close
განათლება

ევროკომისიის წარმომადგენელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

 
1-ლ თებერვალს, 16:00 საათზე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი – ქრისტიან დანიელსონი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება.  ქრისტიან დანიელსონის საჯარო ლექციის – ,,საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში” შემდეგ გაიმართება დისკუსია, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი უპასუხებს სტუდენტების კითხვებს.
 
ღონისძიებას, რომლის მასპინძელი თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტია, თსუ-ის რექტორი – გიორგი შარვაშიძე, სტუდენტებთნ ერთად ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი – ნინო ლაპიაშვილი და აკადემიკოსი, პროფესორი – ლევან ალექსიძე დაესწრებიან.
ევროკომისიის  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის (DG NEAR) ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, ტომას მეირ ჰარტინგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1 , თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid