close
ეს საინტერესოა

მხატვარმა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით კომიქსი დახატა

მხატვარმა დათო მაჭავარიანმა “ვეფხისტყაოსანი” კომიქსის სახით ქცევა გადაწყვიტა. ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო. მის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.

გუნდი, რომელიც დროთა განმავლობაში დათო მაჭავარიანმა შემოიკრიბა და “ვეფხისტყაოსნის” რთულ  და მრავალფეროვან  სიუჟეტში ამოგზაურა. “ვეფხისტყაოსნის” კომიქსად გაცოცხლების ეტაპები რთული აღმოჩნდა. ჯერ ფანქრით დახატეს. შემდეგ დატუშეს და დეტალები ააწყვეს.

დასკანერება და კომპიუტერულად გასუფთავება მომდევნო ეტაპი იყო. მოსათხრობადიოლ ამბავს სინამდვილეში სამი წელი და 24-საათიანი მუშაობა დასჭირდა. ერთი სცენა ზოგჯერ სამი კვირა იხატებოდა.

ის, რაც სამი წელი მხატვრის გონებაში იხარშებოდა, წარმოსახვაში იხატებოდა და ხელით იქმნებოდა – დინამიკურ, ემოციურ, ეპიკური სცენებით და განსაკუთრებული პერსონაჟებით სავსე გრაფიკულ რომანად იქცა. ყველა მომდევნო გვერდი სიახლის მოლოდინია, ყველაფერი მოძრაობაში ხდება, არაფერი მეორდება  და რაც მთავარია ამბავი განგრძობითია:

შავ-თეთრი ნახატებით მოყოლილი რომანი 224 გვერდზე გაიშალა. გამომცემელი ზრუნავს, რომ მკითხველმა “ვეფხისტყაოსანი” ამჯერად კი არ წაიკითხოს, არამედ დაათვალიეროს. ახლა ავტორი ბოლო დეტალებს ასწორებს, მკითხველს კი მაისში დიდი სანახაობა ელის – ეპიკური პოემის გრაფიკული სიცოცხლე, რომელიც დროს და სივრცეს გაუძლებს და  ქართული კომიქსების ისტორიაში ჩაიწერება.

გაზიარება:
fb-share-icon0