close
ანათლებააქართველო

Naec-ი გრანტირებული მაგისტრანტების სიის გამოქვეყნების დროში გაწელილი პროცესის შესახებ კომენტარს აკეთებს

naec

 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 13 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ცნობით, სწავლის გაგრძელების უფლება მხოლოდ 10 000-მა მოიპოვა, მათ შორის,  შიდაგამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გრანტირებულ მაგისტრანტთა სია, რაც სტუდენტეისთვის გარკვეულ ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ  მაგისტრანტთა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ყოველ წელს ნოემბრის თვეში, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ოფიციალურ ვებრგვერდზე ცხადდება. 2016 წლის ნაკადისთვის ეს ინფორმაცია 21-ნოემბერს გახდა ცნობილი, წლევანდელი შედეგების გამოქვეყნების ზუსტი თარიღის დაკონკრეტება კი, ამ ეტაპზე, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” არ შეუძლია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ შედეგები წელს ნოემბრის თვის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, რაც სტუდენტების უკმაყოფილებას იწვევს.

კითხვაზე, თუ რატომაა ეს ყველაფერი დროში ასე გაწელილი, ცენტრში ასე პასუხობენ – „ეს პროცესი მხოლოდ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მუშაობაზე არ არის დამოკიდებული, იგი ხანგრძლივდება იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე ყველა უმაღლესი სასწავლებელი ჩვენ და ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს” ერთდროულად აწვდის ინფორმაციას იმ აპლიკანტების შესახებ, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს შიდაგამოცდა. გარდა ამისა, თუ მაგისტრობის მსურველმა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით დაძლია გამოცდა, მასაც აქვს ვალდებულება განცხადებით მოგვმართოს იმის თაობაზე, თუ რომელ პროგრამაზე სურს დაფინანსების მიღება, თუ კი ის გრანტს მოიპოვებს.“

მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება და გრანტირებულთა სიის გამოქვეყნებამდე სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემას ქმნის, მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების დიდ ნაწილს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლასა და სწავლის დაწყებაზე მინიმალური შენატანის შემთხვევაში (100 ლარი) უარი უთხრეს, თუმცა, ,,აუდიტორია #115-თან” ერთად, მათ შეძლეს აღნიშნული პრობლების მოგვარება. ამ მხრივ, საქმე გაცილებით უკეთაა კონკრეტულ უნივერსიტეტებში, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ მაგისტრატურის პირველი საფეხურის სტუდენტებს ჰქონდეთ ხელშეწყობა იმისა, რომ გრანტირებულთა სიის გამოქვეყნებამდე, თანხის გადაუხდელად, ჩვეულებრივ დიაწყონ სასწავლო პროცესი, რათა ისინი, ვინც სამომავლოდ გრანტის მფლობელი გახდებიან, არ გახდნენ ვალდებული, მოიძიონ სახსრები სასწავლო სემესტრისთვის განკუთვნილი იმ თანხის გადასახდელად, რომელიც, წესით, მათ უკვე დაფინანსებული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ წელს მაგისტრანტთა დასაფინანსებლად, დაახლოებით. 2 მილიონი ლარია გამოყოფილი,  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მთელი საგრანტო თანხა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, შემდეგი პრინციპით გადანაწილდება:

 

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid