close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ვენესუელაში, ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

დღეიდან, ვენესუელაში, ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.

„ვენესუელის მოსახლეობის 70% ვაქცინირებულია. უნდა გამოვაცხადო, რომ 8 ნოემბრიდან ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება“, – აღნიშნა ნიკოლას მადურომ.

ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, 31 დეკემბრისთვის მოსახლეობის 90%-ის აცრა იგეგმება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვენესუელაში, კორონავირუსის 412 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 955 ადამიანი გარდაიცვალა.

ვენესუელაში, ვაქცინაციისთვის რუსეთისგან, ჩინეთისა და კუბისგან მიღებული პრეპარატები გამოიყენება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ინდოელი ქალი ამტკიცებს, რომ პირველი შვილი 70 წლის ასაკში გააჩინა

ინდოეთში 70 წლის ქალმა ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით შვილი გააჩინა. ამის შესახებ Metro წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯოვუნბენ რაბარის და მისი 75 წლის ქმრის მალჯხარისთვის ბიჭი პირველი შვილია. წყვილი 45 წელია დაქორწინებულია. წლების განმავლობაში ისინი ბავშვის გაჩენას ცდილობდნენ, მაგრამ შემდეგ რეპროდუქტოლოგებს მიმართეს.

„როცა ჩვენთან პირველად მოვიდნენ, ვუთხარით რომ ამ ასაკში ბავშვი ვერ გაუჩნდებოდათ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ მათი ოჯახის რამდენიმე წევრმა ეს მოახერხა. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ოდესმე მინახავს“, – განაცხადა ექიმმა ნარეშ ბხანუშალიმ.

გამოცემის ცნობით, წყვილი გუჯარათის შტატის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. რაბარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთების არ აქვს, ამიტომ თავის ასაკს ვერაფრით ადასტურებს. თუმცა, ადგილობრივ მედიაში ადასტურებენ, რომ ქალი მართლაც 70 წლისაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დღეიდან იტალიაში სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენის სისტემა ამოქმედდა

დღეიდან იტალიაში სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენის სისტემა ამოქმედდა.

16 სექტემბერს, იტალიის მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახადა.

აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, ყველა სახელმწიფო და კერძო კომპანიის თანამშრომლებს, სამსახურში გამოცხადებისას, ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 600-დან 1 500 ევრომდე ჯარიმას გადაიხდიან.

ე.წ. „მწვანე საშვი“ ცხადყოფს, რომ პირმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ურყოფით პასუხი აქვს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მკაცრი ნაბიჯი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ არის მიმართული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს.

შესაბამის წინადადებას მხარი 64%-მა დაუჭირა.

შვეიცარიაში დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები სწორედ რეფერენდუმის გზით მიიღება.

​ლგბტქ აქტივისტებმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს.

კენჭისყრას საეკლესიო ჯგუფები და კონსერვატორული პოლიტიკური პარტიები ეწინააღმდეგებოდნენ. მათი განცხადებით, ეს ტრადიციულ ოჯახს ძირს უთხრის.

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა 2007 წლიდან არის დაკანონებული, თუმცა, ასეთ შემთხვევაში მათ ზოგიერთი უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

ქორწინება ლგბტქ წყვილებს საშუალებას მისცემს, იშვილონ ბავშვი, ლესბოსელ წყვილებს კი საშუალება მიეცემათ, გააჩინონ შვილი სპერმის დონაციის გზით.

შვეიცარია 30-ე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის აყვანა ნებადართული გახდა.

პირველი ლგბტქ ქორწილი შვეიცარიაში 2022 წლის ივლისში გაიმართება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ხის იატაკი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს,
მეცნიერებმა შექმნეს ხის იატაკი, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
მეცნიერებმა შეძლეს ნანოგენერატორის დამზადება ხის ორი ფირფიტის ელექტროდებს შორის
მოთავსებით. ხის ნაჭერზე დაბიჯებით იგი იმუხტება ელექტრულად, რა დროსაც ელექტრონები ერთი
ობიექტიდან მეორეში გადადიან და ენერგიაც გამომუშავდება. რადგანაც ხე ტრიბონეიტრალურია,
მას თითქმის არ ახასიათებს ასეთი ნაწილაკების დაკარგვა ან მიზიდვა.
ამის გამო მეცნიერებმა ხის ერთი ნაჭერი დაფარეს სილიკონით, რომელიც შეხებისას ელექტრონებს
იზიდავს. მეორეს კი ნანოკრისტალების გარსი გაუკეთეს. ეს მატერია ელექტრონების
დაკარგვისკენაა მიდრეკილი. ამ შედეგით 80-ჯერ მეტი ენერგია გამომუშავდება. მეცნიერებმა ასევე
დაადგინეს, რომ ამგვარი ნანოგენერატორის შესაქმნელად შესაბამისი მასალა ნაძვია.
სპეციალისტების განცხადებით, მცირე მონაკვეთის მიერ გენერირებული ელექტროენერგია
საკმარისია დიოდური ნათურის ასანთებად ანდა მცირე ზომის მოწყობილობების ასამუშავებლად.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასეთი ხის იატაკის დამზადება საკმაოდ იაფი და
ეკოლოგიურია, გარემოს ზიანს არ აყენებს.

წყარო: sciencedaily.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სარკის სასტუმრო

ყოველწლიურად 15 მილიარდი ხე იჭრება იმისათვის, რომ ადამიანებს გვქონდეს მეტი სივრცე
სახლებისთვის და სასტუმროებისთვის. შვედეთში კი მოახერხეს შეექმნათ სასტუმრო, რომელიც
საპირისპიროდ მოქმედებს და არ საჭიროებს ტყის გაჩეხვას. რაშია საქმე?
შვედეთის პატარა ქალაქში არსებობს უხილავი სასტუმრო, რომლის აშენების იდეაც ადგილობრივს
დაებადა. სასტუმრო გარშემორტყმულია მხოლოდ ტყითა და ხეებით, არა შენობებითა და
გადატვირთული გზებით.
სასტუმროს აშენება საჭიროებდა საუკეთესო არქიტექტორებს, რაც იდეის ავტორისთვის რთული არ
აღმოჩნდა. შედეგად, მივიღეთ 100%-ით სარკისგან შექმნილი შენობა, 4 მეტრი სიმაღლისა და 6
ტონის, ერთი ფიჭვის შუაწელზე. სასტუმრო გარედან აირეკლავს ყველაფერს მის გარშემო, ტყესა და
ხეებს, რის გამოც უხილავი ხდება, ხოლო შიგნით ყველაფერია, რაც შეიძლება დასჭირდეს
ვიზიტორს. იგი 100%-ით ეკომეგობრულია, სასტუმროს ელექტროენერგია კი მიეწოდება
ჰიდროელექტროსადგურიდან.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სოფელი კაცების გარეშე

კენიაში არსებობს ერთი პატარა სოფელი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ქალებისთვის და არა მამაკაცებისთვის. საინტერესოა, ვინ არის სოფლის შემქმნელი? ან რატომ არ შეუძლიათ კაცებს ამ სოფელში ცხოვრება?
კენიაში, შუა უდაბნოში არსებობს სოფელი, სახელად ,,UMOJA”. სოფლის დაარსების ისტორია უკავშირდება ერთი ქალის სახელს, რომელსაც საკმაოდ მძიმე წარსული ჰქონდა. 30 წლის წინ იყო ქორწინებაში, მაგრამ მას ცუდად ეპყრობოდნენ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქალს მის გარშემო. ქალების ცემა, გაუპატიურება და მცირე ასაკში ბავშვების გათხოვება იყო ნორმა მის სოციუმში. როდესაც ხელისუფლებას მიმართავდა რომ დაეცვათ ქმრისაგან, რეაგირება არ იყო.
ერთ დღესაც, 14 ქალთან ერთად გადაწყვიტა შეექმნა მათი სამყარო, სადაც არ იცხოვრებდნენ კაცები და საბოლოოდ დააარსეს სოფელი, სადაც ქალები მათი ხელით აშენებენ სახლებს, ქმნიან სამკაულებს ტურისტებისთვის და ა.შ. ასევე მათ შეძლეს შეექმნათ სკოლა მათი შვილებისთვის, სადაც განათლების მიღების საშუალება აქვთ. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცებს, სოფელში მათ შეუძლიათ ყოფნა 18 წლამდე, მაგრამ დარჩენის შესაძლებლობა აქვთ თუკი ბოლომდე პატივს სცემენ მათ მითითებებს.
პირველ ეტაპზე კაცებმა ააშენებს სოფლის მიმდებარედ მცირე დასახლება, სადაც ტურისტებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას სოფელში შესვლის და პრობლემებს უქმნიდნენ სოფელს, მაგრამ სოფელიც გაიზარდა და ამჟამად მოსახლეობა 100 კაცზე მეტია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ოქტომბერში 13 საშინელებათა ფილმის ყურებისთვის კომპანია $1300-ს იხდის

იმის გასარკვევად, თუ რამდენად დიდი ზეგავლენა აქვს ფილმის ბიუჯეტს მის ეფექტურობაზე, FinanceBuzz-ი კვლევას ატარებს;

13 საშინელებათა ფილმის ყურებისას, სპეციალური ხელსაწყო გულის შეკუმშვების სიხშირეს გაზომავს;
კვლევა ოქტომბერში ჩატარდება. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა კი, 26 სექტემბერია

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Ford-მა კაცებისთვის ახალი სუნამო შექმნა ბენზინის არომატით

Ford-ი კაცებს ახალ სუნამოს სთავაზობს, რომელსაც ბენზინის არომატი აქვს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ელექტრომობილების მძღოლების 70% აღიარებს, რომ ტრადიციული ავტომობილებზე უარის თქმის შემდეგ ყველაზე მეტად საწვავის სუნი ენატრებათ. სწორედ ამ ადამიანებზე იქნება გათვლილი არომატი სახელწოდებით Mach-Eau. ამასთან, არომატი ახალი კომპანიას ავტომობილის Mach-E GT-ისგაყიდვაში უნდა დაეხმაროს.

Ford-ში სპეციალური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ყველაზე პოპულარული არომატების სიაში ბენზინი ისეთ სასიამოვნო სუნებს უსწრებს, როგორებიც ღვინო და ყველია. სუნამოს შექმნაში Ford-ს ბრიტანული კომპანია Olfiction-ი დაეხმარა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთის მოსახლეობა ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა

“ერთი შვილის” შემზღუდავი დემოგრაფიული პოლიტიკა ჩინეთში 1979 წლიდან მოქმედებდა, რაც გულისხმობდა, რომ ერთ ოჯახშს მხოლოდ ერთი შვილი უნდა ჰყოლოდა. იმ ოჯახს, რომელიც დაარღვევდა აღნიშნულ წესს აწყდებოდა ჯარიმებს, სამსახურის დაკარგვას ან იძულებით აბორტს.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2016 წელს გადაწყვიტა “ერთი შვილის” პოლიტიკა შეეცვალა და წყვილებს დართო უფლება ორი შვილი ჰყოლოდათ. ამ წელს 18 მილიონი ბავშვი დაიბადა და ორი ბავშვის პოლიტიკა დადებითად აისახა შობადობაზე, გაიზარდა, მაგრამ ეს მოკლევადიანი ხასიათის იყო. ორი ბავშვის პოლიტიკა მას შემდეგ მიიღეს, რაც დაბალი ტემპით იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობა. 2020 წლის აღწერის თანახმად, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, უკანასკნელ ერთ წელიწადში დაიბადა 12 მილიონი ბავშვი, რაც არის ჩინეთისთვის 1960-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალი ტემპი.

ორი შვილის პოლიტიკამ შობადობის ტემპის კონტროლი ვერ შეძლო  და ჩინეთის ხელისუფლებამ პოლიტიკა წელს ისევ შეცვალა და შეამსუბუქა. უკვე წყვილს 3 შვილის ყოლის უფლება აქვს.

ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა საერთოდაც უნდა შეწყვიტოს ჩარევა და კონტროლი ოჯახის დაგეგმვის საკითხში, ნაწილი კი პირიქით. უკანასკნელი აღწერის შემდეგ ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შობადობასთან დაკავშირებით ეს შეზღუდვები მალე შეიძლება მოიხსნას, მაგრამ აღნიშნულმაც შესაძლოა სხვა პრობლემები წარმოშვას, მაგალითად სოფლად შობადობა გაცილებით მეტი იყოს, ვიდე ქალაქში. ამიტომაც ჩინეთი, როგორც ჩანს, ფრთხილად მოქმედებს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 40
Page 6 of 40