close
საქართველო

მაშველმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანა

28 აგვისტოს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.

„ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე.

იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდიშუათანამ მითხრა ჯერ ჩემი ძმა გადაარჩიენო. კიბეებზე, რომ ჩამყავდა ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა. 

ბავშვებმა გვითხრეს გვეძინა, როცა ცეცხლი გაჩნდაო.სავარაუდოდ მეზობლებმა დარეკეს 112-ში. 

ადგილზე მისვლიდან, ზუსტად 5 წუთში სამივე მცირეწლოვანი ალმოდებულის ახლიდან უვნებლად გამოვიყვანეთ“, – ყვება  მეხანძრე მაშველი გაგა გიგაშვილი. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response