close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოატექნოლოგიები

iPhone7-ის შეძენა ახალი პროდუქტის ნახევარ ფასადაა შესაძლებელი

მოგეხსენებათб რამდენიმე თვის წინ ,,ეპლის” კომპანიამ წარადგინა თავისი ახალი პროდუქტი    iPhone X-ი წარადგინა, რომლის საკმაოდ მაღალმა ფასმა მომხმარებლის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, iPhone 7-თან შედარებით 2-ჯერ უფრო მეტი ღირს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებას, რომ გადამეტებულად ძვირია.

iPhone 7 არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა და საზოგადოების უმრავლესობამ მალევე შეიძინა იგი, არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მათ გაიაზრეს, რომ ახალი პროდუქტი ბევრად უფრო უკეთესია და მათი შენაძენი არცთუ ისე ხელსაყრელი გამოდგა. მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში iPhone X–ის ფასი დაეცემა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

20 თვის ბავშვის სიცოცხლე ლივერპულის  სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

პატარა  ალფ ევანსის მშობლები საავადმყოფოსა და სასამართლოს სთხოვენ, რომ   მათი შვილი  არ გამორთონ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.  ინფორმაციას “Metro” ავრცელებს.

პატარა ალფი 20 თვისაა და ის  ტვინის დეგენერაციისგან იტანჯება, რის გამოც ტვინის 70%  უფუნქციოა. სწორედ ამიტომ – ექიმები ფიქრობენ, რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია. მათი თქმით, ალფი აღარ რეაგირებს გარშემომყოფებზე.

მშობლები კი იმედს არ კარგავენ და   სასამართლოს მიმართეს და ითხოვენ, რომ ექიმებმა ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან იქამდე არ გამორთონ, სანამ სამკურნალოდ რომში არ წაიყვანენ. რომში წასაყვანად და მკურნალობისთვის მშობლები ფულს აგროვებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანამ ალფი ევანსს აპარატიდან გამორთავენ, ექიმებმა მისი ტვინის მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა შეისწავლონ და დასკვნა მოსამართლეს წარუდგინონ. ამის შემდეგ გადაწყდება 20 თვის ალფი ევანსის სიცოცხლის ბედი.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

,,Falcon Heavy-მ” სადებიუტო ტესტგაფრენა წარმატებით განახორციელა

SpaceX’s-ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა რაკეტამ – Falcon Heavy-მ სადებიუტო ტესტგაფრენა განახორციელა.

რაკეტა ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.

მოვლენას თვალს Cocoa Beach-დან 2,000-მდე მაყურებელი ადევნებდა. რაკეტას წარმატებით მოსწყდა ორი გვერდითა ბუსტერი, რომლებიც უკან, კანავერალის კონცხზე დაეშვნენ და აფრენიდან დაახლოებით 8 წუთში ხმელეთზე ერთდროულად დასხდნენ.

სასარგებლო დატვირთვის სახით Falcon Heavy-იმ ორბიტაზე ილონ მასკის კუთვნილი ავტომობილი – Tesla Roadster-ი გაიყვანა.

რაკეტის მეორე ეტაპი იქნება სამივე ძრავის დაწვის პროცესის დასრულება, რათა მანქანა საბოლოოდ გავიდეს ჰელიოცენტრულ ორბიტაზე მზის გარშემო.

მანქანა იმოძრავებს ელიფსური ორბიტაზე დედამიწასა და მარსს შორის, ჩვენი დედავარსკვლავის — მზის გარშემო.

Falcon Heavy-ის ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია, ორჯერ მეტის, ვიდრე კონკურენტი კომპანიის, United Launch Alliance (ULA)-ის,  4 Heavy -ს. თითოეული გაშვების ღირებულება 90 მილიონო აშშ დოლარია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ Falcon Heavy-ი მარსზე 17 ტონა ტვირთის წაღებას შეძლებს.

Falcon Heavy-ზე SpaceX-ის გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაბდა. კონსტრუქციულად ის საბაზო Falcon 9-ს წარმოადგენს, რომელზეც გვერდებიდან ამავე Falcon 9-ის პირველი საფეხურებია დამაგრებული.

დღეისთვის არსებულ და პერსპექტიულ რაკეტებთან შედარებით, მასკის Falcon-ების უპირატესობა ნაწილობრივ მრავალჯერად კონსტრუქციაშია. საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ, პირველი საფეხური უკან, დედამიწაზე ბრუნდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზად:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატურიზმი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილები

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირი რელაქსაციის მეთოდები არსებობს, მაგრამ, ძირითადად, მოგზაურობისას ყველა ადამიანისთვის მისაღები არის ბარში, ან კლუბში, ან მსგავს ადგილას სხვადასხვა კოქტეილის დაგემოვნება, რაც გვეხმარება უკეთეს ხასიათზე მოვიდეთ და ცოტახნით მოვწყდეთ დამღლელ, მოსაწყენ ყოველდღიურობას.

სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს საყვარელი კოქტეილები აქვთ, სადაც ისინი ძირითადად მიირთმევენ ხოლმე, მაგრამ, ზოგადად, არსებობს სტანდარტები ანუ ცნობილი კოქტეილები, რომლებიც ყველგან კეთდება და ისინი საკმაოდ პოპულარულია, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 10 ყველაზე პოპულარული კოქტეილის დასახელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

  1. „Old Fashioned”
  2. “Negroni”
  3. ‘Dry martini”
  4. “Whiskey sour”
  5. “Margarita”
  6. “Manhattan”
  7. “Espresso Martini”
  8. “Mojito”
  9. “Gin Fizz”
  10. “Mai Tai”

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,SpaceX-მა” კოსმოსში რაკეტა ,,Tesla-ს” ავტომობილთან ერთად გაუშვა

მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა ისტორიული მომენტი –  ელონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ –  ,,SpaceX-მა” მძიმე კოსმოსური ხომალდი ,,Falcon Heavy” გაუშვა, რომელმაც მასში არსებული ,,Tesla-ს” ავტომობილი მზის ირგვლივ ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიიტანოს. 

რაკეტა ფლორიდიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.  კაპსულის სტერეოსისტემაში,  გეგმის მიხედვით, დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity უნდა ისმოდეს.

ბოლო მონაცემებით, Falcon Heavy-ს მესამე ამაჩქარებელი პლატფორმაზე ვერ დაჯდა, Tesla კი მარსის ორბიტას ჩაუფრენს. ამის შესახებ მესკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სავარაუდოდ,  დაშვების დროს, ცენტრალური (მთავარი) ამჩქარებლის სამი ძრავიდან მხოლოდ ერთი ამუშავდა, დანარჩენებს კი საწვავი არ მიეწოდა.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

კნუტ ჰამსუნი ყაზბეგზე: „სხვაგან არსად მიგრძვნია ფეხქვეშ მიწა გამომცლოდეს“

ნორვეგიელმა მწერალმა – კნუტ ჰამსუნმა, 1899 წელს ამიერკავკასიაში იმოგზაურა.  ნობელანტი მწერლისა და მისი მეუღლის  რუსეთსა და კავკასიაში ვიზიტმა 3 კვირა გასტანა. სწორედ ამ მოგზაურობას მიუძღვნა მან ორი ნაწარმოები –  „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა „დედოფალი თამარი“, რომლებიც 1903 წელს გამოიცა.

გთავაზობთ მონაკვეთს, სადაც იგი ყაზბეგში მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწერს: ,,დათრგუნულები ვსხედვართ ეტლში, ხმა ვერ ამოგვიღია. უცებ, გზის მკვეთრ მოსახვევთან, ხელმარჯვნივ, ხეობა გაიხსნა და თვალწინ აღიმართა ყაზბეგი – თავისი მზეზე მოლაპლაპე მყინვარით. სულ ახლოსაა, ხელის გაწვდენაზე, მშვიდი, უსასრულო, მდუმარე.

უცნაური გრძნობა გვეუფლება: მთა – გოლიათი გამოეყო სხვა მთებს, ახლოს მოვიდა და გვიყურებს – როგორც სხვა სამყაროდან გადმოსული არსება.

ჩამოვხტი ეტლიდან, ხელით ჩავაფრინდი ეტლის კიდეს.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მაიმუნების ქვის ხანა – ისინი ქვის იარაღებს ასწლეულების მანძილზე იყენებდნენ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრაზილიაში კეშიუს (თხილის სახეობა) სამტვრევი იარაღი აღმოაჩინეს, რომელსაც 700 წლის განმავლობაში კაპუცინი მაიმუნები იყენებდნენ. 
კვლევის შედეგები ჟურნალ Current Biology-ში  გამოქვეყნდა. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პრიმატების არქეოლოგიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას არქეოლოგი მაიკ ჰასლამი ხელმძღვანელობს.
ოქსფორდის სამეცნიერო გუნდის წარმომადგენელმა, პრიმატოლოგისტმა ლიდია ლანცმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა არის „ფანჯარა წარსულში.“
,,ჩვენი ძალისხმევა, შევიხედოთ წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა იარაღს იყენებდნენ სხვა სახეობის პრიმატები,“- აღნიშნა მან. 
როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ე.წ. კაპუცინი მაიმუნებს კეშიუს სამტვრევი ხეებზე აჰქონდათ. ნაჭუჭში არსებული სითხე სამტვრევს ფერს უცვლიდა. მეცნიერებმა ამ იარაღების ქიმიური ანალიზი ჩაატარეს და მათი დანიშნულებაც დაადგინეს.
მეცნიერთა განმარტებით, ახალი მტკიცებულების თანახმად, მაიმუნები ქვის იარაღებს იმ პერიოდში იყენებდნენ, როდესაც ევროპელები დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში დასახლდნენ.
კაპუჩინები მაიმუნების სახეობაა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ. მეცნიერთა ვარაუდით, ქვის იარაღების გამოყენება მათ ადამიანებისა და შიმპანზეებისგან დამოუკიდებლად ისწავლეს. 
ექსპერტები აცხადებენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადგენს „მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებისა და სხვა პრიმატების მოქმედებებს შორის.“

წყარო: www.livescience.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რატომ გაიზარდა სამყაროს გაფართოვების სიჩქარე?

სამყარო იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, ამ განსაცვიფრებელმა თეორიამ შესაძლოა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ნაწილი ეჭვქვეშ დააყენოს.
NASA და European Space Agency ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სამყარო მოსალოდნელზე 5-9 პროცენტით უფრო სწრაფად ფართოვდება, ამწვავებს ჰიპოთეზას იმაზე, თუ რა ავსებს კოსმოსის 95 პროცენტს, სადაც არც რადიაციაა და არც სინათლე.
„შესაძლოა სამყარო გვატყუებს,“ – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასტრონომი ალექს ფილიპენკო.
სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ ემთხვევა იმ გამოთვლებს, რასაც მეცნიერები „დიდ აფეთქებაზე“ დაყრდნობით ახდენენ და რომლის მიხედვითაც სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
ამ სხვაობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისიცაა, რომ სამყარო შეიცავს უცნობ, ნეიტრონების მსგავს სუბატომურ ნაწილაკებს, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ(300 000 კმ/წმ).
კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, სამყაროს გაფართოვების სიჩქარის ცვლილების მიზეზი ე.წ. “ბნელი ენერგიაა“, რომელიც 1998 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.
ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს. რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.

“ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გასაღები იმის გასაგებად, თუ რისგან შედგება სამყაროს დღემდე ამოუცნობი 95 პროცენტი – რასაც ვუწოდებთ ბნელ ენერგიას, ბნელ მატერიას და ბნელ რადიაციას,“ – აცხადებს მერილენდის Space Telescope Science Institute in Baltimore-ს  ფიზიკოსი ადამ რეისი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სამყაროს გაფართოვება აჩქარებული იყო და ამ აღმოჩენისთვის 2011 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
სამყაროს გაფართოვების დაჩქარება ეჭვქვეშ აყენებს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ჭეშმარიტებასაც.
რეისმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნული აღმოჩენა გაუმჯობესებული კოსმოსური ბარომეტრის აგების შედეგად გააკეთეს, რომელიც მანძილის გამოსათვლელად გამოიყენება. მათ განსაკუთრებული ტიპის ვარსკვლავის, ე.წ.Cepheid-ის, გასაზომად ჰაბლის ტელესკოპი გამოიყენეს. ამ ვარსკვლავების პულსირების სიჩქარე დაკავშირებულია მათ სინათლეზე, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა მათი მანძილის გამოსათვლელად იქნეს გამოყენებული.
აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში ჟურნალ The Astrophysical Journal-ში  გამოქვეყნდება.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რას აკეთებს სხეული ძილის დროს?

რას აკეთებს ჩვენი სხეული მაშინ, როცა გვძინავს? მეცნიერებმა ადამიანის ძილის სტადიები გამოყვეს და თითოეული მათგანი აღწერეს.
პირველი სტადია – არის დრო სიფხიზლესა და თვლემას შორის, როცა თქვენი გაღვიძება ძალიან ადვილია და თუ ამ პერიოდში გაგაღვიძებენ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს საერთოდ არ გძინებიათ.
მეორე სტადიას პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი – ფილიპ გერმანი ,,საშუალო ძილს” უწოდებს, რომელშიც ნახევარ ღამეს ვატარებთ.
,,ტვინის ტალღები ნელია (ზოგჯერ სწრაფი აფეთქებით) და თქვენი გულისცემა და არტერიული წნევა ნელდება და რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით, თქვენს გულსა და სისხლძარღვთა სისტემას დასვენება სჭირდება, რაც ძილის კარდიოვასკულურ სარგებლობაზე მეტყველებს”.
მესამე სტაიდა არის ღრმა ძილი ანუ დრო, როდესაც ჩვენი ტვინის ტალღები გარდაიქმნება სატონიზებელ, ნელ, მაღალი ამპლიტუდის ტალღებად. ჩვენი სხეულის ფუნქციების უმეტესობა ამ დროის განმავლობაში ნელდება და ჩვენი ორგანოები იწყებენ აღდგენას.
რემძილი თვალების სწრაფი მოძრაობის (REM – Repid eye movement), რომელიც გარკვეული ინტერვალებით პერიოდულად იჩენს თავს ძილის განმავლობაში. პერიოდს, როდესაც მძინარე ადამიანს არ აღენიშნება REM-ი. REM ილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ღამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობისათვის — სიზმრისათვის. მას პარადოქსალურ ძილსაც უწოდებენ
ძილის პატერნი მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში. თავდაპირველად, ჩვილებს დღეში 16 საათი სძინავთ, რომლის თითქმის ნახევარს REMძილი იკავებს. 50 წლის ასაკში შეიძლება მხოლოდ 6 საათი ეძინოს ადამიანს და მთელი ამ დროის მხოლოდ 20% ეთმობოდეს REMძილს. ახალგაზრდებს, ჩვეულებრივ, 7-8 საათი სძინავთ, რომელშიც 20% REMძილს უკავია.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოა

საბავშვო წიგნები, რომლებმაც წარმატებულ ადამიანებზე გავლენა მოახდინეს

წიგნი ადამიანის ცხოვრების თანმხვედრი ნაწილია, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს წარმოდგენა და სიღრმისეულად შევიცნოთ, ამა თუ იმ პერსონაჟის სახე, მისაღებია იგი ჩვენთვის თუ  – არა. წიგნი გვეხმარება სწორად ვიაზროვნოთ, ტვინის უჯრედებს ანვითარებს და უკეთესად აზროვნებასა და მეტყველებას უწყობს ხელს.

საბავშვო წიგნებმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას წაკითხული, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლიც კი ითამაშონ. ყველა ადამიანს აქვს საყვარელი წიგნი ბავშვობიდან, წარმატებული ადამიანები ძალიან აფასებენ და დიდ ყურადღებას აქცევენ წიგნებს.

,,ბიზნეს ინსაიდერი” გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო წიგნს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე:

  1. „ჰარი პოტერი“
  2. „პატარა პრინცი“
  3. „ბართლომეო კუბინსის 500 ქუდი“
  4. „ფანტასტიკური მისტერ მელია“
  5. „მანდ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ – მარგარეტი“.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 79 80 81 82 83 95
Page 81 of 95