close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოავიდეოსაქართველო

ტკბილეული წარწერით “Stop Russia” – 11 წლის გორელი ბიჭის წარმატებული ბიზნესი

გიორგი შეშაბერიძე 11 წლის ბიზნესმენია გორიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა. შესაძლოა ბევრს შეგიმჩნევიათ მაღაზიის დახლებზე მამალო, ე.წ. ლოლიპოპი წარწერით Stop Russia, თუმცა ალბათ არ გიფიქრიათ, რომ მათ უკან შესაძლოა სწორედ ასეთი ახალგაზრდა მდგარიყო, რომლის შემხედვარეც თითოეული ჩვენგანი სიამაყით ივსება.

გიორგიმ საკუთარი ტკბილეულის დამზადება ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სახლის სარდაფში ნაპოვნი ყალიბით პირველი მამალო დაამზადა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი მშობლები მაშინ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გადაწყვიტა ეს გართობა შემოსავლის წყაროდ ექცია.

ახალი საქმის წამოწყება რა თქმა უნდა რთულია, განსაკუთრებით ამ ასაკში, მაგრამ ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით გიორგიმ შეძლო ესწავლა, თუ როგორ დაეხვეწა საკუთარი პროდუქცია, “21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს ინტერნეტი, შეუძლებელია, რომ რამე ვერ ისწავლო. ჩემი დამზადებული მამალოები ყველაზე მეტად ბორჯომში და ბაკურიანში იყიდება, ერთხელ ხურვალეთში, მაღაზიაში მისვლისას მავთულხლართები ვნახე, იქვე იყვნენ ჯარისკაცები და კოშკურაც. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მამალოები შემეფუთა წარწერით Stop Russia, მალე რუს ჯარისკაცებთან მივალ და ვეტყვი, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ისინი, რომ აქ დგანან ასე არ უნდა იყოს და ჩემს დამზადებულ მამალოებს ჯარისკაცებს შვილებთან გავატან“ – აღნიშნა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩაწერილ გადაცემაში.

გიორგი მუშაობას  სკოლის დასრულების შემდეგ იწყებს და 700-მდე მამალოს დამზადებას ასწრებს, როლებსაც შემდეგ სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, გიორგიმ თიხისა და თაბაშირისგან სუვენირების გაკეთებაც ისწავლა და უკვე აქვს კიდევ ერთი მცირე ბიზნესი, რომლის გაფართოებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

ანტარქტიდას ნიუ-იორკზე ორჯერ დიდი აისბერგი წყდება

მეცნიერთა მტკიცებით ანტარქტიდაზე, ნიუ იორკზე ორჯერ დიდი აისბერგი, ბრანტის უზარმაზარ ყინულის მასას წყდება. 1700 კვადრატული კილომეტრის ზომის ყინულის მოწყვეტის საშიშროებაზე, ინფორმაციას NASA ავრცელებს.

“ბრენტის” მყინვარის დაშლა ნიუ იორკის ტერიტორიაზე ორჯერ დიდ აისბერგს წარმოქმნის, რომელიც ღია ზღვაში გავა. ჯერჯერობით უცნობია მოვლენა დედამიწაზე და სამომავლო კვლევებზე როგორ გავლენას მოახდენს. განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ პირველად ბზარი 2016 წელს შეამჩნიეს. არ არის გამორიცხული, რომ აისბერგი თავისი მასშტაბებით უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ყველაზე დიდი იყოს. დიდი ალბათობით ამ ფაქტს შესაძლოა მყინვარის დესტაბილიზაცია მოყვეს და მასზე განლაგებულ კვლევითი სადგურ “ჰალის” საშიშროება დაემუქროს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მხატვარმა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით კომიქსი დახატა

მხატვარმა დათო მაჭავარიანმა “ვეფხისტყაოსანი” კომიქსის სახით ქცევა გადაწყვიტა. ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო. მის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.

გუნდი, რომელიც დროთა განმავლობაში დათო მაჭავარიანმა შემოიკრიბა და “ვეფხისტყაოსნის” რთულ  და მრავალფეროვან  სიუჟეტში ამოგზაურა. “ვეფხისტყაოსნის” კომიქსად გაცოცხლების ეტაპები რთული აღმოჩნდა. ჯერ ფანქრით დახატეს. შემდეგ დატუშეს და დეტალები ააწყვეს.

დასკანერება და კომპიუტერულად გასუფთავება მომდევნო ეტაპი იყო. მოსათხრობადიოლ ამბავს სინამდვილეში სამი წელი და 24-საათიანი მუშაობა დასჭირდა. ერთი სცენა ზოგჯერ სამი კვირა იხატებოდა.

ის, რაც სამი წელი მხატვრის გონებაში იხარშებოდა, წარმოსახვაში იხატებოდა და ხელით იქმნებოდა – დინამიკურ, ემოციურ, ეპიკური სცენებით და განსაკუთრებული პერსონაჟებით სავსე გრაფიკულ რომანად იქცა. ყველა მომდევნო გვერდი სიახლის მოლოდინია, ყველაფერი მოძრაობაში ხდება, არაფერი მეორდება  და რაც მთავარია ამბავი განგრძობითია:

შავ-თეთრი ნახატებით მოყოლილი რომანი 224 გვერდზე გაიშალა. გამომცემელი ზრუნავს, რომ მკითხველმა “ვეფხისტყაოსანი” ამჯერად კი არ წაიკითხოს, არამედ დაათვალიეროს. ახლა ავტორი ბოლო დეტალებს ასწორებს, მკითხველს კი მაისში დიდი სანახაობა ელის – ეპიკური პოემის გრაფიკული სიცოცხლე, რომელიც დროს და სივრცეს გაუძლებს და  ქართული კომიქსების ისტორიაში ჩაიწერება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქართველი ჩოგბურთელი რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ნიკოლოს ბასილაშვილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში ნომერ პირველი ჩოგანია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა. ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 3 ტურნირი მოიგო,  რომელსაც წლების განმავლობაში ისეთი ჩოგბურთელები იგებდნენ, როგორიც – რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი არიან.

ბასილაშვილზე უამრავი უცხოური სპორტული გამოცემა წერს, რომელთა შორის ერთ-ერთი USOPEN აღმოჩნნდა.

სტატია, რომელიც ქართველ სპორტსმენს მიეძღვნა, ბასილაშვილის შესახებ 5 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს:

რომ არა ჩოგბრუთელობა, ის პილოტი გახდებოდა – ავიაცია ბასილაშვილის ჰობია კინოხელოვნებასა და მზარეულობასთან ერთად, თუმცა როგორც აღნიშნავს ამისთვის ბევრი დრო არ რჩება. „ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომელზეც მუდმივად  უნდა ფოკუსირდე“ – აღნიშნა მან.

დედ-მამა – ნიკოლოზის მამა, ნოდარი, რომელმაც მას ჩოგბურთი ხუთი წლის ასაკიდან შეაყვარა, სუხიშვილების ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავე იყო. დედა კი ექიმი.

რაფაელ ნადალი მისი კუმირია – „ჩემი კუმირები ის ადამიანები არიან, რომლებიც მსოფლიოს 10 საუკეთესო ჩოგანს შორის დასახელდნენ და ყოველთვის ვცდილობ მათ დავემსგავსო, მათ უზომოდ დიდ პატივს ვცემ“ – სწორედ ასე შეაფასა მან საკუთარი პროფესიული ინტერესი რაფაელ ნადალის მიმართ.

ის სამ ენას ფლობს – გარდა ქართულისა, ბასილაშვილმა იდეალურად იცის ინგლისური და რუსული ენები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ფილმები, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ

არსებობის ისტორიაში ჰოლივუდი თითქმის ყველა პერიოდში ქმნიდა ჟურნალისტებსა და რეპორტიორების შესახებ საინტერესო ფილმებს. უმრავლესობა მათგანი დადებითი შეფასებებითა და საყოველთაო აღიარებით გამოირჩევა. ის რაც ჩამოთვლილ ხუთივე ფილმს აერთიანებს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოებია, მათგან ოთხი კი რეალური მოვლენების მიხედვითაა გადაღებული:

1.„All the President’s Men“ (1976) – რეჟისორ ალან ჯ. პაკულას

2.“Network“ (1976) – სიდნი ლიუმეტის ფილმი

3.„Good Night, and Good Luck“ (2005)

4.„Spotlight“ (2015) – ოსკარების დაჯილდოების გამარჯვებული ფილმი, დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე

5.„The Post“ (2017) – სტივენ სპილბერგის ფილმი

Inc.com

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

ცხოველის ან ფრინველის წამებისთვის კანონი მკაცრდება

ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის წევრებმა კახა კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, სულხან მახათაძემ, ნინო წილოსანმა და გელა სამხარაულმა მოამზადეს. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა, და პროექტი პარლამენტის ბიუროს 18 თებერვალს წარედგინება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

ცვლილებების მიხედვით, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება. არასათანადო მოპყრობა გულისხმობს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

კანონში ასევე იგეგმება რომ ჩაიდოს ნორმა, რომელიც არასრულწლოვნის მიერ ცხოველისა თუ ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს დაარეგულირებს. კერძოდ, არასრულწლოვნის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კოდექსს ემატება მშობლის პასუხისმგებლობა – არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება.

კერძოდ, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1-წლიდან 2-წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

წიგნის მნიშვნელობა ადამიანთა ცხოვრებაში

წიგნების კითხვა ძალიან მნიშნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რომ აზროვნება და აზრის გამოტანის უნარი უფრო და უფრო განვითარდეს. ადამიანები ძირითადად წიგნებს გასართობად კითხულობენ, მაგრამ გართობისას ისინი დიდი ძალისხმევით ამუშავებენ ტვინს, ალბათ ყველა დაეთანხმება აზრს, რომ კითხვის დროს ადამიანი სხვა სამყაროშია, ყველა ინდივიდუალურად წარმოიდგენ მიმდინარე მოვლენებს და სხვადასხვანაირად აღიქვამენ ყველაფერს. ბევრი წარმატებული ადამიანის მოტივაცია გამხდარა წიგნი, მათი ცხოვრების წესი შეუცვლია, აზროვნება გადაუტრიალებია, დღესდღეისობით ხშირად გვესმის ახალგაზრდებისგან, რომ მათ წიგნის კითხვა ეზარებათ, რადგან თითქოს სტერეოტიპად არის გავრცელებული, წიგნის კითხვა იმხელა სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, რომ შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ფილმის ყურებასაც ვამჯობინოთ.

დოქტრინა გთავაზობთ 5 საუკეთესო წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ:

  1. „დონ კი ხოტი“ – მიგელ დე სერვანტესი
  2. „დაკარგული დროის ძებნაში“ – მარსელ პროუსტი
  3. „ოდისეა“– ჰომეროსი
  4. „ომი და მშვიდობა“– ლევ ტოლსტოი
  5. „ჰამლეტი“– ვილიამ შექსპირი

წყარო : Thegratestbooks.org
მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
ორმაგი ოქრო:
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – „საფერავი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;
ოქრო:
„მეღვინეობა ბესინი“ – ქინძმარაული პრემიუმი 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – მუკუზანი 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, ქისი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – საფერავი რეზერვი 2014;
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – წარაფი;
„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – საფერავი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2018;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2016;
კორპორაცია „ქინძმარაული“ – ალაზნის ველი 2016;
„შალაურის ღვინის მარანი“ – რქაწითელი 2014;
ვერცხლი:
„მეღვინეობა ვაზიანი” – საფერავი, კაბერნე 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – მუკუზანი 2016;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალა “ბრუტი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – ხიხვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – მწვანე 2017.
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.
იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაცია

კვლევა: ადამიანებმა, რომლებმაც Facebook-ი ერთი თვით გააუქმეს, თავი ბედნიერად იგრძნეს

სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯგუფებმა ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი Facebook-ს ერთი თვით აუქმებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

მკვლევართა გუნდმა 2,488 ადამიანი Facebook ექაუნთის გაუქმებაზე დაითანხმა. ისინი სოცქსელში დღეში ერთ საათს მაინც ატარებდნენ.

ამის შემდეგ მკვლევრებმა შეადარეს ადამიანთა ორი ჯგუფის – Facebook-ის მომხმარებლებისა და ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ქცევა.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ს აღარ მოიხმარდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს მათ ქცევაშიც აისახა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, Facebook-ის ექაუნთის გაუქმება ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ბრიტანეთში ჩვილს ხერხემალზე ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

დიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 წლის ბეთან სიმპსონმა ორსულობის მე-20 კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით.

სიმპსონი ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. 4-საათიანი ოპერაციის დროს მისი საშვილოსნო გაჭრეს და ჩვილის ხერხემალზე შესაბამისი პროცედურები ჩაატარეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვი აპრილში დაიბადება.

სპინა ბიფიდა 10 000 ორსულობის შემთხვევიდან 4-ში ვითარდება ხოლმე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59 99
Page 57 of 99