close
კოლოგიას საინტერესოავლევებისოფლიო

შვეიცარიაში ცნობილ მყინვარს, პირდაპირი გაგებით, ფუთავენ, რათა მისი დნობა შეანელონ

შვეიცარია მყინვარი

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ყოველი ზაფხულის დასაწყისში, შვეიცარიელები ალპების ცნობილი მყინვარის, რონის, შეფუთვას იწყებენ.

თეთრი ნაჭრისგან შეკერილი უზარმაზარი შესაფუთი მასალა გამოიყენება იმისთვის, რომ მზის სხივები მყინვარის ზედაპირიდან აირეკლოს და ამით ტემპერატურის მატებით გამოწვეული ყინულის საფარის დნობა შეამციროს.

რონის მყინვარი შვეიცარიის ალპებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად მცირდება ზომაში. მეცნიერების მტკიცებით, 1856 წლიდან ყინულის საფარი 350 მეტრით შემცირდა, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე კი – 39 მ-ით, რაც თითქმის საგანგაშო მაჩვენებელია.

მყინვარწვერის შეფუთვა უცნაური მეთოდია, თუმცა არა უპრეცედენტო. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და იტალია ხალხი დიდი ხანია იყენებს ამრეკლავ მასალას მყინვარწვერების ან ყინულის საფარის შესანარჩუნებლად.

ამას გარდა, ევროპელი გეომეცნიერების გაერთიანების ყოველწლიურ შეხვედრაზე, მეცნიეთა ჯგუფმა უტრეხტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინა მოსაზრება ხელოვნური თოვლის შესახებ, რათა შვეიცარიის მყინვარებს უფრო ეფექტიანად დახმარებოდა.

შვეიცარიელი მყინვარწვერების ექსპერტის, დავიდ ვოლკენის განცხადებით, მყინვარების შეფუთვამ შესაძლოა 70 %-ით შეამციროს მათი დნობა.

 

 

წყარო: wired.com

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid