close
დედამიწა

ანტარქტიდაზე პინგვინები დაიღუპნენ – წლევანდელ სეზონს „კატასტროფულს“ უწოდებენ

„კატასტროფული“ – ასე შეაფასეს ექსპერტებმა პინგვინთა გამრავლების წლევანდელი სეზონი ანტარქტიდაზე, სადაც აღმოსავლეთ  კოლონიაში პინგვინ ადელის მხოლოდ ორი ბარტყი გადარჩა.

მათი ინფორმაციით, ეს გამოწვეულია სეზონის ბოლოს ყინულის უჩვეულოდ მაღალი რაოდენობით, რის გამოც, პინგვინებს საკვებისთვის უფრო ხანგრძლივი მოგზაურობა სჭირდებოდათ.

ეს არის მეორე ცუდი სეზონი ხუთი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს იქ არცერთი ბარტი არ გადარჩენილა.

კონსერვაციის ჯგუფები შესაბამის ორგანოებს აღმოსავლეთ ანტარქტიკის ახალ საზღვაო დაცვის ტერიტორიაზე გადაუდებელ ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი (WWF) აცხადებს, რომ ტერიტორიაზე კრილის (ანტარქტიდის ოკეანეში მობინადრე ორგანიზმები) ჭერის აკრძალვა ანტარქტიდის ბინადრებს, მათ შორის პინგვინ ადელს, გადაშენებისგან დაიცავს.

WWF-ი მხარს უჭერს კვლევას ფრანგ მეცნიერებთან ერთად, რომლის ფარგლებში, 2010 წლიდან რეგიონში პინგვინების რაოდენობის მონიტორინგი ხორციელდება.

რეგიონის დაცვის საკითხი ორშაბათს ანტარქტიდული საზღვაო ცხოვრების რესურსების კონსერვაციის კომისიის (CCAMLR) შეხვედრაზე განიხილება.

კომისია 25 წევრისა და ევროკავშირისგან შედგება.

 

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid