close

ფილოსოფია

ისტორიაფილოსოფია

,,სამი ბრძენი მაიმუნის” ისტორია

,,სამი ბრძენი მაიმუნი”, რომელიც იაპონიის ქალაქ ნიკოს, ტოსეგუ ტაძარში, არის გამოსახული, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შესული.

სამი ბრძენი მაიმუნი ბოროტებისგან თავდაცვის სიმბოლოა ბუდისტურ რელიგიაში:

,,მე თუ ვერ ვხედავ ბოროტებას, არ მესმის ბოროტების შესახებ და არაფერს ვამბობ მასზე, ე. ი. მე დაცული ვარ მისგან.” („მიძარუ“ – „ვერ ვხედავ ბოროტებას“, „კიკაძარუ“ – „არ მესმის ბოროტების“, და „ივაძარუ“ – „არ ვლაპარაკობ ბოროტებაზე“) მი-ძარუ, კიკა-ძარუ და ივა-ძარუ, ყველასათვის ცნობილი მაიმუნები არიან, რომლებიც ბუდისტური იდეის – „ბოროტების არჩადენის“ სიმბოლოა. დაბოლოება „ძარუ“ იაპონურად „მაიმუნს“ ნიშნავს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედროფილოსოფია

მიამოტო მუსასის საბრძოლო სტრატეგიები

მიამოტო მუსასი (1584–1645) – ხმლის ოსტატი, ფერმწერი, სკულპტორი, კალიგრაფი, ძენ–ბუდისტი იყო.  მსოფლიოსთვის უპირველესად ცნობილია მისი ლეგენდარული ნაშრომი -„ხუთი რკალის წიგნი” – სადაც იგი ცდილობს გადასცეს მკითხველს, თუ რა სტრატეგიები არსებობს ბრძოლის დროს და რომელია უმჯობესი.

  • „უდგომო დგომის შესწავლა“

„უდგომო დგომი“ გამორიცხავს ბრძოლაში გრძელი ხმლის რომელიმე ცნობილი მდგომარეობის გამოყენების საჭიროებას.

ამ პრინციპს „არარსებულად არსებული“ ეწოდება.

გახსოვდეს, როცა მახვილი გიპყრია, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა განგმირო მტერი. როცა დარტყმას იგერიებ, თავად ურტყამ, აკეთებ ილეთს, აცილებ მახვილს, თუ მეტოქის მოიერიშე ხმალს ეხები – მისივე მოძრაობით უნდა განგმირო მოწინააღმდეგე. მუდამ უნდა ილტვოდე მიზნისკენ. თუ მხოლოდ ილეთებსა და დარტყმების მოგერიებაზე იფიქრებ, მტერს ვესაფერს დააკლებ. მხოლოდ იმას უნდა ეცადო, როგორმე გაარღვიო შენი მახვილით მისი დაცვა და მიზანს მიაღწიო. გულდასმით შეისწავლე ეს სიტყვები.

ამ მიმართულებას სტრატეგიაში „ საბრძოლო მწყობრი” ეწოდება. სწორედ ასეთი შემართებაა ბრძოლოს მოგების საწინდარი.

  • ტყაპუნით მოგერიება

აი, რას ნიშნავს „ ტყაპუნით მოგერიება“:  როცა მტერთან ხმალს გადააჭდობ – შენი ხმლით შეაჩერებ მის მოქნეულ დარტყმას, მოწინააღმდეგის მოძრაობის რიტმში გაუტყაპუნებ მის მახვილს. ილეთის აზრი დარტყმის მოგერიებაში ან ძლიერ კონტრდარტყმაში არაა. მოწინააღმდეგის ხმალს თავისივე იერიშის რიტმში უნდა დაჰკრა. თუ სწორად მიაგნებ დარტყმის რიტმს, რაგინდ ძლიერ შეეტაკნონ ერთურთს ხმლები, შენი მახვილი იოტისოდენაზეც კი არ გადაიხრება. გულდასმით ვარჯიშია საჭირო ამის გასაგებად.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ”

ერთმა ადამიანმა სახალხოდ შეურაცხყო ომარ ხაიამი: – შე უღმერთოვ! ლოთო! ქურდო!

საპასუხოდ ხაიამმა მხოლოდ გაიღიმა.

უკანასკნელ მოდაზე, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილმა ახლაგაზრდამ, რომელიც ამ სცენას თვალ-ყურს ადევნებდა, ჰკითხა ხაიამს:

– როგორ შეგიძლია, მსგავსი დამცირებების მოთმენა? ნუთუ არ გწყინს?!

ომარ ხაიამმა კვლავ გაიღიმა და გაყოლა სთხოვა. ისინი საკუჭნაოში ჩავიდნენ. ხაიამმა სანთელი დაანთო და სკივრში ქექვას შეუდგა.

ყოვლად გამოუსადეგარი, დაფლეთილი ხალათი ამოიღო და ელეგანტურად ჩაცმულს მოზომვა სთხოვა.

ახალგაზრდამ დაათვალიერა ხალათი და აღშფოთდა: – ეს ბინძური ძონძები რაში მჭირდება?! აი, შენ კი, მგონი, ჭკუიდან შეიშალე ! – და დაფლეთილი ხალათი უკან მიუგდო.

-აი, ხომ ხედავ,  – უთხრა ხაიამმა, – შენ არ ჩაიცვი ეს ძველმანი. სწორედ ასე არ მივიღე ბინძური სიტყვები, რომლებიც იმ კაცმა მითხრა. გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ.

 


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფსიქოლოგია

სტოიციზმი ანუ როგორ ვიყოთ ბედნიერები რთულ სიტუაციებში?

 

როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როცა ცხოვრება გვიწევს დაძაბულ რიტმსა და მძიმე ინფორმაციულ გარემოში? სწორედ ამას გვასწავლიან სტოიკები, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდები არიან. სტოიციზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა ათენში ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ზენონ კიტიელი იყო ის პიროვნება, ვინც ხელი შეუწყო აღნიშნული დოქტრინის სწავლებას და შემდეგ ძალიან ბევრი თვალსაჩინო ფილოსოფოსის დაინტერესებაც მოახერხა. მისი აზრით, გონება, ბუნება და სიკეთე ერთ მთლიან ქარგაში უნდა მოვაქციოთ.

მათი მაქსიმა ასეთია: მთავარია, ვისწავლოთ, რომ ფიქრებს, სურვილებსა და აზრებს ვერავინ შეგვიცვლის, ეს ყველაფერი ცალსახად ჩვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, სტოიციზმი ასწავლის კონტროლს საკუთარ თავზე და სულის სიმტკიცეს, რათა ადამიანმა გადალახოს გამანადგურებელი ემოციები. შეგვიძლია ავმაღლდეთ სამყაროს პრობლემებზე და თავი დავაღწიოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, ამას კი შინაგანი სიმშვიდით მივაღწევთ. მათი მთავარი დევიზია: ,,შენ არ დაცემულხარ, გამოცდილება მიიღე, წინ!” ყველა პრობლემას აღიქვამენ როგორც გზას გასაძლიერებლად, სტიმულის მომცემ გამოწვევად. ამბობენ, რომ მათი მთავარი იდეა ბუნებასთან ჰარმონიაა, ყველაფერი აუცილებლობითაა განპირობებული, მათთვის ბედისწერა წინა პლანზეა წამოწეული. უბედურება  ვერ ახდენს გავლენას, რადგან მთავარი იარაღი ფიქრებია და ფიქრების შეცვლა კი თავადვე შეუძლიათ. ისინი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან. თუნდაც რთულ სიტუაციაში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, გამოცდილებაა. თავის მხრივ ბედნიერების აღქმაც სხვადასხვაა, ისინი, ვინც ჰედონიზმის მიმდევრები არიან, მხოლოდ ტკბობას, სიამოვნებას აღიქვამენ ადამიანის მთავარ მამოძრავებლად, ხოლო ევდამონიური კეთილდღეობის მიმდევრები კი ბედნიერები არიან მაშინ, როცა ისწრაფვიან თავიანთი მიზნებისთვის, აღწევენ წარმატებებს, ვითარდებიან.  რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის აზრით: ,,არცერთი კაცი ბედნიერი არ არის, ვიდრე ის თვითონ არ მიიჩნევს თავს ბედნიერად”. სტოიკოსები კი ბედნიერების ერთადერთ საშუალებად აზროვნებას, გონებას მიიჩნევენ და, შესაბამისად, გვეუბნებიან, რომ რადგანაც ჩვენ მხოლოდ ფიქრების კონტროლი შეგვიძლია, ბედნიერებაც სწორედ გონებამ უნდა მოგვიტანოს ამა თუ იმ სიტუაციაში.

სტოიკოსებისთვის ინდივიდუალიზმი და პიროვნულობა პრიორიტეტულია. რომაელი ფილოსოფოსი და სტოიციზმის მიმდევარი სენეკა ამბობს: ,,იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო…”. აგრეთვე: ,,სად უნდა ვეძებო კეთილი და ბოროტი? არაკონტროლირებად გარემოში კი არა, არამედ ჩემს თავში, ჩემს გადაწყვეტილებებში”. მათთვის ,,სათნოება საკმარისია ბედნიერებისთვის”. სტოიციზმის მიმდევრები თავისუფლები არიან სიბრაზისგან, შურისგან, ეჭვიანობისგან და, ზოგადად, უარყოფითი ემოციებისაგან.

სტოიციზმს ნელ-ნელა ემატება მიმდევრები, მაგალითად, გასულ კვირას ნიუ-იორკში გაიმართა კონფერენცია სახელად ,,სტოიკონი”, რომელიც აღიარეს ყველაზე მასშტაბურ შეკრებად სტოიციზმის ისტორიაში.

 

წყარო: www.theguardian.com

ფოტო:  ელემი სტოკის ფოტო  ფილმიდან –  ,,გლადიატორი”. ( მარკუს ავრელიუსი სტოიციზმის ერთ-ერთი მიმდევარი იყო.)

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეფილოსოფია

იტალიური სიბრძნე: ,,ბევრს საკმარისი სჯობს”

*სასიყვარულო ბრძოლაში ის იმარჯვებს, ვინც მიდის
*მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვის, რომ სახეზე ტალახი გისვია
*არ შეეხო პრობლემას, სანამ ის არ შეგეხება შენ
*ეს ქვეყანა მომთმენებისაა
*იმედი საუზმედ კარგია, ვახშმად – ცუდი
*მდინარის სიღრმე ორი ფეხით არ უნდა შეამოწმო
*თუ მამალი ჩუმადაა და დედალი ყივის, იმ საქათმეში მშვიდობა ვერ იქნება
*სამუშაო კარგად შესრულებულია, თუ პირველივე ცდაზე კარგად შესრულდა
*დიდ კვერცხს შავი დედალიც დებს
*ბევრს საკმარისი სჯობს
*ღმერთი მას ესაუბრება, ვინც ჩუმადაა
*ადამიანს წლები უფრო ცვლის, ვიდრე წიგნები

*ამინდის, ქმრისა და შვილების გამოცნობა არასოდეს გაგიჭირდება, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩანან
*მტერი მაშინ არის საშიში, როცა მის გამარჯვებას აღიარებ
*ვირად დაბადებული ცხენად ვერ მოკვდება
*გაკეთებულის გადაკეთება ყველაზე საშინელი სამუშაოა
*გინდა დაგაფასონ? – მოკვდი
*ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს თავად მოვუვლი
*თუ სურვილი გაქვს, შეუძლებელი არაფერია
*ადამიანს იმის მიხედვით ნუ განსჯი, რასაც მასზე ამბობენ
*ღვინო და მეგობრობა თუ არ დაძველდა, ისე გროშის ფასი აქვს
*ზოგჯერ სულელებსაც მოუსმინე, შეიძლება მათი აზრი რამეში გამოგადგეს, მაგრამ არასოდეს ჩაერთო მათთან კამათში

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7
Page 7 of 7