close

ეს საინტერესოა

ანალიტიკაეს საინტერესოარობოტექნიკა

შეიძულებენ თუ არა რობოტები ადამიანებს?

რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ ასრულებს რობოტი SpotMini ადამიანის დავალებას და ეწინააღმდეგება დაბრკოლებას, რომელიც დავალების შესრულებაში ხელს უშლის.

ვიდეოში ჩანს, რომ როცა მამაკაცი რობოტს კარის გაღებასა და გასვლას უბრძანებს და შემდეგ კი, როცა ცდილობს, რობოტი შეაჩეროს, SpotMini მას წინააღმდეგება და პირველ დავალებას ასრულებს.

მამაკაცი ჰოკეის ჯოხის გამოყენებით რობოტს უკან წევს და ხელს უშლის კარებიდან გასვლაში, თუმცა SpotMini-სთვის ეს თავდასხმა მოულოდნელი არაა, ის წინააღმდეგობას უწევს ადამიანს და პროგრამული უზრუნველყოფა მისი ფეხებისა და სხეულის დარღვეულ ბალანსს არეგულირებს.

ვიდეო კომპანია ,,Boston Dynamics-მა“ გაავრცელა, რომელიც ,,Japan’s SoftBank Group-ის“ კუთვნილი კომპანიაა, ეს უკანსაკნელი კი იაპონიის  მთავრობის მიერ რობოტოტექნიკაში განხორციელებული ინვესტიციის ნაწილია.

კომპანიის 12 თებერვალს გავცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ უმკლავდება ორი SpotMinis-ი ერთსა და იმავე დაბრკოლებას და დახურულ კარს ერთობლივი ძალით აღებენ.

თავდაპირველად კართან ერთ-ერთი რობოტი მიდის, აანალიზებს მის პოზიციას ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით და შემდეგ ,,კოლეგას” გზას უთავისუფლებს, რათა მან კარი გააღოს.

აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ მედიაში 9 დღის მანძილზე 8 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ეს რობოტები განკუთვნილია იმისთვის, რომ შეისწავლონ დაბრკოლებები, და როგორც ჩანს, ყველაზე დიდი დაბრკოლება ჯერჯერობით მათთვის არის ადამიანები და არა კარი.

 

წყარო:  https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

საფრანგეთში პირველი 3Dნაბეჭდი სახლი ააშენეს

მკვლევარებმა საფრანგეთში მსოფლიოს პირველი 3Dნაბეჭდი სახლი წარმოადგინეს.  ნანტეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს იყო პირველი სახლი, რომელიც 3Dპრინტერის საშუალებით ადამიანთა საცხოვრებლად აშენდა.

რობოტი, რომელიც ცნობილია – როგორც BatiPrint3D, იყენებს სპეციალურ პოლიმერულ მასალას, რომელიც შენობის საიმედოობას საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს.

BatiPrint3D-ს სახლის კარკასის ასაშენებლად 18 დღე დასჭირდა.

,,ეს მომავალია? ეს არის გამოსავალი და კონსტრუქციული პრინციპი, რომელიც საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვქმნით სახლს პირდაპირ ადგილზე და რობოტის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რთული ფორმების მქონე კედლები“, – განაცხადა პროფესორმა ბენოიტ ფურეტმა, რომელიც პროექტზე მუშაობდა.

95 კვადრატული მეტრი, ხუთ-ოთახიანი სახლი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს გადაეცემა.

Y- ფორმის სახლი აღჭურვილია მრავალი სენსორით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ხარისხის, ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგს, ასევე აღჭურვილობით, რომელიც შენობის თერმული თვისებების შესწავლას და ანალიზს უზრუნველყოფს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მესაკუთრეებს, დაზოგონ ენერგოხარჯები.

ნანტას ადგილობრივი ხელისუფლება 3D-ნაბეჭდი შენობის პროექტების გაგრძელებას აპირებს, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივ მისაღებსა და საცხოვრებელ ბინებს ააშენებენ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბტაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

მარიხუანამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

მარიხუანას ლეგალიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოითხოვენ, მისი მომხმარებლები ამბობენ, რომ არანაირ ზიანს არ აყენებს იგი ჩვენს ჯანმთელობას, ბოლო დროს ხშირია ალკოჰოლისა და მარიხუანას შედარებები.

მაგრამ, შეუძლებელია უვნებელი იყოს ისეთი პრეპარატი, რომელიც ადამიანს რეალობისგან შორს ამყოფებს, როგორც ალკოჰოლი ვნებს ადამიანის ჯანმთელობას – ასევეა მარიხუანაც, ხშირ შემთხვევაში უარესიც კი. როგორც ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 2 ადამიანი შიდასისხლდენით გარდაიცვალა, კიდევ რამდენიმეს კი სისხლდენა ჰქონდა თვალებიდან, ყურებიდან და პირიდან, ექიმებისა და ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი გამოწვეულ იქნა ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიკატებით გაჟღენთილი მარიხუანის მოხმარებით.

 

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

 „Apple-მა“ წითელი „iPhone 8“ გამოუშვა

კომპანია „Apple–მა“ წარადგინა „iPhone 8“ და „iPhone 8 plus“ წითელი შეფერლობით, ახალი პროდუქტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოგეხსენებათ – მსგავსი მოდელი ჯერ არ გამოუშვიათ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს მოდელი ძირითადად ქალბატონებზეა გათვლილი. როგორც ცნობილია – ფუნქციები არ აქვს განსხვავებული, იგივეა, რაც ჩვეულებრივი შავი, ან ნაცრისფერი მოდელები.

სავარაუდოდ, წითელი სმარტფონების გამოშვებამ განაპირობა 2018 წელს კომპანია ,,Apple–ის”  წარმატება კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, რადგან გაყიდვების მიხედვით მათ ყველა კომპანიას საგრძნობლად გადაუსწრეს.

მოწინავე ადგილებს „Apple–თან“ ერთდ „Samsung-ი“ და  „Huawei“ იკავებენ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლასა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტურიზმი

მალე ,,დისნეის” პარკში გიგანტური რობოტის კოსტუმის შეტანას გეგმავენ

გასულ წელს ,,დისნეიმ” გახსნა პარკი, რომელსაც პანდორა დაერქვა, რომელიც ფილმ ,,ავატარის“ მიხედვით გასაოცარი ბუნებითა და სხვადასხვა გიგანტური ცხოველითაა დაკომპლექტებული. პარკის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ კიდევ უფრო დაემსგავსებინათ ფილმისთვის და ახალი პროდუქტის შეტანას გეგმავენ, რობოტის კოსტუმი, რომელშიც ადამიანი ჯდება და თავისი სურვილისამებრ მოძრაობს.

ისედაც ძალიან ბევრი ტურისტი თუ ადგილობრივი მცხოვრები სტუმრობდა დისნეის პარკს, მაგრამ ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ ინოვაციური გადაწყვეტილება საგრძნობლად გაზრდის ვიზიტორთა რიცხვს, განსაკუთრებით იმ ხალხს მოუნდება წასვლა, ვისაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმები იზიდავს.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოფიზიკა

მეცნიერები: ,,დიდი აფეთქება 2 სამყაროს არსებობას დაასრულებს“

ჩვენი სამყაროს არსებობა შესაძლოა ისევე დამთავრდეს, როგორც დაიწყო: დიდი, მოულოდნელი აფეთქებით.

ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან.  მათ აღმოაჩინეს, რომ ჰიგსის ბოზონის დესტაბილიზაციამ (ნაწილაკები, რომლებიც ნებას რთავს მრავალ იდენტურ ნაწილაკს იმყოფებოდეს ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე კვანტურ მდგომარეობაში) შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის აფეთქება, რომელიც მოიცავს ყველაფერს სამყაროში და ფიზიკისა და ქიმიის კანონებს გადაატრიალებს.

სამეცნიერო ჟურნალ ,,Physical Review D-ში, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც დაანგარიშებულია სამყაროს დასასრულის თარიღი.

მათი მტკიცებით, ეს შესაძლოა 10139 წელიწადში, ან 10 მილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ წლის შემდეგ მოხდეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები 95 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო დღეიდან სულ ცოტა  1058 წელს იარსებებს.

ჰიგსის ბოზონი 2012 წელს დიდი ადრონული კოლაიდერით აღმოაჩინეს. ნაწილაკის მასა(ან ენერგია) 126 გიგაელექტრონვოლტს შეადგენს. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ ბოზონის მასა სამყაროს არასტაბილურობასა და შორეულ მომავალში მის უეჭველ დაშლაზე მეტყველებს. დაშლა ახალ დიდ აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ახლანდელ სამყაროს გაანადგურებს.

მეცნიერების ვარაუდით, კოლაფსი შესაძლოა სამყაროს სიღრმეში შავი ხვრელის ირგვლივ სივრცე-დროის გამრუდებამ გამოიწვიოს. სივრცე-დროის გამრუდება ფიზიკის კანონებს თავდაყირა აყენებს და ნაწილაკების უცნაურ ურთიერთქმედებას იწვევს. მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, კოლაფსი უკვე დაწყებულია და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით და არც შეგვიძლია გავიგოთ იმის გამო, რომ ჰიგსის ბოზონის ნაწილაკი ძალიან შორს მდებარეობს და მეცნიერებს ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რა სარგებლობა მოაქვს პესიმიზმს?

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ  თუკი რაღაცის ასრულების გჯერათ, ის აუცილებლად აგისრულდებათ. არაერთი პოპულარული სამეცნიერო წიგნი არსებობს, რომელიც განწყობის გაუმჯობესებას ეძღვნება. სამეცნიერო შრომების თანახმად, ოპტიმიზმს ადამიანისთვის დადებითი შედეგები მოაქვს.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომლებიც ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავენ და არა ნახევრად სავსეს? ახლახან ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ პესიმიზმის ზოგიერთი ფორმა სასარგებლოა. 

პესიმიზმი მხოლოდ აზროვნება არ გახლავთ, მეცნიერება ამტკიცებს, რომ ის შედეგებზეა ორიენტირებული ანუ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. მაშინ როცა ოპტიმისტები ფიქრობენ, რომ უმეტესად მოსალოდნელია პოზიტიური შედეგი, პესიმისტები პირიქით – ნეგატიური შედეგების მოლოდინში არიან.

არსებობს პესიმისტების განსაკუთრებული ტიპი – ,,თავდაცვითი პესიმისტი”, რომელსაც ნეგატიური აზროვნება ფაქტობრივად ახალ დონეზე აჰყავს და მას მიზნების მისაღწევად იყენებს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი აზროვნება მათ არა მარტო წარმატებაში ეხმარებათ, არამედ მოულოდნელი ჯილდოს მომტანიც გახლავთ, რასაც ვერ ვიტყვით პესიმიზმის სხვა ფორმაზე, რომელიც უარყოფითი შედეგის გამო საკუთარი თავის დადანაშაულებას გულისხმობს.

პესიმისტს დეტალურად აქვს წარმოდგენილი ის ცუდი სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ მოვლენის დროს, მაგალითად – სამუშაო გასაუბრებაზე, შესაბამისად, ის მოქმედების გეგმასაც უკეთ სახავს და უკეთ ემზადება იმისათვის, რომ ეს უსიამოვნო დეტალები აიცილოს თავიდან.

პესიმიზმის ერთ-ერთი უპირატესობაა ისაცაა, რომ ოპტიმისტი მოვლენების პოზიტიურ დასასრულს ელოდება, იმ შემთხვევაში კი, როცა მისი მოლოდინი არ მართლდება, დიდ დარტყმას ღებულობს განსხვავებით პესიმისტისა, რომელიც ნეგატიურ შედეგთან შეგუებულია.

რაც არ უნდა უცნაურად აღიქმებოდეს, პესიმისზმი თვითშეფასების გრძნობასაც ამაღლებს. ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებზე ჩატარდა, დადგინდა, რომ თავდაცვით პესიმისტებს ომპტიმისტებზე არანაკლებ მაღალი თვითშეფასების გრძნობა ჰქონდათ. ეს განპირობებულია პესიმისტებში ნდობის ამაღლებით, რასაც მათში იმ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება იწვევს, რომელსაც ელოდნენ და არ მოხდა.

 

წყარო: https://www.universal-sci.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოაკვლევებისაქართველო

2017 წლის ბოლოსთვის 5 მილიონი ონლაინსესხის ხელშეკრულება შედგა

2017 წლის ბოლოსთვის 5 მილიონი ონლაინსესხის ხელშეკრულება შედგა, ამის შესახებ ,,კრედიტინფო საქართველოს“ წარმომადგენელმა – ლაშა ბაღათურიამ რადიო ,,პალიტრის“ გადაცემა ,,საქმის” ეთერში განაცხადა. 

კომპანიის საკრედიტო ბაზაში ონლაინგამსესხებლების მხრიდან 5 მილიონი ჩანაწერი დაფიქსირდა, უფრო კონკრეტულად – ბაზაში ონლაინგამსესხებლების მხრიდან 2015 წელს – 2 მილიონი სასესხო კონტრაქტი, 2016 წელს – 4 მილიონი, ხოლო 2017 წლის ბოლოს 5 მილიონი სასესხო ჩანაწერი აღინიშნებოდა.

იმის გამო, რომ  2018 წლის 16 იანვრიდან  ონლაინსესხებთან მიმართებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა, დღეის მდგომარეობით, 46 ონლაინსესხის გამცემი კომპანიის რაოდენობა 22-მდე შემცირდა. 24-მა კომპანიამ რეგულაციებს ვერ გაუძლო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოასაქართველო

შესაძლოა, სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცეს

შესაძლოა, არასაბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს  დოკუმენტზე მუშაობა. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტაცია 2018 წლის ბოლოსთვის იქნება მზად.

დოკუმენტი გულისხმობს „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს“ შექმნას, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა  ყველაზე შორეული ვარსკვლავი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყველაზე შორეული ვარსკვლავ, რომელსაც ძველ ბერძენი მითოლოგიური გმირის, იკაროსის სახელი უწოდეს.  

მკვლევარებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ნასას Hubble Space Telescope-ის საშუალებით დედამიწისგან 9.3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც მზეზე მილიონჯერ უფრო კაშკაშა და ორჯერ უფრო ცხელია. ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავი ლურჯი სუპერგიგანტი ვარსკვლავების ტიპს განეკუთვნება.

ვარსკვლავი, სულ მცირე, 100-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე დღემდე აღმოჩენილი ნებისმიერი ვარსკვლავი.

იმის გამო, რომ ვარსკვლავის სინათლის დედამიწამდე მოღწევას დიდი დრო სჭირდება, მასზე დაკვირვება იმ დროში შეჭვრეტას ნიშნავს, როდესაც სამყარო დღევანდელზე სამჯერ „ახალგაზრდა“  იყო. როგორც ცნობილია, დიდი აფეთქება, რომელმაც სამყაროს დასაბამი მისცა, 13, 8 მილიარდი წლის წინ მოხდა.

ვარსკვლავი „გრავიტაციული ლინზირების“ საშუალებით აღმოაჩინეს. რას ნიშნავს ეს? თუ დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის ერთ ხაზზე შავი ხვრელი აღმოჩნდა, ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლე ხვრელის მახლობლად ფოკუსირდება ისე, როგორც ჩვეულებრივი გამადიდებელი ლინზას შემთხვევაში, ოღონდ ხვრელი სხივებს გრავიტაციით გადახრის და არ ახდენს მათ გარდატეხას, როგორც ამას აკეთებს ჩვეულებრივი ოპტიკური ლინზა.

 მოვლენას გრავიტაციული მიკროლინზირება უწოდეს. მიკრო იმიტომ, რომ მასში მცირე ზომის ობიექტები მონაწილეობენ. ჩვეულებრივი ლინზირების დროს შორეული ობიექტების ლინზირებას გალაქტიკები, კვაზარები და გალაქტიკათა გროვები ახდენენ.

ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავს ოფიციალურად MACS J1149+2223 Lensed Star-1-ი უწოდეს,

ამ შესწავლაში მყოფი ვარსკვლავი ფორმალურად დაასახელა MACS J1149 + 2223 Lensed Star-1-ს, ხოლო მეცნიერებმა, რომლებმაც ვარსკვლავი აღმოაჩინეს, მას იკაროსი უწოდეს, რომელიც ისე მიუახლოვდა მზეს, რომ მისი ცვილის ფრთები დადნა,  იკაროსი კი ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 69 70 71 72 73 95
Page 71 of 95