close

ტექნოლოგიები

ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

Metric.ge – ახალი ინტერნეტპლატფორმა მარკეტინგის სპეციალისტებს ეფექტურად დაეხმარება

Metric.ge პირველი ქართული ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც ციფრული ანალიტიკისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებელი ტატო ნორაკიძეა, მან კავკასიის ბიზნესის სკოლა დაამთავრა მარკეტინგის მიმართულებით, მოგვიანებით ციფრული მარკეტინგით გამორჩეულად დაინტერესდა და უკვე 9 წელია ამავე მიმართულებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ იგი კითხულობს ლექციებს ციფრულ მარკეტინგზე. საკუთარი ბიზნესიდეაც – Metric.ge – ამავე სფეროში განახორციელა. 

„კომპანია ქართულ ბაზარზე 4-5 თვეა გამოჩნდა. თავდაპირველად, პლატფორმა პირადი გამოყენებისთვის შევქმენი, თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ „მეტრიკი“ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს ყოველდღიურ რუტინას გაუმარტივებდა, გადავწყვიტე, საზოგადოებისთვისაც შემეთავაზებინა. რეიტინგული სისტემის გარდა, პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, აღვნუსხოთ სოციალური მედიის სტატისტიკა, დავგეგმოთ ეფექტური მედია აქტივობა, დინამიურად ვმართოთ ბანერული რეკლამა და ა.შ.“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ტატო ნორაკიძე.

metric.ge არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს ყველაფრის გამარტივებასა და ეფექტურად გაკეთებაში ეხმარება. პლატფორმა მომხმარებელს რამდენიმე მარკეტინგულ ინსტრუმენტს სთავაზობს.

Metric.ge აერთიანებს ბევრ სასარგებლო მარკეტინგულ ინსტრუმენტს, როგორებიცაა:

რეიტინგები: Metric.ge-ს საიტების ანალიტიკა ქმნის საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმებიდან შეგროვებული ინფორმაციისა და ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული სარეკლამო კომპანიების შედეგების გაანალიზებით მიღებული ინფორმაციის სინთეზს, რომელიც დაეხმარება ციფრული მარკეტინგის სფეროში მოღვაწე მენეჯერებს, რომ სწორად დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ თავიანთი მარკეტინგული აქტივობები. გარდა ამისა, Metric.ge არის ერთადერთი ქართული პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვიძიოთ ანალიტიკა კორპორატიული ვებგვერდების შესახებ.

სოციალური მედიის სტატისტიკა: ვინაიდან სოციალური მედია წამყვან როლს თამაშობს ბრენდების კომუნიკაციაში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე პოპულარული გვერდების სტატისტიკას სფეროების მიხედვით.

მედია დაგეგმარება: ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მარკეტინგის მენეჯერებს, შექმნან კონტენტ კალენდარი და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების თაიმლაინი.

ბანერების გენერატორი: ბანერების გენერატორი ცვლის რეკლამის განმთავსებელ საიტებთან ურთიერთობის ფორმას, აღარ მოგვიწევს ბანერებისა და გადასასვლელი ლინკის ცალ-ცალკე გაგზავნა, შესაბამისად, აღარ შეიქმნება ის უხერხული მომენტი, როდესაც ვყიდულობდით გარკვეული რაოდენობის ჩვენებებს და რეალურად არ ვიცოდით, აქედან რამდენი სრულდებოდა. პროცესი შემდეგნაირია: ge-ს მომხმარებელი რამდენიმე ველის შევსების შემდეგ ქმნის ინდივიდუალურ ლინკს, რომელსაც უგზავნის განმთავსებელს და ხელსაწყო რეალურ დროში ზომავს ჩვენებებისა და გადმოსვლების რაოდენობას. ცვლილებების შეტანა მომხმარებელს საკუთარ კაბინეტშივე შეეძლება, განმთავსებელ საიტთან ზემდეტი კომუნიკაციის გარეშე.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ონლაინაუქციონი: პირველად საქართველოში, Metric.ge სთავაზობს მომხმარებლებს, ონლაინ აუქციონის საშუალებით, შეიძინონ სხვადასხვა ციფრული და გარე განთავსებები ექსკლუზიურ ფასებად, იქნება ეს ქართული ტოპგვერდების საბანერო განთავსებები, გარე ბილბორდები თუ მონიტორები.

იდეების ჰაბი: სივრცე, სადაც საკუთარი იდეა შეგიძლია გააცნო კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს და რეალური დაინტერესებისა და დაფინანსების შემთხვევაში – განახორციელო პროექტი.

სამომავლოდ, კომპანიის წარმომადგენლები პლატფორმის საზღვრებს გარეთ გატანას გეგმავენ. ამ ეტაპზე კი  – მუშაობენ ელექტრონული აუქციონის მოდულზე, რომელიც დაახლოებით 1-2 თვეში გააქტიურდება. კერძოდ, ელექტრონული აუქციონის საშუალებას მისცემს მომხმარებელს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს ონლაინ-თუ გარეგანთავსების ადგილები.

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

,,Facebook-ი” მომხმარებლებს მისალმების ხუთ ახალ ვერსიას სთავაზობს

კარგად ცნობილ „poke-ს” (ჯიკებას) კიდევ ოთხი ნიშანი დაემატა: ხუთი გაშლილი თითი, შემოხვევა, თვალის ჩაკვრა, ხელის ქნევა. თითოეული მომხმარებლის მეგობრის პროფილთან განსხვავებულად ურთიერთქმედებს. მაგალითად, ჩახუტების გამომხატველი პროფილის ფოტოზეა შემოხვეული.

სიმბოლოების მოძებნა და არჩევა ღილაკ ,,Hello-ზე” დაჭერითაა შესაძლებელი, რომელიც ,,Facebook-მა” ივნისში დაამატა და რომელიც პროფილის თავშია განთავსებული. ამ ღილაკის არასათანადო მდებარეობის გამო, ბევრი მომხმარებელი აცხადებს პრეტენზიას, სხვა მახასიათებლთან ახლომდებარეობის გამო ადამინებს ის ხშირად შეცდომით ეგზავნებათ და უხერხულ მდგომარეობაში ცვივდებიან.

მისალმების ახალ ნიშებს „undo“ ღილაკი აქვთ და მისი წაშლა შესაძლებელია.

ახალი ნიშნები „poke-ის” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა და მათი გამოცდა,  ჯერჯერობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ტაილანდში, ავსტრალიაში, კანადაში კოლუმბიასა და საფრანგეთში მიმდინარეობს.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოტრანსპორტი

ჩინეთმა პირველი ელექტროსატვირთო გემი გამოუშვა

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ელექტროსატვირთო გემი შექმნა და ექსპლუატაციაში გაუშვა.

გამოცემა China Dail-ის ცნობით ცნობით, 2,000 მეტრული ტონა გემის მშენებლობა ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ნოემბერში დაიწყო.

კომპანია ,,Guangzhou Shipyard International-ის” მიერ აგებულ გემს, დამუხტვის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში 80 კმ მანძილის გავლა შეუძლია.

ნულოვანი ემისიის გემის სიგრძე 70.5 მეტრია, ბატარეის მოცულობა 2,400 კვ/საათი, სიჩქარე – 12.8 კმ/სთ-ში.

,,გემი სისწრაფით არ გამოირჩევა, მაგრამ, იმის გამო, რომ ის მთლიანად ელექტროა, გარემოს საფრთხეს არ უქმნის,” – აცხადებენ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, ტექნოლოგიას მალე სამგზავრო გემებშიც გამოიყენებენ.

,,რამდენად ირონიულადაც უნდა აღიქმებოდეს, პირველი ელექტრონული სატვირთო გემი ქვანახშირის გადასატანად გამოიყენეს,” – განაცხადა Guangzhou Shipyard International-ის გენერალურმა მენეჯერმა ჩენ ჯიმ.

,,იმედია, ელექტრო სატვირთო გემი დიდხანს არ ატარებს ქვანახშირს და ჩინეთი მას უკეთესი მიზნისთვის გამოიყენებს, მაგალითად, როგორიცაა ქარის ტურბინის მშენებლობისთვის განკუთვნილი ნაწილების ან ლითიუმ-იონის ბატარეების გადატანა,” – დასძინა მან.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

ვირტუალური რეალობა საქართველოში

ვირტუალური რეალობის გასართობი თამაშები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ ოკულუსს, რომელიც მათ თავს აგრძნობინებს არარეალურ, წარმოსახვით სამყაროში, ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული გასართობი საშუალებაა.

პალმერ ლაკი არის ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ოკულუსი, ჩამოაყალიბა კომპანია OCULUS VR 23 წლის ასაკში, მისი თქმით შთაგონების წყარო სიზმრები და ვიდეოთამაშები იყო, მან პირველი პროტოტიპი 16 წლის ასაკში შექმნა და 91 მილიონი დოლარიც იშოვა.

შეიძლება ბევრმა იცის ამის შესახებ, მაგრამ საქართველოშიც არის ადგილი ,,თბილისი მოლში” – ,,VR HOUSE-ი”, სადაც მომხმარებელს სთავაზობენ ანალოგიურ, საკმაოდ კარგი ხარისხის მომსახურეობას, ვისაც მოსწონს მსგავსი გასართობი აქტივობები, აუცილებლად უნდა გამოსცადოს.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

,,MantaDroid-ი“ – ახალი წყალქვეშა რობოტი მეცნიერებისგან

სინგაპურში მკვლევარებმა ააგეს წყალქვეშა რობოტი, რომელიც მანტა რეის ჰგავს ერთფაზიანი ძრავისა და მოქნილი ფარფლების  მეშვეობით წყალზე ბიოლოგიური ბიძაშვილის მსგავსად მოქმედებს.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი – ჩიუ ჩი მენგი მიიჩნევს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თითოეული ფარფლი ერთ ძრავას იყენებს და რობოტი სითხისა და ფარფლის ურთიერთქმედებას ეფუძნება.

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოხდენილი მოცურავეები – მანტა რეები დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებს განსაკუთრებული პროპულსიური მეთოდით ანცვიფრებდნენ, რისი საშუალებითაც ისინი ტურბულენტური ზღვების გადაცურვასაც კი ახერხებენ.

,,ე.წ. ბიოლოკომონია ნას 30 წლის განმავლობაში სწავლობდა,” – აცხადებს მექანიკური ინჟინერიისა და მექანიკის ასისტენტ პროფესორი კეიტ მორისი.

ჩიუს MantaDroid-ი არის ბრტყელი შავი PVC (პოლივინილის ქლორიდის) სხეული, სხივების მსგავსი ფარფლებითა და ორი უკანა საჭით. ის წყალზე ბუნებრივი პარტნიორის მსგავსად მოძრაობს.

ჩიუს განმარტებით, ფარფლის პასიური მოქნილობა საშუალებას აძლევს MantaDroid-ს, რომ წყალთან ბუნებრივად იმოქმედოს და წამში შვიდი მეათედი მეტრი სიჩქარე განავითაროს. 

სინგაპურელ მეცნიერთა გუნდმა ორი წლის მანძილზე 40 განსხვავებული დიზაინის ფარფლი შექმნა, სანამ მოქნილი პოლივინილის ქლორიდის (რომელიც ასევე პოლი ვინილის, ან უბრალოდ ვინილის სახელითაა ცნობილი) ფირფიტას გამოიყენებდა.

MantaDroid -ს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში შეუძლია ცურვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალში ორიგინალურზე ორჯერ უფრო დიდი ზომის მანტა რეის შექმნას აპირებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი რობოტები სასარგებლო იქნება საზღვაო ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, ჰიდროგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და წყალქვეშა საძიებო სამუშაოებისთვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

,,ტოიოტამ” საკუთარი რობოტი გამოუშვა

დღეს უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ სხვადასხვა კომპანია რობოტების წარმოებას იწყებს, რადგან ყოველი დღე რაღაც სიახლით იწყება, ყველა ცდილობს უფრო და უფრო გაუმჯობესებული სახით შესთავაზოს მოსახლეობას ახალი პროდუქტი.

როგორც ხედავთ, არც კომპანია ,,ტოიოტამ” დააყოვნა და მათ აწარმოეს ახალი ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც თქვენს ყველა მიმიკას აღიქვამს  და იმეორებს. მოგეხსენებათ, რომ ,,ტოიოტა” აქტიურადაა ჩართული მანქანების წარმოებაში და საკმაოდ წარმატებულიცაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა, მათ გამოუშვეს მრავალფუნქციური რობოტი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საავადმყოფოებში და ასევე – შეეცდება გადაარჩინოს საზოგადოება მსხვერპლისგან.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

მომავალში სმარტფონები 12 წუთში დაიტენება

მომდევნო წლებში შესაძლებელი გახდება სმარტფონების ძალიან მოკლე დროში დატენვა, ,,სამსუნგის” ახალი ტექნოლოგიის წყალობით.

,,სამსუნგის” კომპანიამ განაცხადა, რომ მათ გამოიგონეს ბატარეის სწრაფი დამტენი, რომელიც უზრუნველყოფს სმარტფონის ენერგიის შევსებას ისეთ მოკლე დროში, რაც აქამდე არ ყოფილა.

ჩვეულებრივ, სმარტფონების დატენვას დაახლოებით 1 საათი მაინც სჭირდება, მაგრამ ახალ ტექნოლოგიას ეს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს 12 წუთში, რაც ყველასთვის ძალიან სასარგებლო და გამოსაადეგი იქნება.

ახალი ტექნოლოგია 140-ჯერ უფრო სწრაფად გადასცემს ელექტრონერგიას, ვირდე არსებული საშუალებები.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

ინდოეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა სმარტფონების გაყიდვებით

სინგაპურის ანალიტიკური სააგენტოს– ,,კანალისის“ ცნობით, 2017 წელს სმარტფონების გაყივებმა 23%–ით მოიმატა გასულ წელთან შედარებით. ამან განაპირობა, რომ ინდოეთმა გადაუსწრო ამერიკას და გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ბაზარი სმარტფონების სფეროში მსოფლიოში.

,,კანალისის“ ვარაუდით ასეთი სწრაფი ზრდა განაპირობა ინდოეთის გაუმჯობესებულმა 4G ინტერნეტმა. 75% ინდოეთის ბაზრისა უჭირავს 5 ძირითად კომპანიას : Samsung, Xiaomi, Vivo, Oppo და Lenovo. მათ შორის კი გამორჩეულია 2 – Samsung და Xiaomi, რომელთა პროდუქტის გაყიდვები 9,4 და 9,2 მილიონ სმარტფონს მოიცავს.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

როგორ მოვაგვაროთ ტელეფონის ბატარეის პრობლემა?!

როგორც მობულური ტელეფონის მომხმარებლებს, ყველას გვსურს, რომ ტელეფონს ჰქონდეს ბატარია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ დაჯდება, რაც დღესდღეობით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანებმა უკვე გადაწყვიტეს დამტენების ტარება, თითქოს უკვე მისაღებია, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვიწევს მათი გამოყენება.

იმისათვის, რომ ტელეფონი არ გამოგერთოთ, მაშინ არც უნდა გამოიყენოთ, რაც წარმოუდგენელია.

 Sciencealert–მა განაცხადა, რომ ადამიანების დიდი რიცხვი უჩივის ამ პრობლემას, მათ სურთ, რომ კომპანიებმა გამოასწორონ ეს ხარვეზი და რამენაირად გამძლე ბატარეით მოამარაგონ მობილური ტელეფონები. ასე რომ – მნიშვნელოვანია თქვენი ხმა – თქვენ ხართ მყიდველები და კომპანიამაც თქვენი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,ტესლა“ ყოველ საათში $0,5 მილიონს კარგავს

,,ტესლასთვის“  კიდევ ერთი წარუმატებლობა გამოჩნდა, რაც შეიძლება კომპანიისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს, ,,ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, კომპანია ყოველ საათში 0.5 მილიონ დოლარს კარგავს. ექსპერტები ამბობენ, რომ ელონ მასკს სასწრფოდ სჭირდება 2 მილიარდი დოლარი.

ექსპერტების გამოთვლებით, 2018 წლის 6 აგვისტოს ,,ტესლას“ მთლიანი ავანსი გაქრება და კომპანია გაკოტრდება თუ ასე გაგრძელდა. ,,ტესლას“ გაკოტრების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება პროდუქციის მცირე რაოდენობის გამოშვება–გაყიდვის ბრალიც კი აღმოჩნდეს.

,,ტესლას“ კონკურენტებს ეს პრობლემა არ აქვთ, მაგალითად ,,ტოიოტასა“ და ,,ფოლკსვაგენს“, რადგან მათი პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით კარგად გაყიდვადია და დიდი რაოდენობითაც აწარმოებენ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 60 61 62 63 64 91
Page 62 of 91