close

ეკოლოგია

დედამიწაეკოლოგია

ვულკანის ამოფრქვევას ისლანდიის დედაქალაქთან ახლოს მაყურებელი ჰყავდა

ვულკანი 19 მარტს ამოიფრქვა სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს და ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 მილის მანძილზე. ვულკანის ბოლო ამოფრქვევის შემდეგ 800 წელი გავიდა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში მიწისძვრები ხდებოდა ყოველდღე, რამაც ვულკანის გააქტიურება გამოიწვია.

მთის ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილების საშუალება შაბათამდე არ ჰქონდა, მაგრამ შაბათს, შუადღის შემდეგ ლაშქრობის საშუალება მიეცათ და ათასობით ადამიანი ეწვია ვულკანს.

ექსპერტების თქმით, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი ლავა გადმოიღვარა, მაგრამ ამ ეტაპზე ადგილობრივებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამოფრქვევა შედარებით მცირე იყო და კონტროლირებადი. თუმცა, ჰაერის მოსალოდნელი დაბინძურების პოტენციალის გამო მთის მიმდებარე ტერიტორია 22 მარტს ისევ იკეტება.

ექსპერტებს არ შეუძლიათ წინასწარ თქვან როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ვულკანური აქტივობა უკვე შემცირებულია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგიავიდეო

ვენეციის არხებში დელფინები გამოჩნდნენ🐬

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული „ფეიკ ნიუსი“ ვენეციის არხებში დელფინების გამოჩენას ეხებოდა. მედიაში წერდნენ, რომ კარანტინის გამო ბუნება იმდენად გასუფთავდა, რომ ცხოველებმა ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტეს. თუმცა რამდენიმე დღეს წინ ძუძუმწოვრები ვენეციაში ნამდვილად დაინახეს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წმინდა მარკის მოედანთან ერთ-ერთ არხში დელფინი თავის შვილთან ერთად შენიშნეს. ისინი არხში დაახლოებით 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები მათ ფოტოებს უღებდნენ.

შემდეგ კი პოლიციისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა დელფინები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადრიატიკის ზღვაში გააცილეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა კორპორაციამ საკურას ყვავილობის გრაფიკი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საკურას ყვავილობა ჩვეულებრივზე 11 დღით ადრე დაიწყო. ტოკიოში საკურას ყვავილობა პიკს 22 მარტს მიაღწევს.

ცნობისთვის, საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ, მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ბიოდეგრადირებადი პირბადეები მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა

100%-ით ბიოდეგრადირებადი პირბადეები, რომლებიც ყვავილის თესლებისგან მზადდება, მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას Tek Deeps-ი ავრცელებს. ეს ინოვაციური იდეა გრაფიკულ დიზაინერ ქალს, მარიან დე ჰროტ-პონსს ეკუთვნის, რომელიც ნიდერლანდებიდანაა.

ინოვაციური პირბადეები ვირუსისგან ისევე იცავს, როგორც სახლში დამზადებული ქსოვილის ნიღბები, მათი გამოყენება მეტი ეფექტურობისთვის სხვა ნიღაბთან ერთად კომბინაციაშიც შეიძლება.

პირბადის მასალა ბრინჯის ქაღალდია და შეიცავს ყვავილის თესლებს. აღსანიშნავია, რომ პირბადეში რეზინის მაგივრად, რბილი ძაფებია გამოყენებული, რომელიც სუფთა ცხვრის მატყლისგან მზადდება და ყურისთვის მეტად კომფორტულია.

საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა გამოყენების შემდეგ პირბადე ბაღში ან დიდ ქოთანში დავრგოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

გაერო – ყოველ წელს მსოფლიოში 900 მილიონ ტონაზე მეტი საკვები იყრება

ყოველ წელს მსოფლიოში 900 მილიონ ტონაზე მეტი საკვები იყრება, – ამის შესახებ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ანგარიშშია აღნიშნული. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სურსათის ნარჩენების ინდექსის თანახმად, მომხმარებლებისთვის მაღაზიებში, ოჯახებსა და რესტორნებში ხელმისაწვდომი საკვები პროდუქტების 17%-ი ნაგვის ყუთებში მიდის.

ამ ნარჩენების დაახლოებით 60%-ი სახლებში გროვდება.

”923 მილიონი ტონა საკვები, რომელიც ყოველწლიურად იკარგება, 23 მილიონ 40 ტონიანი მოცულობის სატვირთო მანქანას აავსებს,“- აცხადებენ ორგანიზაცია Wrap-ში, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობისას პარტნიორობას უწევდა გაეროს.

საკვების ნარჩენები – ეს არის საკითხი, რომელიც ადრე განიხილებოდა, როგორც მხოლოდ მდიდარი ქვეყნების პრობლემა, რადგან ამ ქვეყნებში მომხმარებლები  ყიდულობდნენ იმაზე მეტს, ვიდრე საკვებად სჭირდებოდათ, მაგრამ გაეროს კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვები ნარჩენები სიჭარბის პრობლემა მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში არ არის.

Wrap– ის კვლევის თანახმად, კორონავირუსის გამო დაწესებულმა „ლოქდაუნმა“ საკვების ნარჩენების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 22% –ით შეამცირა.  აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა 2019 წელს მილიონობოთ ტონა საკვები გადაიყარა, ამავე წელს მსოფლიოში 690 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ვენეციაში არხები დაშრა

ვენეციის არხების მონაკვეთები თითქმის სულ დაშრა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყლის დონემ – 48 სმ-მდე დაიწია, რის გამოც ნავები და გონდოლები ტალახშია ჩაფლული.

დეკემბრის თვეში ვენეციაში წყალდიდობამ ცენტრალური მოედანი დაფარა, ხოლო მაღაზიებსა და სხვა ბიზნესებს კი დიდი ზარალი მიადგა. 2019 წლის ნოემბერში კი ვენეციაში, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა დაფიქსირდა და წყლის დონემ 187 სანტიმეტრს მიაღწია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგია

მეცნიერები: Bitcoin-ის მოპოვება დედამიწაზე კლიმატს საფრთხეს შეუქმნის

კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, – აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი.

„ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, – აცხადებს ექსპერტი.

მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში.

26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა.

22 თებერვალს ბიტკოინმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. CoinMarketCap-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათში 7,8%-ით გაიზარდა და 56 000 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიულ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

50 000 დოლარიან ნიშნულს ბიტკოინმა 16 თებერვალს გადააჭარბა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მალე Coca-Cola პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს

როგორც ვიცით, პლასტმასი ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ბევრმა კომპანიამ გამოწვევის საპასუხოდ თავიანთ პროდუქციაში ცვლილებები შეიტანა და ალტერნატიული შეფუთვა მოძებნა. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც Coca-Cola იქნება, რადგან კომპანიამ გადაწყვიტა პლასტმასის ნაცვლად მდგრადი ქაღალდის ბოთლი გამოუშვას. ყოველწლიურად Coca-Cola იყენებს 3 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასის შეფუთვას, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი არ გადამუშავდება.
ბოთლის პროტოტიპი დაამზადა დანიურმა კომპანია Paboco-მ(Paper Bottle Company). 2021 წლის ზაფხულს იგეგმება უნგრეთში Coca-Cola-ს პირველი ქაღალდის ბოთლის შემოწმება. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ 200 000 ბოთლის ჩაშვებას გეგმავს, რომლითაც გაიყიდება სასმელი, სახელწოდებით Adez, რათა შეამოწმონ ქაღალდის ბოთლი რეალურ სამყაროში და მოსახლეობის დამოკიდებულება.
Coca-Cola-ს ბოთლის ვიზუალურ მხარეზე ბევრი კითხვა გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაცია უცნობია, თანაც პროდუქტის ოფიციალურ ჩაშვებამდე დიდი დროა, რადგან ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტს რამდენიმე წელი დასჭირდება.
კომპანია ოფიციალურ საიტზე წერს: “წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაღაზიაში ერთ დღეს გაქრა პლასტმასის შეფუთვა და საბოლოოდ, ყველა მინის ბოთლი და ლითონის კონსერვები, რომ ყველა შეფუთვა დამზადებულია განახლებადი მასალისგან, რომელთა გადამუშავება ან ბუნებაში დაბრუნება შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე.”

წყარო: Fastcompany
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

კვლევა: პლანეტაზე ცალკეული რეგიონებისა და ოკეანის ტემპერატურა იზრდება

კლიმატის ცვლილებებისა და კონტროლის სამსახური (C3S) პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2020 წელს მსოფლიო კლიმატი 0.6 ცელსიუსით მაღალი იყო ვიდრე 1981-2010 წლებში, ხოლო 1,25 ცელსიუსით მეტი დიოინდუსტრიულ დონესთან.

ამასთან 2020 წელს ყველაზე ცხელი ათწლეული დასრულდა, რომლის ბოლო 6 წელიც ყველზე ცხელი იყო ისტორიის მანძილზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ომარ ბადური აცხადებს, რომ ევრაზიის მსხვილ რეგიონებში ტემპერატურული ცვლილება უფრო მეტად გამოიკვეთა. კერძოდ, ევროპაში 2020 წელი იყო ყველაზე ცხელი, სადაც ტემპერატურა ბოლო 30 წლის მაჩვენებელზე 1,6 ცელსიუსით მეტი იყო. ასევე არქტიკის ნაწილებსა და სიბირის ჩრდილოეთით ტემპერატურამ 6 ცელსიუსით მოიმატა, გასულ წლებთან შედარებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

სან-პაულო – ქალაქი, სადაც გარე რეკლამა აკრძალეს

სან-პაულო მთელ პლანეტაზე ყველაზე სუფთა ქალაქია. სუფთა იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში არცერთი რეკლამა არაა.

ურეკლამო ქალაქის ისტორია 2006 წელს იწყება, როდესაც მერმა კანონპროექტი “სუფთა ქალაქი” დაამტკიცა. ზუსტად 15 000 სარეკლამო ბანერი და პოსტერი გაქრა, რაც ქალაქს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

სარეკლამო კომპანიები, რომლებიც სან-პაულოში მუშაობდნენ 133 მილიონი დოლარი დაკარგეს, 20 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ქალაქმა რეკლამაზე უარი თქვა.

“თანამედროვე ქუჩა რეკლამის გარეშე ერთი დიდი ბეტონის ჯუნგლებია” ამ შინაარსის სიტყვით გამოდიოდნენ რეკლამის დამცველები და მოითხოვდნენ კანონის შეცვლას. მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, კანონი არა მხოლოდ სან-პაულოში, არამედ უკვე მსოფლიოს 160 ქალაქში მოქმედებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 29
Page 10 of 29