close

ფილოსოფია

ბიზნესიფილოსოფიაფრაზები

,,უბრალოდ – იყავი ის, ვინც ხარ“ – ლაო-ძი

 „თოვლს არ სჭირდება გარეცხვა იმისთვის, რომ იყოს თეთრი, შენც არაფრის გაკეთება არ გჭირდება. უბრალოდ – იყავი ის, ვინც ხარ!”

ლაო-ძი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა” – ვოლტერი

,,განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.”

ფრანსუა მარი არუე – ვოლტერი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო” – იმანუელ კანტი

,,ადამიანის ღირსება! უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს, და შეგვეძლოს მისი დაცვა. ნუ ემონებით სხვას. დაუსჯელად ნუ დატოვებთ თქვენი უფლებების შელახვას. ნუ დაიდებთ ვალს (თუ ნამდვილად დარწმუნებული არა ხართ, რომ გაისტუმრებთ მას). ნუ მიიღებთ სხვის წყალობას. ნუ იქნებით მუქთახორა და პირმოთნე. ამით შეინარჩუნებთ ღირსებას. ხოლო ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.”

იმანუელ კანტი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

დღის საუკეთესო დასაწყისი ნიცშეს აზრით

„დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული.“

გერმანელი მოაზროვნე – ფრიდრიხ ნიცშე

 

ახალგზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფილოსოფიაფრაზები

,,ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე”- იოჰან გოეთე

,,ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე”-  იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,უბრალოება, მოთმინება და მოწყალება – ეს სამი რამ უდიდესი საგანძურია” – ლაო-ძი

1. დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება.

2. უბრალოება, მოთმინება და მოწყალება – ეს სამი რამ უდიდესი საგანძურია.

3. სხვისი შეცნობა სიჭკვიანეს ნიშნავს. საკუთარი თავის შეცნობა ნამდვილი სიბრძნეა. სხვისი წვრთვნის შესაძლებლობა ძალაა, საკუთარი თავის გამოწრთვნა კი ნამდვილი ძალა. თუ ფიქრობთ, რომ საკმარისი გაქვთ – ეს ნიშნავს, რომ მდიდარი ხართ.

4. ის, ვინც იცის, არ საუბრობს და ვინც საუბრობს – არ იცის.

5. ცხოვრება ბუნებრივი და მოულოდნელი ცვლილებების სერიაა. ნუ უარყობთ მათ – ეს მხოლოდ სევდას წარმოშობს. დაე ერქვას რეალობას რეალობა.

6. სიმართლე ყოველთვის არ არის ლამაზი, არც მშვენიერი სიტყვებია სიმართლე.

7. იმის თქმა, რომ დრო არ გვაქვს, ნიშნავს, ვამბობთ „არ მსურს კეთება“.

8. იყავით მადლიერი იმისა, რაც მოგეცათ, მიიღეთ საგნები ისეთები, როგორებიც არიან. როდესაც აანალიზებთ, რომ არაფერი გაკლიათ – მთელი სამყარო თქვენ გეკუთვნით.

9. იფიქრეთ, რას ფიქრობენ სხვები და ყოველთვის მათი ტყვე იქნებით.

10. სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.

11. დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვენს სიტყვებს ისინი ქმედებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს ისინი ჩვევებად ყალიბდებიან. დააკვირდით თქვენს ჩვევებს ისინი თვისებებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს თვისებებს, ისინი თქვენს ბედს განსაზღვრავენ.

12. იმისათვის, რომ წინ წაუძღვეთ ადამიანებს, მათ გვერდით იარეთ. საუკეთესო ლიდერების არსებობას ადამიანები იშვიათად ამჩნევენ. როდესაც ლიდერის საქმე გაკეთებულია, ადამიანები ფიქრობენ – „ეს ჩვენ გავაკეთეთ“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ნებისმიერი სირთულე და წარუმატებლობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელთა დახმარებითაც ვიზრდებით და ვჭკვიანდებით”

,,უფალო…. გამინათე გონება და მიმახვედრე, რომ ნებისმიერი სირთულე, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.
შემახსენე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.
მომივლინე მნიშვნელოვან მომენტში ვინმე, რომელსაც ეყოფა ვაჟკაცობა მითხრას სიმართლე, მაგრამ მითხრას სიყვარულით..”

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკასაქართველოფილოსოფიაფსიქოლოგია

მიკროგამომეტყველებები და მათი წაკითხვის ხელოვნება – გიორგი გიორგაშვილი სხეულის ენის შესახებ

 გიორგი გიორგაშვილი ბერკლის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული, წარმატებული ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი, მოტივატორი,  ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ავტორი გახლავთ, რომელმაც რამდენიმე საინტერესო ნაშრომით უკვე დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, მათ შორისაა „მუდრების მაგიური ძალა“ და წიგნი სხეულის ენის შესახებ. ამჯერად ყურადღებას მის ბოლო ნაშრომზე გავამახვილებთ, რომელშიც განხილულია მიკროგამომეტყველების წაკითხვის ხელოვნება და ისტორია.

ფიზიონომია და სახის გამომეტყველებები უძველესი დროიდან იყო ადამიანის შესწავლის ერთ-ერთი ობიექტი. პირველი ფუნდამენტური ნაშრომი ამ სფეროში ჩარლზ დარვინს ეკუთვნის, რომელმაც 1872 წელს დაწერა – „გამომეტყველებების წაკითხვის და ამოცნობის  ზოგადი წესები და მათი მნიშვნელობები ადამიანებსა და ცხოველებში“,  ჩვენთან საუბარში გიორგი აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ დარვინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც წამოაყენა მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ემოციის სახის გამომეტყველება ყველასთვის  უნივერსალური იყო და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იმ დროისათვის ეს მოსაზრება ვერ დამტკიცდა, ამ მიმართულებით  საფუძვლიან მუშაობას დაედო საფუძველი.

ზოგადად, ჩვენი კომუნიკაციის 55% არავერბალურია ანუ სხეულის ჟესტებს, მიმიკებს გულისხმობს, ვერბალური კი მხოლოდ 45%-ი, აქედანაც 38 %-ი ხმის ტონსა და ტემბრს უჭირავს და მხოლოდ 7%-ი სიტყვებს, აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია დავასკვნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხეულის ენას ადამიანის ცხოვრებაში.

დღესდღეობით, სფეროს სპეციალისტები 3 სახის გამომეტყველებას გამოყოფენ, პირველი არის მაკროგამომეტყველება, რომელიც 0.5 წმ-დან 1 წამზე მეტ ხანს გრძელდება, მსგავსი გამომეტყველება, ჩვეულებრივ, სპონტანურია და ამ დროს ადამიანი არ ცდილობს მის შეცვლასა თუ გაყალბებას. გამომეტყველების მეორე სახე მიკროა, რომელიც 1.5 წმ-დან 2.5 წმ-მდე გრძელდება და რომლის შემჩნევაც საკმაოდ რთულია, გაყალბება კი შეუძლებელი, ამ მხრივ, მსახიობებს შედარებით უადვილდებად მათი დასწავლა, რადგან სწორედ მათი მეშვეობითაც ახდენენ გარკვეული პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის დემონსტრირებას. მესამე გამომეტყველება კი ყველაზე ნატიფია, ის ყველაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და თითქმის შეუმჩნეველია, რადგან ასეთ დროს გაცილებით ნაკლებ ინტენსიური რეაგირება ხდება, ვიდრე წინა შემთხვევებში.

გიორგი გიორგაშვილი უკვე 12 წელია თავადაც ამ სფეროს იკვლევს და მის მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებასაც ღიად გვიზიარებს – „მიკროგამომეტყველებების შესწავლა აუმჯობესებს თქვენს ემოციონალურ ინტელექტს და გეხმარებათ საკუთარი თუ სხვა ადამიანების გრძნობების ამოცნობაში. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომელთაც შეუძლაით მიკროგამომეტყველებების წაკითხვა  დადებითად აღიქმებიან უცხო თუ ნაცნობი ადამიანების მიერ, რადგანაც მათი უნარი წაიკითხონ სხვა ადამიანების მიკროგამომეტყველებები, გაცილებით უფრო ემპათიურ-მგრძნობიარე ადამიანებად წარმოაჩენთ“.

 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ხალხში არსებობს 7 უნივერსალური მიკროგამომეტყველება, მათი შესწავლა თავდაპირველად პოლ ეკმანმა დაიწყო, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე და ადამიანებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ მათ სხვადასხვა ემოციების გამოხატვის დროს (ბედნიერება, შიში, მწუხარება და ა.შ) სახეზე ერთნაირი გამომეტყველებები აღებეჭდებოდათ. ეკმანმა ასევე აჩვენა, რომ დაბადებით ბრმა ადამიანები, რომლებიც ვერაფერს ხედავენ  სხვადასხვა ემოციის დროს იმავე მიკროგამომეტყველებებს იღებენ, რასაც ჩვეულებრივ კარგად და გამართულად მხედველი ადამიანები. ამით ნამდვილად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს მიკროგამომეტყველებები უნივერსალურია და მათი სია ასე გამოიყურება: ბედნიერება, მწუხარება, გაკვირვება, შიში, ბრაზი, ზიზღი და უპატივცემლობა (დაცინვა).

1967 წელს, ეკმანმა დაიწყო სიცრუის შესწავლა და სახის მიმიკებით ადამიანების შესწავლა-ამოცნობა. აღსანიშნავია, რომ სერიალი „სიცრუის თეორია“, ძირითადად,  პოლ  ეკმანის კვლევებსა და  შემოქმედებით საქმიანობას ეფუძნება. ეკმანი სწავლობდა პაციენტების კლინიკურ შემთხვევებს, სადაც ისინი იტყუებოდნენ და თავს აჩვენებდნენ, თითქოს სტრესის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ამ პაციენტების უმრავლესობამ მოგვიანებით, როდესაც ზედამხედველობის გარეშე იყვნენ, თავი მოიკლა ან სცადა სუეციდი. მათ ვიდეოჩანაწერებზე დაკვირვებით, შენელებულ კადრებზე, ეკმანმა და ფრიზენმა შეამჩნიეს მიკროგამომეტყველებები, როლებიც ასახავდნენ ძლიერ უარყოფით შეგრძნებებს, რომელთა დამალვასაც ცდილობდნენ პაციენტები, რამაც კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა მათი კვლევები ამ სფეროში.

ადამიანების მსგავსად, ცხოველების სახეზეც აღიბეჭდება განსხვავებული ემოციები. ყველაზე მკაფიო შესამჩნევი ეს ცხენზე, ძაღლზე, კატასა და მაიმუნზეა. მაგალითად,  ადამიანის მსგავსად, როდესაც ცხენს ეშინია, ის თვალებს აფართოებს,  ქუთუთოს ზემოთ ეწევა და თვალის თეთრი ნაწილებიც კი უფრო მკაფიო შესამჩნევი ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მიკროგამომეტყვეკლება შეიძლება სხვა მიკროგამომეტყველებას შეერიოს და სახეზე ორივე აისახოს, ამის შესახებ გიორგი გიორგაშვილი დაწვრილებით წერს თავის წიგნში „მიკროგამომეტყველება და მათი წაკითხვის ხელოვნება“ სადაც დეტალურად არის აღწერილი და ნაჩვენები ეს განსხვავებები თუ მსგავსებები.  ამასთანავე,  წიგნის ავტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ  ზოგჯერ თვითონ მიკროგამომეტყველებას შეუძლია ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე მოახდინოს დადებითი ან პირიქით, უარყოფითი ეფექტი, მაგალითად, გიორგი აღნიშნავს, რომ რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ ბედნიერების მიკროგამომეტყველებებს, მით უფრო ხშირად ვიქნებით ბედნიერები და ა.შ.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფილოსოფიაფრაზები

,,შიში, ნაცვლად იმისა, რომ აგვაცდინოს ფათერაკს, პირიქით, შეგვყრის მას”

,,შიში, ნაცვლად იმისა, რომ აგვაცდინოს ფათერაკს, პირიქით, შეგვყრის მას.”

გრაფი ფილიპ დორმერ სტენჰოპ (ჩესტერფილდი) – ,,წერილები ,,ვაჟიშვილს”.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რელიგია და მეცნიერებაფილოსოფიაფრაზები

,,ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი”

,,დოქტრინა” გთავაზობთ ქეიქაუს იბნ-ისქანდერ იბნ-ყაბუს იბნ-ვუშმაგირის დარიგებათა წიგნიდან – ,,ყაბუს ნამედან” მონაკვეთს, კერძოდ, შესავალს:
,,ახლა ისეთი დრო დადგა, შვილი მამის რჩევას ყურს აღარ უგდებს. ჭაბუკთა სულში ცთუნების ცეცხლი გიზგიზებს. ისინი საკუთარ ცოდნას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე მოხუცთა განსწავლულობას. თუმცა ეს ჩემთვის ცნობილი იყო, მაგრამ მამობრივმა სიყვარულმა დუმილის ნება არ მომცა, ამიტომ ყველა იმ ცოდნიდან, რისი შეთვისებაც შევძელი, თითო სიტყვა ამოვკრიბე და რაც უფრო აუცილებელი და საუკეთესო იყო, ამ წიგნში გადმოვეცი. თუ ჩემს სიტყვებს გულისყურით მოეკიდები, კარგი იქნება, თუ არა და მამის მოვალეობას მაინც მოვიხდი, ნათქვამია: მთქმელს თქმის მეტი არაფერი მოეთხოვება და თუ მსმენელი არ შეისმენს, სავალალო არაფერიაო.
შვილო ჩემო! ადამიანის ბუნება ასეთია: რაც მას ამ ქვეყნად წილად ხვდა, სურს რომ ყველაზე ძვირფას არსებას დაუტოვოს. ამ წუთისოფლისაგან ჩემი ხვედრი ეს სიტყვებია, ხოლო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენა ხარ. მე განვემზადე გასამგზავრებლად, შენ კი გამოგიგზავნე ის, რაც მე წილად მხვდა. ნუ იქნები ზედმეტად თავმოყვარე, უღირს საქმეს ერიდე და იცხოვრე ისე, როგორც შენს წმინდა გვარს შეეფერება.
შვილო ჩემო! ახლოა ის დღე, როცა მე ამ ქვეყნიდან წავალ, და მალე შენც ჩემს გზას დაადგები. დღეს, ვიდრე ამ ცოდვილ ქვეყანაზე ხარ, საჭიროა აღზრდა მიიღო და ისეთ საქმეს მოჰკიდო ხელი, რომელიც სამუდამო სამყოფელში გამოგადგება. ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია, – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი. თავის მომკილს მინდორში არავინ შეექცევა, წაიღებს და განსასვენებელ ადგილზე მიირთმევს. განსასვენებელი ადგილი სამუდამო სამყოფელია. კეთილი ხალხი ლომივით იქცევა, ბოროტი – ძაღლივით. ძაღლი სადაც კი რაიმეს წააწყდება, იქვე შეჭამს; ლომი კი ნანადირევს სხვაგან მიირთმევს. სანადირო ადგილი ეს ცოდვილი ქვეყანაა, ნანადირევი – კეთილი საქმეებია. ამიტომ, საჭიროა, ამ ქვეყნადვე ინადირო, რათა იმ ქვეყნად ნანადირევს მშვიდად შეექცე.
მაღალი ღვთის მორჩილება სასუფევლისაკენ მიმავალი გზაა. ის, ვინც ღვთისაკენ მიმავალ გზას ეძებს, ცეცხლის დარია: რაც უნდა ქვევით შეუნთო, ალი მაინც ზევით ავარდება. ის, ვინც ღვთის გზას გადაუხვევს, წყალს ემსგავსება: რაც უნდა მაღლა აიტანო, ის მაინც დაღმა მოედინება. ამიტომ, ჩემო ძვირფასო, უმაღლესი და უწმინდესი ღვთისაკენ მიმავალი გზის შეცნობა აუცილებლად ჩათვალე. დიდება მის სახელს! დე, ყველას მოეფინოს წყალობა მისი! დე, განდიდდეს იგი! დე, განიხარებდეს მეუფე ჩვენი! გულმხურვალედ და მთელი არსებით დაადექი ჭეშმარიტების გზას. იარე ისე, როგორც ამ გზით ჭეშმარიტების შეცნობისათვის მებრძოლ ხალხს და სარწმუნოებისათვის თავდადებულ ადამიანებს უვლიათ. ისინი უარყოფდნენ თავიანთ არსებას. მათ ზურგი შეაქციეს ამ ცოდვილ ქვეყანას, მიისწრაფოდნენ და მიეშურებოდნენ იდუმალი სამყაროსაკენ, რათა შეეცნოთ ღმერთი, უბადლო და ერთადერთი. ისინი ამ ხეტიალში იღუპებოდნენ და სასოებით სწირავდნენ თავს. რაოდენ დიდია იმ მონის ბედნიერება, რომელსაც ასეთი ხვედრი ხვდა წილად. და იქნებიან ისინი განდიდებულნი და სახელგანთქმულნი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7
Page 5 of 7