close

ეს საინტერესოა

არქეოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ადამიანმა აფრიკა გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ

ისრაელში ერთ-ერთ მღვიმეში ადამიანის ყბის ნაწილი იპოვნეს, მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ,,ჰომო საპიენსის” წარმომადგენლის უძველესი ნათშია, რომელიც მეცნიერებს დღემდე აფრიკის გარეთ აღმოუჩენიათ.

მკვლევარების თქმით, ნამარხი 177,000-დან 194,000 წლისაა. აღმოჩენილი ნაშთი ახალგაზრდის ზედა ყბის მარცხენა ნაწილია, თუმცა მისი სქესის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ყბის ნაწილი ქარმელის მთაზე მისლაიას მღვიმეში აღმოაჩინეს, რომელიც ჰაიფადან სამხრეთით დაახლოებით 12 კმ-ში მდებარეობს. დიდ ჩამონგრეულ მღვიმეში, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, ასევე აღმოჩენილ იქნა დანა და სხვა ქვის იარაღები, რომლებიც იმ დროისთვის დახვეწილად ითვლება, რამდენიმე ცეცხლის კერა და დამწვარი ცხოველის ძვლები.

მანამდე აღმოჩენილი ნამარხების თანახმად, ,,ჰომო საპიენსი” აფრიკაში დაახლოებით 300,000 წლის წინ გამოჩნდა. ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს კითხვა : როდის დატოვა ჩვენმა წინაპარმა აფრიკა და როდის დასახლდა ის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.

აქამდე აღმოჩენილი უძველესი “ჰომო საპიენსი”, რომლებიც ორ სხვა გამოქვაბულში აღმოაჩინეს (ერთ-ერთი მათგანი ასევე ქარმელის მთაზე მდებარეობს), დაახლოებით 90,000 – 120,000 წლისაა.

,,ახალი აღმოჩენების თანახმად, ადამიანები აფრიკიდან ჩრდილოეთის გზით, ნილოსის ველისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სანაპიროს გავლით გაემგზავრნენ და არა სამხრეთის გზით ბაბ ალ-მანდების სიახლოვეს, რომელიც საუდის არაბეთის სამხრეთ სანაპიროს წარმოადგენს, ინდოეთის ქვეკონტინენტისა და აღმოსავლეთ აზიის გავლით,”-  განაცხადა თელ-ავივის უნივერსიტეტის პალეონტოტროპოლოგმა ისრაელ ჰერშკოვიციმ, რომელმაც კვლევა ჩაატარა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოადგენს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ადამიანმა აფრიკა გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

მისლაიაში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, მომთაბარეები იყვნენ და მტაცებელი სახეობების მოძრაობის ან სეზონის მიხედვით გადაადგილდებოდნენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი ნადირობდნენ მსხვილფეხა რქოსანი ჯიშების წარმომადგენლებზე, მათ შორის ველურ პირუტყვზე, ირმებსა და ქურციკებზე. ,,ისინი ასევე ფართოდ იყენებდნენ მცენარეული მასალებს, მათ შორის საწოლისთვისაც, “– აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მარჯნის რიფს პლასტმასისგან განადგურება ემუქრება

მეცნიერები აცხადებენ, რომ მარჯნის რიფის მომავალს ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს პლასტმასი უქმნის.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩატარებული დათვალიერების შედეგად, მარჯნის რიფის მესამედზე პლასტმასის 11 მილიარდი ერთეული აღმოაჩინეს. ეს რიცხვი 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 15 მილიარდამდე გაიზრდება.

ამასთანავე, პლასტმასი მარჯნის რიფზე დაავადების გავრცელების რისკს 20-ჯერ ზრდის. მეცნიერები აცხადებენ, რომ პლასტმასი აავადებს მარჯნის რიფის  უხერხემლო ცხოველებს. თითების ფორმის მარჯანი კი პლასტმასის ნარჩენებში ადვილად იხლართება.

მარჯნის რიფები არაერთი საფრთხის წინაშეა. მარჯანი უჩვეულოდ თბილი წყლის გამო უფერულდება, მარჯნის პოლიპები ქსოვილებისგან წყალმცენარეებს კარგავენ, რის გამოც ისინი უფერულდებიან. ისინი შესაძლოა აღდგნენ, თუკი ტემპერატურის ცვლილება გონივრულ ვადაში შეიცვლება, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა უამრავი წელი დასჭირდეს.

რაც შეეხება დაავადებებს, ორგანიზმები მარჯანს თავს ესხმიან და შესაძლოა მისი დაღუპვაც გამოიწვიონ. წინა კვლევამ დაადგინა, რომ პლასტმასის ნარჩენებმა შეიძლება მარჯანზე უარყოფითად იმოქმედოს სინათლისა და ჟანგბადის დაბლოკვით და შედეგად პათოგენები გაამრავლოს. 

კვლევის ფარგლებში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა 2011-2014 წლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 4 ქვეყანაში 150 რიფი გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 2025 წლისთვის 15.7 მილიარდი ერთეული პლასტმასი იქნება. ოკეანეში ყოველწლიურაად დაახლოებით  4.8-12.7  მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დაინიშნა

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის თანამდებობა გაჩნდა. სამინისტროს პარლამენტის სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ტრეისი კრაუჩი უხელმძღვანელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – ტერეზა მეის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობას წარმოადგენს. ტერეზა მეი ამბობს, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა სურთ, რათა დაეხმარონ იმ ხანდაზმულ ადამიანებს, ვინც ახლობლები დაკარგა.

მისი თქმით, ეს პოსტი მარტოობასთან ბრძოლის კომისიის რეკომედნაციით შეიქმნა.

„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 9 მილიონი ადამიანი იტანჯება მარტოობით. „წითელ ჯვარში“ ამ მდგომარეობას „ფარულ ეპიდემიას“ უწოდებენ.

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

ყველაზე ძვირი ქალაქები 2018 წელს

მსოფლოის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში სხვადასხვანაირი დამოკიდებულება და ცხოვრების სტილი აქვთ, ღარიბ ქვეყნებში უმეტესწილად საზოგადოება მცირედითაც კმაყოფილდება, მათ არ აქვთ ის მოთხოვნები, რაც მდიდარ ქვეყნებში.

ადამიანები მშობლიურ ქალაქს ყოველთვის წინ აყენებენ, ისინი არ აღიარებენ ხოლმე სხვა ქალაქის უპირატესობებს და ყოველთვის საკუთარის წარმატებაზე სურთ საუბარი. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სტატია, სადათ მათ გვაჩვენეს მსოფლიოს მსაშტაბით საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სია:

  1. ჰონგ კონგი, ჩინეთი
  2. სიდნეი, ავსტრალია
  3. ვანკუვერი, კანადა
  4. სანტა კრუზი, აშშ–კალიფორნია
  5. სან ხოსე, აშშ–კალიფორნია

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

როგორია ,,Facebook-ის” გავლენა საზოგადოებაზე

,,Facebook–ი” არის მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი სოციალური ქსელი, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებიან და იგებენ სხვადასხვა ახალ ამბებს გარშემო მომხდარ მოვლენებზე, ადამიანების უმრავლესობისთვის ძირითადი ინფორმაციის წყაროც შეიძლება იყოს.

საზოგადოების უმრავლესობა ,,Facebook-ს” ბევრ რამეში ადანაშაულებს, ისინი ამბობენ, რომ თითქოს ხალხის ფსიქოლოგიაზე და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს სოციალური ქსელი, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ენდობიან უმრავლესობის ხმას, რასაც ხშირად ისინი შეცდომაში შეჰყავს. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სასაცილო იყო, როდესაც სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა პიროვნებამ გააკეთა განცხადება, რომ 2016 წლის ამერიკის არჩევნებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ,,Facebook–მა”, თითქოს  ადამიანებმა პოსტების წაკითხვის შემდეგ აზრი შეიცვალეს.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ცოტა რამ ,,დანკინ დონატსის” შესახებ

1950 წელს ბილ როზენბერგმა გახსნა ,,დანკინ დონატსის” პირველი რესტორანი მასაჩუსეტსის შტატში. მან აღმოაჩინა, რომ მომხმარებლებს უყვარდათ დონატების ყავასთან ერთად მირთმევა და შექმნა ცხელი სასმელების ხაზი. ეს კომბინაცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ რესტორნებმა მალე ბევრი ლოიალური მომხმარებელი შეიძინეს.

დღესდღეობით, ,,დანკინ დონატსი” უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა და დიდ კონკურენციას უწევს სხვა სწრაფი კვების კომპანიებს, როგორიცაა ,,ვენდისი”, ,,მაკდონალდსი”, როგორც ცნობილია, დღეს მსოფლიოს 36 ქვეყანაში 11 ათასამდე ობიექტი აქვს კომპანიას და მომხმარებლის საკმაოდ დიდი კეთილგანწყობით სარგებლობს.

მოგეხსენებათ, საქართველოშიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაითქვა სახელი ამ კომპანიამ და უკვე რამდენიმე ფილიალიც განათავსეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რა არის ბუღალტერია და რა ევალებათ ბუღალტრებს?

ბუღალტერი არის ბიზნესისთვის აუცილებელი კადრი, რომელსაც ევალება მრავალი საქმიანობა, კერძოდ, საქმე აქვს: ბიზნესის ციფრებთან, სამეწარმეო, საგადასასახდო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ამ ციფრების დაფიქსირებასთან. ეს ციფრები აღებულია საწარმოში მიმდინარე რეალური გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამეურნეო ოპერაციებიდან, ოფიციალურად დადასტურებული ფაქტებიდან.

ბუღალტერი მოქმედებს კანონმდებლობის მიხედვით ანუ რაც სახელმწიფოს აქვს დადგენილი, ეხმარება კომპანიას, რომ მოწესრიგებული იყოს ფინანსური საკითხები.

ბუღალტრის ძირითადი მოვალეობა ნებისმიერ კომპანიაში არის: ფულის მოძრაობა სალაროში, ფულის მოძრაობა ბანკში, ინვესტიციების აღრიცხვა, მოთხოვნების აღიარება, საქონლის შეძენა/რეალიზაცია, ძირითადი საშუალბების შეძენა და მათი ცვეთა, ვალდებულებების აღრიცხვა.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უქარწყლდებათ სიყვარული ადამიანებს ერთმანეთის მიმართ

სიყვარული არის ადამიანების მამოძრავებელი ძალა, მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. შესაძლოა ცხოვრების ძირითად მიზანიც კია, რადგან ყველაფერი რისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ვსწავლობთ, ამაო იქნებოდა, თუ ვინმეს მიმართ სიყვარული არ გვაკავშირებს, მაშინ რა საჭირო იქნებოდა თუნდაც განათლება, ან ფული – თუ არ გვექნებოდა მათი გამოყენების მიზეზი.

ადამიანების უმრავლესობა ურთიერთობისას ხშირად კამათობს და ამის გამო უწევთ ურთიერთობის გაწყვეტა, აუცილებელია თქვენს საყვარელ ადამიანებთან იყოთ გულწრფელები, მათ არ უნდა მოაბეზროთ თავი თქვენი ყოველდღიური პრობლემებით.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა რამდენიმე ფაქტორი, რაც მიგახვედრებთ იმას, რომ საყვარელ ადამიანს თქვენთან ერთად ყოფნა აღარ სურს:

  1. აღარ გიყვებიან მომავალი გეგმების შესახებ;
  2. ცდილობენ თავიდან აირიდონ თქვენთან ერთად ყოფნა;
  3. რაღაც დროის განმავლობაში ქრებიან თქვენი ცხოვრებიდან;

     4, არ გეკითხებიან თქვენს ცხოვრებაზე, რადგან მათ აღარ აინტერესებთ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებისაქართველოფსიქოლოგია

ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებსა და მოზრდილებში

20 იანვარს ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებსა და მოზრდილებში.

ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ კომპიუტერთან გატარებული დრო, როდესაც იქცევა დამოკიდებულებად – ეს უკვე აზიანებს პიროვნების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ინტერნეტდამოკიდებულებას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ დროს ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედების და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს.

ინტერნეტდამოკიდებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის ბავშვი. როგორ ზემოქმედებს ბავშვებზე კომპიუტერი? მშობლები ხშირად საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ და ცდილობენ შეზღუდონ ბავშვის მოზღვავებული აქტივობა, ამისათვის კი იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს. ეკრანთან მჯდომი ბავშვი კი მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. აგზნებული ხდება, მოუსვენარი. ეკრანიდან მოწყვეტის შემდეგ ხშირად ხდება აგრესიული, რადგან დიდხანს დაძაბულმა უძრავი მდგომარეობიდან ერთბაშად გამოსულმა არ იცის რა მოუხერხოს ტონუსში მყოფ სხეულს. ასევე ფერხდება მეტყველების განვითარება, რადგან მეტყველების გასავითარებლად მას სჭირდება ცოცხალი ურთიერთობები ადამიანებთან.

კიდევ ერთი პრობლემა იქმნება წარმოსახვის უნარის და ემოციების განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოსახვა არის ახლის, აღუქმელის თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარი. კომპიუტერთან ჯდომისას კი ბავშვი უკვე მზა „ხილულ ხატებს“ ეჯაჭვება (ზღაპრისგან განსხვავებით). შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერის ხშირი გამოყენება ემოციური სფეროს „დაჩლუნგებას“ იწვევს. კომპიუტერიგან განსხვავებით, რეალურ თამაშს ბავშვი ემოციურად განიცდის, ისე თითქოს ეს მართლაც რეალურია, ავლენს თავის განცდებს, გამოხატავს აზრებს თამაშის დროს და ეს მისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. კომპიუტერთან ფერხდება სხეულებრივი აქტივობა, ხშირია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჭარბწონიანობა, ხერხემლის გამრუდება და სხვა მსგავსი პრობლემები.

რით შეიძლება ჩავანაცვლოთ კომპიუტერი?

  • შევთავაზოთ ალტერნატივა-რეალური თამაში, „მოდი, ერთად ვითამაშოთ“ ისეთი თამაში რომლის წამომწყები თავად იქნება. გარდა იმისა, რომ თამაში დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას, ამ დროს ხდება ბავშვის თვითგანხორციელება და შინაგანი პიროვნული ზრდა.
  • დატვირთვა სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით (სპორტი, ცეკვა და ა.შ)
  • მშობლებთან ერთად გასეირნება;
  • ზღაპრების კითხვა, ერთად მოფიქრება სხვადასხვა ამბის, ისტორიის;
  • ხატვა, ძერწვა, ქვიშით თამაში, ასაწყობებით თამაში და ა.შ

საჭიროა მშობლებმა მეტი დრო დაუთმონ შვილებს, რათა ტექნოლოგიური სიახლეები შვილებისთვის ზიანის მომტანად არ იქცეს.

რაც შეეხება ინტერნეტდამოკიდებულებას მოზრდილებთან, მათთვის სოცქსელები რეალური ურთიერთობის შემცველები ხდებიან, ბევრისათვის ის არარეალიზებული ოცნების ასრულების საშუალებაა. ასევე, მნიშვნელოვანია ანონიმურობის ფენომენი. ეს ყველაზე ფარული სურვილების და მიუღებელი აზრების დემონსტრირების საშუალებას იძლევა. ამ დროს  სოციალური ქსელი ურთიერთობების ძირითადი წყაროა. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული  ეიფორია – ხშირად ინტერნეტის გამო უარს ამბობს  ჭამასა და ძილზე, ეკრანთან მრავალს საათს ატარებს. ხშირ შემთხვევაში, აღენიშნება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება, გაღიზიანება, სოციალური ურთიერთობებისადმი დაკარგული აქვს ინტერესი. რეკომენდებულია ამ დროს ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, საინტერესო საქმიანობის წამოწყება, სპორტი, ვარჯიში, მეგობრებთან ურთიერთობა და სოციალიზაციის სხვა საშუალებები. ეფექტურია გარკვეული ლიმიტის დაწესება სოციალური ქსელში ყოფნის.

და თუკი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამას ადამიანი, რა თქმა უნდა, საჭიროა მიმართოს სპეციალისტს, ფსიქოლოგს.

მასალა მოამზადა: ელენე ჩუგოშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

ახალ ჭურჭლის სარეცხს ზღვის პროდუქტების მომზადებაც შეუძლია

ახალ ჭურჭლის სარეცხ ტექნოლოგიას ტეტრა ეწოდება და გამოშვებულია კომპანია ჰითვორქსისგან, საკმაოდ გამოსადეგი და მომხმარებლებისთვის სასურველი ტექნიკა.

ახალი ტექნოლოგია ინტერნეტჩართულობით მუშაობს, მას არ სჭირდება არანაირი მუშა, რომელიც შეაკეთებს, ან ჩართავს, ყველაფერი მარტივადაა, ნებისმიერს გაუადვილდება მისი მოხმარება.

ახალი ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობა ძველისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს დამატებითი ფუნქცია, რომელიც გვეხმარება ზღვის პროდუქტების მომზადებაში, მათ დასუფთავებასა და შესაწვავად, ან მოსახარშად გამზადებაში.

ჭუჭლის გარდა, ასევე შესაძლებელია პატარა, ყოველდღიურად საჭირო ნივთების გარეცხვაც, რაც არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს მას.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 81 82 83 84 85 95
Page 83 of 95