close
ვაქცინაცია მსოფლიო

   ვაქცინების მთავარი ფუნქცია არის დაავადების პრევენცია ან აღმოფხვრა. მსოფლიო მასშტაბით ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

რომელი დაავადებები გამოჩნდება კვლავ ვაქცინაციის გარეშე?

პოლიომილიტის ვირუსისაგან პარალიზებული ადამიანი მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, არ მოიძებნება, თუმცა, თუკი ვაქცინაცია შეწყდება კონკრეტულად ამ ვიურსისთვის, მაშინ ის ათიათასობით ადამიანს შეიძლება გადაედოს. იგივე ითქმის წითელას შემთხვევაშიც, შესაბამისი ვაქცინაციის გარეშე, ეპიდემიის საშიშროებაა, რომელმაც, ერთდროულად, შესაძლოა მოსახლლეობის 80 % ან მეტიც კი დაავადოს. დაავადებულთა უმეტეს ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებოდა, ექნებოდათ მაღალი სიცხე და გამონაყარი, ზოგიერთი სასიკვდილო იქნებოდა ზოგიერთ ინფიცირებულს  კი რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობას დაუტოვებდა ვირუსი, მაგალითად სიბრმავეს.

ასეთ გარემოში, საჭირო გახდებოდა ადმაიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვა და აკრძალვაც კი, რადგან ყოველი ადამიანი ვირუსებისა და ინფექციებისადმი მოწყვლადი იქნებოდა.

რატომ არის ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პატარა და ღარიბი ქვეყნებისთვის?

მაგალითად – აფრიკაში, არსებობს კონკრეტული გეოგრაფიული არეალი, სადაც ბაქტერიული მენინგიტის გამომწვევი ბაქტერიაა გავრცელებული. ყოველ 2 ან 5 წელში ტერიტორიაზე ეპიდემია იწყებოდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, ერთ-ერთმა ინდურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ იმ ტერიტორიაზე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.  ფაქტობრივად, აფრიკაში  მენინგიტის ეპიდემიის შეჩერება და აღმოფხვრა მოხდა. ამ შედეგის მიღწევა მოხერხდა ეფექტიანი და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების დახმარებით, რამაც უზრუნველყო მოსახლეობამდე სწორი და სანდო ინფორმაციის მიტანა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

რა შედეგი აქვს ვაქცინაციას?

ვაქცინაციის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სხვადასხვა მხარის კოორდინირებულ ქმედებაზე: საჭიროა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის შერჩევა, ეროვნული მთავრობების თანხმობა, რომ შეისყიდონ ვაქცინა, დონორები, რომლებიც ვაქცინების სუბსიდირებას მოახდენენ, რათა ის ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, ადამიანური რესურსი, რომელიც ვაქცინაციის პროცესს უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით, ვაქცინების საშუალებით, წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია ხდება.

წყარო: World Economic Forum

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2