close
კვლევები

კვლევა: პატრონთან შეხვედრისას, ძაღლებს სიხარულისგან ტირილი შეუძლიათ

იაპონიაში, 22 ძაღლზე ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ, სიხარულისგან იტირონ, როდესაც პატრონი მათთან ბრუნდება, – ამის შესახებ BBC წერს.

მკვლევარები ძაღლებს, თვალების ქვეშ, მცირე ზომის ქაღალდებს უმაგრებდნენ როდესაც ისინი პატრონებთან ერთად ატარებდნენ დროს. იგივეს აკეთებდნენ ერთი წუთით ადრე, ვიდრე პატრონი, 5-6-საათიანი განშორების შემდეგ, მათთან დაბრუნდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ქაღალდები ცრემლით მხოლოდ მაშინ სველდებოდა, როდესაც დაბრუნებულ პატრონებს ხედავდნენ.

იმის გასარკვევად, იყო თუ არა ეს ცრემლები მათ ემოციებთან დაკავშირებული, მკვლევარებმა გამოიყენეს ოქსიტოცინის შემცველი ხსნარი. ჰორმონის გამოყენების ფონზე, ძაღლებს კიდევ უფრო მეტი ცრემლი წამოუვიდათ.

აღნიშნულ კვლევამდე, მიიჩნეოდა, რომ ძაღლებს თვალებიდან სითხე ცრემლსადენი სადინარების სისუფთავის შესანარჩუნებლად მოსდით და ეს მათ ემოციურ რეაქციას არ უკავშირდება.

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response