close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაკვლევები

5 საუკეთესო კბილის მათეთრებელი პასტა მსოფლიოში

ჰიგიენური მოვლის აქსესუარები ყველა ადამიანისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში. ყველას სჭირდება, იყოს მუდმივად კარგ ფორმაში, მიმზიდველი და კაშკაშა.

კბილის ექიმთა რჩევების გათვალისწინებით ადამიანებმა კბილები დღის განმავლობაში 2-ჯერ უნდა გაიწმინდონ, ძილის წინ და შემდეგ, გამოცდილებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა მრავალჯერადი წმენდა.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” ჩაატარა კვლევა, სადაც გამოიკითხა მსოფლიოს საუკეთესო კბილის ექიმები და დაადგინეს 5 საუკეთესო კბილების გამათეთრებელი საშუალება, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ:

  1. Opalescence Whitening
  2. Crest 3D White
  3. Tom’s of Maine Antiplaque&Whitening
  4. Sensodyne
  5. Arm&Hammer

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რისი თქმა სურთ ბარმენებს, მაგრამ უფლება არ აქვთ

ბარები, კლუბები და რესტორნები დღევანდელობის თანმხვედრი ადგილებია, ადამიანების უმრავლესობა მსგავს ადგილებში ისვენებს, ერთობა დამღლელი და სტრესული დღის შემდეგ. ბარმენები თავიანთ საქმეს პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ და ცდილობენ გამოიცნონ თუ რა  სურს მომხმარებელს უფრო მეტად.

როდესაც თქვენ ბარში ხართ და გსურთ ისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, არ გაგიკვირდეთ, თუ ბარმენები არ გეტყვიან ყველაფერს, რისი გაგებაც გსურთ.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოკითხა 30-ზე მეტი ბართენდერი, რომ გაერკვია, ის მთავარი და ყველაზე აქტუალური თემები, რასაც ისინი არ ეუბნებიან მომხმარებლებს.

  1. არ შეუკვეთოთ არაყი;
  2. გამოიყენეთ კუპიურები კარტების ნაცვლად, თუ ერთჯერადად მიირთმევთ რაიმე სასმელს;
  3. განაგრძეთ შერეული სასმელების შეკვეთა უფრო მეტი სიფრთხილით;

      4.შეწყვიტეთ ბარმენთან გულახდილი საუბრები, ( მას არ სურს თქვენთნ პაემანი);

  1. გოგო არ წამოვა თქვენთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი დასალევი უყიდეთ;
  2. თქვენი ამოცნობა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რას სვამთ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა შექმნეს სასმელი, რომლის მიზანიც, ამერიკელი ჯარისკაცების „სუპერ ჯარისკაცებად“ გადაქცევაა

მეცნიერებმა შეიმუშავეს სასმელი, რომლის მიზანი ამერიკელი ჯარისკაცების „სუპერ ჯარისკაცებად“ გადაქცევაა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტებმა 10-წლიან, 60 აშშ მილიონი დოლარის ღირებულების სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით დანამატი შექმნეს, რომელიც ფიზიკურ და გონებრივ უნარს აუმჯობესებს.

სან ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა სუფთა კეტონური ესტერისგან სასმელი – “keto in a bottle-ი“ შექმნა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაბალი ნახშირწყლების შემცველი კეტოგენური დიეტა ზედმეტი ცხიმისა და ცილის მიღების გამო გულის დაავადებისა და კიბოს რისკს ზრდის.

აღნიშნული დანამატის ერთ-ერთი შემქმნელის – ჯეფ ვოის განცხადებით, სასმელი შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც ,,მეოთხე მაკრონტრიტრი“. ის სხეულს მუხტავს და ამას ცხიმებისა და ცილისგან განსხვავებულად აკეთებს.

როგორ მუშაობს ის?

62 გრამი  კეტონი 120 კალორიას შეიცავს – უხეშად რომ ვთქვათ, იმდენივეს, რამდენსაც მოზრდილი ბანანი – თუმცა ის არ შეიცხავს ცხიმს, ცილასა და ნახშირწყლებს.

კეტონები არის პატარა, მაგრამ ძლიერი ენერგეტიკის წყაროები ჩვენი ორგანიზმებისთვის, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მაშინ, როცა ვიწყებთ ცხიმების გამოყენებას ნახშირბადის არარსებობის პირობებში.

თუ თქვენი კვების რაციონში ნახშირწლების რაოდენობა დაბალია, თქვენი სხეული ,,კეტოზად” გადაიქცევა, ეს ხდება მაშინ, როდესაც სხეულში ცხიმის მარაგი კეტონებად იშლება, რომელიც კუნთებსა და ტვინს კვებავს. შედეგად, ცხიმის წვა მატულობს და წონის დაკარგვა სწრაფად ხდება.

რატომ შექმნეს ის?

ათეული წლის წინ, თავდაცვის  თავდაცვის დაწინაურებული პროექტების სააგენტომ (the Defense Advanced Research Projects Agency (DARPA)) სთხოვა სამეცნიერო საზოგადოებას, რომ შეემუშავებინათ საკვები, რომელიც ჯარისკაცის უნარიანობას გაზრდიდა. 

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა DARPA- სგან 10 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღეს და კეტონური ესტერი შექმნეს.

მათ სასმელის შესამოწმებლად არაერთი ტესტი ჩაატარეს, რომლებიც სპორტსმენებზე ეფექტური აღმოჩნდნენ.

მათ ცდის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს და 30-წუთიანი დავალება მისცეს. იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც კეტონის სასმელი დაალევინეს, მეორე ჯგუფის მონაწილეებს 400 მეტრით გაუსწრეს.

სასმელს ამერიკული „ვოჩდოგი“ ორგანიზაცია “Food and Drugs Administration”-ი ამოწმებს.

წყარო:  http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

დედამიწის ზომისა პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს, თანდათან გვიახლოვდება

მეცნიერებმა ახალი პლანეტა – Ross 128b აღმოაჩინეს. ის წითელი ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს და დედამიწისგან 11 სინათლის წლითაა დაშორებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით იქამდე მისვლას დაახლოებით 141,000 წელი დასჭირდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის ზომისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მსგავსი პლანეტა შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ადგილი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დედამიწასა Ross 128b-ს შორის მანძილი 11 სინათლის წელია, პლანეტა ჩვენკენ მოემართება და დაახლოებით 79,000 წელიწადში დედამიწის უახლოესი მეზობელი ეგზოპლანეტა გახდება. ეს დრო კოსმოსური თვალსაზრისით, ერთი თვალის დახამხამებაა.

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტის მძებნელის (HARPS) ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავს,  Ross 128-ს 9,9 დღეში ერთხელ გარს მცირე მასის ეგზოპლანეტა უვლის. 

რატომ არაა იგი სიცოცხლისთვის ზედმეტად ცხელი? იმიტომ, რომ როს 128 ცივი, მკრთალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. გამოყოფს გაცილებით ცოტა რადიაციას, ვიდრე ჩვენი ყვითელი მზე. შესაბამისად, როს 128 b დედამიწაზე 1,38-ჯერ მეტ რადიაციას იღებს. მისი ტემპერატურის ეკვილიბრიმი შეფასებულია -60 — 20 გრადუს ცელსიუსს შორის.

ამოფრქვევების თვალსაზრისით, ეს ვარსკვლავი გაცილებით მშვიდია, ვიდრე სხვა წითელი ჯუჯები, მაგალითად, პროქსიმა კენტავრი — წითელი ჯუჯა, რომლის გარშემოც მოძრაობს ჩვენი უახლოესი მეზობელი ეგზოპლანეტა პროქსიმა b. აქედან გამომდინარე, როს 128 b, სავარაუდოდ, გაცილებით მეტად სტაბილურია.

წითელი ჯუჯები ერთ-ერთი ყველაზე ცივი, მკრთალი და ყველაზე მეტად გავრცელებული ვარსკვლავებია სამყაროში. შესაბამისად, არაჩვეულებრივი სამიზნეებია ეგზოპლანეტათა საძებნელად.

ბევრი წითელი ჯუჯა, მათ შორის პროქსიმა კენტავრიც, გამოაფრქვევს დიდ ალებს, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტებს მომაკვდინებელ ულტრაიისფერ და რენტგენული გამოსხივების საბურველში ახვევს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როს 128 გაცილებით მშვიდი ვარსკვლავია და შესაბამისად, მისი პლანეტები შეიძლება ჩვენთან უახლოესი კომფორტული ადგილი იყოს სიცოცხლისათვის.

ეს ყველაფერი მკვლევრებმა დაადგინეს პლანეტათა გამოვლენის რადიალური სიჩქარის მეთოდით, რომელიც განსხვავდება ჩვენ მიერ ხშირად გაგონილი ტრანზიტის მეთოდისგან. შედეგად, დასტურდება, რომ მას ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ეგზოპლანეტათა აღმოსაჩენად.

ეგზოპლანეტებზე ნადირობისათვის, ყველაზე ხშირად ტრანზიტის მეთოდს იყენებენ. ამ დროს, ეგზოპლანეტის არსებობას ადგენენ მისი ჩავლით დედავარსკვლავის წინ. როდესაც პლანეტა ჩვენს ტელესკოპსა და თავის მასპინძელ ვარსკვლავს შორის ჩაივლის, ვარსკვლავის შუქი ოდნავ ბნელდება.

სწორედ ამ გზით ნადირობს ეგზოპლანეტებზე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც უკვე აღმოაჩინა 2337 დადასტურებული ეგზოპლანეტა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ამ ციფრებს, ეს მეთოდი ყველაზე პროდუქტიულია ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად.

თუმცა, ტრანზიტის მეთოდს თან ახლავს ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე. იგი მოითხოვს, რომ პლანეტის ორბიტა განთავსებული იყოს ისე, რომ მან ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის გაიაროს.

იმ ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, რომლებიც ასე არ არიან განლაგებული, იდეალურია დედავარსკვლავის რადიალური სიჩქარის მეთოდის გამოყენება.

არსებითად, როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ვარდკვლავი ადგილზე ფიქსირებული არ რჩება. პლანეტა ძალიან უმნიშვნელო გრავიტაციული ძალით ძაბავს დედავარსკვლავს, რაც განაპირობებს მის მოძრაობას მცირე წრეზე ან ელიფსზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავის დაშორება დედამიწიდან უმნიშვნელოდ იცვლება და როდესაც ასე ხდება, იცვლება მისი სინათლის სპექტრიც. როდესაც ის დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ოდნავ მოლურჯოა; როდესაც შედარებით შორსაა, ოდნავ მოწითალო ხდება. ამას დოპლერის წანაცვლებას უწოდებენ და სწორედ ისაა, რასაც რადიალური სიჩქარის მეთოდი ზომავს.

„პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო (51 პეგასი b), უზარმაზარი სიურპრიზი იყო, რადგან სრულიად მოულოდნელი იყო თავისი ვარსკვლავის გარშემო ასეთი მანძილიდან მოძრავი ასეთი პლანეტის პოვნა. ამის მსგავსად, იქნებ როს 128 b-ის ატმოსფეროში ვიპოვოთ სახესხვაობები, რომლებიც იმისაგან ნამდვილად განსხვავებული ბიომარკერებია, რაც დედამიწის შემთხვევაში გვაქვს; შესაბამისად, კვლევას ვაგრძელებთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინაფსიქოლოგია

ბუნებრივი კვების მნიშვნელობა ბავშვებში – დედის რძის ალტერნატიული პროდუქტი არ არსებობს

 ბავშვის დაბადება მობილიზაციისა და სხვადასხვა საყურადღებო საკითხის შესახებ ოჯახის წევრების ინფორმირებას მოითხოვს.  ერთ-ერთი ასეთი თემა – კვების მნიშვნელობა გახლავთ. მას ბავშვთა ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, სწორი კვება ესაა ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც დაცული უნდა იყოს, რათა პატარა სრულ სიმშვიდეში და ჰარმონიულ გარემოში გრძნობდეს თავს.

   დაბადებისას ბავშვისათვის შეუცვლელი საკვები დედის რძეა. სწორედ, მისი საშუალებით  ადაპტირდება ახალ სამყაროში და იჩენს შემგუებლურობას უცხო გარემოს მიმართ. დედის რძე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ, ასევე ფსიქოსომატური განვითარებისთვისაც.  ბუნებრივი კვების დროს ახალშობილი იღებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინტელექტუალური პროცესების განვითარებას, მხედველობისა და ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ბავშვის ავად გახდომის შემთხვევაში იგი გამოიმუშავებს საჭირო ნივთიერებებს, კერძოდ, რძე დაიტვირთება იმუნური სხეულებით და პატარას დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება. ამასთან ერთად, ლაქტაციის პროცესი ძალზედ ამშვიდებს ბავშვის ფსიქიკას. ემოციურად დედა-შვილი დადებითი გრძნობებით აღივსებიან. რძეს ალტერნატიული საკვები არ აქვს. ის მთავარი, ღირებული პრიორიტეტია ბავშვებისათვის. ამიტომაც განიცდიან მის არმიღებას და ხშირ შემთხვევებში ვერ ეგუებიან სხვა სახის საკვებ დანამატებს. გამოხატავენ თავიანთ უარყოფით განწყობას ხელოვნური საკვებთან დაკავშირებით. დედის რძეს აქვს დამახასიათებელი თვისება, იგი იცვლება ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად. ბუნებრივი კვების შეუცვლელობას ადასტურებს ისიც, რომ ქალის რძის საწოვარადან მიღება ვერ შეედრება ბუნებრივი კვების პროცესის ეფექტურობას. ვინაიდან, ის უფრო მცირე დოზით შეიცავს იმ საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც პატარას ძალზედ ესაჭიროება ეფექტური განვითარებისათვის.  მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ასეთ დროს დედა-შვილის ემოციური ურთიერთქმედება არ ხდება. მოგეხსენებათ, რაოდენ მოუმწიფებელი და სუსტი იბადება ბავშვი. დედის რძე კი დამცავ და ზრდის ფაქტორების სტიმულაციისათვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. რომელიც, სასურველია, პატარამ ერთი წლის განმავლობაში მიიღოს. მისი დანიშნულებაც ესაა, რომ ბავშვის ნორმალურ და სწრაფ ზრდა-განვითარებას შეუწყოს ხელი. მასში უხვადაა ანტისხეულები, რომლებიც ახალშობილის იმუნიტეტს ქმნიან. ნაადრევად ხელოვნური კვების დაწყება, იმ შემთხვევაში თუ უეჭველად არაა ამის აუცილებლობა, არა მარტო მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს, არამედ დედა-შვილის ემოციურ კავშირს წყვეტს. ეს კი, შემდგომ ასაკში ფსიქომოტორული დარღვევების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. რაც გულისხმობს შინაგანი სისტემის დარღვევებს, რაც მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ, ნერვულ ფაქტორებთან. პიროვნების ემოციურობა კი დროის შემდეგ სპეციფიური ხდება.

   როგორც ვიცით,  ხშირად მშობელი დედა იძულებელია სხვადასხვა მიზეზის გამო ბუნებრივი კვება შეცვალოს ხელოვნურით ან, თუნდაც ეტაპობრივად მიაჩვიოს პატარა ხელოვნურ საკვებს. ამ შემთხვევაში, საპირისპირო ფაქტებთან გვაქვს საქმე, მაგალითად,   ბავშვი შედარებით სუსტად უმკლავდება რომელიმე კონკრეტულ დაავადებას, რადგან პროცესი მეტად მძაფრად ვითარდება, ამასთანავე, ალერგიისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამოწვევის ალბათობა უფრო დიდია.  აუცილებელია პედიატრთან კონსულტირება, რადგან საკვების შერჩევა ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობისა და მონაცემების მიხედვით ხდება. ამიტომ მშობელმა საკუთარი ინიტივაციით არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შვილთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური კვება ხელსაყრელი არაა. ამიტომ სასურველია დედამ გარკვეული ზომები შეიმუშაოს, რათა ემოციურად ახლოს იყოს პატარასთან. კარგი იქნება თუ კვების პროცესის დროს საუბარს არ შეწყვეტთ შვილთან და ამ გზით ეცდებით კონტაქტის დამყარებას, კვების დროს მიზანშეწონილია შესვენების გაკეთება, რომლის დროსაც დედა კვლავ განაგრძობს საუბარს. ასევე, კვებისათვის ერთი რომელიმე ადგილის შერჩევაა სასურველი და, რა თქმა უნდა, საკვების ტემპარატურა შესაბამისი უნდა იყოს ბავშვის სხეულის ტემპერატურისა.

    და მაინც, დედის რძის ანალოგი დღემდე არ არსებობს. რადგან მას გავლენა აქვს უშუალოდ ფსიქიკაზე. უზრუველყოფს ბავშვის ქცევის ჩამოყალიბებას და ემოციურ განვითარებას. დედის რძე შეიცავს ნივთიერება- ტაურინს, რომელიც ბავშვის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, სისხლის ცოცხალ უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმში პათოგენურ ბაქტერიებს კლავენ, იპოიდურ ნივთიერებებს- ისინი აუმჯობესებენ ბავშვის ძილს და მრავალ სხვა საჭირო ნივთიერებებს.  ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტების უგულვებელყოფა არ შეიძლება მშობლის მხრიდან. თუ არის შესაძლელობა იმისა, რომ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზე იყოს, ნუ ეცდებით ხელოვნური კვების ნაადრევად დაწყებას. რადგან, ამ შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ ემოციურ კავშირს შვილთან.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კიბოს უჯრედებს სრულად სპობს მეტალი, რომელიც დედამიწაზე დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა მოიტანა

უკვე შესაძლებელია კიბოს უჯრედების მიზანში ამოღება და განადგურება მეტალით, რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავდა ის ასტეროიდი, რომლის დაცემამაც დედამიწაზე დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ამის შესახებ უორვიკის უნივერსიტეტისა და ჩინეთის სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა იუწყება.

როგორც მკვლევრებმა აჩვენეს, შესაძლებელია, რომ ირიდიუმი — მეორე ყველაზე მკვრივი ელემენტი დედამიწაზე — კიბოს უჯრედების გასანადგურებლად გამოვიყენოთ ისე, რომ არ დაზიანდეს ჯანმრთელი ქსოვილები; ამისათვის საჭიროა სიმსივნური უჯრედების ამოვსება ირიდიუმითა და ჟანგბადის მომაკვდინებელი ვერსიით.

მკვლევრებმა შექმნეს ირიდიუმისა და ორგანული მასალის ნაერთი, რომელიც შესაძლებელია პირდაპირ იქნას მიმართული სიმსივნური უჯრედებისაკენ და ენერგია გადასცეს ჟანგბადის სინგლეტურ ჟანგბადად გარდაქმნის გზით, რომელიც შხამიანია და კლავს უჯრედს; თანაც ისე, რომ არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს.

პროცესს წარმართავს ლაზერის დასხივება კანზე, სიმსივნურ ზონაზე; შუქი აღწევს ნაერთის სინათლისადმი რეაქციული ფენამდე და ააქტიურებს მეტალს, რათა დაიწყოს კიბოს ამოვსება სინგლეტური ჟანგბადით.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ლაბორატორიაში შექმნილ ფილტვის კიბოს მოდელზე წითელი ლაზერით თავდასხმის შემდეგ (რომელსაც კანში ღრმად შეღწევა შეუძლია), გააქტიურებულმა ორგანული ირიდიუმის ნაერთმა ღრმად შეაღწია და ჩაინერგა კიბოს ყველა ფენაში, რათა იგი მოეკლა; მკვლევართა თქმით, თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად ეფექტიანი და შორსმიმავალია მკურნალობის ეს მეთოდი.

არასიმსივნურ ქსოვილებზე მოსინჯვის გზით, მათ ასევე დაამტკიცეს, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო და ჯანმრთელია; ამ ქსოვილებზე არ დაფიქსირდა არანაირი ეფექტი.

გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს უახლესი ულტრამაღალი რეზოლუცისს მასსპექტროგრაფია, რათა მიეღოთ კიბოს უჯრედებში არსებული ინდივიდუალური ცილების უპრეცედენტო ხედი. შედეგად, ზუსტად გაარკვიეს თუ კონკრეტულად რომელ ცილებს ესხმის თავს ორგანული ირიდიუმის ნაერთი.

კიბოს უჯრედების მოდელის ათასობით ცილის შესახებ შეგროვილი უზარმაზარი მონაცემების სათუთად დამუშავების შემდეგ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ირიდიუმის ნაერთი აზიანებდა ცილების სითბოს შოკურ სტრესს და გლუკოზის მეტაბოლიზმს; ორივე მათგანი კიბოს საკვანძო მოლეკულებია.

გაერთიანებულო სამეფოს უორვიკის უნივერსიტეტს მასსპექტრომეტრიის ყველაზე მოწინავე ლაბორატორია აქვს მსოფლიოში; ამავე დროს, ფლობს ანალიტიკური მეცნიერების მსოფლიო დონის ცენტრს.

კვლევის თანაავტორი კუკსონ ჩიუ, უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასპირანტი მკვლევარია.

„ეს პროექტი ნამდვილი ნახტომია, რათა გავერკვეთ, თუ როგორ ესხმის თავს კიბოს უჯრედებს ირიდიუმზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები. შევიმუშავებთ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმებს, რათა გვერდი ავუაროთ წინააღმდეგობრივ პრობლემებს და კიბოს სხვადასხვა კუთხიდან შევუტიოთ.

„კიბოს მოსპობის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი უჯრედული ცილების მიზანში ამოღებას, შეიძლება გახდეს მოქმედების ახალი მექანიზმების მქონე პრეპარატების შექმნის საფუძველი. ეს კი სასწრაფოდ საჭიროა. გარდა ამისა, ბრიტანელ და ჩინელ მკვლევართა კავშირები მხოლოდ ამ თანამეგობრობით როდი შემოიფარგლება. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, კლინიკებისათვის შევქმნათ ახალი პრეპარატები“, — ამბობს დოქტორი პინგიუ ჟანგი.

„თანემედროვე მასსპექტრომეტრიის თვალშისაცემი განვითარება უკვე გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ კიბოს უჯრედებში არსებული ცილების კომპლექსური ნაზავის ანალიზი და განვსაზღვროთ მკურნალობის სამიზნე; ეს ინსტრუმენტები იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია ერთი ელექტრონის აწონვაც კი!“, — აღნიშნავს უორვიკის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიის პროფესორი, პიტერ ო’კონორი.

იმით, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ახალმა კვლევამ, უკვე აღფრთოვანებულია პროფესორი პიტერ სადლერი:

„კიბოს ქიმიოთერაპიების 50%-ზე მეტ შემთხვევაში უკვე გამოიყენება ძვირფასი მეტალი პლატინა. კიბოს უჯრედებზე თავდასხმის პრეპარატების შექმნის სრულიად ახალ გზას გვთავაზობს სხვა ძვირფას მეტალთა პოტენციალი, მაგალითად ირიდიუმი. რაც მთავარია, ეს მეთოდი უსაფრთხოა და თან ახლავს მინიმალური გვერდითი ეფექტები“.

„საერთაშორისო თანამშრომლობას შეუძლია პროგრესის მნიშვნელოვნად აჩქარება. ნამდვილად დროა, კარგი სამედიცინო გამოყენება მოვუძებნოთ ირიდიუმს — ელემენტს, რომელიც დედამიწაზე 66 მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა მოიტანა“.

ფოტოქიმიოთერაპია — ლაზერის შუქის გამოყენება კიბოს მიზანში ამოსაღებად — სწრაფად განვითარებად, სიცოცხლისუნარიანი, ეფექტიანი და არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია. პაციენტები სულ უფრო რეზისტენტული ხდებიან ტრადიციული თერაპიებისადმი. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი მეთოდების დამკვიდრება ამ დაავადებასთან საბრძოლველად.

ირიდიუმი 1803 წელს აღმოაჩინეს; სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვა „ცისარტყელადან“. მიეკუთვნება იგივე ოჯახს, რომელსაც პლატინა; არის მტკიცე, მყიფე და კოროზიისადმი ყველაზე რეზისტენტული ელემენტი დედამიწაზე; აქვს ყვითელი ფერი. მისი დნობის ტემპერატურა 2400 გრადუს ცელსიუსზე მაღალია.

ირიდიუმი დედამიწაზე იშვიათია, მაგრამ უხვადაა მეტეორიტებში; ირიდიუმის დიდი მოცულობა აღმოჩენილია დედამიწის 66 მლნ წლის წინანდელ ქერქში, რაც წარმოშობს თეორიას, რომ დედამიწაზე ეს ელემენტი იმ ასტეროიდმა მოიტანა, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

წყარო:  1tv.ge/

ავტორი:  მიხეილ ჭაბუკაშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, მაგრამ გემრიელი კერძები

ერთ–ერთი ყველაზე კარგი ხერხი, რომ გასინჯოთ მსოფლიოში საუკეთესო კერძები, არის ის, რომ იმოგზაუროთ ყველგან და გაეცნოთ თითოეული ქვეყნის კულტურასა და ადათ-წესებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს ყველანაირი კერძით, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის სურვილია საჭირო და ასევე საკმარისი თანხა, რადგან, როგორც ცნობილია, ამ მომსახურეობას ვერ მიმართავს ყველა ადამიანი – ის საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ასევე, კომპანია სთავაზობს მომხმარებელს შეარჩიონ სასურველი კერძი საუკეთესო ხარისხითა და გემოთი.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” სცადა შემოეთავაზებინა ყველაზე აქტუალური კერძები და ადგილები, რასაც სთავაზობენ მომხმარებელს:

  1. “Sumblimotion” – იბიცა
  2.  ”Ultraviolet” –  შანხაი, ჩინეთ
  3. Masa”-  ნიუ-იორკი
  4. “L’Arpege” – პარიზი, საფრანგეთი
  5. “Saison”- სან ფრანცისკო, კალიფორნია

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატურიზმი

მსოფლიოს 5 საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

ყველა ადამიანს ესჭიროება მინიმუმ თვეში ერთხელ განტვირთვა, როგორც ორგანიზმის, ასევე გონების, მსოფლიოში კი ასეთი ადგილები მრავლადაა. ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკურად გამართული მდგომარეობა აქვთ, ცდილობენ, რომ რაც შეიძლება გაუფრთხილდნენ საკუთარ ენერგიას და იყვნენ ჯანსაღები.

მრავალი კატეგორიის ადამიანი არსებობს, მაგალითად, ზოგს მოსწონს სამოგზაუროდ წასვლა და უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ის ამ სფეროში პოულობს განტვირთვის საშუალებას, მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებაში დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ და ა.შ.

ლინდალ მიტჩელმა, ავსტრალიის სამოგზაურო სპა ცენტრების ერთ–ერთმა დამაარსებელმა, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის წარედგინა საუკეთესო ადგილები, სადაც მათ განტვირთვა შეუძლიათ:

  1. “Mii amo Spa“ -ამერიკის შეერთებული შტატები
  2. ,,Terme Vals-ი“– შვეიცარია
  3. “Kamalaya, Koh Samui” –ტაილანდი
  4. ,,ESPA ცხოვრება Corinthia Hotel–ი” –ინგლისი
  5. “Caracalla Spa”–გერმანია

 

წყარო: Traveller.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ამერიკის ყველაზე დიდი სამეცნიერო გამოკვლევები

  მეცნიერული გამოკვლევები ძალიან დიდ როლს თამაშობენ მსოფლიოს წინსვლასა და განვითარებაში, ყველა ქვეყანას უძველესი დროიდან აქვს საკუთარი მეცნიერული აღმოჩენები, რაც ადასტურებს იმას, რომ დღითი დღე უფრო კარგად ვითვისებთ დედამიწას და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ მის შესახებ.

მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ოცდამეერთე საუკუნემდე აშშ–ის ყველა შტატმა დააგროვა საკუთარი მეცნიერული მნიშვნელოვანი გამოკვლევა, ,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გადაწყვიტა წარედგინა რამდენიმე გამოკვლევა იმ დიდი სიიდან, რომელიც   მოიპოვება აშშ–ში:

  1. რაკეტა სატურნისთვის
  2. პირველი სატელეფონო ზარი
  3. პრეისტორიული კატა
  4. მიკროსკოპი
  5. მექანიკური მაღვიძარა

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერები: ,,ნასვამი და გამოუძინებელი მძღოლების ტვინები ერთნაირად მუშაობს“

ახალი კვლევის თანახმად, გამოუძინებელი ადამიანის ტვინი ნასვამის მსგავსად მუშაობს.

მეცნიერების განმარტებით ძილის ნაკლებობა ტვინის ნეირონებს შორის კომუნიკაციას ასუსტებს.

ტვინის სიგნალიზაციის ცენტრში ასეთმა შესუსტებამ შესაძლოა მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები გამოიწვიოს.

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდს სურს, ძილის დაქვეითების პრობლემას უფრო სერიოზულად შეხედოს. გარდა იმისა, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, უძილობა რისკს გვიქმნის საჭესთან ჯდომის და სხვა ყოველდღიური საქმიანობის დროს.

,,ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უძილობა ნეირონების სათანადოდ ფუნქციონირებას აფერხებს, რაც, თავის მხრივ, შემეცნებით ხარვეზებს იწვევს” – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი ითჟაკ ფრედი.

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში რადენიმე ადამიანი გამოიკვლიეს. მათ გამოსახულებების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფას სთხოვდნენ.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაღლილი იყო ესა თუ ის ადამიანი, მით უფრო სუსტდებოდა ნეირონოს აქტივობა და კარგავდა ძალას.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მძღოლის გადაღლილობა პირდაპირ კავშირშია ავტოსაგზაო შემთხვევებთან. ცნობილია, რომ ათასობით ადამიანის სიკვდილი და დაშავება გადაღლილი მძღოლის არა სათანადო რეაქციის შედეგად ხდება.

მკვლევარები ამბობენ, რომ გარკვეულწილად, უძილო მძღოლი იგივეა, რაც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი. „ასე რომ, დაღლილი მძღოლებისთვის  ისეთივე წესები გვჭირდება, როგორიც ნასვამებისთვის“ – აცხადებენ მეცნიერები კვლევაში, რომელიც სამენიერი ჟურნალ Nature Madecine-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 86 87 88 89 90 95
Page 88 of 95