close

ეს საინტერესოა

ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

უაიშვიათესი შემთხვევა – ფეხმძიმე  სუროგატი მეუღლისგანაც დაფეხმძიმდა

აშშ-ში უიშვიათესი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ფეხმძიმე ქალი ხელახლა დაფეხმძიმდა. სხვადასხვა დროს ჩასახულ ტყუპებს ოთხი მშობელი ჰყავდათ.

სუროგატი დედა ჯესიკა ალენი, რომელიც მუცლით ჩინელი წყვილის შვილს ატარებდა, საკუთარი პარტნიორიდან დაორსულდა.

სანამ სუროგატი დედა გახდებოდა, ალენი უკვე ორი ბიჭის დედა იყო.  ის ჩინელ წყვილს სუროგატობაზე 30,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დასთანხმდა.

ორსულობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ექვსი კვირის ვადაზე,  გეგმიური ულტრაბგერითი კვლევის დროს ექიმმა შენიშნა, რომ ალენი მუცლით ორ ნაყოფს ატარებდა. ,,ემბრიონის გაყოფის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს მოხდა,“ – იხსენებს იგი.

თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ ემბრიონის გაყოფის შედეგად ქალი იდენტურ ტყუპებს გააჩენდა. არავინ ფიქრობდა, რომ საქმე უაშვიათეს შემთხვევასთან  – სუპერფეტაციასთან ჰქონდათ.

სუპერფეტაცია – ეს არის მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ორსულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში. ამის შედეგად, საშვილოსნოში ვითარდება სხვადასხვა ასაკის ორი ნაყოფი.

სუპერფეტაცია, რომელიც ადამიანებში უიშვიათეს ფენომენად ითვლება, ცხოველებსა და მღრენელებში უფრო ხშირად გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა კიდევ უფრო იშვიათია, ვინაიდან სუროგაციის გამო ბავშვების მშობლები გენეტიკურად განსხვავებული ორი წყვილია.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

წელს, ოზონის შრე, 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება

ევროკავშირის დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის მონაცემების თანახმად, წელს ოზონის შრეზე მდებარე ხვრელი ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება.

ეს ყველაზე დამაიმედებელი მონაცემია მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ ანტარქტიდას თავზე ოზონის შრეზე ხვრელი იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანის მოქმედება სტრატოსფეროს საფარს აზინებს, რომელიც კაცობრიობას ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ხვრელის ზომამ ერთი პერიოდი 25 მილიონ კვადრატულ კილომეტრსაც კი მიაღწია, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის წელს 10 მილიონ კვადრატულ კილომატრამდეა შემცირებული.

ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე ფორმირებას ყოველი წლის აგვისტოში იწყებს, პიკს ოქტომბერში აღწევს და დეკემბერში იხურება.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ს ბავშვის ტანსაცმელების მწარმოებელი ბრენდის “რკოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქციის ნაწილი უკვე გასულია საფრანგეთში, თუმცა მალევე გაიგზავნება იტალიასა და ინგლისში არსებულ ბუტიკური სტილის მაღაზიებში. მეგრელიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ სამ ქვეყანასთან ერთად ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გერმანიასთანაც მიმდინარეობს.

“აგვისტოს ბოლოს უკვე გავაგზავნეთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი. “რკოს” ტანსაცმელი უკვე გაიგზავნა საფრანგეთში, ეხლა ვაგზავნით ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში. ლონდონში გაიყიდება golden blossom-ში, იტალიაში გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში, ხოლო საფრანგეთში გავაგზავნეთ პროდუქცია იაპონურ მაღაზიაში.

ასევე იტალიიდან გვაქვს რამდენიმე ახალი შეკვეთაც, რომელსაც ასევე ცოტა ხანში გავუშვებთ. ახლა მიდის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც. პერიოდულობით ახალ-ახალი კლიენტები ჩნდებიან. ამ ეტაპზე გერმანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები.

მაღალი მოთხოვნაა ნაქსოვ პროდუქციაზე, რომელიც ხელით არის შესრულებული. თბილისში ვფიქრობთ, ახალ სავაჭრო ცენტრში, რომელიც საბურთალოზე გაიხსნება, ჩვენი ფილიალი გავხსნათ”-ამბობს თაკო მეგრელიშვილი კომპანია “რკოს” დამფუძნებელი.

ბავშვების ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია “რკო” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

ახალშობილი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ გადარჩა

ბრიტანეთში ახალშობილს, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა გაზრდილი, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა.

ვანელოპე ჰოუფ ვილკინსის ექიმებმა ექტოპია კორდის დიაგნოზი დაუსვეს, როცა ის 9 კვირის ნაყოფი იყო და სკანირებამ აჩვენა, რომ მისი გული და კუჭის ნაწილი სხეულის გარეთ ვითარდებოდა.

ქირურგები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ექიმებმა მშობლებს ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა დედა არ დასთანხმდა.

გოგონას დაბადების შემდეგ სამი ოპერაცია ჩაუტარეს, გული მკერდში გადაიტანეს და ხელოვნური გულმკერდი და მკერდის ძვალი შექმნეს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გახდა ექტოპია კორდის განკურნების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში.

ვანელოპე დეკემბრის ბოლოს უნდა დაბადებულიყო, თუმცა ის საკეისრო კვეთის შედეგად 22 ნოემბერს გაჩნდა და რამდენიმე წუთში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმები ჯერჯერობით მის მომავალ მდგომარეობაზე საბოლოო პროგნოზს ვერ აკეთებენ.

წყარო: Independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება. ეს არის მილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შექმნილი ქსოვილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, კონკრეტული პაციენტის ქსოვილის ნიმუშისგან, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდიან. ის 3 სანტიმეტრის სიგრძისაა და პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იქცევა ჯანმრთელ, ფუნქციურ კუნთად. „ცოცხალი ლეიკოპლასტირის“ მიზანი გულის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კურდღლებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, ადამიანებზე ცდები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ამერიკელი ქალის მიერ ნაშვილები ბავშვები და-ძმა აღმოჩდნენ

ამერიკელმა კეტი პეიჯმა აღმოაჩინა, რომ გოგო, რომელზეც ზრუნავდა, მის მიერ ნაშვილები ბიჭის და იყო და მაშინვე გოგოც იშვილა. ამის შესახებ პორტალი KXXV წერს.

პეიჯი რამდენიმე წლის წინ ქმარს გაშორდა და ძალიან ნერვიულობდა იმასთან დაკავშირებით, რომ შვილები არ ჰყავდა. 30 წლის პეიჯი 2016 წელს 4 ობოლი ბავშვის მეურვე გახდა და მალევე მიხვდა, რომ მზადაა მათი დედაც იყოს.

2016 წლის ზაფხულში მას სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ახალშობილი ბიჭის, გრეისონის შესახებ შეატყობინეს, რომელიც დედამ მიატოვა. პეიჯი საავადმყოფოში წავიდა და როგორც თვითონ ჰყვება „ბავშვი დანახვისთანავე შეუყვარდა“. გრესონი ქალმა ოფიციალურად 2017 წელს იშვილა.

ერთი თვის შემდეგ, მას იმავე სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ამჯერად გოგოს, ჰანას დაბადების შესახებ აცნობეს. პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვისთვისაც გამხარიყო მეურვე. როდესაც გოგო სახლში მიიყვანა, დააკვირდა ხელსაბამს, რომელზეც ეწერა გოგოს ბიოლოგიური დედის სახელი. ის გრეისონის დედის სახელს ემთხვეოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, პეიჯმა აღმოაჩინა, რომ ეს ბავშვები ერთი და იმავე ქალისაა, თუმცა პირველ მშობიარობაზე ბიოლოგიურ დედას გვარი ჰქონდა შეცვლილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

BBC: არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია

არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია და ეს გლობალური დათბობის მასშტაბებს ზრდის, – ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს

მასალის მიხედვით, მყინვარები დნება, ტყეები მცირდება და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, პოლარული დათვები ბუნებრივ ადგილსამყოფელზე საკვების დეფიციტის გამო უკვე ქალაქებში დაეხეტებიან და მთლიანად, რეგიონში ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ მკაფიო გავლენას ახდენს ყინულსა და თოვლზე, შესაბამისად – ოკეანეზე. 

„არქტიკა ახლა უკვე მხოლოდ ყინულს კი არ კარგავს, პირდაპირ იწვება“, – ნათქვამია სტატიაში და მაგალითად ციმბირის, ალასკას და გრენლანდიის ტყის ხანძრებიამოყვანილი. 

ხანძრები ეკოსისტემაში ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მეტიც, ხანდახან საჭიროც კი, რადგან ბიომრავალფეროვნების განვითარების ციკლს უწყობენ ხელს. მაგრამ არა არქტიკაში და არა – ამ მასშტაბით. 

„ნახშიროჟანგის მომატების წინაშე ვდგავართ“, – აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ არქტიკის დნობა გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

მეცნიერების თქმით, კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა რისკის ქვეშ მოექცევა 800 მილიონამდე ადამიანი მყინვარების დნობის გამო

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო აზიის უზარმაზარ მყინვარებს შემცირება,  ასობით მილიონი ადამიანს კი უწყლოდ დარჩენა ემუქრებათ.

როდესაც წვიმა არ მოდის, ჰიმალაის გარშემო მაღალმთიან რეგიონებში მდებარე მყინვარები მაშველის როლს ასრულებენ. ისინი ყოველ ზაფხულს 36 კუბურ კილომეტრ წყალს წარმოქმნიან.

ყინულის დანაკარგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მატულობს. განსაკუთრებით თვალსაჩინო კი 2000-2016 წლებში გახდა, ამ პერიოდში მყინვარი 1.6-ჯერ  სწრაფად შემცირდა, ვიდრე 1951 წლიდან 2007 წლამდე.

ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის მეცნიერი დოქტორ ჰამიშ პრიჩარდი აცხადებს, რომ დნობის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც მოსავლისა და შინაური ცხოველის შემცირებას გამოიწვევს.  „ ეს ბუნებრივია, ხალხთა შორის კონფლიქტსაც გამოიწვევს. მოსალოდნელია მიგრაციები, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, მათ შესაძლოა საკუთარ მეზობლებთან საკვების გამო დაპირისპირება მოუწიოთ.“  

განსაკუთრებით დაზარალდება ინდის ველი, რომელიც ადამიანური ცივილიზაციებით ათასობით წლებია დასახლებულია და დღეს 237 მილიონი ადამიანის საკვებ წყაროს წარმოადგენს.

 ყინულის დნობის ტემპის დაჩქარება წყლის რესურსების შემცირებასაც გამოიწვევს, რომელზეც ჰიდრო ეკონომიკებია დაფუძნებული.

მაღალმთიანი აზიის რეგიონის მოსახლეობა წყლის რესურსების ნაკლებობის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში გვალვამ  6 მილიონი სიცოცხლე შეიწირა.

დოქტორ პრიჩარდი აცხადებს, რომ ყინულის დნობამ რეგიონში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და 800 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

აზიის მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც მესამე პოლუსი, მოიცავს ჰიმალაის, კარაკორამს, პამირს, ჰინდუ კუშს, ტიანშანს, კუნლუნს და ალაის მთებს.

ტერიტორიაზე 95,000 მყინვარი მდებარეობს და პაკისტანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ყოველწლიური მუნიციპალური და ინდუსტრიული საჭიროებების უმეტესობას აკმაყოფილებს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფოტო

როგორ აღიქვამენ ახლომხედველები სამყაროს?

ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ, როგორ აღიქვამენ სამყაროს ის ადამიანები, ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ? ხელოვანმა ფილიპ ბარნოუმახლომხედველობასთან დაკავშირებული თავისი წარმოდგენები ორიგინალური პროექტის სახით წარმოადგინა. ერთი შეხედვით ფილიპის ნამუშევრები ჩვეულებრივ უფოკუსოფოტოებს ჰგავს, თუმცა, რეალურად, ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატებია.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

აზოტის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები და მტვერი – თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა თბილისში გაიზარდა.
როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეფუძნება წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზს როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.
“2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტის ნაკადის იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.
“კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია აზოტის დიოქსიდის ზრდასთან. როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატებაც“- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელის წილიც  90%-ს აღწევს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს ისეთი სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

სრულად ნახვა
1 46 47 48 49 50 99
Page 48 of 99