close
ეკოლოგია

მეცნიერები – ნახშირბადის გამონაბოლქვის გამო, გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5°C-იანი ზღვრის გადაჭარბება მსოფლიოს მოსალოდნელზე სწრაფად ემუქრება

ადამიანის მიერ გამოწვეული წიაღისეული საწვავის ემისია ქმნის იმის საფრთხეს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდის ზღვარმა, 1.5°C-ს არა 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის გადააჭარბოს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამედ უფრო სწრაფად, 2029 წლისთვის, – ამის შესახებ ახალ სამეცნიერო ანგარიშშია აღნიშნული.
მეცნიერების აზრით, მთავარი ფაქტორი ბოლო სამი წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის რეკორდული საშუალო გამონაბოლქვია. ისინი ასევე მიუთითებენ იმაზე, რომ უკეთ ესმით, თუ როგორ მოქმედებს წიაღისეული საწვავის წვა ატმოსფეროზე.
წელს, ივლისში ყველაზე ცხელი თვე დაფიქსირდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ტემპერატურა, მთლიანობაში, 1.5°C -იანი ზრდის ნიშნულს მიუახლოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ერთჯერადი იყოს, მეცნიერები შიშობენ, რომ მალე მსოფლიოში გამოიყოფა საკმარისი სათბური აირები იმისთვის, რომ ტემპერატურა ამ დონეზე გაცილებით დიდხანს შენარჩუნდეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა გაზების დონის მატება იწვევს ტემპერატურის ზრდას, რადგან ისინი დედამიწის რადიაციაში ეხვევა და სათბური აირების ეფექტს ქმნის.
გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5°C მაჩვენებელი არის პოლიტიკური ლიდერების დაპირებების ძირითადი კომპონენტი, როდესაც მათ, 2015 წელს პარიზის კლიმატის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ შეინარჩუნებდნენ გლობალური ტემპერატურის 2C-ზე დაბლა ზრდას და მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, რომ ეს ზრდა, ამ საუკუნეში, 1.5°C-ს არ გასცდეს. მკვლევრების აზრით, იმისთვის, რომ მსოფლიომ თავიდან აიცილოს 1.5°C-ზე მეტი ზრდა ნახშირორჟანგის გლობალურმა გამონაბოლქვმა ნულს 2034 წლისთვის უნდა მიაღწიოს და არა 2050 წლისთვის, როგორც ეს ამჟამად არის მოსალოდნელი.

წყარო : bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response