close
ს საინტერესოააქართველოურიზმი

სვანეთში „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება – პროექტზე ცნობილი მთასვლელი იმუშავებს

სვანეთი პროექტი მარგველაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

,,ეს იქნება უდიდესი ბიძგი მთის ტურიზმის განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, მოიზიდავს უამრავ ტურისტს, რომლებიც ეზიარებიან იმ უნიკალურ კულტურას, რასაც ჰქვია საქართველო, რასაც ჰქვია სვანეთი და ყველაფერი ამის პარტნიორი იქნება რაინჰოლდ მესნერი, ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით”,- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „კავკასიის მთის ცენტრი“, რომლის მშენებლობაც სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ზურულდზე იგეგმება.

მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.

ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იმსჯელა.

რაინჰოლდ მესნერის თქმით, პროექტი დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად აქვს.

რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა.

ალპინისტმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.

ახალგარდა ანალტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid