close

ეკოლოგია

ეკოლოგიასაქართველო

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ.  საუბარია,  Uniti One-ზე. ცნობილია , რომ მემორანდუმი Uniti Sweden AB-ს, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და Silk Road Group-ს შორის გაფორმდა. ამის შესახებ  Auto Times News-ი წერს.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპარტნიორო ფონდიც.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. Uniti Sweden AB-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. საპარტნიორო ფონდისთვის საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუ ჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. აღსანიშნავია, რომ WIRED-მა Uniti One-ი 2019 წლისთვის ერთ-ერთ საინტერესო  ელექტრომობილად დაასახელა.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ნასა – ანტარქტიდის აქამდე უძრავი მყინვარები კატასტროფული სისწრაფით დნება

„ნასა“ აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე აქამდე უძრავმა მყინვარებმა „გაიღვიძა“ და ლღობა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზღვების დონეებმა შესაძლოა კატასტროფულად მოიმატოს. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის ამ ნაწილს აქამდე ბევრად უფრო სტაბილურად მიიჩნევდნენ, ვიდრე დასავლეთს.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარები, მათ შორის Totten Glacier-ი, რომელიც 2,400 კვადრატულ მილს ფარავს, მნიშვნელოვანი რაოდენობის ყინულს კარგავს.

„ნასა“ ამ კონკრეტული მყინვარის ლღობას აღწერს, როგორც „ბეჰემოთს, რომელიც ისეთი რაოდენობის ყინულს შეიცავს, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ზღვის დონე სულ ცოტა 3,3 მეტრით გაზარდოს.“  Totten-ი ერთ-ერთია იმ მყინვარებს შორის, რომლებმაც ბოლო პერიოდში დნობა დაიწყო, თუმცა ის მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, ვინაიდან აღმოსავლეთ ანტარქტიდის უდიდესი მყინვარია.

„ნასას“ კვლევის თანახმად, Vincennes Bay-ში მდებარე მყინვარების დონემ 2008 წლიდან დღემდე 2, 7 მეტრით დაიწია. გაცილებით მძიმე სიტუაციაა კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, სადაც მყინვარები გაცილებით სწრაფად დნებიან.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო 2019 წლის დასაწყისიდან ახალ პროექტს – Inter-mission Times Series of Land Ice Velocity and Elevation-ს იწყებს, რომლის მიზანი მსოფლიოს ყინულის საფარის  კონტროლია.

პროექტი გულისხმობს 30-წლიანი სატელიტურ ჩანაწერებზე დაყრდნობით მყინვარების, ყინულის ზედაპირისა და ყინულის შელფების ცვლილებების შესწავლას.

წყარო : independent.co.uk

 

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ავსტრალიის ცა ნარინჯისფრად შეიფერა. რატომ გამოაცხადა ხელისუფლებამ განგაში?

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალია გიგანტურ მტვრის ქარიშხალში გაეხვა. ნარინჯისფრად შეფერილმა ცამ მოსახლეობისა და სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია.

ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა, ვინაიდან 500 კილომეტრის სიგანის მტვერი სიდნეის მიუახლოვდა, რის გამოც ფრენების გადადებაც კი გახდა საჭირო.

ხელისუფლების განცხადებით, ქარიშხალი გამოწვეულია ძლიერი ქარით, რომელმაც ჰაერში მშრალი ქვიშა გაფანტა.

ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, პრობლემა გვალვამ გაამწვავა, რომელიც ქვეყანას აგვისტოდან დაატყდა თავს.

პარამედიკოსები აცხადებენ, რომ ათეულობით ადამიანს სუნთქვის გაძნელება და ასთმის გართულებები აღენიშნა, თუმცა მათი კავშირი მტვერთან ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სიდნეიში მტვერმა ცა დააბნელა და საშიშროების შესახებ კითხვები გააჩინა.

ჯანდაცვის სამსახურები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მოხუცებსა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებს, მოუწოდებენ, შენობებში დარჩნენ.

სიდნეის მტვრის ქარიშხალი ძალიან გავს უფრო ინტენსიურ მოვლენებს, რომელსაც ქალაქში 2009 წელს ჰქონდა ადგილი და რამაც ასეულობით ადამიანში სუნთქვის პრობლემები გამოიწვია და რის გამოც თვითმფრინავებმა იძულებითი დაჯდომა განახორციელეს .
წყარო :  BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

გიგანტურმა, 1000-მეტრიანმა ობობების ქსელმა ტბა დაფარა

ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ტბა ვისტონიდა საშინელებათა ფილმის სცენას დაემსგავსა. უამრავმა ობობამ ტბის ზედაპირზე უზარმაზარი- 1000 მეტრიანი ქსელი გააბა.
ტბის ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორაა დაფარული ტბის მიმდებარედ არსებული ბუჩქები, ღობეები და პატარა ხეები ობობების ქსელით.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იშვიათი ფენომენი ასობით ათასმა ტეტრაგნატამ [ობობის სახეობა] გამოიწვია, რომელთა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი შემოდგომის სეზონისთვის არაბუნებრივად თბილი ამინდი გახდა. გარდა ამისა, ობობების რაოდენობის ზრდა კოღოების რაოდენობის ზრდამაც განაპირობა, რომლებსაც ობობები საკვებად იყენებენ.
ბიოლოგისტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ქსელის კიდევ უფრო მომატება, ვინაიდან უახლოეს მომავალში კიდევ ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი.
მსგავს შემთხვევას საბერძნეთში სექტემბერშიც ჰქონდა ადგილი, როცა რამდენიმე ასეულ მეტრიანმა ობობების ქსელმა აიტოლიკოში ლაგუნას მთელი აღმოსავლეთ მხარე დაფარა.
წყარო : independent.co.uk/news/
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევებისაქართველო

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით და ასევე  ტყვიის შემცველობის განსაზღვრას სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გასული კვირის განმავლობაში ავტომატური საგურების საშუალებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 9 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 10 ოქტომბერს ყაზბეგის გამზირზე  აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება,  ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 11 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვაშლიჯვარში  1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 1.2-ჯერ. 12 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში  1.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 13 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 14 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ. 15 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ.  ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვარკეთილში 160-ე საბავშვო ბაღის, აღმაშენებლის გამზირზე მე-18 საჯარო სკოლის, მუხიანის დასახლებაში 175-ე საჯარო სკოლისა და ორთაჭალაში 72-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 წყარო : www.nea.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

უკრაინამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის სადგური ააშენა

ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადგილზე ახალი მზის ენერგიის სადგური ააშენეს.

ჩერნობილის ქარხანა 1986 წლის  ბირთვული კატასტროფის ადგილი გახლავთ.

რადიოაქტიური მასალა ევროპის სხვადასხვა ნაწილში ატმოსფეროში გავრცელდა და  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ჩერნობილის სადგური 2000 წელს დაიხურა.

ატომური სადგურის ირგვლივ ტერიტორია, დაახლოებით 2,600 კვადრატული კილომეტრი ექსკლუზიურ ზონადაა გამოცხადებული.

ახლა კი უკრაინამ ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პირველი მზის ენერგიის სადგური ააშენა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს განახლებადი ენერგიის კომპანიებმა მიტოვებული ტერიტორია განავითარონ.

ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროსადგური დაახლოებით 2,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ ზონაში მოსახლეობის დაბუნებას სულ მცირე 24 000 წელი დაჭირდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ულამაზესი ლურჯი თუთიყუში გადაშენდა 🐦

ლურჯი თუთიყუში “არა“  გადაშენდა. ამის შესახებ CNN-ი   წერს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ თუთიყუშის გადაშენების მიზეზი ტყეების მასიური ჩეხვაა.

ამ სახეობის თუთიყუშები ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, ბინადრობდნენ ტყეებში, ხეების ფუღუროებში. საშუალოდ 2 კვერცხს დებდნენ, იკვებებოდნენ მცენარის ნაყოფითა და თესლით.

BirdLife International-ის ანგარიშის მიხედვით, ფრინველის ველურ ბუნებაში გადაშენების მიუხედავად, მსოფლიოში შემორჩენილია დაახლოებით 60-80 თუთიყუში, რომლებიც კერძო საკუთრებაში არიან და გალიებში ცხოვრობენ.

BirdLife International-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოში სხვადასხვა სახეობების გადაშენების სტატისტიკამ იმატა, რასაც ადამიანის გარემოზე უხეში ზემოქმედებით ხსნიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ბამბის ქსოვილი და ტანსაცმელი პლასტმასისგან

400 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად, მხოლოდ 18 პროცენტი მუშავდება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმმა განაცხადა – დაახლოებით, 8 მილიარდი კილოგრამი პლასტმასი იძირება ოკეანეში, რაც ყოველ წუთში თითო დიდ სატვირთო პლასტმასს ნიშნავს.

სხვადასხვა ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც წარმატებულია  მოდის სფეროში და სხვადასხვა ტანსაცმელს აწარმოებს, გადაწყვიტა, რომ ასეთი დიდი რაოდენობით პლასტმასს შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მათთვის და გადამუშავების შედეგად, მიიღეს ბამბის ქსოვილი.

ამგვარი CSR-ის ( კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა)  შედეგი არის ის, რომ ოკეანის დასუფთავებაც უფრო აქტუალური გახდა და, ასევე, ნაკლები კაპიტალი იხარჯება ბამბის ქსოვილის მოსაპოვებლად.

წყარო:Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამანქანათმშენებლობამსოფლიოტრანსპორტი

„BMW-მ” ახალი ელექტრომობილი წარადგინა

„BMW-მ” ჩინეთში გამართულ ავტოჩვენებაზე მსოფლიოს ახალი ელექტრომობილი წარმოადგინა. ახალი ელექტრომობილის სახელია „iX3-ია“ და როგორც უცხოური მედია წერს, მას გერმანელი მწარმოებლებისგან შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ელემენტი აქვს.

მისი 200-კილოვატიანი ელექტროძრავა ავტომობილს 400 კილომეტრის დაფარვაში დაეხმარება.

„iX3“ ბევრი კარგი თვისებით გამოირჩევა.  ავტომობილი ვიზუალურად „BMW-ს“ სხვა მოდელებს ჰგავს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთისთვის აღნიშნული ელექტრომობილები მისაღები იქნება, ხოლო ევროპაში უფრო ჰიბრიდული მოდელები გახდება პოპულარული. ახალ ელექტრომობილს, ჩვეულებრივი ავტომობილებისგან განსხვავებით,  წვრილი საბურავები და ახალი თაობის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია აქვს.

წყარო:Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლები გადასახადისგან გათავისუფლდებიან

,,საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა” –  ამის შესახებ პრემიერმა გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენ შემოდგომაზე ამ პოლიტიკას წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 29
Page 21 of 29