ქორწინების სახლის სახელით ცნობილი სადღესასწაულო რიტუალების სასახლე თბილისში, ბოჭორმის ქუჩის 21 ნომერში, მდებარეობს და მნახველს არა მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით, არამედ საინტერესო ისტორიითაც აკვირვებს. ამჯერად, მისით გამოცემა – ,,The Calvert Journal-ი“- დაინტერესდა, რომელმაც მკითხველს ქართველი არქიტექტორი, ვიკტორ ჯორბენაძე, გააცნო.
სასახლის მშენებლობა 1979 წელს დაიგეგმა და 1984 წელს დასრულდა, საბჭოთა კავშირში ეს იყო სტაგნაციის პერიოდი, თუმცა გვიანი სამოცდაათიანი წლების საქართველო ისეთივე მდიდარი კაპიტალისტური სახელმწიფო აღმოჩნდა, როგორც დანარჩენი სამხრეთ ევროპის ქვეყნები იქნებოდნენ და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილსაც წარმოადგენდა იმ დროინდელ საბჭოურ რეალობაში.
არქიტექტურული კომპლექსის ავტორი – ვიკტორ ჯორბენაძე – გახლავთ, ერთ-ერთი გვიანი საბჭოთა პერიოდის არქიტექტორებს შორის. გამოცემა აღნიშნავს, რომ რიტუალების სასახლე, შეიძლება ითქვას, არასწორ დროსა და ადგილას აგებული შეუფერებელი ნაგებობაა, ვინაიდან ათეისტური საბჭოთა კავშირის პერიოდშია აგებული, როგორც სიმბოლო ქართული ეროვნული მემკვიდრეობისა. მის ავტორს, ვიკტორ ჯორბენაძეს კი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონია ფრანგი და შვეიცარიელი არიქტექტორებისადმი, სწორედ მათი გაბედული და პროვოკაციული ნაგებობებიდან გამომდინარე, რომლებიც საკუთრი ინოვაციურობით უარყოფდნენ ყოველგვარ დოგმატიზმს.
,,ჯორბენაძის შედევრმა საბჭოთა კავშირი და მისი არქიტექტურა ახალი დღის შუქზე გამოიტანა, მიუხედავად იმ უფსკრულისა, რომელიც აშორებს ბრეჟნევის დროინდელ ესთეტიკურ, მორალურ თუ ეკონომიკურ ასპექტებს, თანამედროვე პერიოდიდან, შეიძლება ითქვას, რომ 70-იან წლებშიც ისევე იდგა ,,უადგილო” არქიტექტურის პრობლემა, როგორც ეს თანამედროვე განვითარებულ ქალაქებშია. რკინის ფარდებს მიღმა, ვილნიუსიდან ვლადივოსტოკამდე, ერთმანეთის მიყოლებით იყო განლაგებული უფერული, ერთმანეთის მსგავსი შენობები და სწორედ ჯორბენაძის მსგავსი ადამიანი იყო საჭირო ამ ყველაფრის დასამხობად. მისი ნამუშევრის სიდიადე არც ძველებურ მიმზიდველობაშია და არც თანამედროვე არქიტექტურაში, არამედ იმაში, რომ მან შექმნა კონტექსტუალიზმი არქიტექტურაში,“ – ნათქვამია გამოცემაში.
თავად ჯორბენაძე, 1925 წელს დაიბადა, ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა, მისი ცხოვრებაც ერთგვარი ანარეკლი იყო კომუნისტური გამოცდილებისა. მას საკმაოდ ცნობილი სამეგობრო წრე ჰყოლია, მათ შორის, ცნობილი მხატვრები, მსახიობები, პოეტები თუ ფილოსოფოსები, თუმცა ყველაზე ახლო მეგობრობა სერგეი ფარაჯანოვთან აკავშირებდა, რომლის ფილმის – ,,ბროწეულის ფერი” -შთაგონება სწორედ მათი სომხეთში ერთად მოგზაურობა გამხდარა. მიუხედავად აკრძალვებისა, ჰომოსექსუალობა მათ ბოჰემურ წრეში მაინც მიღებული იყო, ფარაჯანოვი ღიადაც აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალი იყო და ორივე მათგანი 1940-იან წლებში კაგებეს ოფიცრებმა დააკავეს. ჯორბენაძემ თბილისი დატოვა და შესაძლოა ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც განამწესეს სამკურნალოდ, სანამ მოსკოვში არქიტექტურულ სასწავლებელში დაიწყებდა სწავლას, ამასობაში კი, ფარაჯანოვი ვალს იხდიდა ,,ამორალური” ქცევისათვის.
ჯორბენაძე თბილისში 1957 წელს დაბრუნდა და გააგრძელა მოღვაწეობა, შესწავლა სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურისა, თუმცა მისი იდეები იდეებად რჩებოდა, მანამ სანამ 70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ არ მისცა მათი ხორცშესხმის შესაძლებლობა. შევარდნაძე 1972 წელს დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს მდივნად, გამოცემაში ნათქვამია, რომ ,,ის გახლდათ ჭკვიანი, ამბიციური პიროვნება, რომელსაც სურდა საკუთარ პერიფერიულ რესპუბლიკას წარმოეჩინა თუ როგორია განვითარებული სოციალიზმი. მაღალი დონის ხელოვნებითა და დიდი კულტურული მნიშვნელობის პროექტების მეშვეობით, მან ეს შეძლო კიდევაც. გასაოცარია, რომ პროვინციულმა პარტიამ ჰომოსექსუალებს მისცა ფართო სარბიელი, მაგრამ შევარდნაძეს სჭირდებოდა თბილისის კულტურული ელიტა. ვიკტორის მეგობრებისა და თანაშემწის, ზურაბ ნიჟარაძის თქმით ,,ეს იყო ცვილებების დრო და შევარდნაძემ გახსნა კარი”, ის თითქმის უნებლიედ გახდა მფარველი საბჭოთა კავშირში შექმნილი უდიდესი ხელოვნებისა“.
ჯორბენაძის პირველი სოლოპროექტი ,,მუხათგვერდი”, კიდევ ერთი ექსპერიმენტული რიტუალური ნაგებობაა თბილისის გარეუბანში, ახალ სასაფლაოზე, საიდანაც სიმბოლურად გადმოჰყურებს მის საყვარელ უძველეს ეკლესიებს. ის მოიცავს 4 შენობას, ესენია: სასაფლაოს ოფისი, წყლის კოშკი, კვეთის სახელოსნო და სარიტუალო დარბაზი. სასაფლაოს დასრულებისას ჯორბენაძეს დაევალა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დაპროექტებაც და მან სულ მალე ყვარელში ააგო მუზეუმი, რომელიც თავისი თოვლივით თეთრად მობათქაშებული, სპირალური არქიტექტურით მნახველს სივრციდან ჩამოზრდილის ილუზიას უქმნის.
რაც შეეხება ქორწინების სახლის პროექტს, მისმა მასშტაბებმა და ღირებულებამ სკანდალი გამოიწვია, რამდენადაც ის ტაძრის ფორმას იმეორებდა. შევარდნაძემ გადაწყვიტა, კრიტიკა ტაქტიკურად მოესპო და მათ უბრალოდ შეახსენა, რომ ადამიანებს მოსწონთ ტაძრები. შენობის ინტერიერი ზურა ნიჟარაძის ფრესკებითაა გაფორმებული, ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახულია ლომისთავიანი ჯორბენაძე, რომელსაც ხელის გულზე თვითონ სასახლე მოუთავსებია, ისევე როგორც შუა საუკუნეების მმართველები არიან ხოლმე ეკლესიებში გამოსახული. დამაფიქრებელია შენობის ფორმაც, ერთნი მიიჩნევენ, რომ ის გამოხატავს ქალისა და მამაკაცის შეუღლებას ანუ ესაა ჰერმაფროდიტული ნაგებობა, რომელსაც გააჩნია ფალოსური ექსტერიერი და რომლის ინტერიერიც ქალის რეპროდუქციული სისტემის განლაგებას იმეორებს.
ჯორბენაძე 1999 წელს, პოსტსაბჭოური ტრანსოფრმაციის პერიოდში, თითქმის ყველასგან მივიწყებული და შეუმჩნეველი გარდაიცვალა.
წყარო: calvertjournal.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”