close
ეს საინტერესოასაქართველო

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ს ბავშვის ტანსაცმელების მწარმოებელი ბრენდის “რკოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქციის ნაწილი უკვე გასულია საფრანგეთში, თუმცა მალევე გაიგზავნება იტალიასა და ინგლისში არსებულ ბუტიკური სტილის მაღაზიებში. მეგრელიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ სამ ქვეყანასთან ერთად ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გერმანიასთანაც მიმდინარეობს.

“აგვისტოს ბოლოს უკვე გავაგზავნეთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი. “რკოს” ტანსაცმელი უკვე გაიგზავნა საფრანგეთში, ეხლა ვაგზავნით ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში. ლონდონში გაიყიდება golden blossom-ში, იტალიაში გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში, ხოლო საფრანგეთში გავაგზავნეთ პროდუქცია იაპონურ მაღაზიაში.

ასევე იტალიიდან გვაქვს რამდენიმე ახალი შეკვეთაც, რომელსაც ასევე ცოტა ხანში გავუშვებთ. ახლა მიდის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც. პერიოდულობით ახალ-ახალი კლიენტები ჩნდებიან. ამ ეტაპზე გერმანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები.

მაღალი მოთხოვნაა ნაქსოვ პროდუქციაზე, რომელიც ხელით არის შესრულებული. თბილისში ვფიქრობთ, ახალ სავაჭრო ცენტრში, რომელიც საბურთალოზე გაიხსნება, ჩვენი ფილიალი გავხსნათ”-ამბობს თაკო მეგრელიშვილი კომპანია “რკოს” დამფუძნებელი.

ბავშვების ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია “რკო” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0