close
image

პარიზის ზოოპარკში საიდუმლოებით მოცული ახალი ერთუჯრედიანი არსება წარმოადგინეს, რომელსაც 720 სქესი აქვს, მაგრამ ტვინი არ გააჩნია.

უახლეს ექსპონანტს, რომელსაც „ბლობი“ უწოდეს, არ აქვს პირი, მუცელი და თვალები თუმცა საკვების აღმოჩენა და გადამუშავება შეუძლია.

„ბლობი“ სოკოს ჰგავს, მაგრამ ცხოველის მსგავსად მოქმედებს. იგი ფეხების გარეშე მოძრაობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უნცაური თვისება, რაც ამ არსებას გააჩნია არის ის, რომ ორ ნაწილად გაჭრის შემთხვევაში ორ წუთში სხეულს იხორცებს.

ზოოლოგები აცხადებენ, რომ „ბლობი“ ბუნების ერთ-ერთი ამოუცნობი და საიდუმლო არსებაა.

„ის გვაოცებს, არ აქვს ტვინი, მაგრამ აქვს გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი და თუ ორ „ბლობს“ გააერთიანებთ, ერთი მეორეს საკუთარ ცოდნას გადაცემს,“ – განაცხადა პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ბრუნო დევიდმა.

მეცნიერების განმარტებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ბლობი“ მცენარე არაა, თუმცა ძნელია იმის მტკიცება, რომ ის ცხოველი ან  სოკოა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად სოკოს ჰგავს, ამ უცნაურ არსებას ცხოველის თვისებები ახასიათებს – მას გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი აქვს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2