close
AMGამოგონება - ინოვაციააქართველოექნოლოგიები

Metric.ge – ახალი ინტერნეტპლატფორმა მარკეტინგის სპეციალისტებს ეფექტურად დაეხმარება

მეტრიკი პლატფორმა

Metric.ge პირველი ქართული ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც ციფრული ანალიტიკისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებელი ტატო ნორაკიძეა, მან კავკასიის ბიზნესის სკოლა დაამთავრა მარკეტინგის მიმართულებით, მოგვიანებით ციფრული მარკეტინგით გამორჩეულად დაინტერესდა და უკვე 9 წელია ამავე მიმართულებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ იგი კითხულობს ლექციებს ციფრულ მარკეტინგზე. საკუთარი ბიზნესიდეაც – Metric.ge – ამავე სფეროში განახორციელა. 

„კომპანია ქართულ ბაზარზე 4-5 თვეა გამოჩნდა. თავდაპირველად, პლატფორმა პირადი გამოყენებისთვის შევქმენი, თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ „მეტრიკი“ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს ყოველდღიურ რუტინას გაუმარტივებდა, გადავწყვიტე, საზოგადოებისთვისაც შემეთავაზებინა. რეიტინგული სისტემის გარდა, პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, აღვნუსხოთ სოციალური მედიის სტატისტიკა, დავგეგმოთ ეფექტური მედია აქტივობა, დინამიურად ვმართოთ ბანერული რეკლამა და ა.შ.“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ტატო ნორაკიძე.

metric.ge არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს ყველაფრის გამარტივებასა და ეფექტურად გაკეთებაში ეხმარება. პლატფორმა მომხმარებელს რამდენიმე მარკეტინგულ ინსტრუმენტს სთავაზობს.

Metric.ge აერთიანებს ბევრ სასარგებლო მარკეტინგულ ინსტრუმენტს, როგორებიცაა:

რეიტინგები: Metric.ge-ს საიტების ანალიტიკა ქმნის საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმებიდან შეგროვებული ინფორმაციისა და ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული სარეკლამო კომპანიების შედეგების გაანალიზებით მიღებული ინფორმაციის სინთეზს, რომელიც დაეხმარება ციფრული მარკეტინგის სფეროში მოღვაწე მენეჯერებს, რომ სწორად დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ თავიანთი მარკეტინგული აქტივობები. გარდა ამისა, Metric.ge არის ერთადერთი ქართული პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვიძიოთ ანალიტიკა კორპორატიული ვებგვერდების შესახებ.

სოციალური მედიის სტატისტიკა: ვინაიდან სოციალური მედია წამყვან როლს თამაშობს ბრენდების კომუნიკაციაში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე პოპულარული გვერდების სტატისტიკას სფეროების მიხედვით.

მედია დაგეგმარება: ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მარკეტინგის მენეჯერებს, შექმნან კონტენტ კალენდარი და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების თაიმლაინი.

ბანერების გენერატორი: ბანერების გენერატორი ცვლის რეკლამის განმთავსებელ საიტებთან ურთიერთობის ფორმას, აღარ მოგვიწევს ბანერებისა და გადასასვლელი ლინკის ცალ-ცალკე გაგზავნა, შესაბამისად, აღარ შეიქმნება ის უხერხული მომენტი, როდესაც ვყიდულობდით გარკვეული რაოდენობის ჩვენებებს და რეალურად არ ვიცოდით, აქედან რამდენი სრულდებოდა. პროცესი შემდეგნაირია: ge-ს მომხმარებელი რამდენიმე ველის შევსების შემდეგ ქმნის ინდივიდუალურ ლინკს, რომელსაც უგზავნის განმთავსებელს და ხელსაწყო რეალურ დროში ზომავს ჩვენებებისა და გადმოსვლების რაოდენობას. ცვლილებების შეტანა მომხმარებელს საკუთარ კაბინეტშივე შეეძლება, განმთავსებელ საიტთან ზემდეტი კომუნიკაციის გარეშე.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ონლაინაუქციონი: პირველად საქართველოში, Metric.ge სთავაზობს მომხმარებლებს, ონლაინ აუქციონის საშუალებით, შეიძინონ სხვადასხვა ციფრული და გარე განთავსებები ექსკლუზიურ ფასებად, იქნება ეს ქართული ტოპგვერდების საბანერო განთავსებები, გარე ბილბორდები თუ მონიტორები.

იდეების ჰაბი: სივრცე, სადაც საკუთარი იდეა შეგიძლია გააცნო კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს და რეალური დაინტერესებისა და დაფინანსების შემთხვევაში – განახორციელო პროექტი.

სამომავლოდ, კომპანიის წარმომადგენლები პლატფორმის საზღვრებს გარეთ გატანას გეგმავენ. ამ ეტაპზე კი  – მუშაობენ ელექტრონული აუქციონის მოდულზე, რომელიც დაახლოებით 1-2 თვეში გააქტიურდება. კერძოდ, ელექტრონული აუქციონის საშუალებას მისცემს მომხმარებელს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს ონლაინ-თუ გარეგანთავსების ადგილები.

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2