close

მკვლევარებმა საფრანგეთში მსოფლიოს პირველი 3Dნაბეჭდი სახლი წარმოადგინეს.  ნანტეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს იყო პირველი სახლი, რომელიც 3Dპრინტერის საშუალებით ადამიანთა საცხოვრებლად აშენდა.

რობოტი, რომელიც ცნობილია – როგორც BatiPrint3D, იყენებს სპეციალურ პოლიმერულ მასალას, რომელიც შენობის საიმედოობას საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს.

BatiPrint3D-ს სახლის კარკასის ასაშენებლად 18 დღე დასჭირდა.

,,ეს მომავალია? ეს არის გამოსავალი და კონსტრუქციული პრინციპი, რომელიც საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვქმნით სახლს პირდაპირ ადგილზე და რობოტის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რთული ფორმების მქონე კედლები“, – განაცხადა პროფესორმა ბენოიტ ფურეტმა, რომელიც პროექტზე მუშაობდა.

95 კვადრატული მეტრი, ხუთ-ოთახიანი სახლი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს გადაეცემა.

Y- ფორმის სახლი აღჭურვილია მრავალი სენსორით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ხარისხის, ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგს, ასევე აღჭურვილობით, რომელიც შენობის თერმული თვისებების შესწავლას და ანალიზს უზრუნველყოფს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მესაკუთრეებს, დაზოგონ ენერგოხარჯები.

ნანტას ადგილობრივი ხელისუფლება 3D-ნაბეჭდი შენობის პროექტების გაგრძელებას აპირებს, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივ მისაღებსა და საცხოვრებელ ბინებს ააშენებენ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბტაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid