close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოასოფლის მეურნეობა

როგორ მზადდეება საუკეთესო ხარისხის ხაჭო?

შინაურ პირობებში ასე დაამზადებთ ხაჭოს:

ახლადმოწველილი რძე გააჩერეთ 5-6 საათი. თუ არ გსურთ, ხაჭო ცხიმიანი გამოვიდეთ, ნაღები მოხადეთ. შემდეგ, რძე შეათბეთ ახალმოწველილის ტემპერატურამდე და გაურიეთ ორი სუფრის კოვზი მაწვნის დედა, კარგად მოურიეთ და შეფუთეთ თბილი ქსოვილით. 8-10 საათის შემდეგ რძე შედედდება. შედედებული რძე დანით ან კოვზით დაყავით 3-4 სმ სიდიდის უჯრედებად. შედგით ნელ ცეცხლზე (ქვაბის ქვეშ აუცილებლად დადგით გამანაწილებელი ბადურა). როცა მასა შეთბება, ჭრილებში გამოჩნდება მომწვანო ფერის სითხე (შრატი). ცოტა ხნის შემდეგ, შესქელებული მასა ამოიწევს ზევით, უნდა შევამოწმოთ, რომ ტემპერატურა არ ასცილდეს 60-65 გრადუსს (წინააღმდეგ შემთხვევაში, შედედებული მასა მოიხარშება). შედედდება თუ არა, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

გაცივებული მასა გადაიტანეთ საწურზე, რომელსაც გადაკრული აქვს დოლბანდი და დადგით მომინანქრებულ ქვაბზე ან სათლზე. 3-4 საათის შემდეგ შრატი დაიწურება, ხოლო თუშ-ფალანგაზე მშვენიერი ხაჭო დარჩება.

სხვათა შორის, შრატის გამოყენებაც შეიძლება. იგი ბურახის დასამზადებელი ერთ-ერთი კომპონენტიცაა, ასევე, საუკეთესოა პირუტყვის საკვებად.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

რატომ არ უნდა დავტენოთ ტელეფონი USBკაბელით?

 

სმარტფონების დატენვამ  USBკაბელით შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სმარტფონის დაბინძურება მავნე პროგრამებით, ასევე, შეიძლება, თქვენი პირადული ინფორმაცია სხვა ადამიანის ხელში მოხვდეს და თქვენთვის სავალალო შედეგი გამოიღოს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ „Android-ისა“ და ,,IOS-ის“ კომპიუტერთან შეერთებისას ავტომატურად გადადის სხვადასხვა ინფორმაცია, შეიძლება ეს ყველაფერი გამიზნული იყოს პროგრამული უზრუნველყოფისთვის, მაგრამ გადაყვეს პერსონალური ინფორმაცია, რაც თქვენთვის არ არის სასურველი და ვინმემ თქვენთვის საზიანოდ გამოიყენოს.

ექსპერტები ხალხს მოუწოდებენ, რომ გამოიყენონ სხვადასხვა თავდაცვის ხერხი, მაგალითად, დავადოთ პაროლი, რომლიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, ან საერთოდ გამორთულ მდგომარეობაში ვცადოთ სმარტფონის დატენვა, მაგრამ სრული თავდაცვისთვის კარგი იქნება თუ კომპიუტერში არ შევაერთებთ სმარტფონს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რა არის სინათლის წელიწადი და როგრ გამოთვლება?

ალბათ ხშირად გსმენიათ ტერმინი სინათლის წელიწადი და გაინტერესებთ, თუ რა არის და როგორ გამოითვლება.

ეს არის მანძილი, რომელსაც სინათლე ერთი წლის განმავლობაში გადის და, დაახლოებით, 1013 კილომეტრს უდრის.

ოფიციალური განმარტებით, სინათლის წელიწადი უდრის მანძილს, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში, გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე, ერთი იულიუსისეულ წელში.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოა

უსაფრთხოება ბუნებრივ აირთან

 

გაზი უხილავი და უხმო ნივთიერებაა. იმისთვის, რომ მან თქვენს სიცოცხლესა  და ჯანმრთელობას არ ავნოს, დაიმახსოვრეთ:

  • ყველაზე საშიშია გაზით მოწამვლა.

თუ ოთახში გაზის სუნს იგრძნობთ:

  • გააღეთ ფანჯრები (უმჯობესია, ორპირი, გამჭოლი ქარი);
  • შეამოწმეთ, დაკეტილია თუ არა გაზქურის ონკანი;
  • არ ჩართოთ შუქი;
  • არ აანთოთ ასანთი;
  • არ ჩართოთ ელექტროხელსაწყო, იგი შეიძლება აფეთქდეს;
  • არ ისარგებლოთ გაზქურით;
  • სასწრაფოდ გამოიძახეთ გაზის საავარიო სამსახური ( ტელ: 16 114).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

 

მიწისძვრა დედამიწის ზედაპირის ძლერი ან სუსტი რყევაა. ხშირად, საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანიც.

გახსოვდეთ!

მიწისძვრისას შენობის მაღალ სართულზე ყოფნისას ნუ შეეცდებით ძირს ჩამოსვლას;

დადექით ოთახის შიდაკედელთან ან კუთხეში, კარის ჭრილში ან საყრდენ სვეტთან;

დადექით ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით;

შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნანგრევებისგან.

ქუჩაში ყოფნისას:

დადექით შენობებისა და ელექტროგადაცემის ბოძებს შორის;

ნუ ირბენთ შენობის გასწვრივ და ნუ შეხვალთ შენობაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი გულისცემა ,,არასწორია”

 თუ მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი გულისცემა ,,არასწორია’’, გახსოვდეთ ,რომ 10 წამი გაქვთ იქამდე, სანამ გონებას დაკარგავთ.

შეტევების ყველა მსხვერპლს შეუძლია თავად დაეხმაროს საკუთარ თავს. ამისათვის, აუცილებელია, დაიწყოთ ხველა – ბევრჯერ და ძლიერად. დახველებამდე კი, ღრმად ჩაისუნთქეთ. ხველა უნდა იყოს ღრმა და ხანგრძლივი. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები და ხველა ყოველ 2 წამში ერთხელ უნდა მეორდებოდეს შესვენებების გარეშე, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ მოვა, ან გული თავად არ ჩაგიდგებათ ნორმაში. ღრმა ჩასუნთქვა ჟანგბადს ფილტვებში შესვლის საშუალებას აძლევს, ხველა კი ,,კუმშავს’’ გულს და სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს. გულზე ასეთი ზეწოლა ასევე ეხმარება მას ნორმალური რიტმის აღდგენაში.

ამგვარად, გულის შეტევების დროს ადამიანებს შეუძლიათ დრო მოიგონ ექიმის მოსვლამდე. კარდიოლოგების განცხადებით, ყოველი ადამიანი 10 მეგობარს მაინც, რომ უზიარებდეს ამ ინფორმაციას, მინიმუმ ერთი სიცოცხლის გადარჩენა მაინც მოხერხდებოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორია

ცნობილია, რომ ბუნებაში სქესის შეფარდება, როგორც წესი, არის 1:1, საშუალოდ, 102 დაბადებულ ვაჟზე 98 გოგო იბადება. თუ მივიჩნევთ, რომ სქესი განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი სქესის ინდივიდები უნდა იყვნენ ჰერეოზიგური, მეორე კი – ჰომოზიგოგიტური, რადგან მათი შეჯვარებისას მიიღება დათიშვა 1:1.

მე-20 საუკუნეში წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ სქესის განსაზღვრა დამოკიდებულია სასქესო ქრომოსომებზე, ესენია X და Y ქრომოსომები. (Y ქრომოსომის აღნიშვნა შემოიტანა ვილსონმა.) დანარჩენ ქრომოსომებს, რომლებიც ერთნაირია ორივე სქესის წარმომადგენელში ავტოსომურ ქრომოსომებს უწოდებენ. მათ ჰაპლოიდური ნაკრები ეწოდება და აღინიშნება A ასოთი. გამოყოფენ სქესის განსაზღვრის 4 ტიპს. პირველი ტიპში მდედრობითი სქესი ჰომოგამეტურია:XX, მამრობითი კი ჰეტეროგამეტური:XY, ამ ტიპის სქესს მეკუთვნებიან ძუძუმწოვრები, მათ შორის  – ადამიანი, აგრეთვე დროზოფილა და ა.შ.

მეორე ტიპია XX მამრები და XY მდედრები, რომლებსაც მიეკუთვნება ფრინველები, პეპლები, ორსახლიანი მცენარეები. მესამე ტიპია XX მდედრები, X0 მამრები, ამ ტიპში გაერთიანებულია კალიები. მეოთხე ტიპია მამრი XX და მდედრი X0, ამ ტიპს მიეკუთვნება ჩრჩილი.

ორგანიზმში ნიშანთა მემკვიდრეობის შესწავლილას აღმოჩნდა რომ ზოგიერთი ნიშანი თავისებური კანონზომიერებით გადადის მშობლებისგან შვილებში, მათი მემკვიდრეობითობა დამოკიდებულია იმაზე, ინდივიდი ჰომოგამეტურია თუ ჰეტეროგამეტური. ასეთი ნიშნების შესწავლისას მორგანმა დაადგინა კავშირი გარკვეულ გენებსა და სასქესო ქრომოსომებს შორის და ამით საფუძველი ჩაუყარა მემკვიდრეობითობის ქრომოსომულ თეორიას.

მორგანი ცდებს ატარებდა დროზოფილაზე, მან გამოავლინა, რომ ის გენები, რომლებიც განსაზღვრავენ სქესთან დაკავშირებულ მემკვიდრეობითობას, ლოკალიზებულია X ქრომოსომაში. მორგანმა თეთრთვალება მდედრი დროზოფილა შეაჯვარა წითელთვალება მამრს. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა ჯვრული მემკვიდრეობითობა. პირველი თაობის ყველა მამრი თეთრთვალება აღმოჩნდა, ხოლო მდედრი კი – წითელთვალება. სხვაგვარი იყო სიტუაცია, როდესაც ჩატარდა რეციპროკული შეჯვარება -თეთრთვალება მამრი შეაჯვარეს წითელთვალება მდედრს. ამ შეჯვარებისას F1 თაობაში ყველა შთამომავალი წითელთვალება იყო. F2 თაობაში გაჩნდნენ წითელთვალება და თეთრთვალება მამრები და წითელთვალება მდედრები. ამ ორი ტიპის შეჯვარების განსხვავებული შედეგები აიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ თეთრთვალება თაობის წარმომქნელი რეცესიული მუტაცია (w) და მისი ნორმალური ალელი (W), რომელიც განაპირობებს პიგმენტის განვითარებას, ლოკალიზებულია დროზოფილის X ქრომოსომაში. ასეთი მემკვიდრეობითობისას Y ქრომოსომას არ აქვს w ან W ალელები. ეს ანალიზი ნათელს ხდის, რომ თეთრთვალება და წითელთვალება ნიშნის მემკვიდრეობითობა სქესთან არის შეჭიდული. მორგანმა ასევე აჩვენა, რომ გენები ქრომოსომებშია მოთავსებული.

 

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

ტყუპების ფენომენი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში

 

 სიტყვა ,,ტყუპები” აბსოლუტურად ერთნაირის ასოციაციას იწვევს, თუმცა ხშირად ისინი სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს, ან გვანან როგორც სხვადასხვა დროს დაბადებული დედმამიშვილები.

განარჩევენ ტყუპების ორ ტიპს – არაიდენტურსა და იდენტურს. თუ ერთდროულად მომწიფდა და სხვადასხვა სპერმატოზოიდით განაყოფიერდა ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედი, იბადებიან სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები. მათ არაიდენტურ ტყუპებს უწოდებენ.

ზოგჯერ ჩვეულებრივად, ერთი კვერცხუჯრედი ერთი სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება, მაგრამ ზიგოტიდან წარმოქმნილი ჩანასახი განვითარების ადრეულ ეტაპზე ორად იყოფა და თითოეული მათგანიდან დამოუკიდებელი ორგანიზმი ვითარდება. იბადება ორი აბსოლუტურად მსგავსი ადამიანი, რომელსაც იდენტურ ტყუპებს უწოდებენ.

იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ, მოსწონთ ერთ და იგივე წიგნი, სპექტაკლი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ დაბადებისთანავე დააშორებენ და ცალ-ცალკე გაიზრდებიან. ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით თითქმის ერთდროულად ავადდებიან.

ზოგჯერ ჩანასახის ნაწილები ერთმანეთთს სრულიად არ სცილდება, ამიტომ ტყუპები ერთმანეთთან დაკავშირებული იბადებიან. მათ სიამის ტყუპებს უწოდებენ. მათი დაკავშირების ხარისხი განსხვავებულია. ზოგჯერ სიამის ტყუპები ერთმანეთისგან ზომითა და განვითარებით განსხვავდებიან. ერთი მათგანი სრულიად ნორმალურია, ხოლო მეორე ნაწილობრივ განვითარებული და პირველზე მიკრული. სიამის ტყუპების უმრავლესობა დაბადებისთანავე იღუპება. თუმცა გადარჩენის შემთხვევაში სიცოცხლისუნარიანი. დღეს წარმატებით ხორციელდება მათი დაშორება ქირურგიული გზით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

რა სახის ურთიერთობების არსებობს ადამიანსა და მიკრობებს შორის?

ადამიანსა და მიკრობებს შორის შემდეგი სახის ურთიერთობები არსებობს:

ნეიტრალიზმი – როდესაც არცერთი მხარე ერთმანეთის ცხოველმოქმედებაზე არ ახდენს გავლენას.

სიმბიოზი – როდესაც მიკრო და-მაკროორგანიზმს შორის ყალიბდება გარკვეული ურთიერთობები და ისინი რაღაც ხასიათს იძენენ:

თუ ურთიერთობები ,,მშვიდობიანია’’ და ორივე მხარე ერთმანეთისაგან სარგებელს ნახულობს, საუბრობენ მუტუალიზმზე და მუტუალისტურ სიმბიოზზე.

თუ ურთიერთბები მომგებიანია მხოლოდ ერთი ,,პარტნიორისათვის’’ საუბრობენ კომენსალიზმზე.

ხოლო თუ ერთის არსებობა აზარალებს და ვნებს მეორეს, ეს არის პარაზიტიზმი ანუ ანტაგონისტური სიმბიოზი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალი

სახელმწიფოს იძულების გამოყენების უფლება აქვს

 

სახელმწიფოს აქვს საყოველთაოდ აღიარებული და განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს იძულება მოსახლეობის მიმართ.

რას გულისხმობს ცნება იძულება? აიძულო – ნიშნავს, ადამიანები მიმართო ერთობლივი მოქმედებისკენ თვისუფალი არჩევანის შეზღუდვის გზით. ერთობლივი მოქმედების სტიმულირების ალტერნატიული საშუალება დარწმუნებაა. დაარწმუნო – ნიშნავს, ადამიანები მიმართო ერთობლივი მოქმედებისაკენ მათი არჩევანის გაფართოების გზით.

იძულებას ცუდი რეპუტაცია აქვს, იმიტომ რომ ზოგიერთის აზრით, ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს, აკეთოს ის, რაც სურს. გარდა ამისა, იძულება ძალაუფლების ფლობას გულისხმობს, ჩვენ კი მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვაქვს. მეორე მხრივ, მოძრაობის წესები – რომ მარჯვენა ზოლზე უნდა ვიმოძრაოთ და წითელ შუქზე უნდა გავაჩეროთ – ერთდოულად, როგორც გვაიძულებენ, ასევე აფართოებენ ჩვენს თავისუფლებას. თავისუფლება გვეზრდება, იმიტომ რომ იძულება სხვებზეც ვრცელდება. დანიშნულების ადგილს სწრაფად და უსაფრთხოდ იმიტომ ვაღწევთ, რომ „იძულებულები“ ვართ, მოძრაობის წესები დავიცვათ. ვაღწევთ უფრო მეტ თავისუფლებას – არჩევნის უფრო ფართო შესაძლებლობებს – თუ ვეგუებით ჩვენი თვისუფლების შეზღუდვებს.

 

წყარო:  Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 93 94 95 96 97 98
Page 95 of 98