close

ეკოლოგია

ეკოლოგია

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები რომში გამართულ ორდღიან სამიტზე
შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანი და ეფექტური ქმედებების განხორციელებით
გააგრძელებენ ძალისხმევას გლობალური დათბობის შეზღუდვის მიზნით.
მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის
მიღწევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო კომუნიკეში
კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის და აღნიშნულია, რომ ნახშირბადის
ნულოვანი ემისიის ანუ ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა დაახლოებით
საუკუნის შუა პერიოდისთვის იქნება შესაძლებელი.
ამასთან, სამიტის ყველა მონაწილე შეთანხმდა გლობალური დათბობის 1.5
გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მნიშვნელობაზე, რაც, მეცნიერების თქმით,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ
ის ტოვებს რომს “აუხდენელი, მაგრამ არა დამარხული იმედებით.“
ლიდერები რომიდან გლაზგოში გაემართებიან, სადაც კლიმატის სამიტს, COP26-
ს, დაესწრებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეკოლოგიასაქართველო

🐆12 წლის შემდეგ პირველად – ჯიქი კვლავ საქართველოშია!

12 წლის შემდეგ, ჯიქი, იგივე ლეოპარდი, საქართველოში დააფიქსირეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაკრესი“ და დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

იგი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) ფოტოხაფანგმა აგვისტოში დააფიქსირა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. მისი ბოლო ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიასოფლის მეურნეობა

ბანგკოკში სამუშაოს გარეშე დარჩენილ ტაქსის მანქანებს ბოსტნეულის ბაღების მოსაშენებლად იყენებენ

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ღია ცის ქვეშ არსებულ ავტოსადგომზე შევხვდებით ბოსტნეულის პატარა ბაღებს მანქანების სახურავებზე. პანდემიის პერიოდში სამუშაოს გარეშე დარჩენილმა მძღოლებმა გამოსაკვებად ამ გზას მიმართეს.
“მანქანების სასაფლაოზე” განთავსებული ტაქსები უმოქმედოა მას შემდეგ, რაც ტაილანდში შეზღუდვების გამო ტურისტების რაოდენობა შემცირდა 2020 წლის დასაწყისში, ტაქსისტების საქმიანობა კი მეტწილად ტურიზმს ეყრდნობოდა. მძღოლებმა კი გადაწყვიტეს მანქანების სახურავები ბოსტნეულის პატარა ბაღების მოსაშენებლად გამოეყენებინათ. ისინი ასევე დასძენენ, რომ თუკი მოსავალი საკმარისზე მეტი იქნება, ადგილობრივ ბაზარზე გატანასაც გეგმავენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

აშშ-ში ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ირემი გაათავისუფლეს ტვირთისგან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. საუბარია საბურავზე, რომელშიც მას კისერი ჰქონდა გაჭედილი.

ირემი კისერზე 10 კილოგრამამდე საბურავით არაერთხელ დააფიქსირეს ვიდეოხაფანგებმა. ამასთან, 2019 წლის შემდეგ, მრავალმა დამთვალიერებელმა საკუთარი თვალით იხილა ეს უჩვეულო სურათი. იყო საფრთხე, რომ ირემს, ზრდასთან ერთად, საბურავი გაგუდავდა.

გარემოსდამცველებმა ცხოველი დროებით დააძინეს. სამწუხაროდ, საბურავის მოსახსნელად, ირმის რქების მოჭრაც გახდა საჭირო.

„ის კარგად იქნება. გაზაფხულზე ახალი რქები ამოუვა“, – ამბობს კოლორადოს პარკის თანამშრომელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასამართალი

ავსტრალიაში დააკავეს მოზარდები, რომელთაც 14 კენგურუ ცემით მოკლეს

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში, 14 მოკლული კენგურუ იპოვეს. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, – ამის შესახებ BBC წერს.

მოკლულთა შორის ორი პატარა კენგურუც იყო. ერთი ნაცემი ახალშობილი ცხოველი, მეორე დღეს, ადგილობრივმა იპოვა.

დაკავებულებს ბრალი ცხოველთა სასტიკად ცემისა და დახოცვისთვის წაუყენეს. საქმეს სასამართლო ნოემბერში განიხილავს.

ახალი სამხრეთ უელსის კანონმდებლობით, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა 5 წლამდე პატიმრობასა და 22 ათასი ავსტრალიური დოლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

დედამიწა და სათბურის ეფექტი

გლობალური დათბობის პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე და აქტუალური ხდება. საინტერესოა, ვის სახელებს უკავშირდება ეს ცნებები? ანდა როგორი იქნებოდა დედამიწა სათბურის ეფექტის გარეშე?
სათბურის ეფექტს უწოდებენ ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერას, რის შედეგადად დედამიწის ზედაპირი თბება. სათბურის ეფექტი პირველად 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა. 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა და იწინასწარმეტყველა გლობალური დათბობა.
მიუხედავად იმისა, რომ არენიუსი არ იყო პირველი, ვინც აღწერა სათბურის ეფექტი, ის იყო პირველი, რომელმაც ფიზიკურ ქიმიას მიმართა, რათა რაოდენობრივად გადმოეცა გლობალური დათბობის ზომა, ნახშირორჟანგის გაზრდილი ემისიის საფუძველზე. უფრო მარტივად რომ ითქვას, არენიუსი ანგარიშობდა ადამიანის მიერ გამოწვეული მოქმედების გავლენას გლობალურ დათბობაზე.
რაც შეეხება დედამიწას სათბურის ეფექტის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზედაპირი სათბურის ეფექტის გარეშე 33°–ით უფრო ცივი იქნებოდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა -18° C და შესაძლოა, სიცოცხლეც არ ყოფილიყო.
1880 წლიდან საშუალოდ ტემპერატურა 1°-ით არის მომატებული, ხოლო ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე გაზრდილია დაახლოებით 50%-ით. პარიზის კლიმატის შეთანხმების თანახმად, გლობალური ტემპერატურის მატება არ უნდა ასცდეს 2°-სს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ისლანდიაში ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა გაიხსნა

გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემები ყოველდღიურად გვახსენებს თავს და
მეცნიერებიც გავლენის შესამცირებლად თავდაუზოგავად შრომობენ. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი
ტექნოლოგია ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან ამოტუმბვაა, რაც მათი აზრით, გლობალური
დათბობის შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ისლანდიაშიც სწორედ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა გაიხსნა,
სახელად Orca. ქარხანას ერთი წლის განმავლობაში შეუძლია 4 000 ტონა CO2 ამოიღოს, რაც
დაახლოებით არის 790 ავტომობილის წლიური გამონაბოლქვის ექვივალენტი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს 31.5 მილიარდი ტონა
შეადგინა CO2-ის გამონაბოლქვმა. Orca-ს ქარხანა, რომელიც ისლანდიურ ენაზე ნიშნავს
ენერგიას, შედგება რვა უზარმაზარი კონტეინერისგან, რომლებშიც ჩამონტაჟებულია ფილტრები და
ვენტილატორები იმისათვის, რომ მოხდეს ნახშირორჟანგის ამოტუმბვა. იზოლირებულს კი უკვე
წყალს ურევენ და მიწის სიღრმეში ათავსებენ, სადაც დროთა განმავლობაში ქანად ყალიბდება.
ამჟამად მსოფლიოში მოქმედებს 15 მსგავსი ქარხანა, რომლებიც 9 000 ტონაზე მეტ CO2-ს ტუმბავენ
წელიწადში.

წყარო: reuters.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ჯანმო: ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC წერს.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევისა და არაჯანსაღი კვების დონეზე აყენებს და ორგანიზაციის 194 წევრს კლიმატის ცვლილებებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

არალის ზღვა-ტბის აღდგენა

არალის ზღვა-ტბა, რომელიც ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს იყო მეოთზე უდიდესი ზღვა ჩვენს პლანეტაზე. თუმცა, 50 წლის წინ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა მდინარის წყალი, რომლითაც ზღვა-ტბა იკვებებოდა გამოეყენებინა ბამბის პლანტაციებისთვის, რის გამოც დაშრა, მიმდებარე ტერიტორიამ კი გაუდაბნოება დაიწყო.
მაგრამ დღეს მილიონობით დოლარი იხარჯება ზღვის უკან დასაბრუნებლად. მაგალითისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე რგავენ ხეებს, იმ ადგილას, სადაც ადრე ზღვის ფსკერი იყო. რაც შეაკავებს ქვიშის შტორმს ამ ტერიტორიაზე და გაუდაბნოების პროცესს. ისინი აშენებენ ტყეს ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით.
გარდა ამისა, ფერმერები არალის ზღვა-ტბის მიმდებარედ ნაკლებად იყენებენ მდინარის წყალს ირიგაციისთვის. ისინი იყენებენ სარწყავ სისტემას, რის დროსაც გამოიყენება 50%-ით ნაკლები წყლის რესურსი. მართალია, ყველაფერი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროცესით საბოლოოდ არალის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი აღდგეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

დაბინძურების გამო არგენტინაში ტბამ ვარდისფერი შეფერილობა მიიღო

არგენტინის სამხრეთ ტერიტორიაზე მდებარე ლაგუნამ კაშკაშა ვარდისფერი შეფერილობა მიიღო, რაც დაკავშირებულია ახლოს მდებარება ქარხნიდან ქიმიური ნივთიერებების გადმოტვირთვასთან.

ექსპერტები ფენომენს უკავშირებენ ნატრიუმის სულფიტს, ანტიბაქტერიულ საშუალებას, რასაც იყენებენ საექსპორტო კრევეტების შესანახად. ქარხნიდან გამოჟონილი ნატრიუმის სულფიტი ახლა აბინძურებს ჩუბუტის მდინარეს, რომელიც ჩაედინება კორფოს ლაგუნაში.

მოსახლეობა საკმაოდ დიდი ხანია უჩივის მავნე სუნს, მდინარისა და ლაგუნის გარშემო გარემოსდაცვით სხვა საკითხებს. სატვირთოებს, რომლებიც ეზიდებოდნენ თევზის ნარჩენებს და მიემართებოდნენ ქალაქის გარეთ მდებარე გადამამუშავებელი ქარხნებისკენ, ქალაქის გავლა უწევდათ, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა და გადაწყვიტეს ავტომობილებისთვის გზა ჩაეკეტათ. თანამდებობის პირებმა ნაცვლად გადამამუშავებელი ქარხნისა, ნარჩენების ლაგუნაში ჩაყრის ნება დართეს.

ნატრიუმის სულფიტი ლპობის საწინააღმდეგო საშუალებაა, რასაც ხშირად იყენებენ კვების ინდუსტრიაშიც. გარემოსდაცვითი კონტროლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვარდისფერი შეფერილობა არი არის საზიანო და ეფექტი რამდენიმე დღეში გაქრება.

წყარო: www.ndtv.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 30
Page 7 of 30