close

ეკოლოგია

დედამიწაეკოლოგიაკვლევებისაქართველო

🦈მდინარე რიონში გადაშენების პირას მყოფი მინიატურული ზომის ვარსკვლავისებური ზუთხი აღმოაჩინეს.

🦈 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა – ეკოლოგმა თამარ ედიშერაშვილმა (ხელმძღვანელი ბელა ჯაფოშვილი) და გენეტიკოსმა ქეთევან ჯანაშვილმა (ხელმძღვანელი კორტ ანდერსონი), დოქტორანტმა თამარ ბერიძემ (ხელმძღვანელი კორტ ანდერსონი) მდინარე რიონში გადაშენების პირას მყოფი მინიატურული ზომის ვარსკვლავისებური ზუთხი აღმოაჩინეს.

👩‍🔬 გოგონები სრული დატვირთვით არიან ჩართულები ორგანიზაციის Fauna & Flora International (FFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანი ერთ დროს ევროპის უდიდეს მდინარეებში ფართოდ გავრცელებული, ამჟამად კი უკანონო თევზჭერისა და ვაჭრობის გამო კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის პოპულაციის დაცვაა.

მთელ კონტინენტზე შემორჩენილი ზუთხის 3 პოპულაციიდან ერთ-ერთი სწორედ საქართველოში, მდინარე რიონში, ბინადრობს, ამიტომ 2018 წლიდან FFI-მ გლობალური მნიშვნელობის ზუთხის პოპულაციის დაცვის მიზნით მდინარე რიონზეც დაიწყო საცდელი პროექტი.

🛶 სტუდენტებმა პროექტში ჩართვამდე შვედეთის Postcode Foundation-ის მხარდაჭერით ავსტრიასა და რუმინეთში სპეციალური ტრენინგები გაიარეს და ამჟამად საჭირო უნარ-ჩვევებითა და სათევზაო მოწყობილობებით აღჭურვილები გადაუდებელ საველე და გენეტიკურ კვლევებს მშობლიურ რიონზე აწარმოებენ. კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ვარსკვლავისებური ლიფსიტაც რიონში აღმოაჩინეს, მისი რიცხოვნობის შემცირების შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაცემები შეაგროვეს, შემდეგ კი უვნებლად დააბრუნეს მდინარეში.

წყარო : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

მეცნიერებმა მარიანის ღრმულში უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს

მეცნიერების მტკიცებით ოკეანის ფსკერის მხოლოდ 5%-ია შესწავლილი. პლანეტა მარსის და მთვარის მეორე მხარის შესახებ უფრო მეტია ცნობილი.

techcult-ის ცნობით, მალე ოკეანის ერთი საიდუმლო კიდევ გამჟღავნდება. მარიანისღრმული ყველაზე ღრმა და ნაკლებად შესწავლილი ადგილია. ბოლო კვლევების შედეგად, მხოლოდ ის დადგინდა, რომ წყლის სიღრმიდან ხმა ისმის. ახლა კი მეცნიერებმა უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს.

კვლევაზე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობდნენ. მათ მარიანის ღრმულიდან მიკრობები ამოიღეს. ლაბორატორიაში კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ეს ბაქტერიები მოიხმარენ ნახშირწყალბადებს. მეცნიერებაში ასეთი თვისება არც ერთ მიკროორგანიზმს არ აქვს.

ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, სად „ისწავლეს“ ეს მარიანის ღრმულის მიკრობებმა? მეცნიერებმა სინჯები მარიანის ღრმულის წყლის ზედაპირზეც აიღეს. ასევე 2000, 4000 და 6000 მეტრის სიღრმეზე. ყველა სინჯში აღმოაჩინეს ნავთობპროდუქტების ნაწილები. ამის მიზეზი გარემოს დაბინძურება.

მეცნიერების ვარაუდით, ნახშირწყალბადების მოხმარება და გამოყოფა მიკროორგანიზმებს მაღალი წნევის პირობებში არსებობაში ეხმარებათ. მეცნიერები აღმოჩენილ ბაქტერიებს იკვლევენ.

მარიანის ღრმული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინისზღვაში.

გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრიპროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია.

დაზუსტებით, გაზომვა რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმაექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10,994 მ (± 40 მ) სიღრმე.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ავსტრალიაში მილიარდ ხეს დარგავენ

ავსტრალიის ხელისუფლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში მილიარდი ხის დარგვის მიზნით სპეციალურ დაფინანსებას გამოყოფს – წერს გამოცემა Techcult

პროექტი 30 წელზეა გათვლილი და 2050 წელს დასრულდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე აირების მოცულობას 18 მილიარდი ტონით შეამცირებს.

ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, ტომას კროუტერის შეფასებით, „ხეები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ადამიანების მთავარი მეგობრები არიან.“

მეცნიერების შეფასებით მილიარდი ხე საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა, მაგრამ დედამიწის სრულიად გაჯანსაღებისთვის ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო.

„ეს კარგი გადაწყვეტილებაა. თუ ავსტრალიის ინიციატივას სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ – ეს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას შეამსუბუქებს“ – ამბობს ტომას კროუტერი.

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები ჩერნობილის კატასტროფის ახალ მიზეზებზე საუბრობენ

1986 წელს უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ სადგურზე  ერთ-ერთი რეაქტორი აფეთქდა და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ატომური კატასტროფა გამოიწვია.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მიზეზი ორთქლის აფეთქება იყო, თუმცა, ახლა მეცნიერები სხვაგვარად ფიქრობენ.

1986 წლის 25 აპრილის დილას რამდენიმე შემთხვევა მოხდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ოპერატორები რეაქტორს დაბალი სიმძლავრის ქვეშ და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ.

ქარხნის მუშები ცდილობდნენ ექსპერიმენტის ჩატარებას,  რომლის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, ის ითვალისწინებდა გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდაელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.

თუმცა, მოხდა რეაქტორის ავტომატური კონტროლის სისტემის ჩარევა, მარეგულირებელი ღეროების ჩასმა და სიმძლავრის დაცემა.

გაუკრვეველი მიზეზის გამო,  ვიღაცამ ავარიული დახურვა განახორციელა. რეგულატორებმა და ავარიულმა ღეროებმა დაიწყო ქვევით მოძრაობა, აქტიურ ზონაში ჩასვლა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ რეაქტორის სითბური სიმძლავრე მყისიერად გაიზარდა უცნობ მაღალ სიდიდეებზე (სიმძლავრემ გადააჭარბა ყველა გამზომი მოწყობილობის შკალას). მოხდა ორი აფეთქება რამდენიმე წამის ინტერვალით. შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა. პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა აფეთქებამდე, ზუსტი მიმდევრობის შესახებ არ არსებობს საერთო წარმოდგენა. ზოგადად მოიაზრება, რომ თავიდან მოხდა რეაქტორის არაკონტროლირებადი გაქანება, რომლის შედეგად, დაინგრა რამდენიმე ТВЭЛ (სითბოს გამომყოფი ელემენტი), ხოლო შემდგომ, ამით გამოწვეულ იქნა ტექნოლოგიური არხების ჰერმეტულობის დარღვევა, რომელშიც ეს ТВЭЛ-ები იმყოფებოდა. დაზიანებული არხების ორთქლი შევიდა არხთაშორის რეაქტორულ არეში. ამის შედეგად იქ სწრაფად გაიზარდა წნევა, რამაც რეაქტორის გამორთვა და მისი ზედა ფენის აქტივობა გამოიწვია. ამას კი – მექანიკურად არხების მასობრივი ნგრევა, აქტიური ზონის მთელი მოცულობის გადახურება და ორთქლის გარეთ გამოვარდნა მოჰყვა — ეს იყო პირველი აფეთქება (ორთქლით).

მაგრამ ბირთვული ფიზიკოსი ლარს-ერიკ დე გიერი და მისი გუნდი შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტოდან, შვედეთის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიური ინსტიტუტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან აცხადებდნენ, რომ პირველი აფეთქება ბირთვული იყო.

თუკი ეს სიმართლეა, მაშინ მათი დასკვნები ეწინააღმდეგება ადრე არსებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ბირთვულ ელექტროსადგურს არასდროს განუცდია ბირთვული აფეთქება, ან რომ ასეთი აფეთქება ,,შეუძლებელია”.

ორმა აფეთქებამ ჰაერში  რადიოაქტიური მასალის გაფანტვა გამოიწვია, რომელიც ქარმა ევროპის მასშტაბით გაავრცელა.

1986 წელს პეტერბურგში დაფუძნებულმა VG Khlopin Radium Institute -ის მკვლევარებმა აფეთქების ნალექები ქსენონის იზოტოპების სახით რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში აღმოაჩინეს, რომელიც ჩერნობილის ჩრდილოეთით 1000 კილომეტრში, ხოლო მოსკოვის ჩრდილოეთით 370 კმ-ში მდებარეობს.

დე გერსის და მისი გუნდის განცხადებით, თუ ქარხანაში ბირთვული აფეთქება მოხდა, ნივთიერება უფრო შორს უნდა გადასროლილიყო, ვიდრე ორთქლის აფეთქების დროს

VG Khlopin Radium Institute -ის მკვლევარებმა ჩერეპოვეცში აღმოჩენილი იზოტოპების ანალიზი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი პირველი აფეთქებისთანავე წარმოიქმნენ ატომის დაყოფის შედეგად – რაც ბირთვულ აფეთქებაზე მეტყველებს.

რეაქტორის შესწავლამ ასევე დაადგინა, რომ აფეთქებამ ბირთვის ქვეშ არსებული  2 მეტრის სისქის რკინის ფირფიტა დაადნო. დე გეერის გუნდის ცნობით, ეს ასევე შეესაბამება ბირთვულ აფეთქებას და არა ორთქლის აფეთქებას.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური RBMK-ის ტიპის იყო.  ის გაუმჯობესდა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი შემდგომი გაუმჯობესება აუცილებელია იმისათვის, რომ სამომავლო კატასტროფები ავიცილოთ.

წყარო: http://www.sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

იაპონიაში სტიქიური უბედურებისგან თავდასაცავი კაფსულა გამოიგონეს

კომპანია Cosmo Power-მა იაპონიაში მოსახლეობისთვის სტიქიური უბედურებებისგან თავდასაცავი ძალიან კარგი გამოსავალი წარმოგვიდინა. ეს არის მრგვალი კაფსულა, რომელიც  გამოსავალი თუ როგორ დავიცვათ ადამიანებს ქარიშხლის, ცუნამისა და სხვა სტიქიური უბედურებებისგან დაიცავს. მას პირობითად ნოე უწოდეს. ვიზუალურად ის კაფსულას მაგვარი დიდი მრგვალი ბურთის მსგავსია, მისი დიამეტრი 1.2 შეადგენს და 4 ადამიანის ტევადობისაა.

როგორც დიზაინერმა და შემქმნელმა მისტერ ტანაკამ განაცხადა, ცუნამის დროს ადამიანს შეუძლია 1-2 საათის განმავლობაში მოკალათდეს ე.წ “მოტივტივე კაფსულაში” სანამ სამაშველო ჯგუფი გამოჩნდება. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ჰაერის და ფანჯრის საშუალებით გარეთ ხედის ნახვის პრობლემა არ შეექმნებათ.

პროდუქტი უკვე განთავსდა ბაზარზე. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ნოეს შეძენას იაპონიაში  ყველა ოჯახი შეძლებს, რადგან მისი საჭიროება იაპონიაში ნამდვილად არსებობს.

In the round: The shelter, made from fiber-enforced plastic, is 1.2 metres - four feet - in diameter and can hold up to four adults inside

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რატომ შეიცვალა მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებულმა ტაჯ მაჰალმა ფერი?

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დაავალა, დახმარებისთვის უცხოეთს მიმართოს, რათა გაირკვეს, რატომ ეცვლება ტაჯ მაჰალს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, ფერი.

სასამართლომ განაცხადა, რომ მე-17 საუკუნეში თეთრი მარმარილოსგან აშენებული მავზოლეუმი ჯერ გაყვითლდა, ახლა კი ყავისფერი და მწვანე შეფერილობის ხდება.
მიზეზებს შორის ასახელებენ დაბინძურებას, მშენებლობასა და მწერების ფეკალიებს.
მთავრობამ ტაძრის მახლობლად ათასობით ქარხანა დახურა, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ მარმარილო ბრწყინვალებას მაინც კარგავს.

ტაჯ მაჰალის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო და 21 წლის განმავლობაში გაგრძელდა. აშენების ბრძანება იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა გასცა. ის მან  საყვარელი მეუღლის მუმთაზ-მაჰალის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მშობიარობის დროს დაიღუპა. მშენებლობაზე 20 ათასი მუშა იყო დაკავებული. ტაჯ მაჰალს ყოველდღიურად დაახელოებით 70,000 ადამიანი სტუმრობს ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.
წყარო: http://www.bbc.com
მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

დედამიწა მაშინ და ახლა – Nasa-ს ფოტოებში აღბეჭდილი წარმოუდგენელი ცვლილებები

ამერიკის კოსმოსური სააგენტო Nasa მუდმივად აწარმოებს დედამიწის სხვადასხვა წერტილების ფოტო გადაღებას. გადავწყვიტეთ თქვენთვის წარმოგვედგინა რამდენიმე საინტერესო შედარება, დედამიწის კონკრეტული ადგილების წარმოუდგენლად დიდი სახეცვლილი ბუნების ამსახველი ფოტოების საშუალებით. ფოტოებს შორის დროითი ხანგრძლივობა 5-დან 100 წლამდე მერყეობს.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა.1917 წლის ზაფხული – 2005 წლის ზაფხული.

16953210-R3L8T8D-1000-10

არალის ზღვა, ცენტრალური აზია. აგვისტო 2000 წ. – აგვისტო 2014 წ.

16952810-R3L8T8D-1000-1

ალიასკა. აგვისტო 1906 წ. – სექტემბერი 2003 წ.

16953160-R3L8T8D-1000-9

პაეუელის ტბა, არიზონას შტატი. მარტი 1999 წ. – მაისი 2014 წ.

16953610-R3L8T8D-1000-17

ბრაზილია, რონდონიის ტყეები. ივლისი 1975 წ. – აგვისტო 2009 წ.

16952860-R3L8T8D-1000-2

მაკარტი, ალიასკა. ივლისი 1909 წ – აგვისტო 2004 წ.

16952960-R3L8T8D-1000-6

ალპები. აგვისტო 1960 წ. – აგვისტო 2005 წ.

16958460-R3L8T8D-1000-22

არგენტინის ტბა. ივლისი 1998 წ. – სექტემბერი 2011 წ.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა, ყინულის საფარი. აგვისტო 1941 წ. – აგვისტო 2004 წ.

16958560-R3L8T8D-1000-23

ურუგვაის ტყე. მარტი 1975 წ. – თებერვალი 2009 წ.

 

წყარო:

ADME

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

პოლიეთილენი – საუკუნო ნაგავი

მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება.

,,ცელოფნის ხიდებზე” სიარულით, აპოკალიფსს ვუმზადებთ მომავალს…

,,რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს,  ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც.”

ზღვაში ჩაყრილი პოლიეთილენის პარკი  ზღვის კუს მედუზა ჰგონია და როგორც კი შესაჭმელად მიუახლოვდება, შიგ გაიხლართება და კვდება. ეკოლოგების მტკიცებით, ამ პრობლემამ ზღვის კუს რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. სამწუხაროდ, ეკოსისტემისთვის მხოლოდ ამ პრობლემას არ ქმნის ცელოფანის პარკი. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ პრობლემას ქმნის ადამიანი, რომელიც დაუდევრად მოისვრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ან ცარიელ პარკებს მდინარეებსა თუ ხევებში, საიდანაც საბოლოოდ ყველაფერი ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება, ან მიწაში იმარხება, სადაც სპეციალისტების განმარტებით, მთელი 1000 წელია საჭირო, რომ  იგი გაიხრწნას და ნიადაგს სრულფასოვნად განვითარების საშუალება მისცეს. საქართველოში ცელოფანის პარკებით ბუნებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი ყოველდღიურად იზრდება,

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა, პრობლემა პრობლემად რჩება. საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ მომავალს. მიკროორგანიზმები და ჭიაყელები გარდაქმნიან ფოთლებსა და მკვდარ ცხოველებს ჰუმუსად, რომელიც მცენარეებს კვებავს. ამ ციკლების ჩამოყალიბებას მილიონობით წელი დასჭირდა, ნარჩენების მზარდი რაოდენობა კი სწრაფად არღვევს ბუნებრივ ბალანსს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება.
დაახლოებით მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.

შესაძლებელია, ცელოფანი ქაღალდმა ან ქსოვილის ხელჩანთამ ჩაანაცვლოს.
ქაღალდის პარკები მალე იხრწნება და ნიადაგს საფრთხეს არ უქმნის. პატარა, ქსოვილის ხელჩანთა კი ბუნებას ორმაგად იცავს, მისი გამოყენებით უარს ვამბობთ ცელოფანის პარკებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.  2005 წლის მონაცემებით, საფრანგეთში წელიწადში დაახლოებით 17 მილიარდ ანუ 80 000 ტონა ცელოფნის პარკს იყენებდნენ. ამიტომაც საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემასთან.

– როგორ აგვარებს ევროპა ცელოფანის პარკებისგან უკვე წარმოქმნილ პრობლემებს?
– ევროპა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს პოლიეთილენით ბუნებისთვის უკვე მიყენებული ზარალის შესამცირებლად. ამისთვის საკმარისი ფული და რესურსიც აქვს. ჩვენ კი, რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს, ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც. ასეთი დასკვნისთვის საკმარისია გავათვითცნობიეროთ, რას განიცდის მიწა, რომელიც 1000 წელი უნდა ეჭიდაოს ალაგ-ალაგ ჩამარხულ ცელოფნის პარკებს.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს. დროა, უარი ვთქვათ ცელოფანის პარკებზე და გამოვიყენოთ ქაღალდი (ისიც ეკონომიურად), რათა პრობლემა, რომელიც დღეს არ ჩანს და კეთილდღეობა გვგონია, ხვალ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან.

ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა, პლოიეთილენზე ბევრად უსაფრთხოა:
• ნაჭრის ჩანთები;
• ნეილონის ჩანთები;
• კალათები;
• ზურგჩანთები;
• სხვა ბიოდეგრადირებადი მასალისგან შექმნილი ჩანთები.

თითოეულ ჩვენგანსაც შეუძლია გააკეთოს რაიმე პრობლემის აღმოსაფხვრელად მაგალითად:

ყოველი ყიდვის დროს თან ვიქონიოთ ჩანთა, რათა თავიდან ავიცილოთ ცელოფნის პარკების გამოყენება;

ერთნაირი პროდუქტები მოვათავსოთ ერთ პარკში;
ვეცადოთ, რომ ერთი ხმარების შემდეგ არ გადავყაროთ პარკები და ხელახლა გამოვიყენოთ ისინი;

გამოვიყენოთ ქაღალდი შესაფუთად, პარკების ნაცვლად;
შევამციროთ ნაგავი სახლში ნაკლებად ნარჩენიანი პროდუქციის შეძენისა და კომპოსტირების გზით;

გავავრცელოთ ინფორმაცია პოლიეთილენის პარკების მავნებლობის შესახებ (რის გაკეთებასაც ახლა მე ვცდილობ);

მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას მოთხოვნით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პოლიეთილენის პარკების მოხმარება.

პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს,   ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს  კლიმატის  გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პოლიეთილენი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს.

მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება, შეგროვების შემდეგ კი საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას. მათი გაუვნებლებისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა.

2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, პოლიეთილენის ნარჩენების 32% სანაგვეებიდან გადის და ეკოსისტემაში, მათ შორის ოკეანეებში ხვდება. 

კერძოდ, ყოველწლიურად ოკეანეებში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთში ეკოსისტემაში ერთი სატვირთო მანქანით სავსე პოლიეთილენი ხვდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მოცულობა 2-ჯერ გაიზრდება, 2050 წლისთვის კი 4-ჯერ. შედეგად დაახლოებით 35 წელიწადში ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი იქნება, ვიდრე თევზი.

,,ყველაზე დიდი პრობლემა ამ კუთხით ისაა, რომ პოლიეთილენის პარკებს ძირითადად ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებენ. ეს პრობლემა გავლენას ახდენს ოკეანის მთელ ეკოსისტემაზე”, – აღნიშნა პოლიეთილენის შედეგად დაბინძურების კოალიციის ხელმძღვანელმა, დაიანა კოენმა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

ანტარქტიდას ნიუ-იორკზე ორჯერ დიდი აისბერგი წყდება

მეცნიერთა მტკიცებით ანტარქტიდაზე, ნიუ იორკზე ორჯერ დიდი აისბერგი, ბრანტის უზარმაზარ ყინულის მასას წყდება. 1700 კვადრატული კილომეტრის ზომის ყინულის მოწყვეტის საშიშროებაზე, ინფორმაციას NASA ავრცელებს.

“ბრენტის” მყინვარის დაშლა ნიუ იორკის ტერიტორიაზე ორჯერ დიდ აისბერგს წარმოქმნის, რომელიც ღია ზღვაში გავა. ჯერჯერობით უცნობია მოვლენა დედამიწაზე და სამომავლო კვლევებზე როგორ გავლენას მოახდენს. განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ პირველად ბზარი 2016 წელს შეამჩნიეს. არ არის გამორიცხული, რომ აისბერგი თავისი მასშტაბებით უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ყველაზე დიდი იყოს. დიდი ალბათობით ამ ფაქტს შესაძლოა მყინვარის დესტაბილიზაცია მოყვეს და მასზე განლაგებულ კვლევითი სადგურ “ჰალის” საშიშროება დაემუქროს.

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მეცნიერები: ყველაზე სახიფათო აისბერგის დნობის პროცესი დაჩქარდა

ჯგუფმა, რომელიც ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული, შენიშნა, რომ ყველაზე სახიფათო აისბერგი Thwaites-ი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე. მარტო მისი დადნობაც კი საკმარისია, რომ მთელ მსოფლიოში ზღვის დონემ მოიმატოს. მკვლევარების სტატია ჟურნალმა Science Advances-მა გამოაქვეყნა.

ამ დროისთვის Thwaites-ი, ისევე როგორც სხვა ორი აისბერგი – „პან აილენდი“ და „სმიტი“ – ზომაში მცირდება. ამ სამი აისბერგის დნობის გამო, ზღვის დონე წელიწადში 0,24 მილიმეტრით იწევს, საფარის სრული კოლაფსის შედეგი კი, რომელიც დაახლოებით 200-1000 წელში მოხდება, ზღვის დონის 3,3 მეტრით მომატებაა.

ამავდროულად, უფრო და უფრო მეტი დამდასტურებელი ფაქტი ვლინდება იმისა, რომ აისბერგის დნობა, გლობალური დათბობის გამო, ყოველწლიურად ჩქარდება.

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 29
Page 19 of 29