close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაგანათლებაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

კრიოელექტრონული  მიკროსკოპის ნოვატორი პიონერები ნობელის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ

შვეიცარიელი, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ტრიოს ქიმიის დარგში ნობელის 2017 წლის პრემია კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის მიენიჭა.

ჟაკ დუბოჩეტის, ჯოაკმიმ ფრანკისა და რიჩარდ ჰენდერსონის მიერ განვითარებული „ცივი მეთოდი“ ამარტივებს და აუმჯობესებს ბიომოლეკულების გამოსახულების მიღებას.

Royal Swedish Academy of Sciences-ი, რომელმაც 1,1 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი დააწესა, აცხადებს, რომ ტექნოლოგიამ ბიოქიმია ახალ ეპოქაში გადაიყვანა.

ბიომოლეკულების გაყინვით მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ ამოიცნონ აქამდე უხილავი პროცესები – ახალი მედიკამენტების პოტენციური განვითარების  მთავარი პროგრესი.  

შოტლანდიელმა მკვლევარმა ჰენდერსონმა გამოიყენა ელექტრონული მიკროსკოპი ატომურ რეზოლუციაზე ცილის სამ განზომილებიანი გამოსახულების მისაღებად. მანამდე ელექტრონული მიკროსკოპი განიხილებოდა, როგორც მხოლოდ მკვდარი მატერიის გამოსახვის საშუალება, რადგან ძლიერი ელექტრონული სხივი ანადგურებდა ბიოლოგიური მასალის ფორმას.

ჰენდერსონის გარღვევა შემდგომში ამერიკელმა მეცნიერმა ჯოაკშიმ ფრანკმა განავითარა, ხოლო შვეიცარიელმა ჟაკ დუბოჩეტმა ბიომამოლეკულის ბუნებრივი ფორმის შესანარჩუნებლად სწრაფად გაყინვადი წყალი გამოიყენა.

ფრანკი აცხადებს, რომ კრიო-ელექტრონულ მიკროსკოპიას, რომელიც უჯრედში მიმდინარე პროცესებზეა ორიენტირებული, სამედიცინო გამოკვლევისთვის “უზარმაზარი” პოტენციალი აქვს, მაგრამ მის ბოლომდე ათვისებას დრო სჭირდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველო

„Silkadvice-ი” – სტარტაპი, რომელიც ქართულ ბიზნესსექტორს პროდუქტის ჩინეთში რეალიზებაში ეხმარება

 „Silkadvice-ი“  არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს ქართულ და ჩინურ ბიზნესსექტორებსს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღვივებაში. კომპანიამ ძალიან მოკლე ხანში შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელთა შესახებაც  მისი ხელმძღვანელი – მარიამ ასათიანი გაგვესაუბრა.

-მარიამ, საინტერესოა, როდის გაჩნდა და ვის ეკუთვნის სტარტაპის იდეა? 

-კომპანია „Silkadvice-ი“ (სილქედვაისი) წარმოადგენს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომლის შექმნის იდეაც დაახლოებით ერთი წლის გაჩნდა და ჩვენი მთავარი მიზანი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაა. „სილქედვაისმა“ ოფიციალურად ოპერირება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო და ჩვენ უკვე ჩინეთის ორ ქალაქში – სიჩუანსა და შანხაიში ვაფუძნებთ წარმომადგენლობით ოფისებს, მონაწილეობა მივიღეთ ქ. სიამენში გამართულ მსოფლიოში უდიდეს საინვესტიციო გამოფენაზე.

-რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ჩინეთის ბაზარი ? რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით საქართველოსთვის?

-ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, სადაც ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი და ჩინელ სამთავრობო-ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები დღითი-დღე ვითარდება. ჩვენ ვართ რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეკორდულ დროში მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ახალი აბრეშუმის გზის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში – რომლის ინიციატორიც ჩინეთის პრეზიდენტია და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინებას ემსახურება. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას წელს თბილისში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში, რომლის სახელწოდება სწორედ „ერთი სარტყელი, ერთი გზაა“.

-კონკრეტულად რას სთავაზობთ ქართულ ბიზნესსექტორს?

-ჩინეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს სრულად აითვისოს თითქმის ორ მილიარდიანი ბაზარი, დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს ნატურალური პროდუქტის ექსპორტირებაში, სანდო მომწოდებლების და პარტნიორების მოძიებაში, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში. ვპარტნიორობთ ძლიერ ჩინურ იურიდიულ კომპანიასთან და შეგვიძლია შესაბამისი იურიდიული რჩევების მიცემა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართველ ბიზნესმენებს, ვისაც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურთ და მივცეთ მათ სწორი მიმართულებები. ასევე ვაკვალიანებთ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებსაც და სხვადასხვა მასშტაბის საინვესტიციო პროექტებზე ვმუშაობთ ლოჯისტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

-ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდი კომპანიის მიერ განვლილ გზას?

-ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ სტარტაპისთვის უკვე საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს, გავაფორმეთ მემორანდუმი უძრავი ქონების და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მე ასევე ამირჩიეს შანსის პროვინციის კულტურული გაცვლითი საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად. მომავალ კვირაში მონაწილეობას მივიღებთ შანის პროვინციაში გამართულ ფორუმზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს და სადაც სიტყვით გამოვალ. ოქტომბერში ველით პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ სასტუმროს აშენება.

-უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

-ჩვენ უფრო და უფრო ვაქტიურდებით და მალე მზად იქნება ყველა ის პლატფორმა, რაც საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

 

„დოქტრინა“ წარმატებებს უსურვებს სტარტაპს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი,  შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის Facebookგვერდს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიტექნოლოგიები

ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უახლოეს ხუთ წელიწადში გეგმავს

ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უახლოეს ხუთ წელიწადში გეგმავს. 

ორშაბათს, მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში, საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე, „მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ“ გეგმას წარმოადგენდა. დიდი ალბათობით, ცვლილებები უნდა შეხებოდა ორნაწილიან, 40-სართულიანი შენობის სიმაღლის ხომალდს, რომელსაც საპლანეტათშორისო სატრანსპორტო სისტემა ეწოდება და რომელმაც, წითელ პლანეტაზე თავდაპირველად 100-200 ადამიანი უნდა წაიყვანოს.

როდესაც საპრეზენტაციო ეკრანზე დაეწერა „2022“, მასკმა იგრძნო, რომ საჭირო იყო განმარტება: „ეს არ გახლავთ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომა… ეს მისწრაფებაა“. 

2022 წლისთვის, SpaceX მარსზე სულ მცირე ორი სატვირთო ხომალდის დასმას გეგმავს, რომელთა მიზანი „წყლის რესურსების შეფასება და რისკების იდენტიფიცირება“ იქნება; გარდა ამისა, ხომალდებმა პლანეტაზე უნდა განათავსონ ენერგიის მიმღები, საბურღი და სიცოცხლისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა.

წყლის რესურსები აუცილებელია ხომალდების რეაქტიული აჩაქარებისა და უკან, დედამიწაზე დაბრუნებისათვის.

2024 წლისთვის, მასკს უკვე ოთხი ხომალდის სურს, რომელთაგან ორი, 100-100 ადამიანს წაიყვანს, ორი კი ტვირთებს წაიღებს. გზაში ისინი სამ თვეს გაატარებენ.

ეს მისია თან წაიღებს რაკეტების გაშვების დეპოს აშენებისათვის საჭირო ტექნიკას — მზის პანელებსა და საბურღ აღჭურვილობას წყლისა და CO2-ის გადასამუშავებლად.

ამის შემდეგ, ერთი ხომალდით დაწყებული ბაზა ზრდას დაიწყებს:

 მასკის თქმით, ამ ეტაპს უკვე მოჰყვება მარსის ტერაფორმირება და „სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ადგილად ქცევა“, დაახლოებით ასეთად:

სისტემა მასკმა პირველად შარშან წარადგინა მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე; კოლონიზაციის დეტალური გეგმა კი ივნისში დაიბეჭდა ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში.

თუმცა, წლევანდელ ღონისძიებაზე, მასკის გეგმები თითქმის დაჩრდილა რამდენიმე საათით ადრე კომპანია Lockheed Martin-ის მიერ წარმოდგენილმა მარსის საბაზო ბანაკის გეგმამ:

 ეს კომპანია მარსზე ადამიანების გაგზავნას უახლოეს ათ წელიწადში გეგმავს და აქტიურად თანამშრომლობს NASA-სთან ღრმა კოსმოსის კარიბჭისა და მარსის მავალის პროგრამებში.

Lockheed-ის 50-წუთიანი პრეზენტაციის მსვლელობისას, მასკმა გააუქმა საკუთარი პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მასკის ამჟამინდელი გეგმა მარსზე 2022 წელს დაჯდომას ითავლისწინებს; როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოგვარებულია ხარჯების პრობლემაც.

ადამიანები წითელ პლანეტაზე BFR მოდულით გაემგზავრებიან. მისი ბოლო დაგეგმარება კი ასეთია:

 

მისიის ხარჯების 100 000$-მდე შემცირება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სრულყოფს SpaceX-ი „ავტომატური შეხვედრისა და შეპირაპირების“ სისტემას. ხომალდი BFR დედამიწის ქვედა ორბიტამდე მისაღწევად 150 ტონა საწვავს დაწვავს, კიდევ საჭირო 150 ტონას კი კოსმოსში „მარსამდე მისასვლელ გზაში შეივსებს“.

„თუკი ტანკერს ხელახლა გამოყენების ფუნქცია ექნება, საჭირო იქნება მხოლოდ ძრავების შევსების ხარჯი“, — აღნიშნა მასკმა და იქვე დაამატა, რომ ეს მეთოდი „აბსოლუტურად ფუნდამენტურია“ ხარჯების შესამცირებლად.

მასკის განცხადებით, მომავალ წელს, ჩვენ ვიხილავთ რაკეტა Dragon 2-ის ავტომატური შეპირაპირების შესაძლებლობებს, როდესაც ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ადამიანების ნულოვანი ჩართულობის გარეშე შეუერთდება.

„დააჭერ მხოლოდ გამშვებ ღილაკს და ყველაფერ დანარჩენს ის თავისით გააკეთებს“, — აღნიშნა მასკმა.

BFR-სათვის საჭირო თანხებს SpaceX-ი თანამგზავრების გაშვებისა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით შეაგროვებს. აღსანიშნავია, რომ მასკს ასევე აქვს გეგმა, რომ BFR საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც მოემსახუროს:

 ადვილად შენიშნავთ თუ რამდენად დიდებულია BFR, როდესაც SpaceX-ის ხომალდების განვითარების პროცესს შეხედავთ:

კაბინის სივრცეში წნევა ჰერმეტიზაციის დონე მეტი იქნება ვიდრე ეს Airbus A380-შია, რაც 40 კაბინისა და საერთო სივრცის განთავსების საშუალებას იძლევა.

თითოეულ კაბინაში შესაძლებელი იქნება 5-6 ადამიანის განთავსება, მაგრამ იდეალური ვარიანტი სამი კაცია, საბოლოო ჯამში 100 ადამიანი თითო ფრენაზე.

კოსმოსურ ხომალდს ასევე ექნება მზის შტორმისგან დამცავი თავშესაფარი, საწყობი, სამზარეულო და გასართობი ზონა.

და რაც ყველაზე მთავარია, ორი დამშვები ძრავი, რომელტა გამოყენებაც საჭირო გახდება კრახის შემთხვევაში.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით. 

წყარო:  http://1tv.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

მეცნიერებმა ტვინის უჯრედების მსგავსად მოქმედი მიკროჩიპები შექმნეს

 მკვლევარებმა შეიმუშავეს კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც ნერვის სინაფსის ფუნქციონირების იმიტირებისთვის სინათლეს იყენებს. ეს კი დასამაბს აძლევს მოწყობილობას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე პროცესორების სიჩქარესა და გონებრივი შესაძლებლობების ეფექტურობას.

ტვინი და კომპიუტერი ორივე არის სისტემა, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის მოდელირება, მანიპულირება და შენახვა.

კომპიუტერებში დამონტაჟებული პროცესორები ფუნქციონირებისთვის ახდენენ ელექტრონული იმპულსებისა და  პატარა ჩამრთველ-გამომრთველების კომბინირებას, ხოლო ნეირონები სინაფსებს შორის იმპულსების გასავრცელებლად ქიმიურ ტიდებს იყენებენ.

განსხვავება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მეხსიერებისა და ენერგიის მოხმარება მიმდინარეობს – ვერცერთი აპარატი ვერ ახერხებს ადამიანის ტვინის ეფექტურობისა და შენახვის შესაძლებლობები ჰქონდეს.

ოქსფორდის, მიუნსტერისა და ექსტერის უნივერსიტეტების მკვლევართა გუნდმა კომპიუტირების „წმინდა გრაალი“ – სინაფსის მსგავსად მოქმედი ფოტონური ინტეგრირებული ციკლი შექმნეს.

თქვენს კომპიუტერს არ აქვთ ცენტრალური პროცესორი წინ და მყარი დისკი უკან. განშტოებულ ქსელში დაკავშირებული ნეირონები, რომლებიც გამოყოფილი არიან პატარა სინაფსური ხიდებით, ყველა ერთ პროცესორებსა და შესანახ მოწყობილობებში იმყოფებიან.

ფუნქციონირებისთვის ნერვის მემბრანის არხები იღება და იკეტება და დამუხტული იონის პულსებს აგზავნის. ამ პროცესის მედიატორი ნერვების განშტოებების ბოლოს სხვა ქიმიური პროცესები გახლავთ და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა – ტალღის სიძლიერე ან სიხშირე.

ნერვის ბოლოში არსებული მცირე ნახტომი ნერვული დამუშავების საქმიანი დასასრულია, რომელიც მოქმედებს როგორც საგზაო მოძრაობის კონტროლის ოფიცერი, რომელიც აფერხებს ან აჩქარებს სიგნალს.

სინაფსური პლასტიკურობა, აღნიშნულ საკონტროლო პუნქტში შესული ცვლილებების აღრიცხვით შეგვიძლია შევისწავლოთ, როგორ ვსწავლობთ და ვამუშავებთ ახალ ინფორმაციას – რაღაცას ვაძლიერებთ, ხოლო რაღაცას – ვშლით.

 ე.წ. ნეირომოორფული კომპიუტერია ისწრაფვის ამ  დამუშავებისა და დამახსოვრების ერთ სისტემაში კომბინირების ხერხი გაიმეოროს, რაც ბიოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტს კიდევ უფრო აახლოვებს.

ამ ხერხით შესაძლებელია პროცესორს იგივე გავაკეთებინოთ, რასაც სინაფსი აკეთებს.

გუნდის ხელოვნური სინაფსი ეფუძნება ფაზა-შეცვლის მასალის (PCM) სტრუქტურებს, რომელიც ინახავს და ავრცელებს მნიშვნელოვანი რაოდენობას ენერგიას ვინაიდან ის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის.

 მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ახალია, ეს გახლავთ პროცესის პრაქტიკაში გამოყენების პირველი შემთხვევა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ ელექტრონული კომპიუტერი შედარებით ნელია და რაც უფრო ვაძლიერებთ მათ, მით უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ. ჩვეულებრივი კომპიუტერები ასევე საკმაოდ”,,მუნჯები “არიან და არცერთ მათგანს ადამიანის ტვინის შესწავლისა და პარალელური დამუშავების შესაძლებლობა არ აქვთ.

სინათლეზე დაფუძნებული ნეირომოორფული პროცესორები კი გონებისა და მანქანის იდეალური ერთიანობაა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და დაესწრება SIA- – ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი).

პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ:

  • Sign & Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.
  • Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიის მქონე მერხებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბრაილის შრიფტის შესწავლას.
  • Book AR – ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს. ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.

„წელს პროგრამა Social Impact Award-ი პირველად ჩავატარეთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო. საერთო ჯამში, 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს რეგიონებშიც გავიტანოთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, სამივე გამარჯვებული გუნდი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„ევროპის ფონდი მოხარულია, რომ Social Impact Award-ის პირველმა წელმა წარმატებით ჩაიარა. მისასალმებელია ახალგაზრდების გაზრდილი ინტერესი სოციალური მეწარმეობის მიმართ და მათ მიერ გაწეული ძალისხმევა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა გააქტიურდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც და შეეცდებიან სამეწარმეო მიდგომებით მოაგვარონ მათთვის აქტუალური საკითხები. ფონდი მომავალშიც განაგრძობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას და არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას შესთავაზებს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს.“ – აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ნანა გამყრელიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნას და განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა სტუდენტების სახით – მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA- პარტნიორია საქართველოს ბანკი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალიტრანსპორტი

საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ

 ,,საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ” – ამ ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ქალებს მანქანის მართვას უკრძალავს, ამის გამო, ქალებს აჯარიმებდნენ და აპატიმრებდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ  უფლებადამცველი ჯგუფები წლებია ამ პოლიტიკის შესაცვლელად იბრძვიან.

მეფე სალმანის განკარგულებით, ცვლილება, სავარაუდოდ, 2018 წლის ივნისში შევა ძალაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამედიცინატექნოლოგიებიტრანსპორტი

„ფორმულა 1-ის“ ტექნოლოგია ახალშობილების უსაფრთხო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს

„ფორმულა 1-ის” მანქანების ტექნოლოგია, რომელიც მძღოლებს მაღალი სიჩქარის დროს მომხდარი შეჯახებისას სიკვდილისგან იცავს, ახალშობილების უსაფრთხო სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს.

ახალი მოწყობილობა – Babypod 20 – ნახშირბადის ბოჭკოვანისგანაა შექმნილი – იგივე მასალისგან, რომელიც გამოყენებულია ფორმულა 1-ის მანქანებში. მას შეუძლია აიტანოს 20 ჯ-ძალის ზემოქმედება და უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, კონტროლირებადი ტემპერატურის პირობებში ტრანსპორტირებას.

Babypod 20 ,,Williams Advanced Engineering-მა” ,,Advanced Healthcare Technology-თან” თანამშრომლობით შექმნა.

 როგორც წესი, ახალშობილებში სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირება მოითხოვს დიდი ინკუბატორების გამოყენებას, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიის მიწოდებას და სპეციალურ მანქანებს.

ახალ Babypod-ს ამჟამად ბრიტანეთის ,,Children’s Acute Transport Service-ი” იყენებს, რომლის მთავარი მენეჯერი აცხადებს, რომ ახალმა მოწყობილობის დიზაინმა „ტრანსპორტირების პროცესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.“

Williams-ი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 500 მოწყობილობის შექმნა იგეგმება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიებიტრანსპორტი

„ფორმულა 1-ის” ტექნოლოგია ახალშობილების უსაფრთხო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს

„ფორმულა 1-ის” მანქანების ტექნოლოგია, რომელიც მძღოლებს მაღალი სიჩქარის დროს მომხდარი შეჯახებისას სიკვდილისგან იცავს, ახალშობილების უსაფრთხო სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს.

ახალი მოწყობილობა – Babypod 20 – ნახშირბადის ბოჭკოვანისგანაა შექმნილი – იგივე მასალისგან, რომელიც გამოყენებულია ფორმულა 1-ის მანქანებში. მას შეუძლია აიტანოს 20 ჯ-ძალის ზემოქმედება და უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, კონტროლირებადი ტემპერატურის პირობებში ტრანსპორტირებას.

Babypod 20 ,,Williams Advanced Engineering-მა” ,,Advanced Healthcare Technology-თან” თანამშრომლობით შექმნა.

 როგორც წესი, ახალშობილებში სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირება მოითხოვს დიდი ინკუბატორების გამოყენებას, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიის მიწოდებას და სპეციალურ მანქანებს.

ახალ Babypod-ს ამჟამად ბრიტანეთის ,,Children’s Acute Transport Service-ი” იყენებს, რომლის მთავარი მენეჯერი აცხადებს, რომ ახალმა მოწყობილობის დიზაინმა „ტრანსპორტირების პროცესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.“

Williams-ი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 500 მოწყობილობის შექმნა იგეგმება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

დუბაიში საჰაერო ტაქსის საცდელი ფრენა განხორციელდა

დუბაიში ორშაბათს მფრინავი ტაქსი-დრონის საცდელი ფრენა განხორციელდა.

მფრინავი ტაქსი გერმანული დრონების ფირმა ,,Volocopter-ის” მიერაა შექმნილი და ის პატარა, ორადგილიან ვერტმფრენს ჰგავს.

ვოლოკოპტერის ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთია, მას უბედური შემთხვებისგან დასაცავი უამრავი საშუალება აქვს: სარეზერვო ბატარეები, როტორები და, უარესი სცენარის შემთხვევაში, რამდენიმე პარაშუტი.

ვოლოკოპტერი გახლავთ ათეულობით მაღალბიუჯეტიანი ევროპული და ამერიკული ფირმის კონკურენტი, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი სამეცნიერო ფანტასტიკით ინსპირირებული ხედვით ცდილობს, შექმნას ურბანული ტრანსპორტის ახალი ფორმა. ეს ფირმებია: Airbus-ი, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართვადი ტაქსების შექმნას 2020 წლისთვის, Kitty Hawk-ი, რომელსაც მხარს Google-ის თანადამფუძნებელი ლერი ფეიჯი უჭერს, და Uber-ი, რომელიც პარტნიორებთან საკუთარი მფრინავი ტაქსის სტრატეგიაზე მუშაობს.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სმარტფონების გამოყენებით თქვენს ახლოს მდებარე ვოლოპორტიდან ვოლოკოპტერის გამოძახებას შეძლებთ. რის შემდეგაც ის მოვა და და დანიშნულების ადგილამდე თქვენს წაყვანას შეძლებს, “ – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა –  ფლორიან როიტერმა.

ორშაბათის სატესტო ფრენის დროს, მოწყობილობა 200 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

საჰაერო ტაქსით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

 კომპიუტერული თამაში – Wii ,,Nintendo-ს” წარმატების საწინდარი გახდა

,,Nintendo” კომპანიაა, რომელმაც იმპულსი მომხმარებელთა აღფრთოვანებით მიიღო. კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ეს კომპანია აწარმოებდა, ძირითადად ახალგაზრდებზე იყო გათვლილი. იმის გამო, რომ ეს თამაშები ხმაურს იწვევდა, მშობლები ბავშვებს მის ყიდვაზე უარს ხშირად ეუბნებოდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს თამაშები ანტისოციალური იყო და მათსა და შვილებს შორის ზღვარს ზრდიდა. კომპიუტერული თამაში Wii კი, რომელიც ემყარებოდა სხეულით მოძრაობას და ერთად ყოფნას, გათვლილი იყო მთელ ოჯახზე. ამ თამაშით სიამოვნებას იღებდნენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები. ამ მიგნებით, Nintendo–მ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბაზარი და გასულ წლებში გაყიდვებით ექვსჯერ გაუსწრო უახლოეს კონკურენტებს.

 

წყარო:Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 59 60 61 62 63 85
Page 61 of 85