close

ეკოლოგია

ეკოლოგიავიდეომსოფლიო

როგორ გამოიყურება დღეს ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა – ჩერნობილი [ვიდეო]

YouTube-ზე პოპულარული ხდება ვიდეო, რომელიც ჩერნობილის გარიყულ ზონაში გადაიღეს. მომხმარებელმა SlivkiShow-მ ვიდეო 29 აპრილს ატვირთა და უკვე 8 მილიონამდე ნახვა აქვს.

 

 

 

შეგახსენებთ, 1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მეოთხე ბლოკში აფეთქება მოხდა.

ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე 1945 წელს, ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას.

ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის პირველი  და ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.

უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

მეცნიერები იკვლევენ, რატომ იღუპებიან გადამფრენი ფრინველები აშშ-ში

ნიუ – მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა იწვევს ასობით ათასობით გადამფრენი ფრინველის დაღუპვას ნიუ-მექსიკოსა და აშშ-ის რამდენიმე სხვა შტატში.

ნიუ-მექსიკოს გარდა გადამფრენი ფრინველები, რომლებიც მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორებიცაა მგალობელი ფრინველები, ბეღურები, შაშვები, დასავლური ტყის პივები და მემატლიები კოლორადოში, ტეხასსა და მექსიკაშიც იღუპებიან.

„საშინელებაა, დაღუპულ ფრინვეთა რაოდენობა ექვსნიშნაა,“- განაცხადა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის  პროფესორმა მართა დესმონდმა.

ნიუ – მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგები 300 მკვდარი ჩიტის იდენტიფიცირება,  კატალოგიზაცია  და გამოკვლევა დაიწყეს, რათა, ამ გზით, დაედგინათ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი გარდაცვალების დროს.

თვითმხილველებმა და ბიოლოგებმა განაცხადეს, რომ ფრინველები სიკვდილის წინ უცნაურად იქცეოდნენ. მაგალითად, ფრინველები, რომლებიც ჩვეულებრივ ბუჩქებსა და ხეებში გვხვდება, მიწაზე შენიშეს, რომლებიც საჭმელს ეძებდნენ და ხოჭოებს დასდევდნენ. ბევრი მათგანი კი ისეთი უსიცოცხლო  და ურეაქციო იყო, მანქანები ეჯახებოდნენ. მერცხლები, რომლებიც საჰაერო მწერები არიან და არც კი დადიან, ისხდნენ მიწაზე და უშვებდნენ ხალხს მათთან, დასძინა მან.

მერცხლები, რომლებიც მწერიჭამია ფინველები არიან და არც კი დადიან, ისხდნენ მიწაზე და ადამიანებს მათთან მიახლოების საშუალებას აძლევდნენ.

ბიოლოგების აზრით, ფრინველების სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა კალიფორნიასა და აშშ-ის სხვა დასავლეთ შტატებში გაჩენილი ტყის ხანძრები იყოს, რამაც ფრინველები იძულებული გახადა, მიგრაცია დროზე ადრე დაეწყოთ, მანამ, სანამ ისინი მზად იქნებოდნენ.

”ფრინველებს, რომლებიც მიგრირებდნენ, სანამ ისინი ამისთვის მზად იქნებოდნენ,  შესაძლოა, გადარჩენისთვის საკმარისი ცხიმი არ ჰქონოდათ ”, – განმარტავენ მეცნიერები.

ზოგიერთ ფრინველს შეიძლება მიგრაციისას გზების შეცვლა მოუწია, ზოგს კი, შესაძლოა, კვამლის ჩაყლაპვის შედეგად  ფილტვები დაუზიანდა.

თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ფრინველების დახოცვის ცალკეული შემთხვევები ხანძრების დაწყებამდე, აგვისტოშიც დაფიქსირდა. „ასე რომ, მათი დახოცვის  მიზეზი შეიძლება სხვა იყოს. ეს კი ძალიან საგანგაშოა,“- განმარტავენ ბიოლოგები.

მათ რამდენიმე დახოცილი ფრინველი  ორეგონის შტატში მდებარე „თევზისა და ველური ბუნების სამსახურის ექსპერტიზის ლაბორატორიაში“ (US Fish and Wildlife Service Forensics Laboratory) გადააგზავნეს, თუმცა, პასუხის მიღებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ველური ბუნების პოპულაციები ბოლო 50 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ორ მესამედზე მეტით შემცირდა

ველური ბუნების პოპულაციები ბოლო 50 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ორ მესამედზე მეტით შემცირდა, – ამის შესახებ მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, 1970 წლიდან დღემდე ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიების, ქვეწარმავლების და თევზების 20 000-ზე მეტ პოპულაციაში საშუალოდ 68%-იანი კლება დაფიქსირდა.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ “კატასტროფული კლების” შეჩერების ნიშანი არ ჩანს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბუნება ამ შედეგამდე ადამიანის ქმედებებმა მიიყვანა.

„ვწვავთ ტყეებს, ვარღვეევთ თევზაობის წესებს, ვანადგურებთ ველურ ბუნებას. ვამსხვრევთ საკუთარ სამყაროს, რომელსაც  სახლს ვეძახით, რისკის ქვეშ ვაგდებთ ჩვენს ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და გადაჩენას. ახლა სასოწარკვეთილი ბუნება SOS სიგნალს გვიგზავნის და ჩვენი დრო იწურება“,- აცხადებს WWF-ის აღმასრულებელი  ხელმძღვანელი ტანია სტილი.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ თუკი არაფერი შეიცვლება, პოპილაციები კლებას განაგრძობს და ველური ბუნება გადაშენების საფრთხის წინაშე დადგება.

https://www.bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მეცნიერები – გლობალური დათბობის შედეგად ვირუსები, შესაძლოა, უფრო სახიფათო გახდნენ

გლობალური დათბობის გამო ვირუსები, შესაძლოა, უფრო ძნელად მოკვდნენ და ამით ზოგიერთი ინექციური დაავადება უფრო სახიფათო გახდეს, – ამის შესახებ შვეიცარიელი მეცნიერები გვაფრთხილებენ.

მათი კვლევის თანახმად, წყლით გავრცელებადი ვირუსები, რომლებიც უფრო თბილ გარემოსთან არიან ადაპტირებულენი, უფრო ხანგრძლივად არიან ინფექციურები და ისეთი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ, როგორიც ქლორია, უფრო რეზიზსტენტულები არიან.

”ეს გულისხმობს, რომ თბილ რეგიონებში მიკრობული წყლის ხარისხი შეიძლება უარესი იყოს და ვირუსებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები უფრო მეტი იქნება”, – განაცხადა ქალაქ ლოზანაში მდებარე შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის გარემოს ქიმიის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კონმა.

მზის სხივს, მაღალ ტემპერატურასა და სხვა მიკრობებს ზედაპირული წყლების ვირუსების დეაქტივაცია შეუძლიათ, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების უნარს. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვირუსების რეაქცია კლიმატის ცვლილების საპასუხოდ ვითარდება.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება ენტეროვირუსები, ვირუსების ოჯახი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ინფექციები, მათ შორის გაციება, პოლიომიელიტი და ვირუსული ინფექციური დაავადება „თურქული“, გარემო პირობების ცვლილებებთან ადაპტირდნენ.

გუნდმა ტბის წყლით სავსე კოლბებში 10С და 30С ტემპერატურაზე, ადამიანის ენტეროვირუსის ოთხი განსხვავებული პოპულაცია შექმნა, მზის სხივების დასხივებით და მის გარეშე. შემდეგ მათ ნიმუშები სითბოსა და სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. კვლევამ აჩვენა, რომ სითბოსთან ადაპტირებული ვირუსები გახურებით დეაქტივაციის მიმართ უფრო რეზისტენტულები არიან, ვიდრე ცივ წყალში ინკუბირებულები. ცივ წყალში გადატანის შემდეგ სითბოსთან ადაპტირებული ვირუსები უფრო დიდხანს დარჩნენ აქტიურები და უკეთესად გაუძლეს ქლორის ზემოქმედებას.

„დასკვნების თანახმად, ვირუსები თბილ წყლებში უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ ინფექციურ მდგომარეობას და უფრო მდგრადი იქნებიან დეზინფექციის მიმართ”, – განაცხადა პროფესორმა კონმა.

ეს ნიშნავს, რომ გლობალურმა დათბობამ ადამიანები ცურვის, ან დაბინძურებული წყლით მორწყული საკვების მიღებისას, შესაძლოა, დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ დააყენოს.

წყარო :independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

გერმანიაში ააშენებენ ქალაქს, სადაც ავტომობილები არ იქნება

გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში, 16 ჰექტრის გართობზე ახალ ქალაქს ააშენებენ, რომლის სახელწოდება Buckower Felder-ი იქნება. ამის შესახებ Welt-ი წერს.

მისი მთავარი განსაკუთრებულობა ის გახდება. რომ ქალაქში ავტომობილები არ იქნება. ამ ტერიტორიაზე 40 მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, უახლოეს ტერიტორიაზე კი ხეები დაირგვება. მოსახლეობა გადაადგილებისთვის ველობილიკებს გამოიყენებს.

Buckower Felder-ის მშენებლობა 2021 წელს დაიწება და 3 წელს გაგრძელდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

კუ, რომელმაც თავისი სახეობა გადაშენებას გადაარჩინა, ველურ ბუნებაში დაბრუნდა 🐢

100 წლის გალაპაგოსის გიგანტური კუ დიეგო, რომელმაც თავისი სახეობა გადაშენების, ველურ ბუნებაში დაბრუნდა. ამის შესახებ BBC ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფომრაციით, დიეგო და კიდევ 14 მამრი კუ კუნძულ ესპანიოლაზე დააბრუნეს, სადაც ისინი თავისუფლად იცხოვრებენ.

დიეგო ერთ-ერთი იყო იმ 14 მამრ კუს შორის, რომლებიც სპეციალისტებმა 1960-იან წლებში გალაპაგოსის კუნძულზე გამრავლების პროგრამისთვის შეარჩიეს. 50 წლის წინ კუნძულ ​ესპანიოლაზე მხოლოდ 2 მამრი და 12 მდედრი გიგანტური კუ ბინადრობდა. პოპულაციის აღსადგენად დიეგო გალაპაგოსის კუნძუზლებზე აშშ-დან, სან დიეგოს ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.

პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, მის ფარგლებში 2 000-ზე მეტი გიგანტური კუ დაიბადა. დიდი წვლილი ამაში დიეგოს მიუძღვის. არსებული მონაცემებით, 100 წლის კუ 800 პატარას მამა გახდა. პროგრამა დასრულდა და მარტში დიეგოს მშობლიურ ​ესპანიოლაზე გაუშვებენ. იქ 1 800 კუ იცხოვრებს, აქედან 40% დიეგოს შთამომავლები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ინდოეთში 50 ათასი წლის ტბა ერთ ღამეში გავარდისფრდა

ინდოეთში, მაჰარაშტრას რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარე მეტეორიტულ კრატერში წარმოშბილმა ტბამ ერთ ღამეში ფერი იცვალა და ვარდისფერი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Lonar-ის ტბის გავარდისფრებას ექსპერტები მარილიანობის ცვლილებასთან და წყალში წყალმცენარეების არსებობასთან აკავშირებენ.

ადგილობრივი გეოლოგის გაჯანან ხარატის თქმით, Maharashtra Tourism’s Twitter-ზე ატვირთულ ვიდეოში ამბობს, რომ მსგავსი მოვლენა ადრეც დაფიქსიდა, თუმცა ის ასეთი თვალსაჩინო არ ყოფილა.

„წელს ტბა განსაკუთრებულად წითელია, რადგან წყალში მარილიანობა მკვეთრადაა გაზრდილი. ტბაში წყლის რაოდენობამ დაიკლო და ტბა უფრო მტკნარი გახდა, რამაც მარილიანობის ზრდა და გარკვეული შიდა ცვლილებები გამოიწვია“, – აღნიშნა მან.

ხარატის თქმით, მეცნიერები ასევე იძიებენ იმ ფაქტს, გახდა თუ არა წითელი წყალმცენარეების არსებობა ფერის შეცვლის მიზეზი.

ლონარის ტბა 50 ათასი წლის წინ, მეტეორიტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოყალიბდა. იგი მუმბაისგან 500 კილომეტრითაა დაშორებული და ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ინდოეთში კაცმა თავისი მიწა 2 სპილოს უანდერძა

ინდოეთის მოქალაქე ახტარ იმამმა ანდერძი შეცვალა და მისი კუთვნილი მიწა ორ სპილოს დაუტოვა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპილოები მოტი (მარგალიტი) და რანი (დედოფალი) იმამის სიკვდილის შემდეგ 2.5 ჰექტარ მიწას მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებას კაცი იმით ხსნის, რომ სპილოებმა ის სიკვდილისგან იხსნეს, როცა შარშან მის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სპილოებმა მფლობელი საფრთხის შესახებ გააფრთხ​ილეს და ბოროტმოქმედებს გაეკიდნენ.

იმამი ველური ბუნების ფონდს მართავს და სპილოებს დაბადებიდან ზრდის. მოტი 20 წლისაა, რანი კი 15-ის. კაცის თქმით, მიწის ნაწილი მან ცოლსა და შვილებს დაუტოვა, თუმცა ისინი მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ნახშირორჟანგის გამოყოფის გლობალური მაჩვენებელი 17 %-ით შემცირდა

კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციისა და შეზღუდვების გამო მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფის დონე მიმდინარე წლის აპრილში გასულ წელთან შედარებით 17 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომლის შედეგები ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს CO2-ის გამოყოფის დონე ისეთ მაჩვენებლამდე დაეცა, როგორიც 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსიებულა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის წლიური მაჩვენებელი 2020 წელს 7 პროცენტით შემცირდება.

კვლევა 69 ქვეყანაში, აშშ-ის 50 შტატში, ჩინეთის 30 პროვინციაში ჩატარდა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2020 წლის აპრილში ყოველდღიურად 83 მილიონი ტონა  ნახშირორჟანგის გამოყოფა ხდებოდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 100 მილიონ ტონას უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებში კარბონის დიოქსიდის ემისიის მაჩვენებელი 26 პროცენტითაც კი შემცირდა.

ცნობისათვის, გაეროს 2019 წლის ანგარიშის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ნახშირორჟანგის გამოყოფა წელიწადში 2.7 პროცენტით შემცირდება, გლობალური დათბობა 2 გრადუს ცელსიუსზე მეტს არ მოიმატებს, ხოლო იმ შემთხვევაშიმ თუკი ემისია 7.6 პროცენტით შემცირდება -ტემპერატურის მატების მაჩვენებელი 1.5 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები იქნება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

უგანდაში მცხოვრები ცნობილი გორილა რაფიკი მონადირეებმა მოკლეს

უგანდაში მცხოვრები ცნობილი გორილა სახელად რაფიკი მონადირეებმა მოკლეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გორილას მოკვლისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს.

ვერცხლისფერზურგიან მთის გორილა (Gorilla beringei beringei) გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. თუ დაკავებულებს დანაშაული დაუმტკიცდათ, სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ ან $5.4 მილიონის გადახდა მოუწევთ.

„ეს ძალიან დიდი დარტყმაა“ – ასე გამოეხმაურა უგანდის ველური ბუნების სამსახური (UWA) რაფიკის სიკვდილს.

უგანდაში ათასამდე მთის გორილაღაა შემორჩენილი. რაფიკი დაახლოებით 25 წლის იყო და 17 მაიმუნს წინამძღოლობდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 29
Page 12 of 29