close

ეს საინტერესოა

ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური ტექნოლოგიის სფეროში

ყველა სამუშაოს სჭირდება თავისი განსაკუთრებული უნარების ქონა, მაგრამ ძირითადი მიზეზი, თუ რატომ აქვთ ადამიანებს მაღალი ხელფასები არის პროფესიონალიზმი, ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული მუშაობა და პასუხისმგებლობის უნარის ქონა. მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი, რომ სათანადოდ დაეუფლოს თავის პროფესიას და მომავალში დაძლიოს ის წინააღმდეგობები, რომლებიც შეხვდება.

,,ბიზნეს ისაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელი სამსახურებია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიის სფეროში:

  1. საინჟინრო განყოფილების მთავარი დირექტორი;
  2. გაყიდვების მენეჯერი;
  3. პროდუქტის მენეჯმენტის მთავარი ხელმძღვანელი;
  4. ფინანსური განყოფილების მთავარი დირექტორი;
  5. გადასახადების გენერალური დირექტორი.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკონომიკაეს საინტერესოასაქართველო

სვანური მარილის ექსპორტით გატანა იგეგმება

სვანური მარილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მამა-შვილისთვის ბიზნესიდეად იქცა. მათი საწარმო მესტიაშია განთავსებული და ამ ეტაპზე, მისი აღჭურვა მიმდინარეობს.  უახლოეს მომავალში კი სვანური მარილის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე დაიწყება.

დიდი ალბათობით ახალი პროდუქტი ბრენდად ჩამოყალიბდება და როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწევს, ბოლო დროს ქართული კომპანიები უცხოურ ბაზარზე აქტიურობენ, საზოგადოება ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვან.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რა იწვევს ჩეროფობიას – ბედნიერების შიშს?

ზოგიერთ ადამიანს ბედნიერების შიში – ჩეროფობია აქვს. სახელწოდება ბერძნული სიტყვა ,,chairo-დან მოდის, რაც სიხარულს, სილაღეს ნიშნავს.

ჩეროფობია კარგად შესწავლილი დაავადება არ გახლავთ, თუმცა სამედიცინო ექსპერტები მას განსაზღვრავენ, როგორც შიშის ერთ-ერთ ფორმას.

ჩეროფობიის სიმპტომებია:

  • შიშის გრძნობა, როდესაც საზოგადოებრივ შეკრებებზე გეპატიჟებიან.
  • უარის თქმა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია – იმის შიშით, რომ რაღაც ცუდი მოხდება.
  • გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა.
  • ფიქრი, რომ ბედნიერებას ცუდი რამ მოყვება.
  • ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერების წარმოჩენა შენთვის ან შენი ოჯახისთვის ცუდია.
  • ფიქრი იმაზე, რომ გაბედნიერების მცდელობა დროის ფლანგვაა.

„ჩეროფობიას“ ხშირად შეცდომით დეპრესიად ნათლავენ.  თუმცა ისინი სხვადასხვა დაავადებებია.

მკურნალობის მეთოდი, როგორიცაა ადეკვატურ თვითშეფასებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და შემეცნებითი ქცევითი თერაპია მნიშვნელოვანია იმ ნეგატიური ასოციაციის მიზეზის ასახსნელად, რაც ადამიანებს სიამოვნებასა და ტკივილს შორის გააჩნიათ.

„ჩეროფობია“ დამცავი მექანიზმია, რომელიც ადამიანში წარსულში (უმეტესწილად ბავშვობის ასაკში) გადატანილი ტრავმის ან კონფლიქტის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა.

მასთან გამკლავების საუკეთესო გზა ბედნიერებით ტკბობა და დღევანდელი დღით ცხოვრებაა.

 

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები პროტესტს გამოთქვამენ

ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის სფეროდან აპროტესტებენ უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნებს, რომ რობოტები მკვლელები არიან და საშიშროებას უქმნიან მოსახლეობას.

მათი აზრით, მსგავსი გამოკვლევები ხელს უშლის ტექნოლოგიის განვითარებას და მოტივაციას უდაბლებს ისეთ ხალხს, ვისაც ინოვაციის გამოგონება და შექმნა შეუძლია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანები ხშირად მხოლოდ იმაზე არიან მოტივირებულნი, რომ რაიმე ნაკლი იპოვონ და სხვა ადამიანის შექმნილი დააკნინონ, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი შეიძლება მოჰყვეს გამოგონებებს, მაგრამ ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჩვენ საქმე რობოტებთან გვაქვს –  ხანდახან შეცდომები ჩვენც კი მოგვდის, არათუ მათ.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიო

კოსმოსში პირველი სასტუმრო გაიხსნება

2021 წელს ამერიკელები კოსმოსში პირველი სასტუმრო გახსნიან. პროექტის სახელწოდება Aurora Station-ია. 6 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები, კოსმოსში 12-დღიან მოგზაურობას შეძლებს. 

პროექტი იმით არის განსაკუთრებით მიმზიდველი, რომ სადგურის მგზავრები ამ პერიოდს უწონადობაში გაატარებენ და 322 კილომეტრის სიშორიდან დედამიწის ხედებით დატკბებიან, ყველაფერთან ერთად კი –  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებენ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

როგორც პროექტის ავტორები ვარაუდობენ, ძვირადღირებული სასტუმრო პირველი სტუმრების მიღებას 2022 წლისთვის შეძლებს. 12-დღიანი მოგზაურობის საფასური 9,5 მილიონი დოლარი იქნება.

წყარო:  Sky News

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

17 წლის ლუკა ჯაფარიძე ბათუმიდან საერთაშორისო კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული გახდა

ლუკა ჯაფარიძე 17 წლის ახალგაზრდაა ბათუმიდან, რომელმაც სკოლა-ლიცეუმ ,,მასტერკლასში” სწავლის ბოლო ეტაპზე საერთაშორისო კოლეჯების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და დღეს განათლების მიღებას კოლეჯ UWC Dilijan-ში“ აგრძელებს, პარალელურად კი, არ არღვევს ტრადიციას და ბევრი საინტერესო აქტივობითაც გამოირჩევა, რომელთა შესახებაც თავად გვიამბობს.

-ლუკა, როგორ გაიგე მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების UWCკონკურსის შესახებ და რამდენად მოელოდი ამ წარმატებას?

-UWC–ის სომხეთის ფილიალის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, თუმცა მასზე დეტალური ინფორმაცია არ მქონდა და არც მიფიქრია კონკურსში მონაწილეობის მიღება. 2016 წლის სექტემბერში მეგობრებისგან მივიღე რჩევა, რომ ბედი მეცადა UWC–ის შესარჩევ პროგრამაში. შესარჩევი კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება და ბევრ ისეთ ეტაპს დეტალს მოიცავს, როგორიცაა ონლაინაპლიკაცია, ონლაინგასაუბრება და უშუალოდ ფინალურ ეტაპს. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ 100%–ით ვიყავი დარწმუნებული  გამარჯვებაში, მაგრამ ზოგადად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი.

-რა მიმართულებით გააგრძელე კოლეჯში სწავლა?

-UWC საქართველოს შემრჩევმა კომისიამ UWC Dilijan–ის კოლეჯისთვის შემარჩია, რომელიც 2014 წელს გაიხსნა ქალაქ დილიჟანში, სომხეთში. ამ კოლეჯში ყოველწლიურად იღებენ ქართველ მოსწავლეებს. აქ IB (International Baccalaureate) სისტემით ვსწავლობ, რომლის  IB-სტანდარტების მიხედვით, ექვს საგანს გავდივარ, ესენია – გლობალური პოლიტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია და ესპანური.

ჩვენს კოლეჯში გავლილი ორწლიანი კურსის შემდეგ სტუდენტი იღებს დიპლომს, რომელსაც 90–მდე ქვეყანა აღიარებს და მისი მეშვეობით იოლად შეგიძლია მოხვდე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის უნივერსიტეტებში.

-გარდა სწავლისა, რა აქტივობებით ხარ დაკავებული?

-IB კურსისთვის ასევე მნიშნელოვანია სკოლის გარეაქტივობები და კოლეჯში ამის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. ჩემი გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, რადგან გაკვეთილების გარდა სკოლის გარეაქტივობებში ვარ ჩართული. როგორიცაა – წყალბუთი, გაეროს მოდელირების კლუბი და ა.შ. სულ ცოტა ხნის წინ კოლეჯში მოვაწყვეთ სომხეთში პირველი საერთაშორისო გაეროს მოდელირება, სადაც მე საორგანიზაციო გუნდის წევრი ვიყავი. აქაური განათლების სისტემაში ძალიან მომწონს ის, რომ სწავლა უფრო მეტად კონცენტრირებულია ანალიტიკურ აზროვნებაზე და არა ფაქტობრივ ცოდნაზე.

-როგორც ვიცი, ყოველთვის აქტიური მოსწავლე იყავი, გვიამბე შენი გამოცდილების შესახებ.

-დიახ, საქართველოშიც საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, იქნებოდა ეს სკოლაში თუ სკოლის გარეთ. მეექვსე და მეშვიდე კლასში კი, ორჯერ გავხდი მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კრეატიული წერის კონკურსის გამარჯვებული. 2015 წლის ზაფხულში აჭარის განათლების სამინისტროს ინიციატივით NASA-ს კოსმოსურ ბანაკში გავემგზავრე თურქეთში, ქალაქ იზმირში. ვიყავი სკოლის „რა?სად?როდის?“ კონკურსის გუნდის წევრი, ბოლო წლებში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებში, ბევრი საერთაშორისო პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა და მოხალისეც ვიყავი სხვადასხვა ბანაკსა და ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?

-მაისში პირველ წელს ვასრულებ და კიდევ ერთი სასწავლო წელი მაქვს აქ დასამთავრებელი,  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვარ ზუსტად ჩამოყალიბებული, მაგრამ  უმაღლესი განათლების მიღებას ევროპაში ან ამერიკაში ვაპირებ.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერები: ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ათეულობით შავი ხვრელია

 შავი ხვრელები ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობენ. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ „ნასას“ ორბიტაზე მოძრავი ობსერვატორიის საშუალებით მათ „მილქი ვეის“ ცენტრში“ მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის – Sagittarius A-ის მეზობლად ათეულობით შავი ხვრელი აღმოაჩინეს.  

შავ ხვრელებს, რომლებიც სხვადასხვა ზომის არიან, გრავიტაციის ისეთი ძალა აქვთ, რომ მათგან თავის დაღწევა შუქსაც კი არ შეუძლია. ამ დასკვნების მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Sagittarius A-დან დაახლოებით  3 სინათლის წლის დაშორებით 10,000-მდე შავი ხვრელი მდებარეობს.

Sagittarius A, რომელიც მზეზე დაახლოებით 4 მილიონჯერ მასიურია, დედამიწისგან დაახლოებით 26,000 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. სინათლის წელი არის მანძილი, რომლის გავლასაც სინათლე ერთ წელს ანდომებს – 9.5 ტრილიონი კილომეტრი.

ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელები, რომლებიც ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება, იშვიათია, რომლებმაც დაიჭირეს და შეიერთეს გამავალი ვარსკვლავი, რის შედეგადაც ბინარული ვარსკვლავი წარმოიქმნა.

შავი ხვრელების იზოლაციაში პოვნა ძნელია, მაგრამ მათი აღმოჩენა ბინარული ვარსკვლავის რენტგენის გამოსახულების საშუალებით ხდება.

„შავი ხვრელების წარმოქმნა გალაქტიკის ცენტრიდან შორსაა შესაძლებელი. ისინი ვარსკვლავებთან გრავიტაციულად მოქმედებენ და კარგავენ ენერგიას. ენერგიის დაკარგვის შემდეგ გალაქტიკის ცენტრში იძირებიან და სუპერმასიური შავი ხვრელის გრავიტაციის მიერ შთაინთქმებიან. სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოიქმნებიან გალაქტიკების ფორმირების შემდეგ და ისინი კოლოსალურ ზომას აღწევენ დიდი რაოდენობის გაზის, მტვრისა და ვარსკვლავების შთანთქმის შემდეგ. მეცნიერები აცხადებენ, რომ შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში თავიდანვე რომც არ წარმოიქმნას, იმდენად დიდი ზომის ხდება, რომ საბოლოოდ იქ ეფლობა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოარობოტექნიკა

რობოტი ვარჯიშის შედეგად მოქნილი გახდა?!

კომპანიები, რომლებიც ლიდერობენ რობოტექნოლოგიის სფეროში ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება ინოვაციური ნაბიჯები გადადგან და ხალხს დაანახვონ, თუ რამდენად დიდ სამუშაოს ასრულებენ ისინი განვითარებისთვის.
,,ბოსტონ დინამიქსის ჯგუფმა” კიდევ ერთი ახალი რობოტი შექმნა, Atlas-ი, გარეგნულად იგი, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს ადამიანს და ძალიან მოქნილია, მას შეუძლია ხტუნვა, ჰაერში დატრიალება. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ამავე კომპანიამ წარადგინა რობოტი, რომელიც ადამიანისთვის დამახასიათებელ ვარჯიშებს აკეთებდა, ახლა კი თითქოს ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ბევრ ადამიანზე უკეთ, მოქნილად მოძრაობა შეუძლია ახალ პროდუქტს.

წყარო: Businessinsider
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Microsoft-ის” ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსები

.,Microsoft-ი” ახლა უკვე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელ კურსებს, რაც თქვენი CV–ისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება.
უკვე ყველა  ტექნოლოგიურ კომპანიას ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტის მცოდნე სპეციალისტები. ,,მაიკროსოფტმა” გადაწყვიტა ეს პრობლემა რამენაირად მოეგვარებინა და შექმნა შემსწავლელი კურსები ტექნოლოგიის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისთვის.
კურსი შედგება 10 ეტაპისგან, თითოეულს დაახლოებით 8–16 საათამდე სჭირდება ინტერნეტის საშუალებით შესასწავლად. კურსი მოიცავს კომპიუტერული ხედვის, საუბრის მოსმენის, სპეციფიური ენის დაუფლების და კიდევ მრავალი კარგი თვისების შესწავლას.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველა კომპანია რეკლამისთვის აკეთებს მსგავს ღონისძიებებს, მაგრამ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დაინტერესებული პირებისთვის ძალიან ხელსაყრელია შეთავაზებული კურსის გავლა.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რისთვის უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები მუდმივად?!

ადამიანის ფსიქოლოგია, ზოგადად, ძალიან საინტერესო რამაა, ყველასთვის აუცილებელი და გასათვალისწინებელი, შეკითხვები და მათი პასუხების ძიება დიდ გამოცდილებას შესძენს ადამიანს, გამოცდილების გარეშე კი ნებისმიერს გაუჭირდება ამ მეტად რთულ ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნა.
ჩვენ მუდმივად უნდა ვეძებოთ სისუსტე საკუთარ თავში, რომ უკეთესები გავხდეთ, არავინაა უნაკლო და ვერც იქნება, მაგრამ უკეთესია ის ადამიანი, რომელიც დღითი დღე ვითარდება, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს, თორემ შესაძლოა დავიკარგოთ გამოწვევებით სავსე სამყაროში.
,,Entrepreneur.com”–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გვირჩევენ, რომ საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი კითხვა დავუსვათ, რათა სხვაგვარად შევხედოთ ჩვენს პრობლემებს, გავიაზროთ და ისეთი გადაჭრის ხერხები მოვიძიოთ, რომლებსაც აქამდე აზრადაც კი არ გავივლებდით.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 70 71 72 73 74 95
Page 72 of 95