close
კოლოგია

გრელანდიამ ერთ დღეში ყინულის მასის 40 პროცენტი დაკარგა

ყინულის დნობა. გრელანდია

გრელანდიამ ერთ დღეში, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ყინულის მასის 40 პროცენტი დაკარგა, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ტონის ტოლფასია.

გრელანდიისთვის ამ რაოდენობის ყინულის შუა ივნისში დნობა უჩვეულოა, ვინაიდან კუნძულის „დნობის სეზონის“ პიკად, რომელიც ივნისიდან აგვისტომდე გრძელდება, ივლისი ითვლება.

თუმცა ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერი თომას მოუთი აცხადებს, რომ ყინულის დნობის ეს შემთხვევა უპრეცედენტო არაა და ამ მხრივ რეკორდულად შეიძლება ჩაითვალოს 2012 წელი, როდესაც დნობა ყინულის თითქმის მთელმა საფარმა განიცადა.

რა იწვევს უეცარ დნობას?

მოუთის განმარტებით, თითქმის მთელი გაზაფხულის განმავლობაში აღმოსავლეთ გრელანდიაში დამბლოკი შვერილი მდებარეობდა, რამაც დნობის პიკი გამოიწვია.

მაღალი წნევის შვერილი სითბოს ზრდის და ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას. ბოლო ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეს მაღალი წნევის შვერილი  უფრო გაძლიერდა, ვინაიდან კიდევ ერთი მაღალი წნევა შემოიჭრა აღმოსავლეთ შეეთებული შტატებიდან და ივნისის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთში ხანგრძლივი ცხელი და  მშრალი პერიოდი გამოიწვია.

„2007 წლიდან დიდი დნობის სეზონების მთელი სერიის მომსწრე გავხდით. 1990-იან წლებამდე მსგავსი არაფერი გვინახავს,“ აცხადებს თომას მოუთი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუკი მსგავსი პროცესები გაგრძელდება, ამას აუცილებლად გლობალური შედეგები მოყვება, რაც განსაკუთრებულად  ზღვის დონის მატებაზე აისახება.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2