close
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ბათუმში, ნურიგელის ტბაში, ასი წლის შემდეგ პირველად, წავი გამოჩნდა 

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბაში, გადაშენების პირას მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველის თითქმის ასი წლის წინ გამქრალი სახეობა – წავი დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა -ალექსანდრე თევზაძემ გაავრცელა.

ეს იშვიათი ჯიშის ევრაზიული წავია და მას გადარჩენა სჭირდება. ევრაზიული წავი – Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758 ქვესახეობა ნურის ტბაში ბინადრობდა გასული საუკუნის 30-იან წლებამდე, შემდგომ წლებში მისი ნურის ტბაში პოვნის შესახებ სამეცნიერო ცნობები არ მოგვეპოვება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid