close

ეკოლოგია

ბიზნესიგამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიასაქართველო

საქართველოში საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება

პირველად საქართველოში, მეორეული საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელმაც, საბოლოო მონაცემებით, უკვე 250 ტონაზე მეტი საბურავი გადაამუშავა და წარმატებით უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელსაც. სასარგებლო წამოწყების შესახებ, იდეის ავტორი და კომპანიის დირექტორი, 28 წლის ზურა ბაზღაძე გვიამბობს.

ზურა, რა პრინციპით ფუნქციონირებს საბურავების გადამამუშავებელი კომპანია (TRC)?

-ამ ეტაპზე, უკვე 250 ტონა საბურავი გვაქვს გადამუშავებული,  რომლის 80% ბუნებაში გადაყრილი საბურავებისგან შედგება. ასევე, გვყავს რამდენიმე კეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანია, მათ შორის – 2 უცხოური და 1 ქართული, რომლებიც საკუთარი სურვილით გვაწვდიან საბურავებს გადასამუშავებლად.

რა პროდუქტის შესაქმნელად იყენებთ უკვე გადამუშავებული საბურავის მასალას?

-მეორეული საბურავების გადამუშავების შედეგად ვიღებთ უმაღლესი ხარისხის SBRკლასიფიკაციის კაუჩუკის გრანულებს, ტექსტილისა და ფოლადის ბოჭკოს. აღსანიშნავია, რომ მიღებულ მასალას აქტიურად ვიყენებთ და უკვე ჩავანაცვლეთ იმპორტული კაუჩუკი. ასევე, გადამუშავებით მიღებული რეზინის გრანულების გამოიყენება მულტიფუნქციური სპორტული მოედნების, სკვერებისა თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისთვისაც, რადგან რეზინის გრანულები და მისი მონოლითური წესით დაგება, საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში განვათავსოთ: ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის მოედნები.

 გრანულის მონოლითური ტექნოლოგიით დაგებას უპირატესობა აქვს გრანულის ფილებად დაგებასთან. ფილებად დაგებული გრანული ზამთარ-ზაფხულის  ტემპერატურის ცვალებადობის დროს დეფორმაციას განიცდის, მონოლითური მეთოდით დაგებული კი ნებისმიერ ტემპერატურაზე უცვლელია და მისი ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივია.

გვიამბეთ კომპანიის დაარსების შესახებ, როდის დაინტერესდით აღნიშნული სფეროთი?

-აღნიშნული სფეროთი  8 წლის წინ, იტალიაში ცხოვრების დროს დავინტერესდი, რადგან სწორედ იქ გავეცანი და შევისწავლე მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისა და საბურავების გადამუშავების ტექნოლოგია. საქართველოს კანონმდებლობით, საბურავები განეკუთვნება სპეციფიკურ ნარჩენს, რომლის გადაყრა, დაწვა და დამარხვა ისჯება კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად მივიჩნიე,  ჩვენს ქვეყანაშიც შეგვექმნა საბურავების გადამამუშავებელი კომპანია. კომპანია 5 თვის წინ დავაარსეთ, თუმცა  8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ,,სტარტაპ საქართველოს“ გუნდთან ერთად, პარალელურად – შევისწავლეთ ნედლეულის მარაგი და დღევანდელ ბაზარზე არსებული სიტუაციაც.

დღეს კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს უკვე მიენიჭა ,,Labosport-ის” სერთიფიკატი, SBR-ის კლასიფიკაცია და აკმაყოფილებს უსაფრთხოების (NF EN 71-3) ევროპულ სტანდარტსაც.

გვიამბეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

სულ მალე ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში არსებული ნედლეულის სრულად ათვისებას და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ასევე, გვსურს მასალის აქტიურად გამოყენება მულტიფუნქციური მოედნების გასაკეთებლადაც, თუმცა ამისთვის ჯერჯერობით არ არის საკმარისი ხელშეწყობა და ვიმედოვნებთ, რომ ამასაც შევძლებთ. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ბუნებაში გადაყრილი საბურავები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ აღნიშნულ პრობლემის მოგვარებაში, ერთად გავაჯანსაღოთ ეკოლოგიური გარემო საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოტრანსპორტი

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს, წლის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადოს. კამპანია რამდენიმე ქალაქში განხორციელდება, მათ შორის  -ბონში, ესენში, როიტლინგენი, მანჰაემსა და ჰერენბერგში.

 DW Akademie-ის ინფორმაციით,  ინიციატივა სამ მინისტრს ეკუთვნის, რომლებმაც აღნიშნული წინადადებით ევროპის გარემოს დაცვის კომისარს კარმენუ ვერას მიმართეს. გარდა უფასო ტრანსპორტისა, მინისტრების ინიციატივა ითვალისწინებს დაბალი ემისიების ზონების განხორციელებას, ელექტროტაქსებისა და ავტობუსების რაოდენობის გაზრდას და ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის წახალისების დამატებითი საშუალებების გამოყენებას.

გერმანია ჰაერის დაბინძურებასა და ნახშირბადის გამონაბოლქვის აღმოფხვრას გამუდმებით ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინაა განთავსებული.  ასევე ცნობილია, რომ 2021 წლისთვის გერმანიას წყალბადზე მომუშავე  მატარებლები ეყოლება.

რაც შეეხება ბოლო პერიოდის ინიციატივას ხუთ ქალაქში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, ქვეყანას მისი განხორციელება დაახლოებით 1,2 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

წყარო: futurism.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

მეცნიერებმა პოლარული დათვების მეტაბოლიზმი შეისწავლეს

მეცნიერებმა პოლარული დათვის მეტაბოლიზმი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ამ მასიური მტაცებლის მომავალზე სანერვიულოდ იმაზე მეტი მიზეზი არსებობს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

მკვლევარებმა ბოფორტის ზღვის ყინულოვან ნაპირზე ზრდასრულ მდედრ პოლარულ დათვებს ზურგზე GPS სატელიტური ვიდეოკამერა დაამაგრეს და მისი აქტივობის დონეს, საკვების მოპოვებასთან დაკავშირებულ მოქმედებებსა და სისხლის ბიოქიმიას დააკვირდნენ -აღმოაჩინეს, რომ ამ სახეობის მეტაბოლიზმი 60% -ით უფრო დიდია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე არქტიკული ზღვის ყინულის შემცირების გამო პოლარული დათვი იძულებულია ნადავლისთვის უფრო შორს წავიდეს.

,,2014, 2015 და 2016 წლების აპრილში 9 პოლარულ დათვს 11 დღის განმავლობაში მაღალტექნოლოგიური სატელიტები დაამაგრეს, რისი საშუალებითაც მათ მოძრაობას უთვალთვალებდნენ და იღებდნენ ვიდეოს, რათა მათ ქცევასა და ნადირობას დაკვირვებოდნენ,”- განაცხადა აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ველური ბუნების ბიოლოგმა – ანტონი პაგანომ.

კვლევამ გამოავლინა მექანიზმები, რომლებმაც პოლარული დათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა და, აქედან გამომდინარე, ამ სახეობის მოსახლეობა, შეამცირა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ექსპერტთა შეფასებით, პოლარული დათვის მოსახლეობა 22,000 – 31,000-ია.

იმისათვის, რომ პოლარულ დათვს ცივ გარემო-პირობებში ცხოვრებისთვის აუცილებელი ენერგია ჰქონდეს, აუცილებელია, ცხიმიანი კვების რაციონი ჰქონდეს, რისთვისაც საჭიროა, რომ სელაპებით იკვებოს. თუმცა იმის გამო, რომ ზღვის ყინული გლობალური დათბობის გამო შეიცვალა, მას დიდ მანძილზე უწევს ნადავლისთვის გადაადგილება. დაკვირვების ქვეშ მყოფი დათვების უმეტესობამ საგრძნობლად დაიკლო წონაში.

„ისინი იმხელა ენერგიას კარგავენ სიარულში, რომ მის ასანაზღაურებლად სელაპის ჭამაც აღარაა საკმარისი,“ – აცხადებს პაგანო.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

აღმოსავლური პუმა ბუნებაში აღარ არსებობს

,,აღმოსავლური პუმა ბუნებაში აღარ არსებობს” – ამის შესახებ აშშ-ის თევზებისა და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მანამდე ის წითელ წიგნში იყო შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.

როგორც სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, ბოლო პუმა 1938 წელს დაიჭირეს. ველურ პირობებში კი აღმოსავლური პუმა კანადაში 1932 წელს შეამჩნიეს. როგორც განცხადებაში ნათქვამი, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში პუმის ეს სახეობა არსად არ შეუმჩნევიათ.

ცხოველი ძირითადად აშშ-ში მენი, მიჩიგანის, ილინოსის, კენტუკისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში ბინადრობდა, ასევე, კანადაში, ონტარიოსა და კვებეკში.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

რამდენად რეალურია მზის ხელოვნურად შესუსტება და გლობალური დათბობის შემცირება?

,,გლობალური დათბობის შესამცირებლად დედამიწის ზემოთ მზის მცხუნვარების შემასუსტებელი ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევა უამრავ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული, რაც მისი განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს”, – ნათქვამია გაეროს ანგარიშში. 

2015 წელს პარიზში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ზოგიერთი მეცნიერი გამოვიდა ინიციატივით, თვითმფრინავებიდან ატმოსფეროში გაეშვათ ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც მზის მცხუნვარებას შეასუსტებდა, რის შედეგადაც გლობალური დათბობა შემცირდებოდა. მათი განმარტებით, ეს პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი შედარებით იაფი საშუალებაა და დაახლოებით 1-10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

,,მაგრამ ასეთი გეოინჟნერია შეიძლება ეკონომიკურად, სოციალურად და ინსტიტუციონალურად არახელსაყრელი იყოს”, ნათქვამია გაეროს მოხსენაბაში.

მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიამ, რომელიც რომელიმე ქვეყნის ან კომპანიის მიერ განხორციელდება, მოშლის გლობალური ამინდის ნიმუშებს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიამ შესაძლოა გამოიწვევიოს ,,დამოკიდებულების პრობლემა” და თუკი ერთხელ დაიწყებ, რთული იქნება შეწყვეტა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ შეჩერებმამ შესაძლოა ტემპერატურებს შორის ნახტომი გამოიწვიოს, ვინაიდან

 ,,დამოკიდებულების პრობლემა” ერთხელ დაიწყო, ძნელია შეჩერება “, – ნათქვამია პროექტში. შეჩერდა რამდენიმე წლის შემდეგ ტემპერატურაზე გადასვლა, რადგან სათბურის აირები გააგრძელებენ ატმოსფეროში მომატებას.

დევიდ კეიტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მზის გეოინჟინერიზაციის კვლევითი პროგრამის ფაკულტეტის დირექტორი, რომელიც მზის შესუსტებების მცირე ექსპერიმენტზე მუშაობს, აცხადებს, რომ ტექნოლოგიას ,,ტაბუ” დაადეს.

მისი განმარტებით, ტექნოლოგიის რისკებისა და სარგებლის შესამოწმებლად სერიოზული კვლევებია საჭირო, მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კომპეტენტური შეფასების დაწერა.

თუმცა ბევრი მეცნიერი საკითხის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ,,ტექნოლოგიის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის რამდენიმე ათასწლეულია საჭირო,” – აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოსისტემის მეცნიერებათა პროფესორი მიილ ალენი. მისი განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმის მტკიცება, რომ გლობალური დათბობის მცირე დროში შემცირება შესაძლებელია.

აღნიშნული მოხსენების კანონპროექტის გამოქვეყნება, რომელშიც გლობალური დათბობის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შემცირების გზებია განხილული, ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოაფიზიკა

„თუ მომავალში კიდევ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უარყოფს კლიმატის საგრძნობ ცვლილებებს, გაგზავნეთ ვენერაზე, მე ვიხდი” – ჰოკინგი

ცნობილმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ დედამიწა დიდი საფრთხის წინაშე დგას, ის შიშობს, რომ ჩვენს პლანეტას დაახლოებით იგივე საშიშროება ემუქრება, რაც ოდესღაც  ვენერას.

გლობალური დათბობა ძალიან საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ატმოსფერო დღითიდღე უფრო სუსტდება და ზიანდება, ძირითადი და ყველაზე მეტად საზიანოა ქარხნები, რომლებიც გამონაბოლქვებით აზიანებენ ატმოსფეროს.

მან განაცხადა, რომ: „თუ მომავალში თქვენ კიდევ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უარყოფს კლიმატის საგრძნობ ცვლილებებს, გაგზავნეთ ვენერაზე, მე ვიხდი“.

სხვა ექსპერტებიც არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ დედამიწაზე ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, მაგრამ ჰოკინგისგან განსხვავებით, ისინი ამბობენ, რომ შესაძლებელია ყველაფრის კონტროლი ფიზიკის დახმარებით, რათა შენელდეს ტემპერატურის ცვალებადობა და არ მივიდეთ კატასტროფულ შედეგამდე.

წყარო: Dailymail.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

2017 წლის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენები

2017 წელი, სამეცნიერო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წლად შეიძლება მივიჩნიოთ.

გამოცემა BBC-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც რამდენიმე საინტერესო მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული:

ვარსკვლავების შეჯახება:

2017 წელს მეცნიერებმა აინშტაინის გრავიტაციული ტალღები ახალი წყაროდან – ორი მკვდარი ვარსკვლავის, ანუ ნეიტრონის ვარსკვლავების შეჯახებისგან აღმოაჩინეს. ამ ტალღების პირველი პირდაპირი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 2016 წელს განაცხადეს, როდესაც Advanced LIGO ლაბორატორიებმა აღნიშნეს, რომ კოსმოსი ორი შორეული შავი ხვრელის შერწყმისგან წარმოიქმნა. მეცნიერების განცხადებით, დრო სივრცის რხევების აღმოჩენით თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტელესკოპებმა გადაიღეს ნეიტრონის ვარსკვლავის შერწყმის დეტალები. აფეთქება მოხდა გალაქტიკაში, რომელიც დაახლოებით, ათასობით მილიარდი, მილიარდი კილომეტრის დაშორებით ე.წ. Constellation Hydra-ში მოხდა. ამ კატაკლიზმური მოვლენების შესახებ ზოგიერთი ფაქტი შემაძრწუნებელია. მაგალითად, ნეიტრონის ვარსკვლავები იმდენად მკვრივია, რომ ერთი ჩაის კოვზი ერთ მილიარდ ტონას აიწონის. გუნდმა შეძლო იმის დადასტურება, რომ ეს შეჯახებები სამყაროში არსებული ოქროსა და პლატინის წარმოქმნას განაპირობებს.

კასინის მისიის დასასრული

კასინის კოსმოსური ხომალდი 2004 წელს სატურნ სისტემაში ჩავიდა. ის 13 წლის მანძილზე ფუნქციონირებდა შეცვალა ჩვენი გაგება პლანეტისა და მისი მთვარეების შესახებ. მან აღმოაჩინა გეიზერები, მეთანის ტბები და ზღვები სატურნის უდიდეს მთავრე ტიტანზე და დააფიქსირა, თ როგორ შემოუარა პლანეტას გიგანტურმა შტორმმა.

საწვავის მარაგის ამოწურვის გამო ნასამ მისი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო სატურნის ატმოსფეროში შესვლის გზით. ორბიტიდან გადასვლა ნასამ განზრახ დაგეგმა და ეს აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ გამოერიცხა კასინის შეჯახების რისკი სატურნის რომელიმე მთვარესთან, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა მომხდარიყო მათი დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით. 2017 წლის 15 სექტემბერს, ხომალდი სატურნის ატმოსფეროში შევიდა, სადაც ის კომეტასავით დაიწვა.

ამერიკის უარი პარიზის შეთანხმებას

პირველ ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ,,ვარდების ბაღში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკა პარიზში ხელმოწერილ კლიმატის შეთანხმებას ემიჯნებოდა.

,,იმის გამო, რომ შევასრულო ჩემი ვალდებულება და დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, ამერიკა ემიჯნება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას…თუმცა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, შევუერთდეთ პარიზის, ან სრულიად ახალ შეთანხმებას ისეთი პირობებით, რომელიც სამართლიანი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, ” – განაცხადა ტრამპმა.

მრავალრიცხოვანი დედამიწები

3,500 პლანეტებისგან, რომლებიც ამჟამად ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარეობს, ზოგი საკმაოდ უცნაურია. არსებობს J1407b, შორეული სამყარო რგოლებით, რომლებიც 200-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ის რგოლები, რომლებიც პლანეტა სატურნს აკრავს გარს.

მაგრამ წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა შვიდი დედამიწის ზომის პლანეტით. უფრო მეტიც, ეს სამყაროები, როგორც ჩანს, ჩაკეტილი არიან უცნაურ ,,რეზონანსში”, რადგან ისინი მათი მასპინძელი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობენ. აღსანიშნავია, რომ ამ პლანეტებისგან სამი საცხოვრებლად ვარგის ზონაში მდებარეობს, სადაც წყალს ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია. სადაც წყალია, იქ სიცოცხლის შანსიც არსებობს.

ახლო ნათესავი

ივლისში მკვლევარებმა გამოავლინეს ხუთი უძველესი ადამიანის ნამარხი, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში არიან აღმოჩენილები. მათი საშუალებით დადგინდა, რომ ჩვენი სახეობა – Homo sapiens –  წარმოიშვა 100,000 წლით ადრე, ვიდრე აქმდე იყო აღიარებული. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის “აკვანი” აღმოსავლეთ აფრიკაში არ ყოფილა და რომ ჩვენი წინაპარი მთელს კონტინენტზე ვითარდებოდა.

წლის კიდევ უფრო დიდი მოვლენა გახლდათ მეცნიერების აღმოჩენა იმის შესახებ, რომ 2015 წელს აღმოჩენილი 15  ჩონჩხის ნაშთები, რომელიც ჰომო ნალედის სახეობის ადამიანებს ეკუთვნოდა, 200, 000- 300,000 წლის იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰომო ნალედი არა თანამედროვე ადამიანის შორეული წინაპარი იყო, არამედ ჩვენივე სახეობის – ჰომო საპიენსის  ადრეული წარმომადგენლები გახდნენ.

გიგანტური აისბერგი

2017 წლის ივლისში ანტარქტიდის Larsen C-ის ყინულის შელფს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა.

მკვლევართა შეფასებით, გიგანტური აისბერგის ფართობი 6,000 კვ კმ- ია – დაახლოებით, უელსის ზომის მეოთხედი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ Larsen C-ს ყინულის ხანის დასასრულიდან, დაახლოებით 11,700 წლის წინა პერიოდიდან, ასეთი მცირე მოცულობა არასდროს ჰქონია. არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ როგორ რეაგირებს შელფი კლიმატის ცვლილებებზე.

 

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოტრანსპორტი

ჩინეთმა პირველი ელექტროსატვირთო გემი გამოუშვა

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ელექტროსატვირთო გემი შექმნა და ექსპლუატაციაში გაუშვა.

გამოცემა China Dail-ის ცნობით ცნობით, 2,000 მეტრული ტონა გემის მშენებლობა ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ნოემბერში დაიწყო.

კომპანია ,,Guangzhou Shipyard International-ის” მიერ აგებულ გემს, დამუხტვის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში 80 კმ მანძილის გავლა შეუძლია.

ნულოვანი ემისიის გემის სიგრძე 70.5 მეტრია, ბატარეის მოცულობა 2,400 კვ/საათი, სიჩქარე – 12.8 კმ/სთ-ში.

,,გემი სისწრაფით არ გამოირჩევა, მაგრამ, იმის გამო, რომ ის მთლიანად ელექტროა, გარემოს საფრთხეს არ უქმნის,” – აცხადებენ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, ტექნოლოგიას მალე სამგზავრო გემებშიც გამოიყენებენ.

,,რამდენად ირონიულადაც უნდა აღიქმებოდეს, პირველი ელექტრონული სატვირთო გემი ქვანახშირის გადასატანად გამოიყენეს,” – განაცხადა Guangzhou Shipyard International-ის გენერალურმა მენეჯერმა ჩენ ჯიმ.

,,იმედია, ელექტრო სატვირთო გემი დიდხანს არ ატარებს ქვანახშირს და ჩინეთი მას უკეთესი მიზნისთვის გამოიყენებს, მაგალითად, როგორიცაა ქარის ტურბინის მშენებლობისთვის განკუთვნილი ნაწილების ან ლითიუმ-იონის ბატარეების გადატანა,” – დასძინა მან.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

ჩრდილოკორეელი დევნილები: ,,ბირთვული გამოცდის ტერიტორიებზე ხალხი იწამლებოდა და იხოცებოდა“

ჩრდილო კორეელი დევნილები აცხადებენ, რომ ბირთვული გამოცდების ადგილთან ახლოს ცხოვრების პერიოდში რადიაციის ზემოქმედებისგან ზარალდებოდნენ.

ლი ჯეონგჰა აცხადებს, რომ ის ჩრდილო კორეის დატოვებას შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდა და მიზანს 2010 წელს მიაღწია.

ამ წლების განმავლობაში Punggye- ის ბირთვული გამოცდის ტერიტორიაზე ორი ბირთვული მოწყობილობა აფეთქდა.

,,შედეგად, იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ მას ,,დაავადება- მოჩვენება” ვუწოდეთ. ვფიქრობდით, ვიხოცებოდით იმის გამო, რომ ღარიბები ვიყავით და ცუდად ვიკვებებოდით. ახლა კი ვხვდებით, რომ ეს რადიაციის გამო ხდებოდა,” – განუცხადა NBC News- ს დევნილმა ქალბატონმა.

თუმცა, სამხრეთ კორეაში საუბრისას, ლიმ გან მაუწყებელს განუცხადა, რომ მან რადიაციული შემოწმება ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

კალიფორნიაში ჯეიმს მარტინის ცენტრის მეცნიერმა ფერენკ დალნოკი-ვერესმა NBC- ს განუცხადა, რომ რადიაციული გაჟონვები რეგიონში სენსორების საშუალებით უნდა აღმოაჩინონ.

ლი ჯეონგჰა  ერთადერთი დევნილი არაა, ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის რეპრესიული ხასიათის გამო, დევნილების პრეტენზიების გადამოწმება რთულია.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

http://www.independent.co.uk

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

ცენტრალურ ევროპაში რადიაციული ღრუბელი გამოჩნდა

მეცნიერებმა ცენტრალური ევროპის მასშტაბით რადიაციული ღრუბელი აღმოაჩინეს.

გერმანიის რადიაციული დაცვის სამსახურმა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ნაწილებში რადიოაქტიურობის გაზრდის შესახებ.

გაზრდილი დონეები აღმოჩენილია გერმანიის სამ დასახლებაში, და ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში.

რადიაციული დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ეს არ უნდა იყოს ატომურ ელექტრო სადგურში მომხდარი ავარიის შედეგი.

,,ახალი ანალიზები რადიოაქტიური ნივთიერებების რუთენიუმ 106-ის წყაროსთან დაკავშირებით იმაზე მეტყველებს, რომ ის  აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიიდან 620 მეტრის დაშორებით ვრცელდება. რადიოაქტიური მასალების წყაროების ახალი ანალიზები სამხრეთ ურალში გავრცელებაზეც მიანიშნებს, მაგრამ სამხრეთ რუსეთის სხვა  რეგიონებიც არ უნდა გამოირიცხოს,” – აცხადებს გერმანიის რადიაციული დაცვის სამსახური.

ნაწილაკები რუთენიუმ -106-ია – იზოტოპები, რომელსაც  თვალის სიმსივნეების სამკურნალო თერაპიაში იყენებენ, ასევე რადიოიზოტოპურ თერმოელექტრულ გენერატორებს, რომლებიც თანამგზავრების დასამუხტად გამოიყენება.

ექსპერტების განცხადებით, რადიაციის ეს დონე საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

რადიაციის ღრუბელი თებერვალშიც გამოვლინდა და მაშინ ბევრი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს რუსეთის მიერ საიდუმლო ბირთვული ტესტირების ჩატარების შედეგი იყო.

იანვარში რუსეთ-ნორვეგიის საზღვარზე გამოვლინდა რადიაქტიურ ნივთიერების,  Iodine-131 -ის ზრდა,  ამის შემდეგ კი რადიაციულიო ღრუბელი ვროპაში გავრცელდა.

ნორვეგიის რადიაციული დაცვის ორგანოს (NRPA) თანახმად, ეს ზრდა შეიმჩნეოდა ფინეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, მაგრამ ქვეყნების ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახათ, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ მას ,,არ ჰქონდა საინფორმაციო ღირებულება”.

საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ორგანოს IRSN- ი აცხადებს, რომ Iodine-131-ის დონე ,,შეშფოთების საფუძველს არ იძლეოდა” და ის თანდათან ნორმას დაუბრუნდა.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ რუსეთი არქტიკულ წრეში ბირთვული იარაღის დატესტვას ახორციელებდა, ვინაიდან Iodine-131-ი რადიოაქტიური იზოტოპია, რომელიც ცივი ომის დასაწყისში ამერიკისა და რუსეთის მიერ დატესტილ ატომურ ბომბებშია აღმოჩენილი.

 

წყარო: https://www.express.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 29
Page 25 of 29