close
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა რისკის ქვეშ მოექცევა 800 მილიონამდე ადამიანი მყინვარების დნობის გამო

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო აზიის უზარმაზარ მყინვარებს შემცირება,  ასობით მილიონი ადამიანს კი უწყლოდ დარჩენა ემუქრებათ.

როდესაც წვიმა არ მოდის, ჰიმალაის გარშემო მაღალმთიან რეგიონებში მდებარე მყინვარები მაშველის როლს ასრულებენ. ისინი ყოველ ზაფხულს 36 კუბურ კილომეტრ წყალს წარმოქმნიან.

ყინულის დანაკარგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მატულობს. განსაკუთრებით თვალსაჩინო კი 2000-2016 წლებში გახდა, ამ პერიოდში მყინვარი 1.6-ჯერ  სწრაფად შემცირდა, ვიდრე 1951 წლიდან 2007 წლამდე.

ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის მეცნიერი დოქტორ ჰამიშ პრიჩარდი აცხადებს, რომ დნობის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც მოსავლისა და შინაური ცხოველის შემცირებას გამოიწვევს.  „ ეს ბუნებრივია, ხალხთა შორის კონფლიქტსაც გამოიწვევს. მოსალოდნელია მიგრაციები, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, მათ შესაძლოა საკუთარ მეზობლებთან საკვების გამო დაპირისპირება მოუწიოთ.“  

განსაკუთრებით დაზარალდება ინდის ველი, რომელიც ადამიანური ცივილიზაციებით ათასობით წლებია დასახლებულია და დღეს 237 მილიონი ადამიანის საკვებ წყაროს წარმოადგენს.

 ყინულის დნობის ტემპის დაჩქარება წყლის რესურსების შემცირებასაც გამოიწვევს, რომელზეც ჰიდრო ეკონომიკებია დაფუძნებული.

მაღალმთიანი აზიის რეგიონის მოსახლეობა წყლის რესურსების ნაკლებობის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში გვალვამ  6 მილიონი სიცოცხლე შეიწირა.

დოქტორ პრიჩარდი აცხადებს, რომ ყინულის დნობამ რეგიონში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და 800 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

აზიის მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც მესამე პოლუსი, მოიცავს ჰიმალაის, კარაკორამს, პამირს, ჰინდუ კუშს, ტიანშანს, კუნლუნს და ალაის მთებს.

ტერიტორიაზე 95,000 მყინვარი მდებარეობს და პაკისტანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ყოველწლიური მუნიციპალური და ინდუსტრიული საჭიროებების უმეტესობას აკმაყოფილებს.

გაზიარება:
fb-share-icon0