close

ეკოლოგია

ეკოლოგია

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი საფრთხეშია

UNESCO-მ განაცხადა, რომ ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი უნდა განთავსდეს მსოფლიო მემკიდრეობის ძეგლთა სიაში როგორც საფრთხეში მყოფი. ასევე გაეროს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ავსტრალიამ არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები იმისათვის, რომ დაეცვა დიდი ბარიერული რიფი კლიმატის ცვლილებებისგან.
2017 წელს იუნესკომ პირველად განიხილა დიდი ბარიერული რიფის საშიშროების ქვეშ ყოფნა და კანბერამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გაიღო რიფის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარი ჯაჭვი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ნელ-ნელა უფერულდება. მეცნიერების თქმით, ძირითადი მიზეზი დიდი ბარიერული რიფის მდგომარეობის გაუარესებისა და გაუფერულებისა არის ოკეანის წყლის ტემპერატურის მომატება გლობალური დათბობის შედეგად.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი შედგება 21 სახელმწიფოსგან, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფო არის ჩინეთი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მწვავე დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა კანბერასთან.
დიდი ბარიერული რიფის ირგვლივ დაწყებული დავა კი ახალი არ არის, მაგრამ უდაოდ დამანგრეველი დარტყმა იქნება თუ დიდი ბარიერული რიფი, მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი საფრთხეში აღმოჩნდება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მარმარილოს ზღვის დაბინძურებამ საფრთხე შესაძლოა შავ ზღვასაც შეუქმნას

რა ხდება მარმარილოს ზღვის სანაპიროზე? უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტამბოლის სანაპირო ზოლზე, მარმარილოს ზღვის დიდ ნაწილში გაჩნდა ლორწოვანი, სქელი მასა, რომელიც თანდათანობით იზრდება და საფრთხეს უქმნის ზღვის ბინადრებს და თევზჭერის ინდუსტრიას.

აღნიშნული მასა თანდათანობით ვრცელდება ეგეოსისა და შავი ზღვის ნაწილშიც, რისი წარმოქმნაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უნდა უკავშირდებოდეს გლობალურ დათბობასა და გადაუმუშავებელი ნარჩენების ჩადინებას ზღვაში. კანალიზაცია ზღვაში ჩაედინება 20 მილიონი ადამიანისგან, რომლებიც ზღვის გარშემო ცხოვრობენ.

ფოტოზე ნაჩვენები ლორწოვანი მასა შედგება კანალიზაციის ნარჩენებით, მკვდარი მცენარეებისა და ცხოველების ფრაგმენტებით და მილიონობით მიკროორგანიზმით, რომლებიც წყალქვეშა ორგანიზმების მიერაა გამოყოფილი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიკროორგანიზმები განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება წყალში ნუტრიენტებით სავსე საკანალიზაციო წყლების ჩადინების გამო.

თურქეთმა მასშტაბური გამწმენდი სამუშაოები წამოიწყო, რომ აზოტის შემცველობა შეამცირონ, რაც ზღვას უნდა დაეხმაროს პირვალდელი მდგომარეობის დაბრუნებაში. თურქი ჰიდრობიოლოგი კი ამბობს, რომ პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია და მთავარია უბრალოდ ზღვის მდგომარეობა გააუმჯობესონ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა. გადაწყვეტილებას ხელი 9 ივნისს მოეწერა, აკრძალვა კი ექვს თვეში ამოქმედდება.

“ბეწვეულის ინდუსტრია მსოფლიოში ასობით მილიონი ცხოველის სიკვდილს იწვევს და წარმოადგენს აღუწერელ სისასტიკესა და წამებას”, — აცხადებს ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი, გილა გამლიელი, — “მოდის ინდუსტრიაში გარეული ცხოველების ტყავისა და ბეწვის გამოყენება ამორალური და ნამდვილად არასაჭირო პრაქტიკაა. ცხოველების ბეწვით შექმნილი მოსასხამები იმ სასტიკ და მკვლელ ინდუსტრიას ვერ დაფარავს, რომელიც მათ ქმნის. ამ გადაწყვეტილების მიღებით კი ისრაელის მოდის სფერო გარემოსა და ცხოველებისადმი უფრო ტოლერანტული გახდა”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

დაგროვილი ნარჩენები და მათი გამოყენება

სტარტაპი, რომელიც ძალიან ბევრ საკითხში გააუმჯობესებს სამყაროში მიმდინარე მოვლენებს ორმა ფრანგმა ბიზნესმენმა დაიწყო. მათ დააფიქსირეს თავისი აზრი გარემო პირობებზე, პრიორიტეტად მიიჩნიეს პროდუქტის სტილი და მდგრადი საათი.

ყველაზე ხარისხიანი საათი, იგი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასითა და უჟანგავი რკინით. ასევე საათი მუშაობს მზის ენერგიაზე, ბატარეა მუშაობს 6 თვის განმავლობაში დატენვის გარეშე.

სტარტაპერების იდეა იყო, რომ რამენაირად გამოეყენებინათ ოკეანეებსა და ზღვებში არსებული ნაგავი, რაც უკვე უვარგისი იყო. მათ გადაწყვიტეს გამოუსადეგარი ნივთები და ნაგავი ბიზნესად გადაექციათ, დაიწყეს საათების წარმოება, ეს კი იქნება მაგალითი, არა მხოლოდ საათი, ასევე მრავალი სხვა პროდუქტის შექმნაა შესაძლებელი გადამუშავებული რკინისა და პლასტმასისგან.

Entrepreneur.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მაისში ატმოსფეროში CO2-ის დონემ კვლევების წარმოებიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წლის მაისში დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობამ კვლევების დაწყებიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ABC აშშ-ის ოკეანესა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში ატმოსფეროში მილიონზე CO2-ის 419 ნაწილაკი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ, გლობალური ეკონომიკის შეჩერების მიუხედავად, ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა.

ჰავაიზე, მაუნა ლოას ობსერვატორიაში ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესწავლა და მონიტორინგი 1958 წლიდან მიმდინარეობს.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის ძირითად მიზეზად მეცნიერები გლობალურ დათბობას ასახელებენ. კლიმატის ცვლილების პირობებში ხეებისა და მცენარეების ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა, რაც თავის მხრივ ტყის მასივის მიერ შეწოვილი ნახშირორჟანგის რაოდენობას ამცირებს. ეს კი ჰაერში CO2-ის შემცველობას ზრდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიატექნოლოგიებიტურიზმი

დანიაში ხელოვნური კუნძულის, ლინეტეჰოლმის აშენება იგეგმება

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა  გიგანტური ხელოვნური კუძულის, ლინეტეჰოლმის, მშენებლობას.

პროექტი ითვალისწინებს კაშხლის სისტემას მთელს პერიმეტრზე, რისი მიზანიც კოპენჰაგენის ნავსადგურის წყლებს ზღვის დონიდან აწევისგან  დაცვაა. კუნძულზე 35 000-მდე ადამიანი დასახლდება. კუნძული ხმელეთს ხიდებით, გვირაბებით და მეტროს ხაზით დაუკავშირდება. პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა შესაძლებლობას იძლევა პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყოს.

გარემოს დამცველები პროექტს ეწინააღმდეგებიან. მათ სარჩელი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

პრობლემებს შორის ისინი ასახელებენ მასალების ტრანსპორტირებას საავტომობილო გზით. გარემოსდამცველების შეფასებით, მშენებლობის დაწყებისთანავე სხვადასხვა მასალის მისაწოდებლად კოპენჰაგენის გავლით დღეში სატვირთო ავტომობილების 350-მდე რეისი იქნება საჭირო, რაც გარემოს ზიანს მიაყენებს.

თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კუნძულის მშენებლობის პროექტი 2070 წლისთვის დასრულდება.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

3 000 წლის შემდეგ ავსტრალიაში “ტასმანიური ეშმაკები” გაჩნდნენ

გადაშენების პირას მყოფი “ტასმანიური ეშმაკები” ავსტრალიის კონტინენტზე 3 ათასი წლის შემდეგ პირველად გაჩნდნენ – ველურ ბუნებას 7 ძუძუმწოვარი მოევლინა.

ჩანთოსანთა სახელწოდება შემთხვევითი სულაც არ არის – მართალია, ისინი ადრეულ პერიოდში ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, მაგრამ ბოლოს მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე შემორჩნენ. მათი გადაშენების სავარაუდო და სარწმუნო მიზეზად ველური ძაღლი დინგოს მასობრივი გავრცელება სახელდება.

სამწუხაროდ, კუნძულ ტასმანიაზე ძუძუმწოვრებს 1941 წლამდე, ანუ ნადირობის ოფიციალურ აკრძალვამდე, უმოწყალოდ ხოცავდნენ. 1990-იან წლებში კი ჩანთოსან ცხოველებს ახალ საფრთხედ სიმსივნური დაავადება მოევლინათ, რის შედეგადაც ამ სახეობის დაახლოებით 90% განადგურდა – საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, ველურ ბუნებაში 25 000-ზე ნაკლები ტასმანიური ეშმაკი დარჩა.

“ამ საქმეზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ ტასმანიური ეშმაკები არ გამრავლდებიან, ყველაფერი დასრულებული იქნება” – Aussie Ark-ის საკონსერვაციო ჯგუფის პრეზიდენტი, ტიმ ფოლკნერი. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კომპანია ზრუნავს ამ ძუძუმწოვრების გადარჩენასა და გამრავლებაზე.

ეშმაკები პატარა ძაღლის ზომისაა და ალბათ, ყველასათვის ცნობილი ანიმაციური ფილმი “ლუნი ტუნსის შოუს” შემდეგ გახდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

კომპანია Apple აცხადებს, რომ თითქმის ორჯერ გაზარდა იმ მომწოდებლების ოდენობა, ვინც მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო, განახლებულ ენერგიას (ე.წ. მწვანე ენერგია) მოიხმარს.  მათ შორის არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ტელეფონის პროცესორებს და აწყობენ კომპანიის ფლაგმანურ iPhone-ებს.

გასულ წელს Apple-ში განაცხადეს, რომ კომპანია უკვე სრულად გადავიდა განახლებად ენერგიის წყაროებზე და ტრადიციული მეთოდებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას აღარ მოიხმარდა. საუბარი იყო 43 სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ობიექტებზე: საცალო გაყიდვის მაღაზიებზე, ოფისებზე, საინფორმაციო ცენტრებსა და სხვა სტრუქტურებზე.

ამ განცხადებამ ბაზარზე ერთგვარი სკეფსისი გამოიწვია, რადგან ყველამ იცის, რომ Apple სმარტფონების ნაწილებს შეკვეთით ყიდულობს და მათ სხვა კომპანიის ქარხნებში აწყობს.

უახლესი მონაცემებით, კომპანიამ დაარწმუნა iPhone-ების აწყობაზე პასუხისმგებელი კომპანია Foxconn და მიკროჩიპების მწარმოებელი Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd, რომ ისინიც გადავიდნენ განახლებულ ენერგიაზე.

ანალოგიურ პროექტებს ახორციელებენ Google და Microsoft-იც. Microsoft-ის მიერ შეძენილი განახლებადი ენერგიის საერთო მოცულობა, მთელ მსოფლიოში, უკვე 860 მეგავატს აჭარბებს.

 

წყარო : Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქი დასახელდა

ავსტრალიის დედაქალაქი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა. დაბინძურების დაბალი მაჩვენებლების შედეგად კანბერა რეიტინგის ლიდერია. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანულმა ორგანიზაცია Uswitch-მა მოამზადა.

ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ კანბერას მოსახლეობა ელექტროენერგიის 48%-ს ქარის სადგურებისგან იღებს. ამავდროულად განვითარებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ნაკლები კერძო ავტომობილი მოძრაობს.

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქების ტოპ სამეულშია მადრიდი (ესპანეთი), ბრისბენი ( ავსტრალია).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი დადნა და ფრაგმენტებად დაიშალა

A68 – აისბერგი, რომლის ფართობიც 2017 წელს 6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და რომელიც ანტარქტიდას 4 წლის წინ გამოეყო, ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა და დაიშალა – წერს BBC.

სატელიტის გამოსახულება აჩვენებს, რომ ერთ დროს ყველაზე დიდი აისბერგი, პრაქტიკულად, გაქრა და უამრავ მცირე ფრაგმენტად დაიყო.

2017 წელს, როცა ყინულის ეს ნაწილი ვეებერთელა მასას გამოეყო, ის თითქმის არ მოძრაობდა. ერთი წლის შემდეგ კი, მოძრაობა ჩრდილოეთით, ძლიერი დინებისა და ქარის გავლენით დაიწყო.

A68 ყველაზე დიდი აისბერგის სტატუსს 3 წელი ინარჩუნებდა.

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 29
Page 8 of 29