close

ეს საინტერესოა

ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

,,მარს როვერის“ სითბური ფარი გამოცდისას დაიმსხვრა – შეიცვლება თუ არა წითელი პლანეტის მისიის თარიღი?

იმ კოსმოსური ხომალდის თერმული ფარი, რომლის გაგზავნას ,,ნასა” 2020 წელს მარსზე აპირებს, გამოცდისას ,,მოულოდნელად” დაიმსხვრა.

მიუხედავად ამ მარცხისა, აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული საგენტო აცხადებს, რომ ,,სიტუაცია არ იმოქმედებს მისიის თარიღზე, რომელიც 2020 წლის 17 ივლისითაა განსაზღვრული.”  სააგენტო ახალი ფარის აგებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

მისია, რომლის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია, ,,ნასას” ,,მარს როვერის“  წითელ პლანეტაზე გაგზავნას ითვალისწინებს. მისი მიზანი პლანეტის ქანებისა და ნიადაგის სინჯების აღება და წარსულის მიკრობული ცხოვრების ნიშნების აღმოჩენაა. სააგენტო აცხადებს, რომ მისიამ უნდა მოამზადოს საფუძველი მარსზე ადამიანის გასაგზავნადაც.

მნიშვნელოვანია მისიის განხორციელების თარიღი. ცნობილია, რომ 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში დედამიწისა და მარსის მოსალოდნელი მდებარეობა წითელ პლანეტამდე მიღწევას მნიშვნელოვნად გააიოლებს.

,,ნასას“ თერმულმა ფარმა, რომელიც თერმული სისტემის ნაწილია და რომელმაც დაახლოებით 2,100°C ტემპერატურას უნდა გაუძლოს, ,,მარს როვერი“ პლანეტის ატმოსფეროში წარმოქმნილი ინტენსიური სითბოსგან უნდა დაიცვას.

 

წყარო:  Reuters ; https://www.nasa.gov

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ინოვაციური საკეტი – კარის გაღება თითის ანაბეჭდით, კოდით, სმარტფონით

 ალბათ ხშირად გქონიათ მომენტი, როდესაც სახლში მისვლისას აღმოგიჩენიათ, რომ გასაღები არ გაქვთ,  შესაბამისად – სახლში ვერ შეხვალთ. უნდა გაგახაროთ – გამოიგონეს ახალი,  შესანიშნავი საკეტი, რომელსაც მრავალი დადებითი მხარე აქვს.

  საკეტი არის სანდო, თითქმის შეუძლებელია უცხო ადამიანისთვის მისი გაღება, რადგან მას აქვს თითის ანაბეჭდის აღქმის ფუნქცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებზე იქნება დაყენებული, ასევე აქვს რიცხვითი კოდის, რომელზეც 100 მილიონზე მეტი კომბინაციის დაყენებაა შესაძლებელი, რაც, დამეთანხმებით, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ვინმემ ამოხსნას. კიდევ ერთი ახალი ფუნქცია –  თქვენს სმარტფონზე დაკაკუნების შედეგად შეძლებთ შეხვიდეთ სახლში, დაბოლოს – თუ ამ ყველაფერმა არ იმუშავა, რაც არარეალურია, გაქვთ პატარა გასაღები, რომლითაც შეგიძლიათ გააღოთ კარი.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიებიტრანსპორტი

ინოვაცია – მრავალფუნქციური ელექტროეტლი ყველასათვის

გადაადგილების კიდევ ერთი საკმაოდ მოსახერხებელი საშუალება არის ელექტოეტლი, რომელიც ძირითადად გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, მისი საშუალებით კი – მათ  შეუძლიათ გადაადგილდნენ ნებისმიერი ზედაპირის მქონე ადგილზე, თოვლსა თუ ხრეშზე.

ეტლი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა შექმნილი, არამედ მათთვისაც, ვისაც კომფორტულად სურს მოძრაობა – მათ შეუძლიათ მოკლე მანძილზე გადაადგილდნენ მოხერხებულად. ხშირად არის ისეთი სიტუაცია, რომ ქუჩები გადატვირთულია და საცობის გამო ვერ ახერხებთ დანიშნულების ადგილზე მისვლას, ამ დროს საკმაოდ მოსახერხებელია, როდესაც ფეხით სავალ ნაწილზე არცთუ ისე ნელა მიდიხართ.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინატექნოლოგიები

თუ არ მიაშტერდებით ეკრანს, ის თქვენს მხედველობაზე არ იმოქმედებს

ყველა ადამიანს გაუგონია, რომ ეკრანს აქვს გამოსხივება და მასთან დიდი ხნით კონტაქტი ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ბევრმა არ იცის, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, ან იქნებ – სულაც არაა მავნებელი.

კომპიუტერის ან სმარტფონის ეკრანი თქვენს მხედველობას არ ვნებს, თუ ისე მოიქცევით, როგორც მისაღებია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეკრანის გამოსხივებას მეტ-ნაკლები უარყოფითი ეფექტი აქვს, მაგრამ, თუკი გვსურს, თავიდან ავიცილოთ სერიოზული თვალის დაავადებები, აუცილებელია – ჩვენი მხედველობის ორგანო ხანდახან მაინც დავასვენოთ ხოლმე. ,,ნუ მიაშტერდებით ეკრანს“ – გვირჩევენ ოფთალმოლოგები.

წყაროTheverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელთათმანი, რომლითაც არარეალურ სამყაროში რეალურად ხვდები

ალბათ ყველას გსმენიათ ოკულუსის შესახებ, სათვალის, რომელიც კომპიუტერულ სამყაროში თქვენთან ერთად მოგზაურობს, გეუფლებათ შეგრძნებები, რომლებსაც რეალობაში გრძნობთ.

მაგრამ გსმენიათ თუ არა ხელთათმანის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი სურვილისამებრ იმოქმედოთ ვირტუალურ სამყაროში?! მსგავსი გამოგონებები ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესობისკენ.

სანამ სათვალესა და ხელთათმანს გაიკეთებთ – იცით, რომ სულ მალე არარეალურ, მაგრამ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, ადამიანს კი ის გრძნობები, რომლებიც წესით არ უნდა ჰქონდეს – მაინც ეუფლება, რთული ხდება რეალობისა და ვირტუალური სამყაროს გარჩევა.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

გამოიგონეს პროექტორი, რომელიც 129 გრამს იწონის

ალბათ ყველას გინახავთ დიდ აუდიტორიებში დამონტაჟებული პროექტორები, რომლებიც გაშლილ კედელზე აჩვენებენ გამოსახულებას, ახალი პროდუქტი კი ყველასგან განსხვავებულია.
,,Smart Beam-ი” მინიატურული პროექტორია, რომელსაც უმაღლესი ხარისხის გამოსახულების ჩვენება შეუძლია, შეგიძლიათ თქვენს სმარტფონში შეაერთოთ და იმავე დანიშნულებისთვის გამოიყენოთ, როგორც კომპიუტერზე.
ახალი პროდუქტის მთავარი უპირატესობა სხვა პროექტორებთან შედარებით არის ზომა – მისი სიმაღლე, სიგანე და სიგრძე ერთმანეთის ტოლია, 4.5 სანტიმეტრის მოცულობის კუბი, რომელიც 129 გრამს იწონის, ალბათ ყველა ადამიანისთვის კომფორტულია. მისი ელემენტი 2 საათი ძლებს, ხოლო გამოყენება ყველანაირი დანიშნულებისთვისაა შესაძლებელი, როგორც ფილმის საყურებლად, ასევე თამაშებისა და წიგნის კითხვისთვისაც კი.

 

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ფეხსაცმელი, რომელიც გადამუშავებული საღეჭი რეზინისგან დამზადდა

საღეჭი რეზინა საზოგადოების უმრავლესობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ყველას არ უყვარს სისუფთავე და ძალიან ბევრი პირდაპირ ქუჩაში ყრის მათ. კომპანია ,,Gumdrop”–მა გადაწყვიტა საკმაოდ უჩვეულო რამ გაეკეთებინა, შეგროვებული საღეჭი რეზინების გადამუშავების შედეგად შექმნეს ფეხსაცმელი.
როგორც ცნობილია საღეჭი რეზინა მზადდება სინთეტიკური რეზინისგან, შესაბამისად – მათ გადაწყვიტეს, რომ ფეხსაცმლის წარმოებისთვის ვარგისი აღმოჩნდებოდა, ისინი იყენებენ 1 კილოგრამ საღეჭ რეზინას ყოველი 4 წყვილის წარმოებისთვის.
ახალი პროექტი საკმაოდ სასარგებლოა ამსტერდამში არსებული კომპანიისა და მოსახლეობისთისაც, რადგანაც ფულიც იზოგება და ქალაქიც სუფთა რჩება.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

საფრანგეთში მსოფლიოში პირველი წარმატებული სახის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

ფრანგ ჯერომი ჰემონს ახალი სახე გადაუნერგეს. ეს მისთვის გადანერგვის მეორე ოპერაცია იყო.  ტრანსპლანტირების პირველი მცდელობა რამდენიმე წლის წინ უშედეგოდ დასრულდა. მეორე ოპერაცია კი წარმატებული აღმოჩნდა და მედიკოსებმა ის სახის გადანერგვის პირველ წარმატებულ ოპერაციად აღიარეს.

 ,,გადანერგვის პროცედურა 15 იანვრის შუადღისას დაიწყო და  მეორე დილით დასრულდა,” – ამის შესახებ პარიზში მდებარე ჰოსპიტალი “Georges Pompidou” იტყობინება, სადაც პროცედურა განხორციელდა.

თავდაპირველად, ჰემონს ორგანიზმში სისხლის მთლიანად შეცვლა დასჭირდა. ამ ერთთვიანმა პროცედურამ ექიმებს ანტისხეულების მოშორების შესაძლებლობა მისცა, რომლებსაც შესაძლოა ახალი სახისთვის ,,უარი ეთქვათ” და არ მიეღოთ.

ეს არის პირველი სამედიცინო შემთხვევა, როდესაც პაციენტმა მეორე სახე მიიღო, რაც პასუხობს მნიშვნელოვან შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია სახის ტრანსპლანტირება.

ორგანოების გადანერგვის ბევრი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო ორგანიზმი ახალ ორგანოს ვერ ეგუება. ახლა ვიცით, რომ, როცა საქმე ეხება სახის გადანერგვას, პაციენტს შეუძლია ახალი სახის მიღება.

2010 წელს, როდესაც ჰემონი 30 წლის იყო, მას ექიმმა ლაურენტ ლანტერმა ჰოსპიტალ – Georges Pompidou-ში ახალი სახე გადაუნერგა.

ჰემონს აქვს გენეტიკური დაავადება, რომელმაც სიმსივნით სახის დეფორმირება გამოიწვია. მან პირველი ტრანსპლანტი მიიღო ორგანოების 63 წლის დონორისგან.

ნებისმიერი ტრანსპლანტის დროს ყოველთვის არსებობს რისკი, რომ იმუნური სისტემა რეაგირებას მოახდენს უცხო სხეულის მიმართ, მაგრამ ჰემონის შემთხვევაში იმუნოსუპრესიული მედიკამენტების დახმარებით ამის თავიდან აცილება მოხერხდა და ორგანიზმმა ახალი სახე მიიღო.

სახის გადანერგვის პირველი ოპერაცია საფრანგეთში 2005 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინ ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

როდის და როგორ უნდა გავწმინდოთ კომპიუტერის კლავიატურა?

იცით თუ არა, რომ კომპიუტერის კლავიატურა უნიტაზის დასაჯდომზე 400-ჯერ უფრო ბინძურია? ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კლავიატურის ყოველ ორ სანტიმეტრიან მონაკვეთზე დახლოებით 50 ბაქტერია ბინადრობს.

ჩიკაგოს ერთ-ერთი ჰოსპიტალში კომპიუტერის კლავიატურაზე სტაფილოკოკურ შტამი, MRSA-ი აღმოაჩინეს.

ნიდერლანდებში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში 100-მდე კლავიატურა შეისწავლეს და 95 მათგანი სტრეპტოკოკზე სტაფილოკოკსა და სხვა პათოგენებზე დადებითი აღმოჩნდა.

როდის უნდა გაწმინდოთ კლავიატურა?

მიკრობიოლოგების უმრავლესობა ირწმუნება, რომ კლავიატურა, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ უნდა გაიწმინდოს. რაც შეეხება კლინიკეbში მდებარე კომპიუტერებს, მათ კლავიატურებს დეზინფექცია ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, კომპიუტერთან დაჯდომამდე და შემდეგ ხელები კარგად დაიბანონ, განსაკუთრებით კი გრიპის ვირუსის დროს.

საქმე ასე რთულად არაა იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერს მზოლოდ თქვნ იყენებთ და სხვა პიროვნებას მასთან შეხება არ აქვს. თუმცა, ხელების ხშირად დაბანვის რეკომენდაციას ექსპერტები ამ შემთხვევაშიც გვაძლევენ.

როგორ გავწმინდოთ კლავიატურა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავთიშოთ კომპიუტერი. წმენდის ექსპერტი მელისა მეიკერი გვირჩევს, კლავიატურა თანაბარი რაოდენობის ალკოჰოლისა და წყლისგან  მომზადებული ნაზავით, მიკრობოჭკოვანი ნაჭრის გამოყენებით გავწმინდოთ. ასევე შეგიძლიათ მასში რბილი ჯაგრისი დაასველოთ და კლავიატურა ასე გაწმინდოთ, რათა მას იმ სიბინძურე მოვაშოროთ, რომელიც კლავიატურის კლავიშებს შორის იმალება.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

საქართველოში რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი?

ცნობილია საქართველოს 10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა edu.aris.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

ეს სკოლებია:

1. სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – 9 წამყვანი მასწავლებელი;

2. სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა – 7 წამყვანი მასწავლებელი;

3.სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 5 წამყვანი მასწავლებელი;

4. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი – 5 წამყვანი მასწავლებელი;

5. შპს ბრიტანულ ქართული აკადემია – 4 წამყვანი მასწავლებელი;

6. შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი – 4 წამყვანი მასწავლებელი;

7. სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – 4 წამყვანი მასწავლებელი;

8. სსიპ – ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლა – 4 წამყვანი

9. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი;

10. სსიპ – ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 71 72 73 74 75 99
Page 73 of 99