close
მედიცინა

უმტკივნეულო „მიკრონემსების“  სახვევი გრიპის ყოველწლიური ვაქცინის ნაცვლად

ექსპერიმენტულმა სახვევმა შესაძლოა ერთ დღეს გრიპის ყოველწლიური ვაქცინა ჩაანაცვლოს.

განსხვავებით სხვა ვაქცინებისგან, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ან გარკვეული პერიოდულობით კეთდება, გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად საჭიროა. თუმცა გრიპის ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი იცრება.

თუმცა გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპისგან წელიწადში დაახლოებით 250,000-დან 500 000-მდე იღუპება.

მკურნალობის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, მკვლევარები სწავლობენ კანში გრიპის ვაქცინის შესაყვანად ჩხვლეტის ნაცვლად პატარა ნემსებით დაფარული საფენის გამოყენების შესაძლებლობას.

მეცნიერებმა კვლევა 100 ადამიანზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ საფენი უსაფრთხოა ადამიანებისთვის და მას ანტისხეულების რეაქციის გამომუშავება, რაც გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გასაღებია.

გარდა ამისა, მათ,  ვისაც ვაქცინა ესაჭიროება, საფენის გამოყენება, დამოუკიდებლად, კლინიკაში ან ექიმის კაბინეტში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ.

საფენი კი ასე მუშაობს: ვაქცინით შევსებული პატარა ნემსებიანი საფენი, იმდენად პატარა, რომ ისინი სრულიად უმტკივნეულოა, შეჰყავთ კანში. როგორც კი კანში მოხვდება, ვაქცინა სხეულში აღწევს და ორგანიზმს გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს.  ამის შემდეგ მიკრო ნემსები იშლება და საფენის   მოხსნაც შესაძლებელია.

მიკრო ნემსებიანი საფენების გამოყენება სულ უფრო და უფრო პოპულარული ექსპერიმენტული მეთოდი ხდება ნემსების საშუალებით ჩასატარებელი მკურნალობის ჩასანაცვლებლად. მკვლევარები იკვლევენ მიკრო ნემსებიანი საფენების გამოყენებას, როგორც ალტერნატიულ ინექციებს დაავადებების სამკურნალოდ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ეს მიკრო ნემსებიანი საფენების ადამიანებში გამოყენების პირველი შემთხვევაა. მეცნიერები მომავალშიც არაერთი ტესტის ჩატარებას გეგმავენ. მათი მიზანია, დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა საფენის გამოყენება პოლიოს, წითელასა და წითურას წინააღმდეგ.

 

წყარო: https://www.businessinsider.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld