close

ეკოლოგია

დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

როგორ შეიცვალა დედამიწა 1984 წლიდან დღემდე. Google Earth-ის ე.წ. „თაიმ ლეპსი“

Google Earth-მა გამოაქვეყნა ვიდეო, ე.წ. „თაიმ ლეპსი“ რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიცვალა პლანეტა 1984 წლის შემდეგ.

თითქმის სამწუთიანი ვიდეო ადამიანის დედამიწაზე ზემოქმედებას – მწვანე საფარის განადგურებას, ყინულის დნობასა და ტბების დაშრობას ასახავს.

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველოტურიზმი

ანტისანიტარიის გამო, მყინვარწვერი ევროპის ზოგმა ტურისტულმა კომპანიამ ტურებიდან ამოიღო – სამთო-გამყოლთა ასოციაცია

“მყინვარწვერზე დანაგვიანების პრობლემის მთავარი მიზეზი ტურისტები არიან ანუ ძირითადად ჩრდილოელი მეზობლები, ნაკლებ-გადამხდელუნარიანები, რომლებიც ღამეს ათევენ კარავში და არ ზრუნავენ გარემოზე,” – ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ნიკა ერქომაიშვილმა, სამთო-გამყოლთა ასოციაციის დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან მყინვარწვერის დალაშქვრის მიზნით, ხელმეორედ ჩამოსვლაზე უარს ამბობენ სწორედ იმ ნარჩენების გამო, რომლებიც ადგილზე ხვდებათ.

“მდგომარეობა მართლა სავალალოა, აქ ტურისტებთან ერთად პრობლემაა ადგილობრივების თვითშეგნებაც და პარალელურად არც სახელმწიფო ერევა ნარჩენების მართვის პროცესში, ამიტომაც კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ცხადია ტურისტებში არ ვგულისხმობ შეგნებულ სტუმრებს ევროპიდან, ამერიკიდან, რომლებიც პირიქით ზრუნავენ და გვეხმარებიან დასუფთავებაში, აქ იგულისხმება ჩრდილოელი მეზობლები რომლებიც გარდა იმისა, რომ ნაგავს ყრიან, ბიზნესს აწარმოებენ მყივნარწვერზე და დაყავთ კლიენტები ტურზე, ისე რომ გიდობის გამოცდილებაც არ აქვთ,” – აღნიშნა ერქომაიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ნარჩენებისა და ანტისანიტარიის გამო, ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ ევროპაში მყინვარწვერი ტურებიდან და პროგრამიდან საერთოდ ამოიღო.

“პრობლემის გადასაჭრელად არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, იგივე ალპებში, ასევე ევერესტზე, სადაც ექსპედიციაზე მიმავალი გუნდი, მთაზე ასვლამდე ტოვებს დაახლოებით 4 ათასი დოლარის დეპოზიტს. მას ნარჩენების დეპოზიტი ჰქვია და ყველა ადამიანს ევალება უკანა გზაზე 8-დან 10 კილომდე ნაგვის ჩამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა უკან არ უბრუნდებათ და ხმარდება ადგილის დასუფთავებას, იგივე მექანიზმი შეგვიძლია შევიმუშაოთ და გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ნახვად ტურისტულ მიმართულებაზე,” – განაცხადა ნიკო ერქომაიშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ლიბანის ერთ-ერთი ტბის სანაპიროზე 40 ტონამდე მკვდარი თევზი გამოირიყა

სამხრეთ ლიბანში, ტბა კარაუნის სანაპიროზე, სულ მცირე, 40 ტონა მკვდარი თევზი გამოირიყა, – ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მიზეზი გარემოს დაბინძურებაა. მათი განმარტებით, ტბა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე – სამრეწველო ნარჩენებით ბინძურდება. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მიზეზი, შესაძლოა, თევზებში გავრცელებული რომელიმე დაავადება იყოს.

ტბის მიმდებარე ტერიტორიას სამხედროები და ადგილობრივი აქტივისტები ასუფთავებენ.

აღებულია მკვდარი თევზებისა და მიწის ნიმუშები, რითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ათობით ტონა თევზის სიკვდილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

მსოფლიოში ადამიანები ყოველთვიურად 129 მილიარდამდე პირბადეს გამოიყენებენ – რა საფრთხე შეიძლება შეექმნას გარემოს

კორონავირუსის პანდემიამ პირბადეებზემოთხოვნილება მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა გაჩნდა შიში, რომ გამოყენებულმა პირბადეებმა, შესაძლოა, ბუნებას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.

კვლევების თანახმად, ადამიანების მიერყოველთვიურად გამოყენებული პირბადეების რაოდენობა მსოფლიოში 129 მილიარდს აღწევს, რაც წუთში, საშუალოდ, 2.8 მილიონ პირბადეს ნიშნავს.

მკვლევარები აცხადებენ, რომ პირბადეების უზარმაზარი მოცულობა, მათ შემადგენლობაში პლასტმასის არსებობის გამო, მზარდ ეკოლოგიურსაფრთხეს წარმოადგენს. მათი განმარტებით, სხვა პლასტმასის ნარჩენების მსგავსად, ერთჯერადი გამოყენების პირბადეები შეიძლება აღმოჩნდეს გარემოში, მტკნარი წყლის სისტემებსა და ოკეანეებში.

სხვა პლასტმასის ნარჩენების მსგავსად, ერთჯერადი გამოყენების პირბადეები შეიძლება დაგროვდეს და გამოყოს მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები, როგორიცაა ბისფენოლი A, მძიმე მეტალები, აგრეთვე პათოგენური მიკროორგანიზმები,“ – აცხადებენ მკვლევარები.

მეცნიერები მოუწოდებენ ხელისუფლებებს, შეიქმნას მხოლოდ პირბადეებისთვის განკუთვნილი ნაგვის ურნები. ამასთან, გარემოზე პირბადეებიუარყოფითი ზემოქმედების შემცირების სხვა საშუალება შეიძლება იყოს ის, რომ უფრო მეტმაადამიანმა გამოიყენოს მრავალჯერადი გამოყენებისბამბის პირბადეები, ასევე შექმნასბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პირბადეები.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

სელაპების მასობრივი სიკვდილი კასპიის ზღვაში

მოსკოვისა და დაღესტნის მეცნიერებმა კასპიის ზღვის სანაპიროზე იპოვნეს 150-ზე მეტი მკვდარი სელაპი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ინფორმაციას ავრცელებს რუსული საინფორმაციო სააგენტო “TASS”.
მომხდარის ზუსტ მიზეზებზე საუბარი ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს საშიში ნარჩენებით ზღვის წყლის დაბინძურებას ან გემების საქმიანობას თევზჭერის მიზნით.
ამ დროისათვის ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას და არ გამორიცხავენ, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს ორასამდე. დაღესტნის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორის, ალიმურად გაჯიევის განცხადებით, სხვა ბევრი სახეობის ზღვის ცხოველი სათევზაო ბადეებში იყო გახლართული. ის აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგის დაწყება და გარემოს შესწავლა უნდა დაიწყოს.
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ სელაპების რაოდენობა კასპიის ზღვაში იყო მილიონზე მეტი, ახლა კი, სხვადასხვა გამოთვლებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 50-70 ათასს წარმოადგენს. ეს კი ნამდვილად არის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ერთჯერადი ქმედებებით არ გამოსწორდება, ამბობს გაჯიევი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაენერგეტიკასაქართველო

„სოკარი“ მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს

კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს ეფუძნება – ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია.

ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის რეალიზებისთვის გამოყენებული რესურსების შესახებ.
გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ უკვე გადადგმულია მთელი რიგი ნოვატორული და შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უკავია მზის პანელებით ენერგიის გამომუშავების პროგრამას.

ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, „სოკარის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ნიდერლანდებში შექმნეს პირბადე, რომელიც ნიადაგში მოხვედრის შემდეგ ყვავილად იქცევა

100%-ით ბიოდეგრადირებადი პირბადე, სახელად “Marie Bee Bloom”, ნიდერლანდებში, უტრეხტში მცხოვრებმა გრაფიკულმა დიზაინერმა შექმნა, რომელიც მიწაში მოხვედრის შემდეგ ყვავილად იქცევა.

დიზაინერი აცხადებს, რომ კვირების განმავლობაში ხედავდა ქუჩებში, ტროტუარებზე დაყრილ ერთჯერადი გამოყენების ნიღბებს, ამიტომ ერთ დღეს გადაწყვიტა ბიოდეგრადირებადი პირბადე შეექმნა, რომელსაც ყვავილის თესლი ექნებოდა.

ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით იცავს თუ არა აღნიშნული პირბადე ისე, როგორც საჭიროა. დატესტვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნიღაბი იცავს ისე, როგორც სხვა დანარჩენი ხელნაკეთი პირბადე. შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ნიღაბთან ერთად მეტი დაცვისთვის.

მასალა, რისგანაც ნიღაბია დამზადებული, ბრინჯის ქაღალდია, მცენარის თესლი კი ნიღაბში წყლისა და კარტოფილის ბაზაზეა დამზადებულლი და სპეციალური წებოს საშუალებით რჩება მასზე. რეზინის ზოლების ნაცვლად  კი რბილი ცხვრის მატყლისგან დამზადებული ძაფები აქვს.

პირბადის ნაგავში გადაგდების შემთხვევაში შესაბამისად თავისით დაიშლება, მაგრამ ნაგავსაყრელზე არ ექნება შესაბამისი პირობები თესლი ყვავილად იქცეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიავიდეომსოფლიო

როგორ განადგურდა დედამიწა ბოლო 37 წელიწადში – Google Earth-ის ახალი ანიმაცია

Google Earth-ით საკუთარ ვებ-ბრაუზერშივე შეგიძლიათ იხილოთ თაიმლეფსის ტიპის ვიდეო 1984 წლიდან დღემდე – როგორ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ დედამიწა უკანასკნელ 37 წელიწადში.

კომპანია Google-მა რამდენიმე არეალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო. მაგალითად, ანიმაციაში ნაჩვენებია კოლუმბიის მყინვარი ალასკაში, რომელიც დროდადრო ზომაში იკლებს. ჩათჰემის (მასაჩუსეტსი) გარშემო არსებულ სანაპირო ხაზს თუ შეხედავთ, საკუთარი ლეპტოპიდანვე დაინახავთ, როგორ თვალის დახამხამებაში ქრება ტყეები.

იმისათვის, რომ თაიმლეფსის ფუნქცია გამოიყენოთ, დააკლიკეთ აქ. ძიების ველში ნებისმიერი ადგილის ჩაწერა შეგიძლიათ, ან შემოთავაზებული ხუთი კატეგორიიდან რომელიმე ამოარჩიოთ: ცვალებადი ტყეები, მოწყვლადი სილამაზე, გათბობის პროცესში მყოფი პლანეტა და ურბანული გაფართოება.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ Google-ს მიერ უკვე გამზადებული 800 პაკეტი ნახოთ, თუ აქ შეხვალთ. NASA-სგან, US Geological Survey-სგან, ევროკავშირისა და ESA-სგან აღებულ მონაცემებთან ერთად თაიმლეფსის ახალი ფუნქცია Google Earth-ის მიერ შეგროვებულ 24 მილიონ ფოტოს იყენებს.

კომპანიის თქმით, 20 პეტაბაიტის ფოტოებისგან შემდგარი 4,4 ტერაპიქსელის ზომის ვიდეო მოზაიკის მისაღებად ჯამურად 2 მილიონი საათი იყო საჭირო. ეს იგივეა, რაც 530 000 ვიდეო 4K გარჩევადობაში. ცხადია, Google-ს მონაცემთა ცენტრებში იმდენად მძლავრი კომპიუტერები აქვთ, რომ 2 მილიონი საათის ნაცვლად, რომელიც 228 წელიწადს შეადგენს, ბევრად უფრო ცოტა დრო დასჭირდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

უჩვეულო ყინვის გამო საფრანგეთში ვენახებს ცეცხლით ათბობენ

საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო, რომელიც ვაზს ემუქრება, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 2021 წლის მოსავლის მესამედი განადგურდება, რაც მეღვინეებს 2 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.
ფერმერებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს მოსავლის გადასარჩენად. ზოგიერთ რაიონში ვენახის 90% განადგურდა, დაზარალდა ასევე ხილის კულტურაც. ის ფერმერები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეციალური ტექნიკა ვენახის გასათბობად გადაწყვიტეს ვენახი ცეცხლით გაეთბოთ, ნაწილმა თივის ზვინები დაწვა ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსავლის გადასარჩენად შესაძლოა საკმარისი არც ეს გაწეული შრომა იყოს და დიდი რაოდენობით მოსავალი განადგურდეს. კვამლის გავრცელების და დაბინძურების გამო კი ახლომდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობამ ჩივილი დაიწყო.
30 წლის განმავლობაში მეღვინეები შესაძლოა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, უკანასკნელად ტემპერატურის მსგავსი დაცემა 1991 წელს მოხდა. ისინი აღნიშნულს ტრაგედიად აფასებენ, რადგანაც საფრანგეთის უდიდეს საექსპორტო ინდუსტრიას ემუქრება საფრთხე.
COVID19-ის გამო ღვინის ბაზრობამ მძიმე დარტყმა აქამდეც განიცადა და ღვინის დამოუკიდებელი მწარმოებლებიც დააზარალა, რამაც შესაბამისად საერთაშორისო ექსპორტზეც იქონია გავლენა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ეკოლოგია

იაპონია ფუკუშიმას რადიაციით დაბინძურებულ წყალს წყნარ ოკეანეში ჩაუშვებს

იაპონიის მთავრობის განცხადებით, ფუკუშიმას ატომური სადგურიდან დაბინძურებულ წყალს პირდაპირ წყნარ ოკეაში, დაახლოებით ორ წელიწადში სრულად ჩაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან პროტესტის საფუძველი გახდა. თუმცა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, ეს სრულიად ლოგიკური და უსაფრთხოა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს – 2011 წელს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მათ რეაქტორში მოხვედრილი ან საწვავის გასაგრილებლად საჭირო წყლის შესაკავებლად 1000-ზე მეტი ავზი ააშენეს, რადგანაც ისინი მიწისძვრასა და ცუნამის შესაბამისად მომზადებულები ვერ დახვდნენ. დაბინძურებული ავზები ნელ-ნელა ივსება და თუ არაფერს მოიმოქმედებენ, 2022 წელს სრულად აივსება.

ამ საცავში დიდი ოდენობით რადიოაქტიური ტრიტიუმია (წყალბადის იზოტოპი). წყალი თავიდან უფრო მძიმე ელემენტებითაც დაბინძურდა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი ცეზიუმ-137 იყო, რომელიც ბევრად სახიფათოა, თუმცა, მისი მოცილება გაცილებით მარტივია. საცავების დაახლოებით მეოთხედში ცეზიუმი უკვე აღარ არის.

სადგურზე ყოველდღე 150 ტონა წყლის შენახვაა საჭირო, რომელიც უკვე შენახულ 1 მილიონ ტონას ემატება და ემატება. Tokyo Electric Power Co (TEPCO)-მ გადაწყვიტა, რომ ამ საცავების მუდმივად აშენება პრაქტიკული არ იქნებოდა. მიუხედავად შექმნილი პანიკისა, როდესაც ოკეანეში ჩაშვებული წყალი მთელ მოცულობაში გადანაწილდება, მისი რადიოაქტიურობა შეუმჩნეველი იქნება. ბევრად ყურადსაღები საკითხი ამ რადიაციის ადგილობრივებზე გავლენა უფროა.

მეცნიერების შეფასებით, ერთ წელიწადში გამოსხივებული რადიაციიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები 0,8 მიკროზივერტს მიიღებენ. ეს ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ნიადაგისგან, კოსმოსური სხივებისგან ან სხვა ბუნებრივი წყაროებისგან მიღებული რადიაციაა. მეტიც, კალიუმით მდიდარი საკვებისგან (მაგალითად, ბანანი) უფრო მეტ რადიაციის დოზას მიიღებენ, თუ ყოველ კვირა შეჭამენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 29
Page 9 of 29