close
სოფლიოოლიტიკა

ორი რუკა, რომელიც აჩვენებს რა მოგვივა ბირთვული ომის შემთხვევაში

650x437xnukes_PLYIMA20170413_0022_40-650×437.jpg.pagespeed.ic.fKwC5VJaup

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე  ბევრმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბირთვულ დაპირისპირებას მათ შორის.

 „გადავურჩები თუ არა ბირთვულ იარაღს“ არის ინტერაქტიული რუკა, რომელის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს წინასწარ განსაზღვროს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ბირთვულმა შეტევამ კონკრეტულ რეგიონებში. ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა, ბირთვული იარაღის ზომა და ქალაქების რაოდენობა, რომლებიც მისი მოქმედების არეალში მოხვდება.

მსოფლიოში დღეს 15 ათასზე მეტი ბირთვული იარაღია, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოს ფართომასშტაბიანი პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ რთული სათქმელია, რამდენად შეძლებენ სახელმწიფოები ბირთვული შეტევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არსებული კონფლიქტური გარემო გვახსენებს, თუ რამდენად  დიდი საფრთხე არსებობს ბირთვული არსენალის გამო.

მეორე რუკა, „Nukemap-ი”, ასევე გვაჩენებს რადიაციისა და იარაღის მოქმედების არეალს მთელი დედამიწის მასშტაბით. იდეა ეკუთვნის ალექს ვალერშტაინს, ნიუ-ჯერსის სტივენსის ინსტიტუტიდან.

ვალერშტაინმა გამოიყენა Future of Life Institution -ის (FLI) მონაცემები. ორგანიზაცია ატარებს კვლევებს, რომლებიც კაცობრიობის არსებობისთვის საფრთხისშემცველი რისკების შეისწავლისა და შემცირებისკენაა მიმართული. ამავე დროს, მსგავსი დახვეწილი აპლიკაციის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალერშტაინს ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების არქივის მრავლისმომცველ მონაცემებთან წვდომა, რომელთა უმეტესობაც, სწორედ სახელმწიფოების სამხედრო, კერძოდ, ბირთვულ სამიზნეებს შეეხებოდა. მიღებული რუკა აჩვნებს იმ გეოგრაფიულ არეალებს, რომლებიც ყველაზე მეტად იქნება რისკის ქვეშ ბირთვული ომის შემთხვევაში, შესაბამისად, ყველაზე დიდ, კატასტროფულ შედეგებთანაც მოუწევთ გამკლავება. მაგალითად:

როგორც ირკვევა, აღმოსავლეთ ევროპაა ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდება რადიაციისაგან, თუკი მოსკოვზე 500-კილოტონიანი ბირთვული იარაღით განხორციელდება შეტევა.

აღმოსავლეთ ევროპა და შუა აღმოსავლეთი იქნებიან რისკის ქვეშ, თუკი 10-მეგატონიანი ბირთვული შეტევა განხორციელდება.

ქარი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს რადიაციის გავრცელებაში. რუკა აჩვენებს, რომ მართალია რადიაცია ვრცელდება, თუმცა დანია, მაგალითად, შედარებით ნაკლებად დაზიანდება.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს –  ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში, დაღუპულთა რაოდენობა იქნება 80 მილიონიდან 800 მილიონამდე, რაც დამოკიდებულია ბირთვული იარაღის ტიპსა და რაოდენობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ჰიპოთეტურ მსჯელობას წარმოადგებს, გრაფიკული რუკები გვაჩევენებს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ ბირთვული ომის შემთხვევაში.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid