქვისას გამოშვებულ ჰაერზე.

კვლევის წამყვანმა ავტორმა ბაპტისტ პიკერემ და მისმა გუნდმა დაიწყეს ადამიანის მკერდის კიბოს უჯრედების ქსენოტრანსპლანტაცია თაგვებში. ამით მეცნიერბმა უჯრედებს თაგვებში განვითარების საშუალება მისცეს. მკვლევრებმა შემდეგ აიღეს შარდის ნიმუშები ჯანმრთელი და სიმსივნით დაავადებული ცხოველებისგან.

მკვლევრებმა ჭიანჭველებს ასწავლეს სიმსივნის სურნელის დაჯილდოებასთან დაკავშირება. ამისთვის მათ სიმსივნით დაავადებული თაგვების შარდში შაქარი გაურიეს. ჭიანჭველები ავთვისებიანი თაგვების შარდთან დაახლოებით 20 პროცენტით მეტხანს ჩერდებოდნენ, ვიდრე ჯანმრთელი თაგვების შარდთან.

ჭიანჭველებს სუნის ასოციაციის შესაქმნელად სულ რაღაც სამი ტრენინგი დასჭირდათ, მთლიანობაში დაახლოებით 10 წუთი. ეს ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტიანია ვიდრე ძაღლების გაწვრთნა. ძაღლის შემთხვევაში იგივე შედეგის მიღებას შეიძლება 6 თვე დასჭირდეს.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ განასხვაონ ჯანმრთელი თაგვების შარდი სიმსივნის მატარებელი თაგვების შარდისგან. ჩვენ გაგვაკვირვა იმ ფაქტმა თუ რამდენად საიმედო და ეფექტიანი შეიძლება იყოს ჭიანჭველა”, – დასძინა მან The Independent-თან.

სრულად ნახვა
კვლევები

მძინარე ადამიანის ტვინი ღამის განმავლობაში 100-ზე მეტჯერ იღვიძებს 🧠

მძინარე ადამიანის ტვინი ღამის განმავლობაში 100-ზე მეტჯერ იღვიძებს, რისი მიზეზიც „სტრესის ჰორმონის“ – ნორადრენალინის ნეირომედიატორის დონის ცვალებადობაა. ასეთ დასკვნამდე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

Daily Science-ის ცნობით, „სტრესის ჰორმონი“ დაძაბულობის დროს გამოიყოფა და ადამიანს კონცენტრირებაში ეხმარება.

„ტექნიკური კუთხით, ადამიანი იღვიძებს, იმიტომ რომ ამ ძალიან მოკლე პერიოდში ტვინის აქტივობა ისეთივეა, როგორც ფხიზლად ყოფნისას, თუმცა მძინარე ადამიანი ამას ვერ ამჩნევს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მი ანდერსონი.

ძილის დროს ტვინის ხშირი გამოძვიძება აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის – მოკლე გამოძვიძებები ტვინის გადატვირთვას ახდენენ.

კვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მუშაობის შედეგები ახალი ანტიდეპრესანტების შექმნისას იქნება გამოსადეგი.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რა ზიანს აყენებს თამბაქო თქვენს ორგანიზმს

ნიშვნელობა არ აქვს, რა სიხშირით ეწევით, მოწევა თქვენს ჯანმრთელობას მრავალ პრობლემას უქმნის. როდესაც სიგარეტს დიდი ხნის მანძილზე არ მიიღებ, ხდები აღელვებული და გაღიზიანებული. ამ სიმპტომებზე პასუხისმგებელი ნიკოტინია. მოწევა მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც უამრავი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

  • ყვითელი ან ყავისფერი ლაქები კბილებზე დიდი ხნის მანძილზე რეგულარული მოწევის შედეგია. თამბაქოს მოხმარება ასევე ზრდის პირის ღრუში ინფექციის გაჩენის რისკს. ამან შესაძლოა კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.
  • მწეველები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით. ბრონქების ანთებითი დაავადება განსაკუთრებით მწეველ მოზარდებშია გავრცელებული. თამბაქოს პროდუქტის ხელში დაჭერა ფრჩხილებისა და თითების გაყვითლებას იწვევს.
  • მოწევა ის ერთერთი ჩვევაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს გულის დაავადების განვითარებაში. ორივე, რეგულარული და იშვიათი მწეველებიგულის შეტევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ვიდეოთამაშებში გატარებულ დროს კარგ განწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს

39 000 ვიდეომოთამაშეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თამაშში გატარებული დრო არანაირ კავშირში არ არის ადამიანის კარგ განწყობასთან, მის მიერ ბედნიერების განცდასთან, – ამის შესახებ BBC Oxford Internet Institute-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის მონაწილეთა განწყობები და ბედნიერების აღქმა ფასდებოდა ცხოვრებით კმაყოფილებისა და ემოციების შესახებ დასმული კითხვებით, რომლებიც ბედნიერებას, სევდას, ბრაზსა და იმედგაცრუებას ეხებოდა.

აღნიშნული შედეგები ეწინააღმდეგება 2020 წელს ჩატარებული კვლევის მთავარ მიგნებას – 3 წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვინც უფრო მეტხანს თამაშობდა, უფრო ბედნიერი იყო.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: პატრონთან შეხვედრისას, ძაღლებს სიხარულისგან ტირილი შეუძლიათ

იაპონიაში, 22 ძაღლზე ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ, სიხარულისგან იტირონ, როდესაც პატრონი მათთან ბრუნდება, – ამის შესახებ BBC წერს.

მკვლევარები ძაღლებს, თვალების ქვეშ, მცირე ზომის ქაღალდებს უმაგრებდნენ როდესაც ისინი პატრონებთან ერთად ატარებდნენ დროს. იგივეს აკეთებდნენ ერთი წუთით ადრე, ვიდრე პატრონი, 5-6-საათიანი განშორების შემდეგ, მათთან დაბრუნდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ქაღალდები ცრემლით მხოლოდ მაშინ სველდებოდა, როდესაც დაბრუნებულ პატრონებს ხედავდნენ.

იმის გასარკვევად, იყო თუ არა ეს ცრემლები მათ ემოციებთან დაკავშირებული, მკვლევარებმა გამოიყენეს ოქსიტოცინის შემცველი ხსნარი. ჰორმონის გამოყენების ფონზე, ძაღლებს კიდევ უფრო მეტი ცრემლი წამოუვიდათ.

აღნიშნულ კვლევამდე, მიიჩნეოდა, რომ ძაღლებს თვალებიდან სითხე ცრემლსადენი სადინარების სისუფთავის შესანარჩუნებლად მოსდით და ეს მათ ემოციურ რეაქციას არ უკავშირდება.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: 50 წლის შემდეგაც კი უცხო ენის ცოდნის დონე არ იცვლება

50 წლის შემდეგაც კი უცხო ენის ცოდნის დონე არ იცვლება – ასეთ დასკვნამდე იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

კვლევის ფარგლებში მათ მოიძიეს 500 ბრიტანელი, რომლებმაც 1970-2020 წლებში ფრანგული ენის A დონის გამოცდა ჩააბარეს, და განმეორებითი გამოცდა მოუწყვეს. მეცნიერთა თქმით, უფროსი ჯგუფის მოხალისეების შედეგი ახალგაზრდების შედეგს არ ჩამოუვარდებოდა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანები იმახსოვრებენ სიტყვებს ისევე, როგორც ფაქტებს, თარიღებსა და სახელებს. დროთა განმავლობაში ადამიანი სიტყვებს ივიწყებს, მაგრამ გრამატიკას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ ითვისებს.

სრულად ნახვა
კვლევები

პატარა ტვინი, ბრჭყალებიანი ხელები და თვალის მეორე ქუთუთო – როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი 3000 წელს

მკვლევრებმა შექმნეს ადამიანის გროტესკული მოდელი, სახელად „მინდი“, რომელიც ასახავს თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი 800 წელზე ნაკლებ დროში და ამას ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Dailymail ავრცელებს.

წელში მოხრილი, ფართო კისერი, ბრჭყალებიანი ხელები და თვალის მეორე ქუთუთო – „მინდი“ შეიძლება იყოს ადამიანი 3000 წელს.

„მინდი“ Toll Free Forwarding-მა შექმნა იმისთვის, რომ ვიზუალიზაცია მოეხდინა იმის, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ადამიანის სხეულზე.

„ჩვენ ჩავატარეთ სამეცნიერო კვლევა იქამდე, სანამ დავიწყებდით 3 D დიზაინის შექმნაზე მუშაობას. წლების განმავლობაში სმარტფონებში დაბლა ან წინ, კომპიუტერის ეკრანის ყურება გამოიწვევს მოხრილ ფიგურასა და გასქელებულ კისერს, ისე, როგორც მოდელს აქვს.

ამასობაში, პერმანენტულად ტელეფონის ჭერის გამო ჩვენი ხელები დროთა განმავლობაში მომრგვალდება და ბრჭყალების ფორმას მიიღებს. გარდა ამისა, შესაძლოა მომავალში ადამიანის თავის ქალა გასქელდეს, ტვინი კი დაპატარავდეს.

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 116
Page 47 of 116