close
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

რა კავშირია მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზს შორის?

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანში მარიხუანას მოხმარება და შიზოფრენიისა და ფსიქოზის გაჩენა გარკვეულ დონეზე დაკავშირებულია ერთმანეთთან.

„ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა“ და „ლონდონის კინგსის კოლეჯის“ მკვლევარების ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შიზოფრენიის გენები შეიძლება გახდეს იმის ახსნის გასაღები, თუ რატომ უვითარდება მარიხუანის ზოგიერთი მომხმარებელს ფსიქოზი, სხვებს კი – არა.

ფსიქოზი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ტვინი სამყაროს აღქმას.

ფსიქოტიური ეპიზოდი- მწვავე დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომი- შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, მათ შორის კანაფში შემავალი აქტიური კომპონენტით, დელტა 9-ტეტრაჰიდროკანაბინოლით (დელტა 9-THC). სინამდვილეში, კვლევის თანახმად, ისინი, ვისაც მარიხუანა მოხმარებული აქვთ, ფსიქოზის რომელიმე ფორმის განვითარების თითქმის ოთხჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას არ მოიხმარენ.

თუმცა, ადამიანების ნაწილი, რომლებიც კანაფს იყენებენ, არასდროს განიცდიან ფსიქოტიურ ეპიზოდს, რის გამოც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რაზეა დამოკიდებული ეს განსხვავება.

გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან  100 000 მონაწილის ჩანაწერის გამოყენებით მეცნიერებმა გაანალიზეს კავშირი გენეტიკას, კანაფის გამოყენებასა და ფსიქოტიურ ეპიზოდს შორის.

საერთო ჯამში, მოჩვენება და ჰალუცინაცია ჩანაწერების 4 პროცენტზე მეტში, ისეთ პირებში დაფიქსირდა, რომლებსაც მარიხუანას არასდროს მოუხმარიათ, ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე გაიზარდა, როცა საქმე ისეთ პირებს ეხებოდა, რომლებიც წარსულში მარიხუანას იყენებდნენ.

რისკის ზრდა ყველაზე მეტად გამოხატული იყო შიზოფრენიის მაღალი გენეტიკური ქულის მქონე პირებში. მეხუთე – უმაღლესი – ქულის მქონე ჩანაწერებს შორის ზრდამ დაახლოებით 60 პროცენტი შეადგინა. მეხუთეზე ნაკლებში კი –  დაახლოებით 40 პროცენტი.

„იმის გამო, რომ გენეტიკური რისკის შეფასება ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშია, გენეტიკის რეალური ზეგავლენა მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზის ურთიერთობაზე შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ კვლევის დროს აღმოვაჩინეთ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევა ჟურნალ Translational Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response